კურკუმალ ვაითი კოდური სახელწოდებით - „ანიტა“

არაფერს ვიგონებ, ირაკლი კობახიძემ თქვა საქვეყნოდ, ლევან ხაბეიშვილი ნახევრად ფორმალური უწყისის თანახმად, ყოველთვიურად 5 000 ლარს იღებდა იმისგან, ვინც ეჭვმიტანილია კორუფციაშიო.
გაიგონეთ? ლევან ხაბეიშვი- ლიო, კეზერაშვილის ყოფილი ხელის ბიჭიო, მავანისგანო, 5 000 ათასს ყოველთვიურადო.
არ გჯერათ, ხომ? არც მე მჯერა, მაგრამ ირაკლი კობახიძემ თქვა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ამოცანა გვეკითხება: ვინ იყო ის ბედოვლათი ჩინოვნიკი, რომელიც ხაბეიშვილსა და ნოდარ მელაძეს ფულს უხდიდა? დიახ, შავნოდარაზეც ამბობენ, ყოველთვიურადო, იგივენაირადო. იქნებ, ერთი ბედოვლათი არ უხდიდა და ორი, ან სამი, ან ათი უხდიდა ამ წუპაკებს? დავიჯერო, ეს ბედოვლათი ჩინოვნიკი `ქართულ ოცნებაშია~? მთავრობაშია? აღმასრულებელშია? ბიზნესმენობს? დღეს თუ ხვალ მისი ვინაობა გამჟღავნდება, მაგრამ მე ინტერესი მკლავს, მეჩქარება. ავი ენები ამბობენ, ხაბეიშვილი ხმას იმიტომ არ იღებს, რომ სპონსორთან მიირბინა, მხარზე თავი დაადო და აქვითინდაო. სპონსორს უთქვამს, შე ჩემა, მე ჩემი გაჭირვება მაქვს, დღეს თუ ხვალ გამომაჭენებენ, შეიძლება დამიჭირონ კიდევაც, კიდე შენი ქვითინი მინდაო? ანიტა ისევ მოიკრებს ძალებს, ისევ ჩადგება ფორმაში, ისევ შეუტევს ხელისუფლებას, უფრო კალაძეს და მაგ ბრალდებასაც გამოუძებნის `გაპრავების~ ელემენტებს, – იგი ამაყად განაცხადებს, `ოცნების~ წიაღიდან ფულს იმიტომ ვიღებდი, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტია შიგნიდან დამენგრიაო. ალბათ, გახსოვთ, დავით უსუფაშვილი რომ შევიდა კომუ- ნისტურ პარტიაში 1989 წლის 10 აპრილს, ანუ 9 აპრილის ტრაგედიის მეორე დღეს. იცით, რით იმართლა თავი შემდეგ? მეო, შიგნიდან დავანგრიე კომუნისტური პარტიაო.
იცით, საზოგადოებაში გაჩნდა ერთი მეტად საყურადღებო შეკითხვა: კარგი, დავუშვათ, შავნოდარა იღებდა ფულს იმისგან, ვისაც არ უნდოდა, რომ მის ავკაცობაზე ელაპარაკა, მაგრამ ეს ლევან (ანიტა) ხაბეიშვილი ვის რა ფეხებად უნდოდა, რატომ აძლევდნენ თვეში 5 000 ლარს? ნამდვილად ლეგიტიმური შეკითხვაა და ვეცდები, გასაგებად აგიხსნათ.
ხაბეიშვილი და მელაძე ერთნი არიან, ისინი ერთმანეთით საზრდოობენ, ეს დადის, იჩიჩქნება, ინტრიგნობს, რაღაცებს იგონებს, მელაძეს აწვდის, ის თავისებურად ფუთავს და ეკრანზე უშვებს. ხაბეს ფულს უხდიდნენ იმიტომ, რომ გადამხდელზე არასდროს არაფერი მიე- წოდებინა. ეს ერთი ვერსია, ახლა მეორე: ნუ გამოვრიცხავთ, გადამ- ხდელს ჰქონოდა ინტერესები, რომ პერიოდულად ხაბეს და ნოდარას მოემზადებინათ მისთვის არასა- სურველი თანამდებობის პირების წინააღმდეგ `გამაშავებელი~ სიუჟეტები. მაგალითად, არ მომწონს ვინმე? – გადავიხდი და გავამწარებ, ოღონდ, მე არ გამოვჩნდები. გამწა- რებული შეიძლება ჩემი ძმა იყოს, ან მეგობარი იყოს, ან კიდევ სულაც თანაპარტიელი. ეს ქართულ პოლიტიკაში აპრობირებული მეთოდია, პოლიტმეძავები ხშირად იყენებენ. ალბათ, დიდი პროფესიონალიზმი არ არის საჭირო იმის დასადგენად, თუ რატომ მიესია ბოლო დროს ხაბე (ანიტა) კახა კალაძეს _ როგორც ჩანს, ამჯერად მაგაში უხდიან, არჩევნები მოდის და, თქვენ წარმოიდგინეთ, თურმე მან იცის კი არა, დარწმუნებულია, რომ კალა- ძე თბილისის მერობის კანდიდატი არ იქნება. ხაბეს `პოდკასტიც~ გაუხსნეს, რომელსაც `აბრეშუმის გზა~ დაარქვეს. ჩამოჯდება ხოლმე თავისნაირ მოაზროვნესთან და მსჯელობს მაინც და მაინც კალაძეზე.
