სავალდებულო საკითხავი ახალგაზრდებისთვის

საქართველოს ისტორია რომ გაყალბებულია, ამის შესახებ არაერთხელ ითქვა. ამდენად, ვეცადე, მოკლე თეზისებად ჩამოყალიბებული ისტორიულ დოკუმენტები და თანამედროვე პოლიტიკური მოვლენების ანალიზი წარმომედგინა, რაც ყველა ქართველმა, განსაკუთრებით, ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ და მცირედი შესავალიც დავურთე.
„...დიდო დედაო, ცაო მშვენიერო, მომცველო ყოველივესი, შემქმნელო და დამბადებელო, უსასრულო სამყაროში დაუტეველო; უმცირესში ჩატეულო, უწონმანძილოვ, ცარიელო და სავსევ, უჟამო, უძრაო, წყვდიადო ცაო, _ სივრცეში, დროში ნათლით გამოვლენილო, ერთა და ერთთა ერთობაო, მომეც უფლება უფლებათა, _ დავრჩე მართალი ჩემ თავ-უფალთან და სამართლიანი _ სხვათა მიმართ, რათა დავიცვა ცის სიწმინდე და ვიყო თავის-უფალი (ე. ი. მართალი, ვითარცა შენ, ცაო თავნებაო...)“
ეს არის ქრისტემდელი, ე. ი. 2000 წლის წინანდელი, წარმართული ხანის ქართველების ლოცვა და თავად განსაზღვრეთ, როგორი ადამიანები იყვნენ ჩვენი წინაპრები თუნდაც 7000 წლის წინათ, კეთილშობილები თუ ბოროტები?
ე. ი. წარმართულ ხანაშიც ჰყავდათ ქართველებს წმიდა სამება: მორიგე მამა ღმერთი _ მთვარე, აღმატებული და უმთავრესი ღვათაება! დედა ღმერთი _ მზე, ღვთაება მზე-ქალი და კვირია _ ხმელეთის მოურავი, ე. ი. მფარველი, დევთა, ქაჯთა, ავსულთა და ეშმაკთა რისხვა, სინათლისა და იმედის ღვთაება!
იმ წარმართულ ხანაში ქართველების, ე.ი. იბერების, ან კიდევ თუბალ-კაენის ხალხის ქვეყანა გადაჭიმული იყო მთელ სამხრეთ კავკასიასა და მცირე აზიაში _ მათ ადრე შუმერები ერქვათ. თავიდან სპარსებმა წაართვეს მიწა-წყალი, შემდეგ ინდოეთ-სპარსეთის სანაპიროებიდან დაძრულმა სემიტებმა, რომლებმაც აღებ-მიცემობით, ფაქტობრივად, უომრად, უხმლოდ დაიპყრეს მათი მნიშვნელოვანი მიწა-წყალი, შემდეგ თანდათან გაბატონდნენ მთელ მცირე აზიაში სწორედ ესენი, აწ უკვე მდიდარი სემიტები, შემდეგ ბერძნები, მაგრამ თუბალ-კაენის ხალხი არ ამოწყვეტილა!
შუმერის შემდეგ მათვე შექმნეს ხეთის უძლიერესი იმპერია, შემდეგ კი – ურარტუს იმპერია. ამ იმპერიების დანგრევის შემდეგ მათ შთამომავლებს, იბერებს შერჩათ თავიანთი ძირძველი მიწა-წყლიდან მხოლოდ 300 000 კვ კმ, რომელიც დავით აღმაშენებლისა და თამარის დროს გადაჭიმული იყო „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“, ოდესღაც კი, სამხრეთით მისი არათუ მიჯნა, არამედ შუაგული იყო მითრიდატე პონტოელის დედაქალაქი, სინოპი მიმდებარე ტერიტორიებით!
დღეს კი, სწორედ „შინაური მტრებისგან“ და უძღები შვილებისგან დამცრობილი, დანაკუწებული მიწა-წყალი და დამშეული, დამცირებული, მაგრამ მაინც ამაყი ხალხი ცდილობს, შეინარჩუნოს საკუთარი სამშობლო, რაც შერჩა, კეთილშობილი გენეტიკა და უძველესი კულტურა და საერთოდ, სახე!
