ერთ დღეს ეს მოხდება...
ნახატი, რომელსაც გაზეთის ამ გვერდზე ხედავთ, ამერიკელმა მხატვარმა რობერტ ბერკლიმ (ბობ მინორი) (1884-1952) 1925 წელს დახატა ანიმაციური ფილმისთვის, რითიც, ფაქტობრივად, იწინასწარმეტყველა, რომ ერთ დღეს მსოფლიოში ძალთა ბალანსი შეიცვლებოდა. რასაც ადამიანი წარმოიდგენს, ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ამ სურათზე საინტერესო ის არის, რომ რუსეთი გიგანტებს უკნიდან უყურებს კმაყოფილი ღიმილით.
კიდევ ერთი საინტერესო მომენტი ის არის, რომ „ანიმაციის მამად“ წოდებულმა ფრანგმა კარიკატურისტმა და ანიმატორმა ემილ კოლმა პირველი სრულად ანიმაციური ფილმი 1908 წლის დასაწყისში შექმნა, 1925 წლისთვის კი ანიმაციას ისეთი მნიშვნელობა შეუძენია, რომ პოლიტიკურმა მომენტებმა მოითხოვა ანიმაციაში ჩართვა.
რადგან ვიცი, რომ პირველივე წინადადებიდან შემეპასუხებოდით, მაგ დროს სად იყო ტელევიზორი და მულტფილმებიო, იძულებული ვარ, ძირითად სათქმელს გადავუხვიო და მოკლედ განმარტო _ ცნობილი ამბავია და ცხადია, მეც ვიცი, რომ პირველი ტელევიზორი იყო შავ-თეთრი და ძალზე ბუნდოვანი, რომელიც 1926 წელს ჯონ ლოჯი ბერდიმ გამოიგონა, მაგრამ აკი ვთქვი, პირველი ანიმაციური ფილმი 1908 წელს შექმნა ემილ კოლიმ-მეთქი, მაშასადამე, რაღაცას გააზრება უნდა, ტელევიზორის დახვეწამდე ანიმაციური ფილმი როგორ იქნებოდა?
ემილ კოლიმ ხუთი თვის განმავლობაში შეადგინა 700 ნახატი და 80-წამიანი ანიმაციის შესაქმნელად განათებული შუშის ფირფიტა გამოიყენა, რითიც თანმიმდევრულობის პრინციპით, შაბლონების თანმიმდევრული მოძრაობა და უწყვეტობა უზრუნველჰყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი პირველი ფილმი დაფაზე ცარცით დახატულ გამოსახულებას ჰგავს, რეალურად, ის ქაღალდზე კალმით არის შესრულებული. შემდეგ ეს ქაღალდები ორმაგად გამოიფინა, რათა ნეგატიური ფილმის ეფექტი შეექმნათ.
კოლის ანიმაციისა გაგიკვირდათ და იმასაც თუ ვიტყვი, რომ ეს „ცარცის ხაზის ეფექტი“ ცნობილი ადრეული ანიმატორის, ჯეიმს სტიუარტ ბლექტონის ნამუშევრებით იყო შთაგონებული, ვფიქრობ, არჩევანის წინაშე დადგებით, შემდგომ რისი თქმა მინდა, ან საერთოდ აღარ დაინტერესდებით, ან პირიქით, რისი თქმა უნდა ამ ქალს, გავიგო ერთიო და, წაიკითხავთ.
რისი თქმა მინდა და იმის, რომ ის, რაც ნახატზეა, ჯერ არ ასრულებულა, მაგრამ ეს დღე დადგება, გაიხედეთ მსოფლიოში, ეს ამბავი დაწყებულია. ხატვის ნიჭი რომ მქონდეს, დავხატავდი დღევანდელ მდგომარეობას, მაგრამ ვინაიდან არ მაქვს, მხოლოდ დავწერ, მაგრამ იმდენი წვერია გამოწეული აბურდული გორგალიდან, საიდან დავიწყო გაშლა, არ ვიცი.
