შიზოები და „აგენტი ბიძინა“
საუკუნის გარიჟრაჟზე ცხონებულმა გიგი გრიგოლიამ დამარიგა, უცნობ ადამიანებს არ შეეპასუხო, ბოლო მონაცემებით, საქართველოში 75 000 შიზოფრენიით დაავადებული თავისუფლად გადაადგილდებაო. ეტყობა, უნდობლობა შემატყო და ვრცლად განმიმარტა, რა სახის ვერაგი დაავადებაა შიზოფრენია, რა გამოვლინებები ახასიათებს, როგორ მიმდინარეობს ფარულად და ა. შ. ახლა, ამ გავეშებულ-გამოქლიავებულ ხალხს რომ ვადევნებ თვალ-ყურსს, მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ შიზოფრენიის ფარული ფორმა იმდენად გავრცელებულია, რომ რეგიონების კვეთაზე კი არა, თბილისის უბნების კვეთაზეც რომ ჩაიდგას თითო „ბედლამი“, მაინც არ იქნება საკმარისი.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ყველაფერი არანორმალურის ნორმალურად გამოცხადებისკენ ერთხელ აღებული გამიზნული კურსი უცვლელად გრძელდება. თვით მედიცინის მუშაკებიც კი, მიზეზთა გამო, ისე არიან დაშინებულები, რომ ტრენინგებით გამოწვრთნილები და გაიდლაინებით გაკოჭილები, შავზე თეთრს ამბობენ, არანორმალურობაზე კი, ენაზე აცრილი კაჭკაჭივით იმეორებენ, რომ ნორმალურია.
ბავშვებიდან დავიწყებდი, მაგრამ ძალზე შორიდან გამომივა, ამიტომ პირდაპირ ზრდასრულებს მივადგები. შიზოფრენია მსოფლიო ჯანდაცვის პრობლემაა, რომელიც, როგორც წესი, ახალგაზრდა ასაკში იწყება, სწორედ მაშინ, როდესაც პიროვნება დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს. შიზოფრენია, თავისი არსით, ბიოლოგიური პრობლემაა, თავის ტვინში აღინიშნება ცვლილებები, რაც არც არასწორი აღზრდით, ან ფსიქიკურად არაჯანსაღი გარემოთი არ არის გამოწვეული.
შიზოფრენიისთვის დამახასიათებელია არათანმიმდევრული, არალოგიკური აზროვნება. შესაძლოა, მეტყველებაც არათანმიმდევრული გახდეს _ „სიტყვიერი სალათა“ მოვისმინოთ, მაგრამ, საერთო ჯამში, შიზოფრენიის სიმპტომები ოთხ ძირითად კატეგორიას მოიცავს: პოზიტიური სიმპტომები, ნეგატიური, დეზორგანიზაციული და კოგნიტური გაუარესება. ადამიანს შესაძლოა, ჰქონდეს რომელიმე ერთი ან ყველა კატეგორიის სიმპტომი.
ვწერ ახლა ამ წინადადებებს და გულშემოყრილი ვარ, _ იმდენი ადამიანი მყავს თურმე გარშემო ამ ნიშნების მატარებელი, რომ მეშინია და მიკვირს, მე თვითონ ქვებს რომ არ ვისვრი უკვე... განსაკუთრებით თვალში მეცა მეტყველების გაღარიბება, ანჰედონია (სიამოვნების განცდის უნარის დაქვეითება) და კოგნიტური გაუარესება.
კოგნიტური ტყვეებით რომ გადაივსო საქართველო, ეს ის ცალკე დიდი და უსაშველო პრობლემაა, რამაც სახე დააკარგვინა უკვე ბევრ თაობას, მაგრამ, სამწუხაროდ, კოგნიტურ ტყვეებს არ უნდათ იმის გაგება, რომ კოგნიტური ტყვეები არიან... სიტყვა „ტყვე“ აშინებთ, თორემ რომ შეეცადონ იმის გაგებას, რას ვუხსნი უმარტივეს ენაზე, აუცილელად გამოვლენ ამ ტყვეობიდან...