1787-1791 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-თურქეთის ომი. როგორც ყოველთვის, რუსეთმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, თურქეთს ხელიდან გამოგლიჯა ყირიმი. გაათავისუფლეს ტყვეები და იქაურ ჰარამხანაში იპოვეს ულამაზესი ქართველი ქალი, რომელიც ავად იყო და ეგონათ, მალარია სჭირდა. რუსეთის უმაღლესმა სარდლობამ ავადმყოფი ქართველი ქალი მოსკოვში წაიყვანა სამკურნალოდ. მოიწვიეს რუსეთში დაბადებული და გაზრდილი, ეროვნებით გერმანელი ექიმი იოჰან ჰილტებრანდტი. ექიმმა დასვა დიაგნოზი, რომ ეს მშვენიერი არსება ქალური დაავადებით იყო ავად და იგი მალევე, 8 თვეში გარდაიცვალა. ექიმმა ითხოვა, გარდაცვლილი ქალის თავის ქალა ებოძებინათ მისთვის, ამ საქმეში მან ჩართო ასევე ცნობილი ექიმი, პეტერბურგელი გერმანელი გეორგ თომას ფონ აში. ამ უკანასკნელმა კი უმშვენიერესი ქალის თავის ქალა თავის პროფესორს გაუგზავნა გერმანიაში, იოჰან ბლუმენბახს. ბლუმენბახი იმდენად გაოცდა თავის ქალის სიმშვენიერით, მისი ნაკვთების პროპორციულობით (რომელიც გეტინგენის უნივერსიტეტშია დაცული), რომ ღამ-ღამობით სანთლის შუქზე საათობით შეჰყურებდა, სურდა, მისი სილამაზე გაეცოცხლებინა გონებაში. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ შეიქმნა ბლუმენბახის ცნობილი სამეცნიერო დასკვნა _ „მსოფლიოში ულამაზესი ხალხი ცხოვრობს სამხრეთ კავკასიაში _ ქართველები! ისინი მიეკუთვნებიან თეთრკანიანი რასის უმაღლეს საფეხურს“, რომელსაც ბლუმენბახმა „კავკასიური“ უწოდა და არა ევროპული!
ახლა კი ჩემი მოკლე-მოკლე „თეზისები“:
1. იცით, რას ნიშნავს ხუთჯვრიანი დროშა, რომელიც ეროვნულ დროშად მიასაღა დასავლეთმა სააკაშვილის პარტიას?
უნდა იცოდეთ, რომ მართლმადიდებლების სისხლით დამბალი ხუთჯვრიანი დროშა არ შეიძლება იყოს უძველესი მართლმადიდებელი ქვეყნის, საქართველოს ეროვნული დროშა! ხუთჯვრიანი დროშა ევროპელი ჯვაროსნების, ან იგივე ევროპელ ყაჩაღთა ბრბოს დროშაა, იმ ყაჩაღი ჯვაროსნების, რომელთაც დაამხეს და სისხლში ჩაახრჩვეს მართლმადიდებელი ბიზანტიის იმპერია; ამოხოცეს არამარტო მართლმადიდებელი მრევლი, არამედ _ ბერები; ეკლესია, ტაძარ-მონასტრები კათოლიკურად გადააკეთეს, გაძარცვეს მთელი ქვეყანა და გაბატონდნენ; ამოხოცეს ათონის წმინდა მთის სავანეებში მცხოვრები მოწესეები, მათ შორის, ქართული მონასტრის, ივერონის ქართველი ბერები, ორასი ასაკოვანი ბერი, გემზე დასხეს, ზღვაში ჩაახრჩვეს და 700 ახალგაზრდა ქართველი ბერი რომში ებრაელებს მიჰყიდეს მონებად; დიახ! მათი, ე. ი. ჯვაროსნების დროშა გახლდათ ხუთჯვრიანი, ქართველი და სხვა მართლმადიდებელი ხალხისა და ბერების სისხლით გაპოხილი სატანის ნაშიერთა „დროშა“!
