მიხოს ლიტერატურული სამყარო
მიხეილ სააკაშვილი ციხის პირობებს „მშვენივრად“ მოერგო, ის ლიტერატურული თვალსაზრისით გაცილებით უკეთესად გამოიყურება, ვიდრე „ვივამედში“ გამოიყურებოდა. როგორც ჩანს, იქ რაღაცნაირად გაზარმაცებული იყო და ამიტომაც შემოქმედებითად სათანადოდ ვერ „იწვოდა“. კი გააკეთა ბავშვები, მაგრამ ეს ფიზიკური შემოქმედებითობა უფრო იყო, ვიდრე გონებრივი. ჩემი დაკვირვებით, მან შეიძლება უახლოეს ხანში ნოველების, მოთხრობებისა და... თქვენ წარმოიდგინეთ, ისტორიული რომანების წერაც კი დაიწყოს. რა, ერთი და ორი შედევრი დაწერილა ციხეებში? რა, ლევან გოთუამ ციხეში არ დაწერა თავისი „გმირთა ვარამი“? რა, ციხეში არ დაწერა სერვანტესმა თავისი „დონ კიხოტი“? რა, ციხეში არ დაწერა მარკიზ დე სადმა თავისი „სოდომის ასოცი დღე“? რა, ციხეში არ დაწერა ოსკარ უაილდმა თავისი წერილი-აღსარება? ბოლო-ბოლო, ნელსონ მანდელამაც დაწერა ციხეში თავისი აღიარება. რომელი ერთი ჩამოვთვალო? ასეთი შედევრები ბევრია. ჰოდა, ელოდეთ, მიხოც დაწერს ერთხელაც დიდ რომანს და ეს იქნება არა მხოლოდ საკუთარი ცოდვების აღიარება, არამედ უფრო სამიჯნურო დრამა. რასაც ახლა წარმოგიდგენთ, ეს, ასე ვთქვათ, ერთგვარ მოთელვად, ანუ მეცადინეობად ჩათვალეთ დიდი რომანის დაწერის წინ (სტილი დაცულია):
„წერილი რუსთავის კალათბურთის ციხის ლიგიდან, მინდა ცოტა გაგახალისოთ. რადგან ქართველმა ხალხმა ჯერ ვერ მოიცალა, რომ ჩემთვის ციხის კარი გაეღო, გადავწყვიტე მე თვითონ გაგიღოთ ეს კარები და შიგნით შემოგიპატიჟოთ. მოკლედ, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება - ქართული პოლიტელიტის და ინტელექტუალების ამჟამინდელი კლუბი - welcome! ყვარყვარეს ციხე ძალიან გადატენილია, მე შემიძლია სამი წლის წინანდელ მდგომარეობას შევადარო. დერეფნებში მუდმივი ტრაფიკია. სახეაჭარხლებული ბადრაგების რაციიდან მუდმივად ისმის ხმა - ამასთან ადვოკატი მოვიდა, ის სასეირნოდ ჩაიყვანეთ, სხვა დააყოვნეთ და ა.შ.
რადგან ბადრაგს შევეხე, აქ ისინი იყოფიან ორ ძირითად კატეგორიად თვალების მიხედვით - შუშისთვალებიანებად და თანამგრძნობთვალიანებად. დაახლოებით შუაზე არიან გაყოფილები. ამ ორივე კატეგორიას და ციხის უფროსს შორის არის რეჟიმის 2 უფროსი - 1 ბოროტი და 1 უფრო ადამიანური. ბოროტმა თავი ჯერ კიდევ 3 წლის წინ გამაცნო, როცა ჩემს მოსანახულებლად მოსული ბუბა კიკაბიძე ჩემ თვალწინ ცუდად გახდა, ხოლო ამ ტიპმა ცოცხალი თავით ექიმი არ შემოუშვა. შედარებით ადამიანური სამ დღეში ერთხელ გვეცხადება და წვრილმან საკითხებს გვიგვარებს. როგორც უკვე აღვნიშნე, თითქმის ყველა ვართ აქ ის ხალხი ვინც ივანიშვილის პარლამენტში არ შევიდა და აქაოდა არ გეგონოთ, არ შეხვედით და თავისუფლად ივლითო, ჭორვილელმა აქ მოუყარა თავი, აქ არის თავისუფლების მოედანზე პერფორმანსის მომწყობი, მსოფლიოში სახელგანთქმული მომღერალი, რომელზეც სულ მახსენდება „აბა ყვავების ვინ დაიჭერს კარგო, გალიაში ბულბულები ზიან“ ის ჩემს ქვემოთ იმყოფება და როგორც ჩანს არ ემღერება.