მოკლედ, ჩემს დღევანდელობის წარმოსახვით ნახატში ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი დგანან ერთად, რომელთაც პატარ-პატარა სუბიექტებად მათი თანამოაზრე, მაგრამ მათთან შედარებით მომცრო სახელმწიფოები უდგათ გვერდზე. ეს სამეული ახალი უბედურების დასაწყისია, თუ რაღაც სხვანაირი, ნამდვილად კეთილგონივრულ-მეგობრული ურთიერთობა არ დაამყარა მათთან დანარჩენმა მსოფლიომ, რომელიც საკუთარ თავს ცივილიზებულს უწოდებს.
ახლა მეორე წვერი გამოვწიოთ _ იმდენი იძიძგილავეს ერთმანეთში ათწლეულების განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა, რეალურად, კავშირის მმართველმა რუსეთმა და შემდეგ უკვე კონკრეტულად რუსეთის ფედერაციამ, რომ სადღაც მიგდებული მშიერ-მწყურვალი ღატაკი ბავშვიდან ჯანღონიან გამოწკეპილ ბიჭად აქციეს ჩინეთი. როგორც ქვეყანა და ხალხი, ჩინეთი, მოსახლეობის სიმრავლის მიუხედავად, არასდროს ყოფილა ომისმოყვარე, პირიქით, მუდამ თავდაცვაზე იყო ორიენტირებული და რაც კი ომი აქვს წაგებული, აუხსნელია, რატომ, მაგრამ გაიზარდა ბიჭი, გაიხედ-გამოიხედა და სულაც აღარ ფიქრობს, რომ წინაპრების მსგავსად, ტრადიციულად თავდახრილი იყოს ვინმეს წინაშე.
მოკლე მაგალითს ვიტყვი: 1990 წელს ჩინეთი იყო მსოფლიოს მე-11 ეკონომიკა, იაპონია კი იკავებდა მე-2 ადგილს, მისი მთლიანი შიდა პროდუქტი 8-ჯერ აღემატებოდა ჩინეთისას. 2010 წლისთვის ჩინეთის სწრაფმა ეკონომიკურმ ზრდამ მიაღწია იაპონიის დონეს და ორივეს მთლიანი შიდა პროდუქტის დონემ დაახლოებით 6 ტრილიონი დოლარი შეადგინა. 2025 წლის პროგნოზების მიხედვით, ჩინეთის ეკონომიკა 4,5-ჯერ გაუსწრებს იაპონიისას და 20 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. 1980 წლიდან ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 193 დოლარიდან დღეს 13 000 დოლარს აღწევს. ამ ზრდას განაპირობებს სამრეწველო დომინირება, ტექნოლოგიური განვითარება, უცხოურ ინვესტიციებსა და კაპიტალზე სახელმწიფოს კონტროლი, ფინანსური კაპიტალის საწარმოო ურთიერთობებისთვის დამორჩილება და უზარმაზარი შიდა ბაზარი.
მე-2 ადგილზე მყოფ იაპონიას რა დაემართა? _ ისეთი პრობლემები გამოუჩნდა, როგორიცაა: მოსახლეობის დაბერება და ეკონომიკური სტაგნაცია, ფინანსური კაპიტალის მიერ საწარმოო საშუალებების დამორჩილება, მასიური ინდუსტრიული წარმოების შეკვეცა.
ჩინეთის აღზევებაში დიდი წილი ამერიკის შეერთებულ შტატებს მიუძღვის, რადგან მხოლოდ წაგლეჯაზე ორიენტირებული ძალის ენით მოლაპარაკე აშშ დიპლომატიის უარყოფის გამო დაისაჯა. გამრჯე ჩინელების შრომის ნაყოფიერების ზრდითა და შრომის შედეგების დანახვით შეშინებულმა აშშ-მა ნომერ პირველ საფრთხედ ჩინეთი გამოაცხადა და, ამავდროულად იფიქრა, მოდი, გავაცურებ, შევუამხანაგდები რუსეთის წინააღმდეგ და მერე სათითაოდ და ცალ-ცალკე მოვგუდავო. არ გამოუვიდა ეს ამბავი და შეტრიალებაზე იფიქრა, მაგრამ თავშივე გადაიფიქრა, გონება გაეხსნასავით, რაღაც იგუმანა.