და ამ სამარცხვინო, მართლმადიდებლების სისხლში გასვრილ დროშას აფრიალებს დღეს მართლმადიდებლური საქართველო!
მესმის, ჯვარი ჯვარია ყოველთვის, მაგრამ უმთავრესი ძალა მის სიწმინდეშია!
ხუთჯვრიანი ჯვაროსნული დროშა არასოდეს ყოფილა ქართული ქვეყნის ეროვნული დროშა! ქართულ დროშაზე გამოსახული იყო ერთი ჯვარი, რწმენის სიმბოლო, ეს იყო უპირველესი ქართული საბრძოლო დროშა!
მეორე საბრძოლო დროშა გახლდათ წმინდა გიორგის გამოსახულებიანი დროშა!
წმინდა გიორგი (კაპადოკიელი მესხი, ე. ი. ქართველი) უფლის ზეციური მხედართმთავარი ყველა დიდი ბრძოლის დროს თეთრ ცხენზე ამხედრებული ცოცხლად მიუძღვოდა წინ ქართულ ლაშქარს _ ეს ფაქტი არაერთხელ დაუფიქსირებია ისტორიას!
მინდა ვუთხრა ჩემს მკითხველს, რომ დავით აღმაშენებლის საბრძოლო დროშაზე გამოსახული წმინდა ჯვრის ასლი _ ალგეთის ფიქალში გამოკვეთილი დგას ჩემი თელავის სახლის ბუხრის თავზე. ამ ჯვართან ერთად დგას მაცხოვრის გამოქანდაკებული სახე... ბუხრის კედლის მარცხენა მხარე კი მთლიანად უჭირავს უწმინდეს და უძველეს ხატებს და ეს დარბაზი, რომელიც მამაჩემის დაპროექტებულია და შექმნილია უძველესი ქართული საცხოვრებელი დარბაზის სტილში, ჩემი სიამაყეა!
არ ეკადრება დამოუკიდებელ, მართლმადიდებელ საქართველოს და მართლმადიდებელ ქართველ ხალხს მართლმადიდებელი სამყაროს ამაოხრებელი, ველური ევროპელი ჯვაროსნების დროშას აფრიალებდნენ თუნდაც დასავლეთის დაკვეთით; არ ეკადრება ქართველ ხალხს და ზოგიერთ უაღრესად განათლებულ და სამშობლოს მოყვარულ პოლიტიკოსს ამ დროშის, ყაჩაღი ევროპელების ხუთჯვრიანი დროშის თაყვანისცემა; ძნელია, ბატონებო, გამოარკვიოთ ამ ხუთჯვრიანი დროშის ისტორია?
დაუბრუნეთ ქართველ ხალხს და საქართველოს თავისი ისტორიული საბრძოლო დროშები და ჩვენ ვეღარ დაგვამარცხებენ ვერავითარი გარე ძალები...
2. იცით, რომ საქართველო მოციქულთა მიერ განათლებული და გაბრწყინებული ქვეყანაა? რატომ ამოიღეს 2008 წლის „ქართლის ცხოვრებიდან“ ანდრია პირველწოდებულის მოღვაწეობა და აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უპირველესი ხატის იბერიაში შემობრძანების ფაქტები? რას აკეთებდა ამ დროს მეცნიერებათა აკადემია? რატომ არ გვყავს დღეს ჩვენ ერის ბედ-იღბალზე არამარტო მოფიქრალი, არამედ მებრძოლი და „განათლებული“ აკადემიკოსები, ვისაც საქართველოს ისტორია მაინც ეცოდინებათ კარგად და რომლებიც თამამად იტყვიან (არ შეეშინდებათ „ევროპელი“ მეგობრების) და ფაქტებით დაამტკიცებენ ისტორიულ სიმართლეს?