4 ოქტომბრის ამბებთან დაკავშირებით, ერთ-ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა თქვა, დიდი ძალა გვიპირისპირდებოდა, მრავალი ქვეყნის სპეცსამსახური, მათი საელჩოები, ბრიუსელის ბიუროკრატია, ომით დაინტერესებული „სამხედრო სამრეწველო კომპლექსი“ თავისი მილიარდებით და ქვეყნის შიგნით ფართო აგენტურული ქსელი, მაგრამ ქართველმა ხალხმა, როგორც არაერთხელ, შთამბეჭდავად გაიმარჯვა ამ უთანასწორო ბრძოლაშიო.
მე კი მარტივად ვამბობ, _ ვერ გაიმარჯვეს შიზოფრენიკებმა! შიზოფრენია მსოფლიო დაავადებაა-მეთქი! კონა-კონა ჩამოჰყევით და რომელი არ არის შიზოფრენიკი, სახეზე აწერიათ და ქცევა-მეტყველებაზე ეტყობათ.
ვინაიდან მთელი 4 ოქტომბერი საარჩევნო საქმიანობაში გახლდით ჩაკეტილ სივრცეში, გარეთ რა ხდებოდა და რას როგორი შეფასება ეძლეოდა, არ ვიცოდი, ინფორმაციის მკვეთრი ნაკლებობა მქონდა. 5 ოქტომბერს, ფაქტობრივად, ძილ-ღვიძილში ვიყავი და დიდად ვერ ვერკვეოდი, ვის რას ედავებოდნენ, მაგრამ 6 ოქტომბერს რაც გავიგონე, იმან ისე გამამხიარულა, ჩემ მიერ გამოტანილ დიაგნოზს შიზოფრენიაზე, მყარი და მკვეთრი ბეჭედი დავარტყი.
გასამხიარულებელი ამბავია, რა თქმა უნდა, როდესაც წარმოიდგენ, როგორ გამოეკიდა პრეზიდენტის სასახლე თავის ღობე-ჭიშკრიანად მშვიდობიან მომიტინგეებს და ვისაც მოიხელთებდა, მის შესრუტვას ლამობდა. ამავდროულად, ის საძაგელი პრეზიდენტის რეზიდენცია რაღაც საგნებს ისროდა გამვლელების მისამართით, სასოწარკვეთილი გამვლელები კი უკან უბრუნებდნენ, ჩვენ არ გვინდა, შენი იყოსო. ეს კი არა, პრეზიდენტის სასახლეს ისე აუწყვეტია, საკუთარი ღობე-გალავანი სულ წიხლებით გადაუნგრევია, ბენზინის ბოთლით ხელში გადამხტარა და თბილისი უნდა გადავწვაო, ღრიალით დარბოდა.
სხვაგვარად ვერც იქნებოდა, აბა, მშვიდობიანი აქციის მონაწილეები რკინის გალავანს როგორ მოარღვევდნენ? ამიტომაც გაჩნდა იქ მამაკაცური ძალის მქონე მურთაზ ბატონი და მსოფლიო ბანი პატიკო, პრეზიდენტის სულჩადგმული სასახლის დამშვიდება უნდოდათ, მაგრამ ვერ გაუგო სასახლემ და თვალები გაუხდა გამოსაბანი ბანს.
გაცოფდა სასახლე და სხვა გზა აღარ იყო, აბანავეს და კიდევ რომ არ ეძალადა ხალხზე, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, მაგრამ გაზის გაშვებამდე გამვლელმა ოპოლიდერებმა გაუშვეს თავიანთი დაგროვილი გაზი და სახლებში მოძუძგეს შარვლის გამოსაცვლელად.
არ მახსოვს, რომელ მხედართმთავარზეა გავრცელებული ამბავი, რომ ბრძოლის წინ სისხლისფერ სამოსს იცვამდა, რათა დაჭრის შემთხვევაში მოწინააღმდეგეს მისი სისხლი ვერ შეემჩნია. ჰოდა, 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან „მშვიდობიან გამვლელებს“, სანამ სასახლე გამოეკიდებოდათ, მსგავსი ტაქტიკური მოსაზრებით, უკვე ყავისფერი შარვლები ეცვათ და გაზის გაშვებისთანავე იმიტომაც მოძუძგეს სახლებში. ტყუილად აბრალებენ გაქცევას, კი არ გაიქცნენ, შარვლების გამოსაცვლელად წავიდნენ.
მართალია, პრეზიდენტის რეზიდენცია ცუდად იქცეოდა, მაგრამ რა ჰქონდათ გასაქცევი, განა თვითონ იყვნენ აქციის ორგანიზატორები!
