დემოკრატიული ტირანია საქართველოში ანუ ნანის ს(ვ)ინდისიდან ლანას ნამუსამდე!

დემოკრატიული  ტირანია  საქართველოში ანუ ნანის  ს(ვ)ინდისიდან  ლანას  ნამუსამდე!

თავიდან ვიფიქრე, ნანი ბრეგვაძეს ღია წერილით მივმართავ, ს(ვ)ინდის-ნამუსს გავუღვიძებ, დავამუნათებ-მეთქი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ „ენჯეოშნიკური“ გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, როგორც მინდა, ისე ვიქცევი, სადაც მინდა, იქ გამოვდივარ და საერთოდ, რა სისულელეა, მე რუსეთში კი არა, ადრე საბჭოთა კავშირში ვმღეროდიო, გადავიფიქრე, ჩემმა სურვილმა აზრი დაკარგა. საერთოდ, ღია წერილებით მიმართავენ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება, დიდი ალბათობით, რამე გაიგონ. აბა, ქალი, რომელიც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილისგან 5000 ლარს იღებს ყოველთვიურად და, ამავე დროს, ბიძინა ივანიშვილის დამხობაზე ოცნებობს, მაგან ან რა უნდა გაიგოს, ან რა ს(ვ)ინდის-ნამუსზე უნდა ველაპარაკო?
მკითხველებისთვის ყველაფერი გასაგები რომ იყოს, ბარემ აქვე მცირე განმარტებასაც გავაკეთებ: ამ დღეებში, თბილისში, ლისის ტბის მიდამოებში ჩატარდა ე. წ. მუსიკალური ფესტივალი თბილისი Oპენ Aირ. პრინციპში, ეს ფესტივალი კი არა, ღია ბორდელი უფრო იყო, სადაც დაბოლილი ე. წ. ახალგაზრდები ჭაჭანაჭამი ინდაურებივით დაბოდიალობდნენ. აქ გამოვიდნენ მერაბ სეფაშვილი, გიორგი უშიკიშვილი, პაატა ბურჭულაძე, გიული ჩოხელი და თქვენ წარმოიდგინეთ, ნანი ბრეგვაძეც. ქალბატონ ნანის რომ ხმა და სხვა რამეებიც უკვე ღალატობს, ამას ყველა ამჩნევს, მაგრამ ის მაინც იხტიბარს არ იტეხავს და ხმამაღლა აცხადებს, მე ძალიან ბედნიერი ვარ, ახალგაზრდებს ასერიგად რომ ვუყვარვარო. ავი ენები ამბობენ, ქალბატონმა ნანიმ ამ ე. წ. ფესტივალზე გამოსვლაში 20 ათასი დოლარი აიღოო. ეს არ არის ხელწამოსაკრავი თანხა, ყოველთვე ბიძინასგან 5 ათასი ლარი, ცოტა იქიდან, ცოტა აქედან, ცოტა კონცერტებიდან, ცოტა კლიპებიდან და ბოლოს ბევრი გამოდის. მერე რა, თუ კლიპები კაპიკად არ ვარგა, მამუკა ხაზარაძე ხომ იხდის? მხედველობაში მაქვს ის ვიდეორგოლი, რომელიც ვინმე „კორძთან“ ერთად ჩაწერა და მთელი თავისი შემოქმედება დაასამარა.
კარგი, მოდი, შევეშვათ ქალბატონ ნანის, მით უფრო, როცა დღეს ბევრი ამბობს, რომ ქალი დაბერდა და ვეღარ გაუგია, რას აკეთებსო, არ არის გამორიცხული, მართლა დავიწყებოდა, რუსეთში რომ მღეროდაო, ბორის ელცინს რომ ეხუტებოდა, არც ის ემახსოვრებაო და ასე შემდეგ. კი, ბატონო, დავანებოთ თავი, მაგრამ სხვა ბედოვლათეებს ვერ დავანებებთ, რომლებიც ყოველი თვის ბოლოს ბიძინა ივანიშვილისგან ფულებს იღებენ და თვის დასაწყისში იმავე ივანიშვილს ლანძღავენ და რუს ოლიგარქს უწოდებენ. მე კიდევ ერთხელ გადავამოწმე ფონდ „ქართუს“ მიერ დაფინანსებულთა სია და იქიდან ამოვიღე იმ მაწაკთა გვარ-სახელები, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ. იმ სიაში 3500 ადამიანია, მაგრამ მე და თქვენ გვაინტერესებს მხოლოდ მათი ვინაობა, ვინც ივანიშვილს რუს ბორიას ეძახის და ყოველ საღამოს რუსთაველზე ჯღნავის. 
მაშ, ასე... ნანი ბრეგვაძეზე უკვე მოგახსენეთ, ახლა გადავიდეთ შედარებით „მცირე გაბარიტიანებზე“, რომლებიც ასევე ფინანსდებიან ბიძინას ჯიბიდან, მაგრამ მაინც იფურთხებიან: 
მჭედლიძე ნანა - 3000 ლარი ყოველთვიურად. ეს ქალი ყველაზე აგრესიულია და აქციას არ ტოვებს, თვალსაჩინო ადგილზე არ გამომზეურდეს, თავისი ჟღალი თმითა და მჟავე გამომეტყველებით ადვილი შესაცნობია.