3. იუნესკო-მ რა „დაამტკიცა“ , რომ ქართული დამწერლობა, ე. ი. ანბანი შეიქმნა 450 ან 530 თუ 550 წელს? როგორ შეიძლება მსგავსი იდიოტობა მოიგონოს ვინმემ? რომელი ანბანი „დაგვიმტკიცა იუნესკო“-მ? ასომთავრული, ნუსხური თუ მხედრული? რას აკეთებდა „ეროვნული აკადემია“ ამ დროს? არ იცოდნენ ჩვენმა „მაღალმა გვამებმა“, რომ ერთადერთია ქართველი ერი დედამიწაზე, რომელსაც სამგვაროვანი სრულყოფილი გრაფიკის და შინაარსის ანბანური სისტემა, ე. ი. დამწერლობა გააჩნია და სამივე წარმართული ხანისაა და მათგან ერთი - მრგვლოვანი ნუსხური (ე. ი. ასომთავრული) კი შუმერი მოგვების საიდუმლო დამწერლობა იყო, რომელიც მხოლოდ მათ მემკვიდრეებს გადაეცემოდათ და ამიტომ ვერ მოახერხეს ფინიკიელმა ებრაელებმა მისი მსგავსის შექმნა? მათ გადაიღეს მხოლოდ ლურსმული დამწერლობა!
არ იცოდნენ ჩვენმა „აკადემიკოსებმა“, რომ, სხვა თუ არაფერი, საბაწმინდის ლავრის (რომელიც ჯერ კიდევ ბიზანტიაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე არსებობდა) პირველი ქართული ტიპიკონი (წესდება) მე-3 საუკუნის ბოლოს არის შედგენილი და რომელიც ნიკო მარმა საგულდაგულოდ გადაკარგა სომხური ფულის სანაცვლოდ (უზრუნველად რომ ეცხოვრა პეტერბურგში), მაგრამ ის ვეღარ შეძლო, რომ ძველი ტიპიკონის ასლი, რომელიც მე-4 საუკუნის ბოლოს არის გადაწერილი პირველიდან _ გაენადგურებინა!
4. ვინ არის სალომე ზურაბიშვილი? იგი ხომ სამშობლოს მოძულე, მოღალატე, მძარცველი და ქართული მიწა-წყლის გამსხვისებელი ჟორდანიას მთავრობის წევრის შთამომავალია!
საიდან მოვიდა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილობას იბრალებს, რადგან ნიკო ნიკოლაძის კეთილშობილმა მეუღლემ მის (ზურაბიშვილის) დიდ ბებიასთან ერთად ქუჩაში დაყრილი 9 უპატრონო ბავშვიც აღზარდა, გვარიც კი მისცა და შიმშილისგან სიკვდილს გადაარჩინა ისინი.
რა გეგმებით მოიყვანა საქართველოს ხელისუფლებამ და „დალესის კანტორამ“ ზურაბიშვილი? ერთადერთი მიზნით – რუსეთისთვის სამხრეთ კავკასია რომ მოეგლიჯათ ტერორისტების ხელით, რაც სცადეს ჯერ კიდევ გამსახურდიას დროს, მაგრამ არ გამოუვიდათ!
რატომ მოიწვიეს ბინ ლადენის ტერორისტები 1991 წლის სექტემბერში სოხუმში? ვერ შეძლეს ნატო-ს ბაზების განთავსება ლარსში, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდა შტატებს ჯერ 90-იან წლებში, შემდეგ კი სააკაშვილის მმართველობის დროს, კერძოდ, 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში!..
5. რატომ სურს ქართველ ხალხს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება, მაძღრად ცხოვრებისთვის? _ ეს ხომ დიდი ტყუილია!
1990-იანი წლებიდან საქართველოს ყველა მთავრობა „გარბის ევროკავშირისკენ“ და ნატო-სკენ, მერედა, ამ გაუთავებელ სირბილში რა დაემართა ქვეყანას?
ქვეყანა დააქცია, გაანადგურა სწორედ დასავლეთმა. ხალხი დაიმშა, გამათხოვრდა და ყველა გაიქცა, ვინც გაქცევა შეძლო, სადაც შეძლო და სამუშაოს იშოვნა!
საქართველოში სამუშაო ადგილები გააქრეს და გააქრეს იმიტომ, რომ ეკონომიკური საფუძვლები მოესპოთ ქვეყნისთვის!
