პაატა პაპა გაგიჟებულა!

პაატა პაპა გაგიჟებულა!

მეგობრებო, ძალიან მიჭირს იმის თქმა, რაც ახლა უნდა გითხრათ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ვიცი, მე რომ ეს ამბავი დავმალო, ჭირი თავს მაინც არ დამალავს და მერე ამიტყდებით, რატომ არ გვითხარიო?
ესე იგი, პაატა ბურჭულაძე გაგიჟებულა. რომელი პაატა? რომელი და ისა, თავის დროზე ვლადიმერ პუტინს რომ უმღეროდა და თავს რუს ბანად თვლიდა. ალბათ, გახსოვთ, ზაფხულში, როცა ნამეტნავად დაცხა, არჩევნების ჩატარებას ფანრიანი „ნოკიებით“ აპირებდა. ამოჩემებული ჰქონდა, სექტემბერში უნდა ჩავატაროთ, ბიძინა ივანიშვილს დავასწროთ 4 ოქტომბრამდეო. ეტყობა, ზემოდან ყუფარსონმა დაურეკა, მაი ამბავი არ გამოვა, ტყუილად ლაპარაკობო და დაივიწყა. 
ისე, ავი ენები ამბობენ, ბანი სააკაშვილს ჰყავს ყურებით გამოჭერილი, ნუ დაძრახავთ, მოხუცს სხვა გზა არ აქვს, ეგეთ სისულელეებს იძულებით ლაპარაკობსო.
საქმეც ის გახლავთ, რომ ცხოვრებაში ყურებით არავინ არ უნდა დაგიჭიროს, თორემ ხომ ხედავთ, ამხელა კაცი რა დღეშია... ბოლო-ბოლო, გაგიჟდებოდა, მა რა იქნებოდა?
ახლა აუჩემებია, 2 მილიონი მოსაწვევი უნდა დავბეჭდო, 4 ოქტომბერს ეროვნულ კრებას ვატარებო. 2 მილიონიო. თან ამბობს, საქართველოში ხალხი აღარ არი, ბიძინამ ყველა გააქციაო. ან ამ 2 მილიონ მოსაწვევს რა ფულით ბეჭდავს? ვინც ამ საქმეში ფულს დებს, ის ან დებილია, ან კიდევ დიდი პროვოკატორი. მე უფრო დებილი მგონია, აბა, პროვოკატორობით რა უნდა გამოუვიდეს? აგერაა 4 ოქტომბერი, სულ რაღაც სამიოდ კვირაში დადგება და ...

გელა ზედელაშვილი