სამაგიეროდ ყოველ საღამოს ქვემოდან მოგვესმის კატის ჭყავილი, რომლის ხმასაც ჩემი კიეველი ფისოს (მიშას) კნავილს ვამსგავსებ. ჩემგან ერთი საკნის იქით არის კაცი, რომელსაც დეკლარირებულად არ სურს ჩემთან 1 ჰექტარზე ყოფნა, მაგრამ არ უჯერებენ და ჩემგან 7 ნაბიჯში (საკუთარი ფეხით გადავზომე) ამყოფებენ. ჩემს გვერდით საკანში ერთ დროს მაფიასთან შეუპოვრად მებრძოლი პროკურორია, რომელიც ჩემს მიმართ სოლიდარობას იმით გამოხატავს, რომ როცა მე კარებზე კაკუნით ბადრაგს ვიძახებ, და ბადრაგი არ მოდის, ისიც იწყებს კაკუნს, მადლობა მურთაზ, მე ყოველთვის მესმის და ვაფასებ. როგორც სტალინი იჭერდა ძველ რევოლუციონერებს, აქაც ჯურღმულში იმყოფება ძველი რევოლუციონერი ჩე გივირა (თარგამაძე) რომელიც თავის დროზე შიშის ზარს სცემდა შუა აზიის დიქტატორებს და ლუკაშენკოს. ახლა კი ჩემი არ იყოს ოპუსებს წერს ციხიდან“.
თუ გინდათ, სანაძლეოს დავდებ, რომ ეს მთლად მიხოს დაწერილი არ არის, ის ამნაირი ჩიქორთული ქართულითაც კი ვერ დაწერდა, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, განა არ ვიცით დიდი მწერლები, რომლებსაც მდივან-კორექტორები ჰყავდათ აყვანილი და შედევრებს კარნახით წერდნენ? უილიამ სომერსეტ მოემი, კაცო, თავის „შეჯამებაში“ თვითონ წერს, თავიდან მეორე კლასელის დონეზეც ვერ ვწერდი და თან ბლუც კი ვიყავიო. კაცმა იმეცადინა, იშრომა, მდივან-სტილისტი დაიხმარა და მართლა შედევრი დაწერა - „მთვარე და ექვსპენიანი“. არა, მიხოს სომერსეტ მოემამდე ცოტა უკლია, მაგრამ რა ვიცი, ეგებ, ამასაც გაუმართლოს? ნახეთ, როგორ ხატოვნად აღწერს ციხის გარემოს, იქ მომუშავე პერსონალზე, სიტუაციაზე, სხვა პატიმრებზე და ასე შემდეგ. მურთაზ ზოდელავაც აქ ზისო, ერთ დროს ძლევამოსილ მაფიასთან მებრძოლი პროკურორიო. ისა და, ხომ არ გახსოვთ, რომელ ძლევამოსილ მაფიას ებრძოდა ზოდელავა? მე ვერ ვიხსენებ. როგორც სტალინი იჭერდა რევოლუციონერებს, ჩვენც ეგრე დაგვიჭირა და ჩაგვყარა ჯურღმულშიო. თან ამბობს, ბადრაგს ვიძახებ და არ მოდისო. მერე ნახავთ, კიდევ რეებს წერს „ჯურღმულზე“. გივი თარგამაძეს ზედმეტსახელიც მოუგონა - „ჩეგივარა“. აქ წესით უნდა იცინოთ, ამას მართლა ჯურღმულები რომ ჰქონდა ციხეების ნაცვლად, საერთოდ ხმას როგორ იღებს? ჯურღმული ის იყო, ცოცხალ პატიმარს „სკოტჩით“ რომ აბამდნენ მკვდარ პატიმარზე და მთელი ღამე ასე ამყოფებდნენ. ჯურღმული ის იყო, „დუბინკებით“ რომ აუპატიურებდნენ პატიმრებს და მკვდარი მკვდარზე რომ გამოჰქონდათ ციხეებიდან. კიდევ გავაგრძელო? არ მინდა, ის ამბები ჩემზე უკეთესად იცით. განვარგძოთ მიხოს „შედევრის“ კითხვა (სტილი ისევ დაცულია): „დღეში ერთხელ ადვოკატს