ტერიტორიები დავკარგეთ! რის ხარჯზე უნდა „შევიდეთ“ ევროკავშირში ან ნატო-ში, ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე? ქართული სასამართლოს გაუქმების ხარჯზე? სუვერენიტეტის დაკარგვის ხარჯზე (ისედაც, გაგვაჩნია თუ არა სუვერენიტეტი - საკითხავია, ჩვენ ხომ კოლონია ვართ, ჩვეულებრივზე უარესი წნეხით!)?
იქნებ, გავიხსენოთ შარლ მიშელის „მოთხოვნები“ და ევროპარლამენტის „დათქმები“? ან კიდევ, რატომ არ უნდა დავფიქრდეთ, რომ ევროკავშირს საკუთარი მოთხოვნები აქვს და „შენ“ ერთ ლარსაც არავინ მოგცემს ისე, თუ ასჯერ საშინელი საქმე არ ჩაგადენინეს?
6. სად არის საქართველო, ევროპის კონტინენტზე თუ კავკასიაში? საქართველო ხომ გეოსტრატეგიული მდებარეობის გამო სჭირდებათ დასავლეთელებს და რატომ ცრუობენ ჩვენი ხელისუფლებები ქართველი ხალხის წინაშე? რატომ გაანადგურეს ქართული მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, სამუშაო ადგილები რომ გამქრალიყო და ხალხი გადახვეწილიყო? _ ევროპას ხომ იაფი მუშახელი სჭირდებოდა და იმიტომ!
კავკასია არის კაცობრიობის ცივილიზაციის აკვანი, როგორც ეს კნუტ ჰამსუნმა დაწერა და ოდესღაც განათლებულმა ევროპამ დააფიქსირა ჰუმბოლტის და სხვა მეცნიერთა მეშვეობით. ე. ი. უმაღლესი ცივილიზაციის (კულტურის) მქონე, ევროპაზე ბევრად აღმატებული და, ხომ არ ვიფიქროთ, რომ თანამედროვე „განათლებული“ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები სწორედ ამიტომ ცდილობენ ქართველი ხალხის გადაგვარებას, დამშევას და გამათხოვრებას?
რატომ არ ვეუბნებით ხალხს სიმართლეს? რატომ ვექაჩებით გარყვნილი და ხარბი, კორუფციაში ჩაფლული, ურწმუნო და სატანის მიმდევართა ევროპისკენ ჩვენს ხალხს? ხომ არ ვიფიქროთ, რომ არა მარტო მსოფლიოს, საქართველოსაც უმძიმესი და საშინელი დეფიციტი აქვს განათლებული პოლიტიკოსების, რომელთაც საქართველოს ისტორია არ იციან?
7. აუცილებელია თუ არა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოგვარება? _ ცხადია, აუცილებელია, რადგან რუსეთის ხელისუფლებაში აღარ სხედან შტატების ნომრიანი აგენტები (ხრუშჩოვიდან _ შემდეგ გორბაჩოვი, ან ელცინი, ან შევარდნაძე და ან კიდევ ანდროპოვ-იაკოვლევი)!
რუსეთის მეზობლობამ და რუსეთთან კარგმა დამოკიდებულებამ (არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს რესპუბლიკა სუვერენული სტატუსით იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შესული!) იმაზე მეტი სიკეთე მოგვმადლა, ვიდრე ბოროტება!
კეთილი ვინებოთ და გავაცნობიეროთ ის სიკეთეები, რაც შევიძინეთ ერეკლეს ტრაქტატის შემდეგ!
ჩახედეთ, ხალხო, ისტორიას _ 1858 წლამდეც კი ჰყიდდნენ ჩუმად ქართველ გოგო-ბიჭებს ფულზე გაწუწკებული გურულები, მეგრელები, აფხაზები, იმერლები, რომ აღარ გავიხსენოთ ერეკლეს დრო ან მისი წინა პერიოდიც!