რა დიდი გუმანი უნდოდა იმას, რომ რუსეთთან ერთად უმტკივნეულოდ გაეყოთ მსოფლიო, მაგრამ მეტისმეტმა რეტისრეტი დამართა, ახლა კი უკვე გვიანია, სხვანაირად ლაგდება „კარტები“...
გარდა იმისა, რომ ძალზე აბურდულია გორგალი, რაღაცნაირი მოცემულობაა, თითქოს აშშ ერთგვარი ბაზაა ვიღაც სხვისი და ისე, რომ ამერიკელები აზრზე არ არიან, ათწლეულებია, ის „ვიღაც სხვა“ ამერიკას ისე ტექნიკურად და კოხტად იყენებს, რომ ჯერ კიდევ არ არიან აზრზე მოსულები.
აბა, გამოვწიოთ გორგალიდან კიდევ ერთი წვერი, ვნახოთ, რა გამოიწვერება _ ვაი-ვაგლახით გამოვწიე აშშ-ის ე. წ. ზედა ფენა და ბიჯოს, ამერიკის კონტინენტზე გადაბარგებული პირველი ევროპელების შთამომავლები კი არა, ისტორიისთვის, აგერ ახლახან, მაგრამ უკვე ფესვგადგმული მამალ-მამალი ებრაელები შემრჩნენ.
გაგიკვირდებათ და, ე. წ. ამერიკელი ებრაელები, რელიგიით თუ მემკვიდრეობით, აშშ-ის მოსახლეობის დაახლოებით მხოლოდ 2% არიან, დაახლოებით 6,5 მილიონი ადამიანი. უცნაურად არ მოგეჩვენათ ეს ციფრი, ანუ პროცენტული შემადგენლობა? მათგან ყველა ხომ არ არის მაღალ ეშელონებში, მაგრამ რაც არის, ის ერთი მუჭა უწყვეტს ქრისტიანულ სამყაროს, რომ უნდა განადგურდეს და მოშიახისთვის გზა გათავისუფლდეს? არა მხოლოდ რელიგიური სპექტრი, საერთოდ, ეს ერთი მუჭა ებრაული კლანია, მუჭში რომ უკავია ამერიკა და მისი ხელით ნარს გლეჯს? ამ ბეყე ამერიკელებმა კი მსოფლიოს შეაძულეს თავი ისე, რომ არ იციან, რატომ! მათ ჩამოაყალიბეს ე. წ. დიფ სთეითი და ჩაითრიეს ყურებით დაჭერილი ამერიკელებიც? _ აბა, სხვანაირად არ ლაგდება და...
მაშასადამე, რა სურათი იშლება ამ წვერის გამოღებით _ მოშიახს ყველა უნდა დაემონოს, თავზე აქლემის ტყავი უნდა გადავიჭიმოთ და მზის გულზე დავსხდეთ, რომ ჯილა-ჯილა მანქურთებად ვიქცეთ?
ებრაელები ნიჭიერი, ჭკუიანი და ეშმაკი ხალხია და დავიჯერო, ისე გამოთაყვანდნენ მათი „თანამედროვე მოგვები“ ქრისტეს სიძულვილით რელიგიურ ნიადაგზე, რომ ამის იქით ვეღარ იხედებიან? რაგინდ მესიანიზმითა და გამორჩეულობის ღრმა რწმენით ჰქონდეთ თავი გამოტენილ-გადახურებული, იმდენს ვერ ხვდებიან, რომ თეთრი რასა არიან და თეთრი რასისგან განდგომისთანავე და ქრისტიანობის მოსპობისთანავე, ერთი ყლაპიც არ გამოვლენ, ჩინეთისთვის, ინდოეთისთვის და მუსლიმანური სამყაროსთვის? ახლავე ვერ ხედავენ თანდაყოლილი ცოდვით დაბადებულები, რომ მსოფლიოს არ უნდა მათი ცივილიზებულებად მოხსენიებაც კი და როგორ ექცევიან უკვე სხვადასხვა დაწესებულებაში და თვით სპორტულ ასპერეზობებზე, როდესაც ისრაელის სახელი გაისმის? – ორმა ევროპულმა სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა რომ, თუ ევროვიზიაზე ისრაელის სახელი გაისმება, ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარს იტყვიან.
