„ელ-მაკა“ და „ლა-მაია“
რამდენიმე ასეული შეთქმულის გადამკიდე, მსოფლიოს ან ისევ ცრუ პანდემია დაგვეცემა, ან ელ-ნინიო, ან ლა-ნინია, ანდა _ სამივე ერთად. შესაბამისად, მე ელ-მაკა და ლა-მაია ჩავრთე!
ჯერ ვნახოთ, რითი გვაშინებენ!
როგორც საერთაშორისო პროგნოზირების ცენტრები ვარაუდობენ, კლიმატის ცვლილება მსოფლიოს ისეთ ამბებს დამართებს, რომ უახლოეს თვეებში შესაძლოა, ელ-ნინიოს ფაზა განვითარდესო. ეს მოვლენა კი, რომელსაც ხშირად თან ახლავს გლობალური ტემპერატურის დროებითი მატება, საფრთხეს შეუქმნის მსოფლიო ეკონომიკას, სურსათის მარაგებსა და მილიონობით ადამიანის სიცოცხლესო. ანუ ფორმულა ასეთია: სავარაუდოდ, შესაძლოა, ამოიჟუჟოთო. შეუქმნისო და არა შეგვიქმნისო.
მეგონა, ამით მორჩა ჩვენი ამოწყვეტის ამბავი-მეთქი და, შევმცდარვარ _ ლა-ნინიაც ყოფილა! ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, თუმცა ურთიერთსაწინააღმდეგო ეფექტი აქვთო. აბა, რა იქნება ელ-ნინია „ბიჭი“ ყოფილა, „ლა-ნინია“ _ გოგო.
„ბიჭი“ ყოფილა, როდესაც ეკვატორული წყნარი ოკეანის გახურებული ზედაპირული წყლები აღმოსავლეთისკენ მოძრაობენ. შედეგად, კარგი და თბილი ამინდი ჭარბობს ოკეანის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში.
„გოგო“ ყოფილა, როდესაც აგრილებს ოკეანის ზედაპირს იმავე ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში და გვალვები ამჯერად სამხრეთ ამერიკას ატყდება თავს.
ორი ანტაგონისტი აწონასწორებს ერთმანეთს და ქმნიან ბალანსს კლიმატში. ისინი გავლენას ახდენენ არა მხოლოდ წყნარი ოკეანის რეგიონზე, არამედ მოქმედებენ მთელი პლანეტის კლიმატზე და, სულაც, ელ-ნინიო შესაძლოა, გადაიზარდოს ლა-ნინიაშიო _ ამას კიდევ, ინსო ჰქვიაო.
ჰო, ამათ ციკლებიც ჰქონიათ...
იმდენი „ხლამი“ წავიკითხე, რაც ერთი ვრცელი წინადადებით ითქმება _ თუ „ბიჭი“ იქნება, სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე თავსხმა წვიმები იქნება, ავსტრალია და ცენტრალური აზია დაიხრუკება, ხოლო თუ „გოგო“ იქნება, გაამშრალებს ამერიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილს და ატლანტის ოკეანეში ქარიშხლები ატყდება.
აი, გეკითხებით და მიპასუხეთ: რატომ გვრთავენ სინოპტიკოსობაში მთელ მსოფლიოს, ვინ გვეკითხება სასურველი ამინდის დადგომას, როცა ბუნებაა მბრძანებელი? რაშია საქმე?
ყველგან ხომ ვეჩრებით და ახლა კლიმატშიც ჩაჩრილები ვართ, თან ძალიან გვიხარია, მონაწილეობას ვიღებთ კლიმატთან დაკავშირებულ ფორუმებშიო, _ კლიმატის ცვლილების შერბილებაში საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობაო.
ელ-ნინიოც ბუნებრივი მოვლენაა და კლიმატის ცვლილებაც ბუნებიდან მომდინარეობს, რა ბენზინ-დიზელი და რა აირები! გამყინვარება იმიტომ მოხდა, რომ დედამიწაზე მასობრივად დაუსკდათ ფრეონით სავსე კანისტრები? _ არ მჯერა და ვერ დავიჯერებ ცრუ მეცნიერებებს!
გლობალისტების მიერ მოსყიდული მედიებმა დიახ, უნდა შეასრულონ შეკვეთა და შეაშინონ ელ-ნინიოთი და ლა-ნინიათი ისინი, ვისაც გაღვიძება არ უნდა. რატომაც არა, ეს არის კარგი მანიპულირება მათთვის, ვისაც გულწრფელად სჯერა ყალბი მეცნიერების.
ისიც გავიგე, ეს, უბრალოდ, ელ-ნინიო კი არ ყოფილა, სუპერ ელ-ნინიოაო, რომელმაც 150 წლის წინ ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირაო.