ერეკლეს დროს მთელ საქართველოში მხოლოდ 600 000 ადამიანი ცხოვრობდა _ ქართველიც და სხვაც... 1988 წლის აღწერით კი საქართველოში 5 400 000 ადამიანი ცხოვრობდა და აქედან 95% ეროვნებით ქართველი იყო!
კეთილი ვინებოთ და გავაცნობიეროთ (ცხადია, თუ თავს ვდებთ განათლებულის სტატუსზე) ის სიკეთეები, რაც შევიძინეთ ერეკლეს ტრაქტატის საფუძველზე. სხვა რომ არაფერი, რუსეთმა საქართველოს შემოუერთა ძირძველი ქართული მიწები _ 57 000 კვ კმ! ტაოები, კლარჯეთი, საერთოდ მთლიანი მესხეთი, სპერი და ლაზიკის უმეტესი ნაწილი ტრაპიზონამდე, პირველ მსოფლიო ომში კი ქართულ-რუსული არმიები იდგა ტრაპიზონ-სინოპშიც, რიზეს გუბერნატორი კი გენერალი დავით კლდიაშვილი გახლდათ! ასე რომ, ცოდნა სინათლეა და სწორ გზას გვიჩვენებს, უწიგნურობა კი სიბნელეა და სიცრუეში აცხოვრებს ნებისმიერს!
ამ ფაქტების გახსენების შემდეგ, რა ვიფიქროთ, განათლებულნი იყვნენ „დისიდენტები“? დამეთანხმებით, რომ _ არა!
8. რატომ არ კითხულობს ჩვენი ახალგაზრდა თაობა ცურტაველს, საბანისძეს, გობრონის ცხოვრებას, რუსთაველს, გურამიშვილს, ბარათაშვილს, ილიას, აკაკის, ვაჟას, ივანე ჯავახიშვილს, სიმონ ჯანაშიას, პავლე ინგოროყვას, ნიკო ბერძენიშვილს, შალვა ნუცუბიძეს,, სიმონ ყაუხჩიშვილს? რატომ არის ჩვენი ოპოზიციისთვის „განათლებული“ ხალხი მხოლოდ „დისიდენტები“ ლევან ბერძენიშვილის მეთაურობით? მათ ხომ არ იციან, ვინ იყო ილია? ვაჟა? ერეკლე? სტალინი? ჯავახიშვილის და ინგოროყვას გვარები ალბათ, გაგონილიც არ აქვთ! რატომ ცდილობენ ისინი (ოპოზიცია), სიბნელეში და სიცრუეში აცხოვრონ ქართველი ხალხი ფულის სანაცვლოდ? _ დასანანია ძალიან!
9. იყო თუ არა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს რესპუბლიკა სრულუფლებიანი და დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით შესული და შეეძლო თუ არა კავშირიდან გასვლა ნებისმიერ დროს?
ძალიან მარტივი შეკითხვაა, რაზეც პასუხი უნდა იცოდნენ ჩვენმა ახალგაზრდებმა და არა მხოლოდ მათ:
ცხადია, შეეძლო, რადგან არა მარტო საქართველოს, ნებისმიერ სხვა მოკავშირე რესპუბლიკას, ყველას ჰქონდა კავშირიდან გასვლის უფლება, ეს უფლება გარანტირებული იყო კონსტიტუციით და გავიდნენ კიდევაც სხვა რესპუბლიკები უპრობლემოდ კავშირიდან.
იბადება შეკითხვა, მაშინ რატომ მოაწყვეს ქართველმა დისიდენტებმა 9 აპრილის სისხლისღვრა? იქნებ, მათ არ იცოდნენ, რა ეწერა საბჭოთა კონსტიტუციაში? იქნებ, დისიდენტებს, რომელთაც, როგორც ვიცით, სტალინი სძულდათ ძალიან და რუსეთს აიგივებდნენ სტალინთან, როგორც ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტი გაწერილი იყო „დალესის კანტორის“ მიერ მომზადებულ პროექტში, იმ პროექტში, რომელიც უნდა განხორციელებულიყო არა მარტო მოკავშირე რესპუბლიკებში, არამედ მთელი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რადგან მათი სურვილით, ქართველ ხალხს უნდა შეჯავრებოდა არა მარტო სტალინი, არამედ რუსეთიც და, შეჰყვარებოდათ ვინ? _ დასავლეთი და... თუნდაც... ჰიტლერი, თავისი ფაშისტებით!