რა არის გაუგებარი და ამდენი სალაპარაკო, _ პრეზიდენტის სასახლე გამოენთო და ძალით შესვა მშვიდობიანი გამვლელები სასახლის შიდა პერიმეტრზე, ხოლო იმ ახალგაზრდა სამართალდამცავმა თვითონ მიიყენა დაზიანება კისრის არეში, მშვიდობიან მოქალაქეს კი იმიტომ ეკავა ხელში დანა, რომ „გმირი ვაჟა ექიმის“ ახლობელია და დანით ცდილობდა ჭრილობის ამოკერვას, ამათ კიდე, დაკავებისას თმები დააწიწნეს და აგინეს...
ბანი ამბობს, მე აქციის ორგანიზატორი კი არა, მოძალადე რეზიდენციასა და მშვიდობიან გამვლელებს შორის მედიატორობას ვლამობდიო;
მამაკაცური ძალა მურთაზი გულში ამბობს, მე ისე ვთქვი, თორემ, რა მამაკაცური ძალა, დაძაბუნებული ვარო;
ის საბრალო „ევროლოგი“, ცალ ფეხზე მდგომი ამბობს, რანაირად ვარ ორგანიზატორი, ეგ ხალხი საერთოდ პირველად ვნახე, სურათის გადასაღებად რომ გაემზადნენ, უცბად ამომიდგნენ გვერდში _ იგივე ვარიანტია, რეზიდენცია რომ გამოგვეკიდაო;
4 ოქტომბრამდე სექსი რომ აუკრძალა შიზობანდას, იმ დაკავებულ თაღლით ორგანიზატორ ქალზე თქვეს, მაგას მენტალური პრობლემა აქვს, თოჯინას დაატარებს ყველგან და „ტედს“ უწოდებსო _ ჭანჭიკი აქვთ დაკარგული-მეთქი, სხვას კი არაფერს ვამბობ მე;
ზოგი ამბობს, ვიდექი ჩემთვის სოფლის მაშენებელ მარგალიტად და მეცნენ, მტაცეს ხელი და დამიჭირესო;
სხვები ამბობენ, მე ვაბშე წამოვედი პრეზიდენტის რეზიდენციის მხრიდან მშვიდობიან გამვლელებზე ძალადობა რომ დავინახე, სულელები არიან ეგენი და გავემიჯნე ძალადობასო;
ის ვიღაც შაიშმელაშვილიც სასტიკ უარზეა, მე საიდან ვიქნებოდი ორგანიზატორი, სად თქვენ, სად მეო;
ქალები ჯერ ერთმანეთს დაერივნენ, სად არის აგრესიული პრეზიდენტის რეზიდენციისგან თავდასაცავი ეკიპირებაო და მერე ერთხმად უარზე დგანან, ოპოზიცია კი ვართ, მაგრამ ორგანიზატორი კი არა, ბუზი არ აგვიფრენიაო;
ყველა ყველაფრის უარზეა, მხოლოდ ირინა სარიშვილი ამოვარდა კონტექსტიდან და წყვილად ეცა უსუფაშვილ-ხიდაშელის ტანდემს, ორივეს შე&&&ითო. ნეტავ, რატომ?
აბა, ვინ იყო ორგანიზატორი?
რას ჰქვია, ვინ იყო!
ვინ იყო და ბიძინა ივანიშვილი!
იაგო ხვიჩიამ ისეთები თქვა, მხოლოდ ისღა მაინტერესებს, როგორ გადათქვამს|: „ქოცები“ უნდა გადმოვიდნენ ჩვენსკენ, თუ მოგება გვინდა, გესმით? და როგორ შეიძლება, ნენსი ვოლანდისკენ „ქოცი“ გადმოვიდეს? ისინი „ქოცების“ წინააღმდეგ არ არიან, სიტყვით არიან. ბინძურები არიან მართლა, დედას ვფიცავარ თუ ბინძურები არ იყვნენ. იმიტომ, რომ ისინი არიან „ქოცებთან“ შეთანხმებული ჩათლახები, რომლებმაც, „ბაბლად“ აქციეს საერთო სახალხო პროტესტი. ამას როგორ ვერ ხვდებით? ერთი „ბაბლის“ პროტესტად, თან ყველაზე გოიმი, ყველაზე არაკვალიფიციური, ყველაზე უსინდისო რამდენიმე ადამიანის პროტესტად გადაიქცა ეს. ამოდით ზემოდან, ზემოდან დახედეთ სიტუაციას. როგორც „სირცხვილია“ განადგურდა, ისე უნდა განადგურდეს „დაიტოვეს“ შპინგალეტები, მანამდე არაფერი გვეშველება...