ღოღობერიძე ლანა - 2000 ლარი. ამას დარბაისლური გამომეტყველება აქვს მიღებული და უმწიფარ გოგო-ბიჭებს ატყუებს, რომ კომბოსტოს გულში დაიბადა და არა რევკომის თავმჯდომარე ლევან ღოღობერიძის ოჯახში, რომელმაც უამრავი ქართველი დახვრიტა. ასევე ატყუებს უმწიფარ გოგო-ბიჭებს, თითქოს ის ციდან ჩამოფრენილი ანგელოზია და არა პირწავარდნილი პუტჩისტი... თითქოს ის დედიშობილა (ასე ამბობენ თვითმხილველები) არ ცეკვავდა „იმელ“-ის შენობაში, როცა ზვიად გამსახურდია გააძევეს თბილისიდან. სხვათა შორის, ლანა ღოღობერიძის წერილი „სტალინის სიკვდილი“ შეტანილია მე-9 კლასის ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოში. არ შეიძლება, ასეთი ამაზრზენი ენით დაჯღაბნილ წერილს კითხულობდნენ ჩვენი ბავშვები. ამ თემას უახლოეს ხანში დავუბრუნდები და დეტალურად გავარჩევ ღოღობერიძის „შედევრს“.
ყიფშიძე ზურაბ - 2000 ლარი. ეს კაცი მეცოდება თავისი აკარაკი შვილის ხელში, რომელიც წამდაუწუმ გამოვარდება ხოლმე და „ევროპიულად“ ბოდავს. ამათზე მეტს არაფერს ვიტყვი, თავიანთი გაჭირვებაც ეყოფათ.
ალექსანდრია ნანა - 1500 ლარი. ერთი ჯულიეტა ვაშაყმაძე იყო, ბიძინა ივანიშვილისგან ფულს რომ იღებდა და მისი შვილი იმავე ივანიშვილს ებრძოდა (დღესაც ებრძვის) და მეორე ნანა ალექსანდრიაა, რომელიც ასევე ფულს იღებს და მისი შვილიც იგივეს აკეთებს. წარმოგიდგენიათ? ოჯახში უფროსი ბიძინას კმაყოფაზეა, ხოლო შვილი ებრძვის იმას, ვის კმაყოფაზეც დედამისია. ხომ მაგარი ფორმულაა? არც ჯულიეტას მოსვლია აზრად, აღებული თანხა დაებრუნებინა, ან მეტი აღარ აეღო და არც - ალექსანდრიას. 
ვარსიმაშვილი ავთანდილ - 1300 ლარი. გრიბოედოვის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და თავისუფალი თეატრის მფლობელი, არც ფული აკლია, არც პატივი, მაგრამ კრიტიკულ მომენტში „ნაცობს“. როცა აქციები და რაღაც ეგეთები გადაივლის, გაიტრუნება ხოლმე, როცა რაღაც ტალღა წამოვა, ეგრევე სპირალივით წითლდება და ამბობს, რომ საქართველოში ტირანია მძვინვარებს. როცა დოიაშვილი გამოაპანჩურეს თეატრიდან, მაშინაც ყარა ჩუსტები უკუღმა, მაგრამ მერე ისევ გაიტრუნა, ახლა გასუსულია. 
დოიაშვილი დავით - 1200 ლარი. აბა, იცოდით, რომ რეგიონებში მოწანწალე და მერე ჩინეთში გაპარული დოიაშვილი ბიძინასგან ყოველთვიურად 1200 ლარს იღებს? მეც არ ვიცოდი... არადა, ფაქტია, „ქართუს“ „სპისოკშია“ დაფიქსირებული, არც არაფერს ვიგონებ, არც არაფერს ვაბრალებ. ათასჯერ მითქვამს და ათასმეერთედაც ვამბობ: ვისაც ნამუსი აქვს, აღებულ ფულს დააბრუნებს და მერე აგინებს ივანიშვილს. კარგი, შეიძლება აღებული ფული უკვე დახარჯული აქვთ და ვეღარ დააბრუნებენ, მაშინ ნუღარ აიღებენ და ისე აგინონ. 
სოხაძე ირმა - 1000 ლარი. ამ ქალზე რა უნდა ვთქვა? მანასეა, ხან ისეა, ხან ასეა, ეგ მარტო ბიძინასგან კი არ იღებდა, პოსთV-ზე გადაცემაც მიჰყავდა და „ქოცის“ როლსაც კარგად ირგებდა. როცა „ნაცურმა“ სისხლმა მაინც იყივლა, ტელევიზიიდან კი „დააპაშოლეს“, მაგრამ ბიძინას ფულზე უარი მაინც არ უთქვამს.