ამის შემდეგ კიდევ იტყვით, რომ ესენი ჯანმრთელები არიან და ქვეყნის ბედი აინტერესებთ? რომც აინტერესებდეთ, ესენი რამის გამკე- თებლები არიან?
იცით, ეგეთებს ჩემ ბავშვობაში რას უშვრებოდნენ? 03-ს გამოიძახებდნენ ხოლმე, `უაზში~ შეყრიდნენ, სიღნაღში აიყვანდნენ, იატაკზე ცარცით გაუხაზავდნენ, თუ სწორად ვერ გაივლიდნენ, ზოლიან ხალათებს უკუღმა ჩააცმევდნენ და `გნაც~ გაჩიანში.
ჰო, ეგრე იყო! ესენი კიდე `იუთუბში~ სხედან და ლაპარაკობენ!
კალაძე ფეხბურთელი და რაღა- ცაო... ჯერ რა ფეხბურთელიო? წარმოგიდგენიათ, როგორ აბითურებენ ისედაც გაბითურებულ თავიანთ მომხრეებს?
საქართველოში არსებობენ პატარ-პატარა `მონსტრუკები~, რომლებიც ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილი დაუნდობელ მონსტრად გამოაცხადონ და მოსახლეობას შთააგონონ, რომ ის მკვლელია. აქამდე ცდილობდნენ, დიქტატორად გამოეცხადებინათ, შემდეგ ტირანად `შერაცხეს~, ამ ორმა მიმართულებამ არ იმუშავა, ვერ იმუშავა და ახლა შემდეგი `სადგური~ ამოქოქეს – თურმე ბიძინა ივანიშვილი საკუთარ გარემოცვას დაერია, თურმე ფულს ითხოვს, მომიტანეთ, თორემ დედებს გიტირებთ, დაგხოცავთო. უწიგნური ხაბე, იგივე კურკუმალ, იგივე ანიტა აქაც ავანგარდში აღმოჩნდა, პერიოდულად ისეთ ზღაპრებს ჰყვება, ჩნდება შთაბეჭდილება, ან ვიღაცა უწერს, ან მთელი ღამე ბორგავს და რასაც სიზმარში ხედავს, ჭუტაანთ უბორნიაში ლაპარაკობს.
დღეს `ქართული ოცნების~ ლიდერებს კანონების დარღვევაში ისინი ედავებიან, რომლებიც 13 წლის წინათ მთელი 9 წლის განმავლობაში კაი გავაგასქელებული მონსტრები იყვნენ და ეს ქვეყანა ისე შეთქვლიფეს, ლამის აღარაფერი დატოვეს. მერე კი, როცა ბიძინა ივანიშვილი მოვიდა თავისი გუნდით ხელისუფლებაში, სოროებში შეძვრნენ, ჩემოდნებში ჩაალაგეს თავიანთი ბარგი-ბარხანა და გაპარვასაც აპირებდნენ, მაგრამ მერე რაც მოხდა, იცით, ნუღარ გამახსენებინებთ. ჰოდა, ის მონსტრები `მონსტრუკებად~ იქცნენ, რაკი კისრები ისევ გაისქელეს, აღარ ისვენებენ, ხელისუფლებაში მოსვლას ლამობენ. კარგი, გავყვეთ ისევ კურკუმალის ნაამბობს, ის გვიმტკიცებს, რომ კალაძე, ფაქტობრივად, ჩამოშორებულია დედაქალაქის მართვის სადავეებს:
`კალაძე ვერ წყვეტს ვერაფერს, ახლა რომ მიხვიდეთ რაიმე სამშენებლო თემაზე, კალაძე გეტყ- ვით, მე არაფერ შუაში არ ვარ, დამანებეთ თავიო.
კობახიძე იცავს ახლა კალაძეს, გადაფარებულია პირდაპირი მნიშვნელობით ბიძინას კარზე და კალაძე გარიდებულია. დღეს ამბობს, მე არაფერ შუაში ვარ, აქ არის ტყემალაძე და მოდით, მას დაელაპარაკეთო. ტყემალაძის ფუნქციაა, რომ მას მერიის შავი ბუღალტერიაც ესმის, კოეფიციენტებიც ესმის, გრგ-ეც ესმის, მის ხელშია ყველა გადაწყვეტილება გავლილი, მან იცის, როდის რამდენი დაამატებინეს და დააკლეს და ბუღალტრულად, დოლარებში და ლარებში დაუთვლის, რამდენი აქვს სავარაუდოდ, კალაძეს წაღებული”.