როგორ შეიძლება, ერთი წელი რამეს აკეთებდე და ლიდერი არ გყავდეს, ესე იგი, ხომ არასწორია? ერთი წელი რაღაცას აკეთებ, ყოველდღე აქციაზე ხარ და ერთი ლიდერი არ დაიბადა, ე.ი. ხომ არასწორი იყო ყველაფერი? როგორ, შეიძლება ლიდერი არ დაიბადოს ერთი წლის განმავლობაში? ერთი წლის ბოლოს „ბურჭუ“ არის ლიდერი? ე.ი. ხომ ყველაფერი არასწორად კეთდება, იმიტომ, რომ პროტესტი ხელოვნურად არის მოწყობილი ისე, რომ ლიდერებს არ ბადებდეს, დეგენერატები გროვდებოდეს ბოლოში. „ბურჭუ“ დაინახეს ბოლოში [ლიდერად] და ხალხი ციხეში მიდის და თქვენ მეუბნებით, რომ ულიდერო პროტესტი ერთი წლის განმავლობაში, დეგენერატების ერთობლიობა, თურმე, ყოფილა სწორი აზრი.“
„ბურჭუს“ გამო არა, მაგრამ დაესივნენ ნენსის სიბინძურის გამო იაგოს და კინაღამ გაავახომეგრელიშვილეს, ეს რა თქვი, შე გამოიმასქნებულო მეხსიერებადაკარგულოო. იაგო გაოცდა: კი მაგრამ, შენი დაუბანლობა მე რატომ მბრალდებაო? მთლად გადაირია ნენსი და მოკლედ მიუგო: შენ დედას შ&&&ციო. წაესივნენ შიზოქალები, მეხსიერებაზე პრობლემები გაქვს და იმკურნალე ყ&&&ობები რომ აღარ ილაპარაკოო. იაგომ ყველას ერთად დინჯად მიუგო: რა შუაშია მეხსიერება _ მეგონა, აბრალებდნენ დაუბანლობას. თუ ასე აკომპლექსებს, დაიბანოს, არ სჯობსო? _ საქმე ის არის, რომ იაგო ნამდვილად არ იტანჯება შიზოფრენიით.
თამარ ჩერგოლეიშვილი ჭანჭიკდაკარგული არ არის, ის ჭანჭიკმოშვებულია, მაგრამ კი გადარია „ჯანმრთელი“ პეტრე ცისკარიშვილი. ხო დაამხეთ ბიძინა, ჰოდა, ნელ-ნელა ყველაფერსაც დაალაგებთ პეტრე, ვაი, თქვენს პატრონს, საცოდავსო. ვაი, მართლა შენს პატრონს, კედელ-კედელ მორბენალო უსაშველო ხისთავიანოო, _ მიუგდო „ბადაგონამ“.
რადგან პოლიტგანაყარი უსაშველო ხისთავიანს უწოდებს, შევმცდარვარ, „ტაბულა ბიცოლაც“ ჭანჭიკდაკარგული ყოფილა...; მისი ჭანჭიკისა არ ვიცი, მაგრამ „ბაჩო ახალაია და მისი რაზმი“ კი გაამზადა გისოსებში გასაკვეხად.
შიზო-ნანუკას სულაც შაიშმელაშვილზე აღეძრა ეჭვი და ჩაროზად სალომე სამადაშვილი იტლიაში გაქცევაში დაადანაშაულა; ვიღაცას _ ვიღაცაზე აღეძრა ეჭვი; ვიღაცას კი, სულაც ციხეში მყოფ ვიღაცაზე კი არა, ვიღაცებზე; ხოლო ვიღაცას, სულაც ახლადშეწყალებულ ვიღაცაზე.
4 ოქტომბრამდე პრემიერი სიურპრიზს ისე უცნაურად ახსენებდა, დღემდე ვარკვევ, ვისთვის განკუთვნილ სიურპრიზზე იყო საუბარი. თუ ჩავთვლით, რომ მე-5 რევოლუციური მცდელობა ჩავარდა და ეს იგულისხმებოდა სიურპრიზად რევოლუციონერებისთვის უსუსხლოდ, სანახაობა დააკლდათ; ხოლო თუ ჩავთვლით, რომ საკუთარ ამომრჩეველს შეჰპირდა, ველით!