რაო, რაო?
კი, ნამდვილად, 174-154 წლის წინათ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს, მაგრამ გოგო-ბიჭმა ელ-ნინიო-ნინიებმა კი არა, იგივეთა წინაპრებმა, ვისაც დღეს იგივეს გამეორების გეგმა აქვს „ოქროს მილიარდის“ აკვიატებით.
მე ხომ არ ვიგონებ _ საიდუმლო მასალების მიხედვით, „შავი მზის“ ლიგის (ვენის არქივი, 1862 წ.) დეპეშაში წერია, რომ მაგალითად, პარიზის კატაკომბები შეივსო არა ერთ ათწლეულში, არამედ რამდენიმე „განულების ტალღით“. პირველი ჩატარდა 1852-1855 წლებში; მეორე _ 1868-1871 წლებში; მესამე 1871 წლის „კომუნის“ შემდეგ, როდესაც საბოლოოოდ განადგურდნენ უკანასკნელი მოწინააღმდეგეები პარიზის უძველესი მოსახლეობიდან.
ეს ბუნებრივი ფენომენი, სავარაუდოდ, იწვევსო წყნარი ოკეანის გაცხელებას და ამინდის გადაკეთებას მთელ პლანეტაზეო.
რა საინტერესოა!
თუ ჩვენ პლანეტაზე კი არ ვართ, არამედ მექანიზმში ვართ პლანეტის სახით, რომელსაც გარედან აკონტროლებენ გარეგნულად ერთგვარად ჩვენი მსგავსი არსებები, მაშინ როგორ ხდება ეს ამბავი? მთავარ როლს ასრულებს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც აკონტროლებს იმ საცდელ ბიოლოგიურ სუბიექტებს, რომლებიც აქ გამოგზავნის მომენტიდან დავბოგინობთ და წვერებიან ბაბუას დავეძებთ ცაში?
როდესაც ვიღებ ინფორმაციებს, რომ „განდობილი“ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ღრმა მიწისქვეშეთში მრავალსართულიან ახალ მიკროსამყაროებს ქმნიან, რატომ არ ვიფიქრო, რომ დაგეგმილი კატასტროფების ახალი ფაზა უნდა წამოიწყონ, რომელიც პლანეტაზე ბუნებრივ პროცესებადაა შენიღბული?
მშიშარა ადამიანები ისე ჩარჩნენ ცრუ პანდემიაში, დღემდე აცრებს განაგრძობენ და ახლა რომ კლიმატის კონტროლის სისტემების გამოყენებით ლოკალიზებულ კატასტროფებს დაექვემდებარონ და შემდეგ ციფრულ საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანონ, ეს გამიკვირდება?
„ელ-ნინიო, ციკლონები, კლიმატური კრიზისი“ _ საშიშად ხვდება მძინარი გონების ადამიანებს...
ამინდზე ეს აჟიოტაჟი სტიქიური უბედურება კი არა, მასშტაბური მანიპულირებაა, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური ერთიანი მთავრობის შექმნას.
ეს ყველაზე ცუდი ვერსიაა: მუდმივი დეფიციტით, სრული კონტროლით და საქონლის რაციონირებით განაწილებით, ახლა უკვე ციფრული ფორმით.
ეს საათივით მუშაობს. კლიმატკონტროლის სისტემები ირთვება და კონტროლირებადი ქაოსი იწყება. მსოფლიოს ერთ კუთხეში ისინი რთავენ „გაშრობის“ რეჟიმს და ხორბლის კოლოსალურ მინდვრებს წვავენ, მეორეში კი ლოკალიზებულ წყალდიდობას იწვევენ, რის გამოც ყველაფერი, რაც დარჩა, უბრალოდ, ფესვებიდან ლპება.
ოფიციალურად, ამას ბუნების უცნაურობებს და შესაბამისად, ელ-ნინიოს დაარქმევენ, მაგრამ არაოფიციალურად, ეს არის იდეალური გზა ხელოვნური შიმშილისა და ყველაფრის დეფიციტის შესაქმნელად.
და სამოქალაქო სექტორი სულ უფრო მეტად ტერორის ქვეშაა, სიახლეებში ისტერიის ხარისხი ყოველდღიურად იზრდება. თითქოს გვეუბნებიან: შეეგუეთ, კომფორტული ცხოვრება დასრულდა, სამყარო ვერ გაუმკლავდება, ყველასთვის საკმარისი რესურსები არ არის. და სანამ საშუალო ადამიანი პანიკაშია და მაღაზიებში ფასებს აკვირდება, ჭკვიანი ადამიანები აქტიურად ემზადებიან.