თურმე კალაძე ვერ წყვეტს ვერაფერს, რომ მიხვიდეთ სამშე- ნებლო თემაზე და რამე სთხოვოთ, გეტყვით, მე არაფერ შუაში ვარო. განა კურკუმალმა არ იცის, რომ კალაძე არ წყვეტს ერთპიროვნულად ყველა საკითხს და მით უფრო სამშენებლო სფეროში? იცის, ის კარგახანს თბილისის საკრებულოში იდო და ამ საკითხებში ერკვევა, მაგრამ ახლა ასეა საჭირო, ასე უნდა ილაპარაკოს. თბილისის მერიაში არსებობს სპეციალური კომისია და ასევე არქიტექტურის სამსახური, რომელიც გასცემს მშენებლობის ნებართვებს და ადგენს კოეფიციენტებს, ასე იყო 2012 წლიდან მოყოლებული და ასეა დღესაც. კურკუმალი ცდილობს, წესი და კანონი სკანდალად აქციოს, თურმე ტყემალაძე იმიტომ ზის იქ, სადაც ზის, რომ რაღაცები ითვალოს და ბოლოს ქიცი და ქიცმაცური გამოიყვანოს. ჰო, ტყემალაძემ კიდევ ის უნდა იანგარიშოს, რამდენი აქვს კალაძეს სახლში წაღებული. სანამ ტყემალაძე დაითვლის, კურკუმალმა უკვე დაითვალა – დაახლოებით 800 ათასი დოლარია, ლარებში 2 მილიარდი გამოდის. ჰოდა, ბიძინას `გზავნილი~ გაუგზავნია: ძმა, თუ მაყუთს არ მაიტან, ან იმის ბედს გაიზიარებ, ან ამისასო. თან თურმე დასძინა, ამდენი ფული რომ მიგქონდა, სად მიგქონდა, აღარ უშლიანო? ბოლოს კი დაუმატებია, ტოოოო-ვო!
ეს რა არი, თქვენ სექტემბერში უნდა ნახოთ, ხაბე (კურკუმალი) როგორ `სკანდალურ~ ინფორმაციებს მოგვაწვდის!
კურკუმალი ვიღაცის დაკვეთით ცდილობს, კალაძეს რეი- ტინგი დაუგდოს, რათა ის მერი მესამედ ვერ გახდეს. კურკუმალმა იმდენი არ იცის, იმდენს ვერ ხვდება, რომ ასე პირიქით გამოუვა.
იცით, ამის ძირითადი `ჩანა- ფიქრი~ რა არის? თავისი ჭკუით, ქართულ ოცნებას~ შლის, ყველას აფრთხილებს, ბიძინა ივანიშვილს სასწრაფოდ გაეცალეთ, თორემ დაგხოცავთო.
აბა, კაცო! უკვე 13 წელიწადია, ივანიშვილი თავისი გუნდის წევრებს ხოცავს და ვეღარ გამოლია. ეგ კი არა, ცოტა ხანში ბავშვების ჭამაზეც გადავა.
მას შემდეგ, რაც ხაბეიშვილს `ანიტას~ საქმე გაუსკდა, მან გამოაცხადა, ამ დღეებში ან ლილუაშვილს დაიჭერენ, ან გომელაურს, ან კიდე ღარიბაშვილსო. მერე ბიძინა ივანიშვილს მიმართა: `ბატონო ბიძინა, მარტო დარჩებით, ირაკლი კობახიძეც ადასტურებს, რომ ყველა ჩემთან თანამშრომლობს, ყველას ინფორმაციები მოაქვს~.
ხედავთ? თურმე ანიტა ხაბეიშვილთან რიგები დგას, მიაქვთ და მიაქვთ ინფორმაციები, წერენ და წერენ განცხადებებს მასთან სათანამშრომლოდ.
ჯერ ლილუაშვილი მისულა – ვახ, შენ გენაცვალეო, უთქვამს და ეგრევე დაუწერნია განცხადება, გთხოვთ, მიმიღოთ სათანამშრომლოდო, ბიძინასთან აღარ მინდა, შავღონდიო.
მერე გომელაური მივარდნილა – სათანამშრომლოდ მიმიღებო? კიო, რაზეა ბაზარი, ოღონდ ბიძინასთან აღარ მიხვიდეო, უპასუხნია ანიტას. გომელაურს თავი მოწიწებით დაუკვრია და განცხადებაც შეუტანია.
ღარიბაშვილს ბოდიშების ხდა დაუწყია – ვტყუივარ, ხაბე, მაპატიე, ძმაოვო. ამას უპასუხნია, დაიკიდე, მოგეშვებაო.
ეხლა თურმე მთელი `ქართული ოცნება~ ხაბეს სახლთან დგას, ყველას ქათქათა ფურცლე- ბი უჭირავს ხელში, განცხადებები უნდა დაწერონ. ზის ხაბე მრგვალ `სტოლთან~ და ურტყამს `ფეჩატებს~.
ახლა საინტერესო ის არის, ამას ზოლიან ხალათს უკუღმა ვინ ჩააცმევს, მაგ პასუხისმგებლობას ვინ აიღებს? დროზეა გადასაყვანი დამაწყნარებელ დაწესებულებაში. ვაი, იმის პატრონს კიდე, ვინც ამას თვეში 5 000 ლარს უხდიდა და თურმე დღესაც უხდის.
გელა ზედელაშვილი