ფეტვიაშვილი რუსუდან - 1000 ლარი. ეს ის ქალია, თან რომ ხატავს და თან „ნაცობს“. მან 2011 წლის 26 მაისს ქართველების სისხლით მორწყულ რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილისგან ღირსების ორდენი აიღო. რამდენადაც კარგი მხატვარია, იმდენად უხეირო და ზანტი მოაზროვნეა, თუ პატრონი ჰყავს, პოლიტიკაზე საერთოდ არ უნდა ალაპარაკოს. ალბათ, გახსოვთ, მთელი ქვეყანა იცინოდა, როცა განაცხადა, გამჭვირვალობის კანონი არ წამიკითხავს, მაგრამ მაინც რუსულიაო. ბიძინა ივანიშვილის ფული არ აწუხებს, მშვენივრად ირგებს და თან ამბობს, რომ ივანიშვილი რუსი ოლიგარქია.
ჩოხელი გიული - 1000 ლარი. ეს ქალი იღებდა, იღებს, კვლავაც აიღებს ბიძინას ფულებს და თან ძონძების ფესტივალებზეც ივლის დიდი „ფრითენზიებით’’, გამოვა სულწაწყმედილთა თავყრილობაზე და განაცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებისა და გამოთაყვანებულთა გამარჯვების იმედი აქვს. მეო, ბევრი აღარ დამრჩენია, 90 წლისა ვარ, მაგრამ ისე არ წავალ, თქვენი გამარჯვებით არ გავიხაროო. გიული ბაბო ადრეც აკეთებდა მსგავს იკლიკანტურ განცხადებებს. ამას წინებზე მის უს(ვ)ინდისობაზე სოციალურ ქსელშიც დავწერე და იცით, რა უთქვამს თავის შინაურობაში? მე 1000 ლარს კულტურის სამინისტრო მიხდის და არა ბიძინა ივანიშვილი, მაგის ფულს ხელს როგორ მოვკიდებო? ქალი 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ბიძინას ჯიბეზე ჰკიდია და ამბობს, კულტურის სამინისტრო მიხდისო. ასეც რომ იყოს, საინტერესოა, რაში უხდის კულტურის სამინისტრო, რა ვალდებულება გვაქვს ასეთი მის მიმართ? აჰა, რა გინდა, რომ გააკეთო? ნანი ბრეგვაძე ამბობს, სისულელეა, მე რუსეთში არასდროს მიმღერიაო და ახლა ეს ამტკიცებს, ბიძინას ფული არ გადაუხდიაო. თუ არ გადაუხდია და არ უხდის, „ქართუს“ „სპისოკში“ რანაირად წერია? 
ხარანაული ბესიკ - 1000 ლარი. ეჰ, ამ კაცზე მეცინება, ვერ ვბრაზდები. ადრე ვიცნობდი, ნორმალური იყო, მერე მამუკა ხაზარაძემ მიაბა თავის ბაგაზე და გააგიჟა. მეტს არაფერს ვიტყვი.
წულაძე ლევან - 880 ლარი. ვერ გავიგე, შე კაი კაცო, ან 800 ლარი აიღე, ან კიდე 900, ეს 80 ლარი რაღაა? გამოვა ხოლმე ბატონი ჭოლა და ბრძნული გამომეტყველებით გველაპარაკება პატრიოტიზმზე, გვიკითხავს მორალს და გვასწავლის ცხოვრებას. თან დასძენს, რომ ბიძინა ივანიშვილი დიქტატურას ამყარებს, ირგვლივ ტირანია მძვინვარებს. ჩვენ, ქართველებს ისეთი ტირანია გვაქვს მსოფლიოში, სადაც ფულებს არიგებენ. აბა, ეგეთი ტირანია ვინმეს აქვს დედამიწის ზურგზე? არა და ვერც ექნება, ეს მხოლოდ ქართველების ხვედრია. 
მა რაააა, მა სხვანაირად როგორ იქნება? მიდით, ბებიებო და ბაბუებო, „იგულავეთ“ დემოკრატიულ ტირანიაში!
P.შ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, „ქართუს“ სია ძალიან ვრცელია, მე ბევრი გამოვხშირე და მხოლოდ ისინი დავტოვე, რომლებიც დღეს მავნებლობენ. მაქვს სურვილი, უახლოეს მომავალში იმ ადამიანების სია შემოგთავაზოთ, რომლებიც ივანიშვილის ფულებს კი იღებენ ყოველი თვის ბოლოს, მაგრამ იმალებიან, ხმას არ იღებენ, ჩირგვებში სხედან და ელოდებიან, ბიძინას გემი როდის ჩაიძირება. მინდა, ისინი „დავამშვიდო“, ბიძინას გემი არასდროს ჩაიძირება. თუ ამის მერეც არ გამოხვალთ, იძულებული გავხდები, ასეთივე კომენტარებით შეგამკოთ და გაგაბანძოთ. დრო გაქვთ, გამოდით და ამ ადამიანს ერთი მადლობა მაინც უთხარით, თქვენც გია ხუხაშვილები, თამარ ჭოხონელიძეები და ეკა ბესელიები ხომ არ ხართ?!
 
გელა ზედელაშვილი