შეამჩნიეთ, როგორ ყიდულობს ბილ გეიტსი წლების განმავლობაში მილიონობით ჰექტარ სახნავ-სათეს მიწებს მკაცრად განსაზღვრულ ადგილებში. ფიქრობთ, რომ მას გარემო აინტერესებს? საერთოდ არა. მიწას ყიდულობენ ზუსტად იქ, სადაც, კლიმატის კონტროლის პანელის მფლობელების გამოთვლებით, ის არ დაიტბორება და არ დაიწვება და სადაც ჯერ კიდევ არის დარჩენილი გარკვეული რესურსები. ეს არის მომავალი დახურული რესურსების ზონები ელიტისთვის.
მაგრამ ამ საბაბით, ჩვეულებრივი შეშინებულ ადამიანებს ეგრეთ წოდებულ „უსაფრთხო ზონებში“ გადაიყვანენ. გეგმა მარტივია: გარეუბანში ცხოვრება შეუძლებელი გახდება - ან გვალვა, წყალდიდობა, ან არაფერი საჭმელი. და ხალხს კეთილგანწყობილად შესთავაზებენ კონტროლირებად მეგაპოლის-ნაკრძალებში გადასვლის შესაძლებლობას, სადაც, სავარაუდოდ, სტაბილური ქსელი, წყალი და რაციონი იქნება.
სწორედ მაშინ დაიხურება გლობალური კავშირის ხაფანგი. ყველაფერი მკაცრად იქნება დაფუძნებული კუპონებსა და კვოტებზე, ისევე, როგორც დეფიციტის ყველაზე უარეს წლებში, მხოლოდ მაქსიმალური სიმძლავრით. შეხედეთ რუსეთს, სადაც ისინი უკვე ცდილობენ ბენზინისა და სუბსიდიების სხვადასხვა მონაცემთა ბაზებსა და საკონტროლო ბარათებთან დაკავშირებას.
მათ სასწრაფოდ სურთ, ეს სისტემა გლობალურად და ცხოვრების ყველა სფეროში აამოქმედონ. თქვენ მოგეცემათ ნახშირბადის კვალის მრიცხველი, იგივე CO2. თქვენს ტელეფონზე აპლიკაცია აჩვენებს თქვენს პირად ლიმიტს: თქვენ გაქვთ კვირაში მაგ 100 გრამი ხორცის კვოტა, ორი ლიტრი საწვავი და რამდენიმე საათი ელექტროენერგია. ბევრს ეწევით ან სოციალურ მედიაში რაიმე შეუფერებელს წერთ? ბოდიში, თქვენი ციფრული კუპონი გაუქმებულია, იშიმშილეთ.
ამ მანიპულაციის საუკეთესო მხარე ის არის, რომ იდიოტებისთვის ერთი რამ მეორეს ადასტურებს. მათ ეტყვიან: შეხედეთ, ხორცი არ არის, რადგან ძროხები გამოყოფენ გაზებს და კლიმატი იშლება, ბენზინი არ არის, რადგან ატმოსფეროს დაცვა გვჭირდება. ბრბო კი მორჩილად დაუქნევს თავს, ნებაყოფლობით მიიღებს ციფრულ უღელს.
ეს სრული საკონცენტრაციო ბანაკია, სადაც კლიმატური იარაღი უხილავი მცველების როლს ასრულებს.
ამას უსმინეთ (მე ტელეეკრანზე ვნახე), ხელოვნური ინტელექტის სისტემების ინჟინერი მაიკ ადამსი ამბობს (ტექსტთან ახლოს): „მონაცემთა ცენტრები ძირითადად დაცული იქნება ავტომატიზირებული ტერმინატორის სისტემებით და ნებისმიერ ბრბოს, რომელიც ცენტრების წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამს, ტერორისტებად შერაცხავენ და მათ რობოტები გაანადგურებენ...“
აი, ეს კი, როგორ გეგმავდნენ „ისინი“ ჭარბი მოსახლეობის პრობლემის გადაჭრას 1969 წელს.
თავის წიგნში „უფსკრულამდე“, რომის კლუბის დამფუძნებელმა აურელიო პეჩეიმ ჭარბი მოსახლეობის პრობლემის სამი შესაძლო გადაწყვეტა გააჟღერა:
ვირუსი; მასობრივი სტერილიზაცია; დეჰუმანიზაცია (ადამიანური გრძნობების ჩაკვლა).
ასე რომ, გაფილტრეთ მათი წუწუნი ტელევიზიებიდან და მედიებიდან, გაიგეთ თამაშის არსი და ბრმად ნუ დაეთანხმებით ნურაფერს!!!
მაკა ჯაყელი