ამ „გასვლამ“ რა მოუტანა საქართველოს? 35-წლიანი შიმშილი, უმუშევრობა, სიბნელე, სიცივე, სიკვდილიანობა, საშინელი სიღატაკე და ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა!
აი, სწორედ ეს იყო „დალესის კანტორაში“ შექმნილი პროექტის მიზანი და შეასრულეს კიდეც ერთობლივად კრემლში ჩანერგილმა აგენტებმა და ანდროპოვის მიერ შექმნილი „ჰელსინკის კავშირის“ წევრმა დისიდენტებმა, რომლებმაც „ეროვნულების“ სახელი დაირქვეს!
გამსახურდია მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს მიხვდა შტატების „მზაკვრული გეგმის“ არსს, მაგრამ უკვე ყველაფერი გვიან იყო... „დალესის კანტორა“ შეუფერხებლად აწარმოებდა თავისი პროექტის განხორციელებას ჯერ კიდევ დისიდენტური მოძრაობის დასაწყისიდან და აწარმოებს დღემდე!
10. რატომ დაისაჯა, დაიხოცა და მოიწამლა უბრალო ქართველი ხალხი 9 აპრილს და არცერთ ლიდერს ფრჩხილიც არ გაკაწვრია, რატომ? ხომ უნდა მიხვდეს „მოლოტოვის კოქტეილების მსროლელი“ ქართველი ახალგაზრდობა, რომ ეს გეგმა დიდი ხნით ადრე იყო გაწერილი და შემუშავებული „დალესის კანტორაში“ („ცერეუში“) და კრემლშიც დალესის კანტორის აგენტები ისხდნენ და დისიდენტებიც მათი (სახაროვ-სოლჟენიცინის) გამოზრდილნი და ჩანერგილნი იყვნენ ყველა რესპუბლიკაში?
მაგრამ... ქართველი „ეროვნულები“ ძალიან აქტიურობდნენ და „სისხლი სწყუროდათ“, ამიტომ, არც პატრიარქის თხოვნა გაითვალისწინეს, რომ ქაშვეთის ტაძარში შესულიყვნენ და ელოცათ, რადგან საფრთხე იყო მოსალოდნელი!!!
11. როგორი იყო განათლების სისტემა 1990-იან წლებამდე? ცხადია, უმაღლესი დონის, რადგან საქართველოს ჰყავდა მსოფლიო დონის მეცნიერები ყველა დარგში! მერედა, ეს იცის ჩვენმა ახალგაზრდა თაობამ? - არ იცის!
რატომ მიგვაბეს „ბოლონიის პროცესზე“? _ უწიგნურნი რომ დარჩნენ და თეთრი და შავი ვერ განასხვაონ ერთმანეთისგან და არ უნდა იცოდნენ, ვინ არიან, საიდან მოდიან, სად მიდიან და რომ ახალგაზრდობა მკვლელებად და პოლიციელების ცოცხლად დამწველებად აქციონ? ასეთი ახალგაზრდობა სჭირდება საქართველოს მომავალს?
12. რატომ ხდება ქართული მოსახლეობის გადინება საზღვარგარეთ სამუშაოს საძებრად და თანაც 1990-იანი წლებიდანვე? რატომ წაგვართვეს საკუთარ ქვეყანაში შრომის უფლება ქართველ ხალხს საქართველოს მთავრობებმა 90-იანი წლებიდანვე? რატომ გადაკეტეს სამტრედიის რკინიგზა ვითომდა „ეროვნულებმა“? ვინ და რატომ წაგვართვა, გაგვიყიდა და გაგვინადგურა ფაბრიკები, ქარხნები _ მძიმე და მსუბუქი მრეწველობა? სოფლის მეურნეობა? რატომ დაგვინაკუწეს ქართული მიწა-წყალი, რომლისთვისაც ამდენი სისხლი დაღვარეს ჩვენმა წინაპრებმა? უნდა იცოდეს ქართველმა ახალგაზრდობამ, რომ ეს პროექტი დიდი ხნის შემუშავებული ჰქონდა „დალესის კანტორას“, რადგან მათ აქ, საქართველოში, განათლებული ქართველები, გამრავლებული ქართველები არ სჭირდებათ!