საქმე ის არის, რომ ებრაულმა სიონიზმმა ფაშიზმის ახალი და უფრო მახინჯი სახე მიიღო მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მათი რელიგიური ფანატიზმით, მოშიახის მოსვლა-გამეფებასა და იუდეველების სრულ გაბატონებაში, უპირველეს დაბრკოლებად ქრისტიანობა აქვთ წარმოსახული და ამის გამო ყოველი მხრიდან და ყველანაირად შეეცადნენ ქრისტიანობის დაკნინებას ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში. ჩვენ მხოლოდ ჩვენსას ვხედავდით საგანგაშოდ და აქა-იქ _ სადღაც, მაგრამ რაც უკრაინაში ვნახეთ ქრისტიანობასთან დაკავშირებით, ასეთი არსად გაცხადებულა.
ძალიან შეტოპეს და შედეგსაც ძალიან მალე მოიმკიან, რადგან ნაადრევად მოუვიდათ სახის გამოჩენა და ფაშისტური გერმანიის დანაშაულებრივი ქმედებით აღორძინებულები იმავეს მიიღებენ, რაც ბიბლიურად უკვე ჰქონდათ და რაც უკვე დაწყებულია...
ბოლო-ბოლო, ქრისტიანული რუსეთი ისრაელს დაემორჩილება, რაგინდ ამერიკის დროშის ქვეშ დაიმალოს?
აბა, კიდევ ერთიც გამოვწვეროთ, ვნახოთ, რა გამოყვება _ ჩინეთი და ინდოეთი, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად განსხვავებული სხვადასხვა ცივილიზაციები არიან, ერთმანეთთან სამტრო არაფერი აქვთ და არც იმის კონტურები ჩანს, რომ რომელიმე გასააზრებელ მომავალში ექნებათ. შესაბამისად, იდეალურად შეუძლიათ ურთიერთთანამშრომლობა. ჩინეთი რა სისწრაფითაც ვითარდება ტექნოლოგიებში, ისეთივე სისწრაფე აქვს გამრავლებაში, მისი მოსახლეობა, ევროპისგან განსხვავებით, მიგრანტების ხარჯზე არ იზრდება, ჩინელები მრავლდებიან. იგივე მდგომარეობაა გამრავლების მხრივ ინდოეთში. ეს ქვეყნებია, მაგრამ ცალკე არსებობს სამყარო, რომელსაც მუსლიმანური სამყარო ჰქვია და ყველა მუსლიმანს აერთიანებს. მუსლიმანები, ასევე გამრავლების კარგი ტემპით, არა მხოლოდ ადგილზე, არამედ მიგრანტულად მრავლდებიან, სადაც წავლენ, იქ ხარობენ უდანაკარგოდ და წინა ორი ქვეყნისგან განსხვავებით, აგრესიულად პრეტენზიულები არიან.
გასულ კვირას ვნახე საკუთარი თვალით და მოვისმინე საკუთარი ყურით _ გერმანიაში, ლაიფციგში, მუსლიმანი ემიგრანტები შარიათის კანონების დაწესებას ითხოვდნენ; ასევე, ითხოვდნენ ფედერალური მიწების „შამის მიწად“ გამოცხადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გერმანიის ხელისუფლებას და ხალხს განადგურებით ემუქრებოდნენ. იქვე ინფორმაცია იდო, რომ ბოლო ერთ კვირაში 14 გერმანელი მოზარდი გოგონა გახდა მუსლიმანი მიგრანტების მხრიდან ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი.
