ნიკუშა შენგელაია: ქვეყნის სიყვარული ვიზებში არ იცვლება!
„საერთო გაზეთის“ სტუმარია მხატვარი ნიკუშა შენგელაია:
— ბატონო ნიკუშა, ამ ინტერვიუს დაწყებამდე, ერთ-ერთ არხზე `დათა თუთაშხია~ გადიოდა. იმ მომენტს შევესწარი, სადაც გოგი გეგეჭკორის გმირი ამბობს: ვაი, საცოდავო საქართველო, საით მიდიხარო. დღევანდელი გადმოსახედიდან, საით მიდის საქართ- ველო?
— საქართველო არსად მიდის, ჩვენ იქ ვდგავართ, სადაც ღმერთმა ეს საოცარი წალკოტი გვიბოძა. სამწუხაროდ, მავანს, იქნება ეს აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი, თუ ჩრდილოეთი, სურს, ჩვენი ქვეყანა საკუთარი ინტერე- სებისთვის გამოიყენოს. თუ დიდ ქვეყნებთან ინტერესების თანხვედრა მოხდა, ხომ კარგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოსავით პატარა ქვეყნები აქტიური დარტყმის ქვეშ ექცევიან. ვცდილობთ, ჩვენი სამშობლო იქ დარჩეს, სადაც ახლაა და ყველას მეგობრული ხელი გავუწოდოთ, მაგრამ დღეს, როცა მსოფლიო ახალი გადანაწილების ეპოქაშია, ამის მიღწევა რთულია. ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ ამ სიტუაციაში გადავრჩეთ და ქართველების ის ისტორიული მონაპოვარი, რაც წინაპრებმა აქამდე მოგვიტანეს _ იდენტობა, ტრადიციები, ფასეუ- ლობები შევინარჩუნოთ. უფლება არ გვაქვს, ქვეყანა სხვის ინტერესებს შევწიროთ. დიდი არჩევანი არ გვაქვს _ მსოფლიოს იმ ახალი წესრიგის გადანაწილებაზე ვართ დამოკიდებული, რომელიც ახლა მიმდინარეობს. საქართველო მსოფლიოს ამ წესრიგში თავის გეოპოლიტიკურ მდებარე- ობას სთავაზობს, ოღონდ, მშვიდობიან გარემოში.
— დღეს რა არჩევანი აქვს ქართველს, როგორ სახელმწიფოში სურს ცხოვრება?
— ამაზე პასუხი ილიას ტრიადაშია: ენა, მამული, სარწმუნოება. ეს ის ფესვებია, რაზეც ქვეყანა უნდა იდგეს. თორემ, თუ ამ ფესვებს გადაჩეხავენ, საქართველოს მარტივად წააქცევენ, რის მცდელობებსაც ვხედავთ კიდეც. ევროკავშირი ჩვენს ფესვებს თავის იდე- ოლოგიას უპირისპირებს. ეს მხოლოდ აქ როდი ხდება, არამედ რიგ ჩვენს მეგობარ ევროპულ ქვეყნებშიც, რომლებიც სწორედ თავიანთი ეთნოსის, კულტურის გადა- სარჩენად იბრძვიან. მაგალითად, უნგრეთი, სლოვაკეთი, სერბეთი... ევროპაც იმ ტრადიციების მატარებელია, რომლებისაც საქართველოა. მოგზაურობა ხშირად მიწევს და მინდა გითხრათ, რომ ევროპელი ხალხი ისევ ძირძველი ტრადიციებით ცხოვრობს, შრომობს და საკუთარ მომავალს, ქვეყანას აშენებს. ფსევდოლიბერალური პროპაგანდა მხოლოდ მეგაპოლისებშია. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, მალე ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება. სხვაგვარად წარმოუდგენელია, რადგან ევროპა ქრისტიანული კულტურა და ფასეულობებია. ჩემთვის ევროპა თომას მანი, გოეთე, სერვანტესი, ბეთხოვენი, ველასკესი, სეზანი, ლეონარდო და ვინჩია. დიახ, ნამდვილი ევროპა ჩემთვის მუზეუმები და მისი არქიტექტურაა და არა _ ბრიუსელის ჩინოვნიკები.