ვხვდები და როცა ზოგჯერ ვერ მოდის, თავს იმ ბალღივით ვგრძნობ, საბავშვო ბაღში რომ არ მიაკითხეს. გარდა ამისა ყოველდღე ვმონაწილეობ კალათბურთის საერთაშორისო ტურნირში. ტურნირი ტარდება სეირნობისთვის გამოყოფილ ვოლიერში, დაახლოებით 30 კვადრატულ მეტრში, სადაც ზემოდან ჯერ გისოსებია და შემდეგ ცა. თავის დროზე „ნორჩ დინამოელში“ ვთამაშობდი, სადაც ლევან ინწკირველი მწვრთნიდა, შემდეგ კიევის უნივერსიტეტის გუნდში ბევრ აფრიკელ სტუდენტთან ერთად. ჰოდა ახლა დავუბრუნდი სიყრმეს და მე საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რეგულარულად ვეთამაშები და ვამარცხებ აი იმ უკრაინის მოქალაქეს, ზელენსკის რეფორმათა თავმჯდომარედ რომ მუშაობს, ყოველდღე ორ ნახევარ საათიან ტაიმს ვთამაშობთ. ერთი კია, რომ ადმინისტრაცია უარს მეუბნება მედლის გადმოცემაზე, იმ მოტივით რომ ბურთი სტანდარტებს არ შეესაბამება და ვოლიერში ფარი არ ჰკიდია, თანაც ამტკიცებენ რომ ზელენსკის წარმომადგენელს კი არა, საკუთარ თავს ვეთამაშები (ნუ შეიძლება არ ცდებოდნენ) ამიტომ ვაპირებ კალათბურთის ფედერაციის გვერდის ავლით, პირდაპირ FIBA-ში ჩივილს, რომ თუ ჩემს სხვა დამსახურებებს არ აღიარებთ, სპორტული მიღწევები მაინც დააფიქსირეთ თქვე უღმერთოებო თქვენა“!
ამაზე იტყვიან ხოლმე კახეთში, უკვე ვერლავეს არიო. სხვათა შორის, მიხოს კალათბურთში დიდი გამოცდილება აქვს, როგორც ავი ენები ამბობენ, ის „ვივამედშიც“ ბურთაობდა და საკმაო წარმატებებიც ჰქონდა. ოღონდ ბურთის ნაცვლად რით ბურთაობდა, მაგას ვერ ვიტყვი, უზრდელობა გამოვა. თან იმასაც ამბობდნენ, ბილიარდს თამაშობსო, თურმე კალათბურთი უთამაშნია, რა ვიცოდი? გაგახსენდათ, რით თამაშობდა, ხომ? სწორედაც რომ ეგ არი. რაც შეეხება ამის ნორჩ დინამოელობას, ცრუობს, რა ეტყობა მაგას ნორჩი დინამოელობისა? ისე, მაგის სპორტსმენობას ყველაზე კარგად ჯაპანა აღწერს ხოლმე. სწორედ მაგიტომ მოიძულა და შეავიწროვა ჯაპანა (მსახიობი დავით ხურცილავა) პრეზიდენტობისას. ნახეთ, როგორი ლიტერატურული მიგნება აქვს მიხოს, კალათბურთს ეთამაშება თავის მეორე მე-ს, ანუ ზელენსკის ჩინოვნიკს. ციხის პერსონალი ეუბნება, შენ ერთი და იგივე იდიოტი ხარო, მაგრამ არ სჯერა. რა იცის ახლა ციხის პერსონალმა ლიტერატურული მიგნებებისა და წიაღსვლებისა? მოკლედ, მიხო განაგრძობს, იგი თავისებური სარკაზმით აღწერს სიტუაციას:
„ვოლიერში არის კიდევ ერთი ბედნიერება, მე-4 წლის მზის უნახავმა, როგორც იქნა დავინახე მზე. ნუ მთლად ასე ადვილად არა, მზე ვოლიერს ისე უდგება, რომ უნდა ძალიან გაიჭიმო ფეხისწვერებზე, რომ შუბლზე და თვალებზე მოგანათოს და კიდევ თუ იხტუნავებ, მთელს სახეზე იგრძნობ. მოკლედ მზეთუნახავიდან გარდავიქმენი - მზეზე მხტომარე არსებად. ტურნირიდან სართულზე ამოსვლისას უკვე გვარამიას საკნის მიმდებარე ტერიტორიაზე (დერეფნის დასაწყისში) დერეფნის ბოლოდან, სადაც ჩემი საკანია, ცხვირში მხვდება შემწვარი თევზისა და ხახვის მძაფრი სუნი, დაახლოებით ისეთი ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლის დროს საერთო საცხოვრებელში რომ გამოდიოდა, ჩინელი სტუდენტების ოთახებიდან. საქმე იმაშია რომ ციხის საკვებზე თავიდანვე უარი ვთქვი. ერთადერთხელ გამოვართვი პური, რომელსაც დმანისის სამარხებში ნაპოვნის გემო ჰქონდა და ვუკვეთავ საკვებს ციხის მაღაზიიდან. ოღონდ ეს მაღაზია თქვენ რამე რესტორანი არ გეგონოთ, თუმცა რესტორანზე ბევრად ძვირია. შეკვეთის მიღებას 3-4 დღე უნდა და თან არ გქონდეთ ილუზია რომ რასაც შეუკვეთავ იმას მოგიტანენ. მე მაგალითად წინა კვირიას შევუკვეთე ქათამი და ამათ მომიტანეს სკუმბრია. მერე ხაჭაპური და ამათ მოიტანეს მყრალი გაყინული სტავრიდა. მერე ამ ყველაფერს ხო მომზადება ხომ უნდა - ხოდა შევიძინე თურქული ელექტრო ტაფა (რა თქმა უნდა, უხარისხო და ატკატით ნაყიდი - 150 ლარი ღირდა). უკვე მესამე ტაფა შევისყიდე, ვინაიდან ამ ტაფის ჩართვა უფრო საფრთხიანია, ვიდრე პარაშუტით გადმოხტომა. წინა ორი ტაფა ამიფეთქდა, ისე რომ შნურიდან ცეცხლი გამოვიდა, ხოლო სახურავი ორჯერ შემეყარა სახეში წვრილ ნამსხვრევებად. ხოდა ვარ ასეთ გაწამაწიაში, მთელი კედლები წინა ტაფების ნარჩენებში და შხეფებშია. მერე ამ ყველაფერს გარეხვა უნდა და მე ჩემი გამოუცდელობით, მთელი ორი კვირა ჭურჭელს ტუალეტის სარეცხი დომესტოსით ვრეცხავდი, ხოლო ტუალეტს ჭურჭლის სითხით. ტუალეტი რა თქმა უნდა თურქულია, ხოლო თუ მუხლებზე პრობლემა გაქვთ, მისით სარგებლობა ყოველ ჯერზე ოლიმპიურ ასპარეზობას ემსგავსება. ნუ ხომ კიდევ ბადრაგის ოთახში რამდენჯერმე ის კაცი მომხვდა თვალში, თვალებმოჭუტული, რომელიც სწორედ ისაა ვინც სამი წლის წინ ამ ციხეში საკვები შემომიტანა, რომლის გასინჯვის შემდეგ ერთი წელი სიკვდილთან ძალიან ახლოს ვიმყოფებოდი და დღემდე ვერ ვგრძნობ კიდურებს და უამრავი სხვა დატოვებული სიმპტომი მაქვს. ხოდა დაახლოებით შორიახლოს ჩასაფრებულ ნიანგს ჰგავს ეს სიტუაცია. სხვათა შორის ბადრაგების ოთახში მუდმივად აქვთ ჩართული ოპოზიციური არხები, ხოლო კვირის ბოლოს მთელი ხმით აღრიალებენ „ნოდარ მელაძის შაბათს“. იმ დღეს სოფო მოვიდა ყოველთვიურ ვიზიტზე (ფანჯრის აქეთ-იქიდან ვსაუბრობთ ტელეფონით, რომელიც სულ წივის) და ვინაიდან მრავალი წელია არც ამღერებენ და არც ფილმებში იღებენ, თავი უცებ ციხეებზე გადაღებულ უცხოურ ფილმში წარმოიდგინა, გრძელი