13. ტრამვაის ვაგონებიც გაყიდეს, ლიანდაგებიც აყარეს, კავკასიონზე მაღალი ძაბვის ელექტროსადენები დაჭრეს და გაყიდეს. რატომ? რატომ? ვკითხულობთ ჩვენ და ეს ყველა უბედურება, რაც 1990-იანი წლებიდან მოხდა საქართველოში, რუსეთის ბრალია? რუსეთმა დაგვიმონა, დაგვამშია, დაგვამცირა თუ ჩვენივე, ქართველმა შადიმანებმა და გვარგადაკეთებულმა ყორღანაშვილებმა, „დალესის კანტორაზე“ მიყიდულმა ფულზე დახარბებულმა ქართველმა „აგენტებმა“? რატომ ამოიღეს კონსტიტუციიდან ეროვნება და მამის სახელი? სამშობლოს ღალატის მუხლი? პასუხი მარტივია _ სწორედ იმიტომ, რომ ყველაზე დიდი მოღალატეები სწორედ თვითონ იყვნენ და დღესაც ასეთები არიან!
14. დისიდენტები, იგივე 90-იანი წლების ეროვნულები, გიორგი სააკაძის ძეგლის აღებას რომ ითხოვდნენ თბილისში და კასპში, ესეც რუსების და რუსეთის ბრალია? არ იცოდნენ, რომ გიორგი სააკაძემ მარტყოფის ომით საქართველო გადაარჩინა და სამშობლოს შვილის სიცოცხლე შესწირა? ასეთი „უწიგნურნი“ და გაუნათლებლები იყვნენ, რომ საკუთარი სამშობლოს ისტორია საერთოდ არ იცოდნენ? ან არ იცოდნენ, ან კიდევ, „მამალი აგენტები“ იყვნენ დასავლეთის და დღესაც ასეთები არიან!
15. არ იცოდნენ „დისიდენტებმა“, რომ ერეკლე „ტრაქტატის“ მეოხებით მეგობრობის, მფარველობის და, რაც მთავარია, დაკარგული ტერიტორიების, მეზობელი სახელმწიფოებისთვის წართმეული ქართული მიწა-წყლის დაბრუნებას სთხოვდა ერთმორწმუნე რუსეთს? თუკი „ეროვნული მუხტით“ მოდიოდნენ საქართველოს ხელისუფლებაში „დისიდენტები“, არ უნდა სცოდნოდათ ისტორიული სიმართლე?
16. არ იცოდნენ „დისიდენტებმა“, ვინ იყო ჟორდანია და მისი მოღალატე მთავრობა, რომლებიც ჯერ გერმანიას „მიეყიდნენ“, შემდეგ ინგლისს, იტალიას, საფრანგეთს და შტატებს? თითოეულმა მათგანმა (ე. ი. გერმანია-ინგლისმა) სულით ხორცამდე გაძარცვა საქართველოს მიწა-წყალი. ჟორდანიას მთავრობამ გაატარა მიწის რეფორმა _ მიწის მფლობელებს, განურჩევლად გლეხისა, ეკლესიისა თუ აზნაურისა, ჩამოერთვათ მიწები და მიეცათ მისი ხელახლა ყიდვის უფლება! ე. ი. ქართული მიწა ჟორდანიამ და მისმა მთავრობამ აუქციონზე გაიტანეს და მისი ყიდვა შეეძლო ყველას, განურჩევლად ეროვნებისა და რწმენისა, ვინც მეტ ფულს გადაიხდიდა! ეს ფაქტები უცნობი იყო ქართველი დისიდენტებისთვის?
დათა მაისურაძე
საერთაშორისო
ურთიერთობების დოქტორი
(გაგრძელება იქნება)