სოცქსელში მეგობარმა ფოტო დადო კომენტართან ერთად, რომ ლონდონის, ვესტმინსტერის, ბირმინგემის, ოქსფორდის, ბლექბერნის, ლუტონის, ბრაიტონის და როტერჰემის ლორდ-მერები მუსლიმანები არიან...
მოკლედ რომ ვთქვათ, ევროდეპუტატები ევროკავშირის პოლიტიკას მიგრანტებთან დაკავშირებით, ტყუილად არ ესხმოდნენ თავს, თავმომწონე დასავლეთი საკუთარი ნებით კი არა, საკუთარივე მოთხოვნითა და ბრძანებით გადადის პოსტქრისტიანულ სტადიაში.
თეთრმა რასამ მოდად აქცია შობადობის შემცირება და თეთრი რასისთვის მსოფლიო სავალალო შედეგიც სახეზეა, თეთრი რასის რესურსი 15%-მდე დავიდა და კლების ტენდენცია გრძელდება. ჩვენ რუკაზე არ ვჩანვართ, რა გავლენა უნდა მოვახდინოთ თეთრი რასის გამრავლებაზე, იმ გაცვედანებულ ევროპას და გადემოკრატებულ ამერიკას კი უნდა მოსთხოვო თეთრი ადამიანური რესურსის გაქრობისკენ აღებული პოლიტიკის გამო პასუხი. ახლა ბანონ შავკანიანებს ფეხები აშშ-ში, ევროპაში კი უკანალზე კოცნონ მუსლიმანებს...
ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ, მცირე მასშტაბით იგივე მდგომარეობა რომ გვაქვს, როგორც შობადობის, ისე უცხოტომელების შემოსევის მხრივ? ამ დღეში ჩავარდნა ევროპის მიბაძვამ დაგვმართა _ ერთი შვილი საკმარისია და ყველა გადამთიელი რომ ჩვენი ძმა არის. საკუთარი თავი ხომ ჩაუგდეს ხელში ყველა სახის ეშმაკს და ჩვენც კუპრის კასრისკენ მიგვაჩინდრიკებდნენ...
გამოსაღები წვერების მეტი რა არის, მაგრამ რაც უცბად და მსხვილად მომყვა ხელში, ის გამოვიღე ნაწყვეტ-ნაწყვეტ, შორს არ მიშვებს გაზეთის ფორმატი...
ახლა რას ვფიქრობ ამ აბურდული გორგალის შემხედვარე _ ტრამპი ვაჭრის ტიპაჟია, ომისმოყვარე არ არის, თან ებრაელებთან მჭიდრო კავშირში გაზრდილი, სერიოზულად წაიეშმაკებს და წაითავხედებს კიდეც და ამიტომ მოირგო მედღეხვალიეს იმიჯი. ახლა რომ დააბრეხვა: „მზად ვარ, რუსეთის წინაარმდეგ სერიოზული სანქციები დავაწესო, როდესაც ნატო-ს ყველა წევრი სახელმწიფო რუსეთიდან ნავთობის შეძენას შეწყვეტს“-ო, ჰაერზე წამოისროლა ეს სიტყვები?
ტრამპს არ უყვარს ევროპა და ევროპელები, რადგან საშინლად რეაგირებს, როდესაც მის მოტყუებას ვინმე შეეცდება, მით უფრო, მოტყუებას თუ დაჩაგვრის მცდელობაც ახლავს _ ამის შესახებ თვითონვე ისაუბრა პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე დღეში. ჰოდა, არც გამიკვირდება, რომ ევროპა ღრმა კრიზისში ჩააგდოს, თვითონ დადოს სარფიანი გარიგება რუსეთთან და თუ დასცალდა, სწორედ ისე მოიქცნენ ეს ორნი, როგორც დასაწყისში ვთქვი, ამჯერად მცირედი სახეცვლილებით.
ჰოდა, ამ გაწამაწიაში, ჩვენ სად ვართ, ხომ ვერ მეტყვით?
მე კი ვიცი, მაგრამ მაინც ვიკითხე, ჩაფიქრებისთვის...
მაია ჭელიძე