დერეფნებით, რომლებიც გეგონება არ მთავრდება, გასაღებების და რკინის კარების ჩხაკუნით, ნახევრად ბნელი, მოქუფრული სივრცეებით, მოღუშული თანმხლები ბადრაგით. სოფოს ასევე უცებ გაახსენდა მრავალი წლის წინ „ვერის უბნის მელოდიებში“ თამაში, როცა მას, როგორც მრეცხავ ვარდოს, ციხეში სვამენ შეშის მოპარვისთვის. ეს ყველაფერი ნახევრად ხუმრობით და ისე ამ ღირსეულ ადამიანების ყოველი შემდეგი დღე ციხეში დიდი დანაშაულია მათი გამომკეტავების. ეს ხალხი ახლა საოპერო სცენებს უნდა იპყრობდეს, ახალ იუსტიციის სახლებს იგონებდეს, ახალ მედიებს ქმნიდნენ, ნამდვილ პარლამენტში უნდა ისხდნენ - მოკლედ ქვეყანას რომელთაც ესენი ძალიან სჭირდებათ, უნდა ემსახურებოდნენ. ხოლო დანარჩენ პატიმრებს ბევრად უფრო ადამიანური მოპყრობა სჭირდებათ. დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება“!
ფაქტია, მიხოს მდივან-კორექტორიც არ უვარგა. არა, მასთან შედარებით კი შეუძლია წინადადებების, ასე თუ ისე, დალაგება, მაგრამ სასვენ ნიშნებთან არის ძალიან მწყრალად. ამას დავანებოთ თავი, რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ ამ მესამე ნაწილიდან, რომელიც წარმოგიდგინეთ? რა დასკვნა და... როგორი ფეთხუმიც იყო მიხო მთელი ცხოვრება, იგივე დარჩენილა, კედლები ცხიმით ჰქონია გაწუწული და დარწმუნებული ვარ, ტანისამოსიც არანაკლებ აქვს მიწუწული. რა გამოდის? როცა მის ციხეში თურმე საათსაც კი კრძალავდნენ, ემანდ, კომპასად არ გამოიყენონ პატიმრებმა და არ გაიპარონო, ახლა ელექტროტაფებს იცვლის და იცვლის. თან პრეტენზიები აქვს, მალე ფუჭდებაო. არც პური მოსწონს, თურმე ერთ რამეს რომ გამოიწერს, სხვა რამე მიაქვთ. თან ის ბადრაგი მიუჩინეს, რომელმაც პირველ ჯერზე მოწამლა, თურმე ისე მოწამლა, კიდურებში მგრძნობელობა ჯერ კიდევ არ აქვს, დემენცია კი დაამარცხა, მაგრამ სხვა უამრავი დაავადება ისევ დარჩა. ყველაზე მაგარი მაინც ის არის, რომ ციხის თანამშრომლები სულ ოპოზიციურ არხებს უყურებენ და შაბათ დღეს კიდევ ხომ ბოლო ხმაზე აქვთ აწეული, შავნოდარას აღრიალებენ. წარმოგიდგენიათ? შავნოდარას აღრიალებენ.
ერთი რა მაგის პასუხია და... რეჟისორებო, სოფო ნიჟარაძეს ფილმებში რატომ არ იღებთ? მიხოს „ნაშა“ როა, იმიტომ? თქვე მიკერძოებულებო, ეგ ხომ მაგარი მსახიობია? ეგ ხომ ვარსკვლავია? მართალია, არც ერთ ფილმში არ არის გადაღებული, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, რატომ არ იღებთ?
მოკლედ, მიხოს ლიტერატურულ მიგნებებზე მსჯელობა ამჯერად აქ უნდა დავასრულო და როცა სამიჯნურო რომანის წერას დაიწყებს, ისევ გავაგრძელებ. მადლობა ყურადღებისთვის.
გელა ზედელაშვილი