საპრეზიდენტოდ გამზადებულ სალომე ზურაბიშვილსაც რომ ძალადობისგან გამიჯვნამ მოუწია, მწარე სეირი იყო მისთვის. არადა, რა კარგად ექნებოდა დალაგებული _ მშვიდობიანი გამვლელები მშვიდობიანად შეუძღვებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, სადაც მყისიერად მიცვივდებოდნენ ევროპული ქვეყნების ელ|ჩები, გაფორმდებოდა ორხელისუფლებიანობა და შემდეგ გაგრძელდებოდა ისე, როგორც ჭუკჭუკიდან ისმოდა _ დაიხოცებოდა ხალხი და აალდებოდა თბილისი. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ვერ გაბედავდა ელჩებით გაძეძგილი შენობის შტურმით აღებას და ელჩების გასილაქებას.
რუსთხელმწიფე რას იზამდა, არ ვიცი, მაგრამ უკრაინის, ისრაელის, ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის სპეცსამსახურების სცენარი კი ჩავარდა. აშშ არ გამომრჩენია, მგონია, რომ ამჯერად არ იყო ჩართული, თუმცა, რომც ყოფილიყო, რა შეიცვლებოდა, რევოლუციის წინა მცდელობებზე 4-ჯერ თუ იყო, რა წაიღო...
და სულაც, კაცმა რომ თქვას, რატომ უნდა გამოვრიცხო, რომ ხელისუფლებას იმ ქვეყნის სპეცსამსახურები დახმარებოდნენ, რომელთაც არანაირად არ აწყობთ საქართველოში ომი, პირიქით, მშვიდობიანი საქართველო აინტერესებთ?
„ქართული ოცნების“ ლიდერები არ არიან ქართველები, ისინი პუტინის მოსამსახურე მონები არიან. რუსეთმა 2008-ში მთელი საქართველოს ოკუპაცია არ მოახდინა _ ამის ნაცვლად რუსულმა ოცნებამ ჩაიდინა ეს თბილისის აღებით. საქართველოში დღეს რუსები ძალაუფლებას იძლიერებენ და ქვეყანას ჯერ ბელარუსად, შემდეგ კი რუსეთად აქცევენ“, _ ჩააჟიგიმანტასპავილიონისა „ღვთის გარეგანმა“ ლიეტუვურად. ეს მაჩვის კურკლი, ესა! ვნახოთ, ანგელა მერკელს თუ შეეტლიკინება...
ახლა რაღა ქნან რევოლუციადავარდნილებმა, ვიღაცას ხომ უნდა დააბრალონ მორიგი ჩაფლავება და არჩევნებში მონაწილე პარტიებს მისდგნენ, თქვენ „გაუპრავეთ“ გამარჯვება „ოცნებასო“. ისინი პასუხობენ, აი, ეგეთი დურაკები რომ ხართ და არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეთ, იმიტომ მიიღო „ოცნებამ“ 80%-იო.
ის ანეკდოტი გამახსენდა, გურულს ეშმაკი შეშინებას რომ დაუპირებს და გზაზე მიმავალს გადმოუხტება _ ბუუუუუუუუუუ. „ბუუუ“ და სიკტილი შენ! გამისკდა გული! ე, მაგფერი სირი რომ ხარ, მიტომ სძულხარ ყველასო“.
ყველაზე კარგი ვარიანტი მაინც _ ივანიშვილი ანუ „ქართული ოცნება“ რუსეთის აგენტია“ _ არის. ნეტავ, თავიანთ წარმოდგენებში წინსწრებით რამის დახატვა თუ შეუძლიათ ამ შიზოფრენიკებს?
ნეტავ, რანაირად წარმოიდგინეს ამჯერად 4 ოქტომბრის გამარჯვება რუსეთის აგენტ საქართველოს უმრავლესობაზე?
„რუსეთის აგენტი ბიძინა“ ჩაგვკიდებდა ხელს მილიონ ორასი ათას ადამიანს და ატირებულებს კრემლში წაგვასხამდა თუ მხოლოდ თვითონ შეუყვებოდა რკინის ქალამნებით კავკასიონის ქედს?..