— ევროპარლამენტმა ცხრა თვეში საქართველოსთან დაკავ- შირებით რვა რეზოლუცია გამოს- ცა. მარტა კოსმა ოპოზიციას ჯერ არჩევნების შესაძლებლობის გამოყენებისკენ, მოგვიანებით კი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლისკენ მოუწოდა...
— რეზოლუციებს, დირექტივებს ტრადიციული ევროპა კი არ გასცემს, არამედ ბრიუსელის ისტებლიშმენტი _ ფსევდოლიბერალური ნარატივების მატარებელი `ევროპის სახალხო პარტია~. ვერაფრით მოინელეს, რომ პატარა საქართველოს ხელისუფლებამ სამშობლო მათ ინტერესებს მსხვერპლად არ შესწირა. მათი რეზოლუციები სიყალბეზე, ტყუილზეა აგებული.
— თანაც, ამ რეზოლუციის შემქმნელებისთვის მილიონ 200 ათასი ამომრჩეველი არ არსებობს. მათთვის ქართველი ხალხი ნაცები და მათ მიერ დაფინანსებული ნჯო-ები არიან. ჩვენ ვინ ვართ?
— სწორედ ეს მილიონ 200 ათასი ადამიანი დგას საკუთარი ქვეყნის, ოჯახის, შვილების მომავლის სადარაჯოზე. ევროჩინოვნიკების დამქაში ნაცები და ნჯო-ები კი მზად არიან, საკუთარი ვნებების დასაკმაყოფილებლად ნებისმიერი დავალება შეასრულონ ისე, რომ არც აინტერესებთ, ამით ქვეყანას რა ზიანს აყენებენ.
საბედნიეროდ, ადამიანების უმრავლესობა მოვლენებს ადეკვატურად აღიქვამს. საქართველოს ისტორიულად ხშირად იპყრობდნენ, სულ ომში ვიყავით, ამიტომ კარგად ვგრძნობთ, საფრთხე საიდან მოდის და შედეგად, გონივრულ გადაწყვეტილებასაც მივი- ღებთ. მადლობა ღმერთს, ხელისუფლებაც პროცესებს სწორად მართავს. სამშობლოში მშვიდობის შესანარჩუნებლად ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე დიდი დარტყმა საკუთარ თავზე აიღო _ მან ყველაზე ძვირფასი _ ოჯახი სასწორზე დადო. ვფიქრობ, ისტორია მის ნაბიჯს სათანადოდ შეაფასებს. ასე რომ არ მოქცეულიყო, დღეს საქართველო აღარ იქნებოდა. მადლობა უფალს, რომ ჩვენი ხელისუფლება სუვერენიტეტს, დამო- უკიდებლობას, მშვიდობას იცავს. 65 წლის ვხდები და არ მახსოვს ეპოქა, რა დროსაც ხელისუფლება საკუთარ სამშობლოს ასე ამაყად იცავდა. და ეს მაშინ, როცა ამიერ- კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნების საკითხი მწვავედ დგას.
თავის დროზე ქართველებმა საბჭოთა კავშირში ყოფნაზე უარი განვაცხადეთ, რადგან კრემლიდან მართვა ჩვენთვის მიუღებელი იყო. ამიტომ ევროპა ჩვენი არჩევანი იყო ფასეულობების და არა გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მაგრამ სანამ ბრიუსელს მარიონეტული ხელმძღვანელობა ეყოლება, რომე- ლიც სხვის შეკვეთებს ასრულებს ისევე, როგორც ჩვენი ოპოზიცია მათსას, ეს პრობლემა არ მოიხსნება. ეს საკითხი თავად ევროპელმა ხალხმა უნდა მოაგვაროს თავიანთ ქვეყნებში. იმედია, ამას შეძლებენ და ევროკავშირს ბევრად ღირსეული ხელმძღვანელობა ეყოლება, თუ მან იმ დროისთვის საერ- თოდ იარსება. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ჩვენ შორის ღირსეული ურთიერთობები აღდგეს.
ამჟამინდელი ევროკავშირი ნამდვილ პოლიტბიუროდ ჩამოყალიბდა, საბჭოთა ტრადიციებით. ევროკავშირი დიდ ქრისტიანულ კულტურას, ფასეულობებს უნდა ეყრდნობოდეს, იცავდეს ადამიანის უფლებებს, სხვების სუვერენიტეტს, პატივს სცემდეს ნებისმიერი ქვეყნის კანონებს. რეალურად რა ხდება? _ მბრძანებლური ტონით გვეუბნებიან, რომელი კანონი მივიღოთ და რომელი _ არა.