„ქართული ოცნება“ არა, მაგრამ ეს შიზოფრენიკები და მათი პატრონები რომ ძალით გვტენიან რუსეთთან, ვროკავშირის ცალკეული ქვეყნების ლიდერებმა უკვე ღიად აღიარეს _ ჩვენი ქმედებებით საქართველოს ვაიძულებთ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებასო.
ხომ არსებობენ იდიოტები, მაგრამ რაღაცით სასარგებლონი არიან და ამიტომ „სასარგებლო იდიოტებად“ იწოდებიან _ ესენი იმდენად უსარგებლონი არიან, რომ სასარგებლო იდიოტებადაც არ ვარგიან. რაც მე ამათი თვალების დაქაჩვა, კივილ-ღმუილი და თითების პარჭყვა მაქვს ნანახი, ლოგიკურია, შიზოფრენიკი ვერ გახდება „სასარგებლო იდიოტი“, ბევრი რამ უშლით იქამდე მისვლაში ხელს.
„არასოდეს შეუშალოთ ხელი თქვენს მტერს, როდესაც ის შეცდომას უშვებს“, _ რჩევად დატოვა ნაპოლეონ ბონაპარტმა, მაგრამ ჩვენ მანამდეც ვიცოდით „გიჟი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება ვნებასა“...
ახლა ისღა მაინტერესებს, 1. ესენი თვითნაბადი შიზოფრენიკები არიან თუ ბიძინამ დააავადა; 2. ესენი უწყინარი ფარული შიზოფრენიკები იყვნენ და ბიძინამ გამოავლინა თუ 3. უცნობი ნივთიერების ზემოქმედებამ გამოუვლინათ ეს საგულისხმო დაავადება, რომელიც სტაციონარში მკურნალობასა და ზედამხედველობას საჭიროებს?
მათ მიერვე მოყოლილი ამბებიდან ვიცით, რომ ფსიქიატრის გარდა ყველას აკითხავდნენ საშველად, მოლას, ბუდისტ მღვდელს, გამომლოცველს თუ შემლოცველს და მკურნალობად ანტიდეპრესანტებით გაჭყიპვა მიაჩნიათ, რაღა უნდა ელაპარაკო...
ესენი თუ ძალიან „გასულები“ არ არიან, ნეპალის დროშას რაღას აფრიალებდნენ ორბელიანის მოედანზე...
მოკლედ, მთლიანობაში, ამ კრებსითი შიზოების საქმე ასეა:
ძლიერი თავის ტკივილების გამო კაცი მივიდა ექიმთან და მიშველე რამე, დავიტანჯეო. ორკვირიანი კვლევების შემდეგ დანიშნეს კონსილიუმი და ექიმი ეუბნება პაციენტს: ბევრი ვიმსჯელეთ, ვიფიქრეთ და ერთადერთი ვარიანტი იმისა, რომ ვუშველოთ თქვენი თავის ტკივილებს, კასტრაციააო.
კაცი შოკში ჩავარდა, გაგიჟდა, მაგრამ დაარწმუნეს სხვა საშველი არააო და დათანხმდა. გაუკეთეს კასტრაცია და თავის ტკივილებმა მართლაც გაუარა. გავიდა დრო და გადაწყვიტა ახალი კოსტუმის ყიდვა. ძმაკაცმა უთხრა, კარგის ყიდვა ძვირია, თან ზუსტად ვერ მოირგებ, მაგარი მკერავი მყავს, იმასთან წაგიყვანო. წაიყვანა ლესელიძეზე და გააცნო “дядя Гриша”, ძველი და გამოცდილი მკერავი.
გრიშამ შეხედა კლიენტს და ეუბნება:
- პიჯაკი 52 რაზმერი, შარვალი - 32 ნა 128, ტუფლები - 44, საროჩკა – 43, ტრუსიკი - 40.
- ვაა, дядь Гриша, ყველაფერი როგორ ზუსტად გაარტყი, ოღონდ ტრუსიკში შეცდი, 40 ზომას კი არა, 38-ს ვხმარობ, მთელი ცხოვრებაო.
- მაიცა კაცო, არ არსებობს! შენ რო 38 რაზმერ ტრუსიკსა ხმარობდე, ჯიგარო, მაშინ ეგ ყველა ვარიანტში ყვერებზე დაგაჭერდა და სუ თავის ტკივილები გექნებოდაო...