მეტიც, ქვეყნის საქმეებში ელჩების ასეთი აქტიური ჩარევა სხვაგან არსად მსმენია. მათ ვურ- ჩევ, ვენის კონვენცია კარგად წაიკითხონ, რათა საკუთარ უფლებამოსილებებში უკეთ გაერკვნენ. ფაქტობრივად, ელჩები სხვა ქვეყნების წარმომადგენლები კი არა, ჩვეულებრივ ქართველი ოპოზიციონერები არიან. მათ დირექტივა აქვთ მიღებული, რომ რადიკალებს ხელისუფლების შეცვლაში ხელი შეუწყონ, რადგან დასავლეთს არ მოსწონს, საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნის დაცვა რომ გადაწყვიტა, სამშობლო ომში არ ჩართო, ქართველი ახალგაზრდობა სანგრებში არ ჩაყარა, პარტიზნებად ტყეში არ გაუშვა და აქაურობა აღმოსავლეთ უკრაინას არ დაამსგავსა.
ხელისუფლება მაინც იმედიანად არის, რადგან იქ გამოჩნდნენ მემარჯვენე ტრადიციონალისტები, კონსერვატორები, რომელთა ხმაც ევროპარლამენტში გაისმის. საბედნიეროდ, ყველა ფსევდოლიბერალი არ არის. ამიტომ სწო- რია, ხელისუფლება რეზოლუცი- ებს, მუქარას მოთმინებით, სიმარ- თლით რომ პასუხობს. აშკარაა, ევროსტრუქტურებში ყველაფერი იციან, მაგრამ მაინც საკუთარ ხაზს მიჰყვებიან. ვიმეორებ, ვერ ეგუებიან, რომ ამ პატარა ერმა საკუთარი ქვეყნის ისტორიის, იდენტობის გადარჩენა გაბედა.
— წინა კვირას ურსულა ფონ დერ ლაიენი იმპიჩმენტს გადაურჩა, თუმცა საქართველოში `დემოკრატიის უკუსვლაზე~ სალაპარაკოდ მაინც იცლის...
— რას უწოდებენ დემოკრატიის უკუსვლას?! თავისივე ინსტიტუტების კვლევებს არ კითხულობენ?! ყველაფერი მშვენივრად იციან, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების კვლევებში საქართველო არაერთი პარამეტრით ლიდერია, მაგრამ პოლიტიკურად სჭირდებათ თქვან, რომ აქ უკუსვლაა და ასეც იქცევიან. ამ დროს მოლდოვას, რომელიც ამ კვლევებში ბოლო ადგილებს იკავებს, მოლაპარაკება გაუხსნეს. ჩვენ კი გვეუბნებიან, დემოკრატიის უკუსვლის გამოსასწორებლად მიღებული კანონები გააუქმეთო. რომელი კანონები უნდა გავაუქმოთ, ისინი, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში მიღებული აქვთ?! საფრანგეთის `გამჭვირვალობის კანონი~, რომელიც შარშან მიიღეს, ბევრად მკაცრია, ვიდრე `ფარა~.
ახლა გვეუბნებიან, ლგბტ თემის უფლებები გააძლიერეთო. საქართველოში ეს უფლებები ისედაც დაცულია. მათ პირად ცხოვრებაში არავინ ერევა. აქ ლაპარაკია ბავშვებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე. ეს მოთხოვნები რეალურად მიზეზებია. სინამდვილეში გვეუბნებიან: ან ჩვენს ჭკუაზე გადმოხვალთ და საქართველოს ჩვენს ყაიდაზე გარდავქმნით, ან, რომ გიბრძანებთ, ომში უდა ჩაერთოთო. ქართველი ხალხი სხვა ფასე- ულობებით ცხოვრობს, სხვა რამ აწუხებს, ამიტომ ლიბერალური დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები აქ არჩევნებს ვერასდროს მოიგებენ. გესმით, სადამდე მივიდა ევროკავშირი?! _ არჩევნების გაუქმებას გვთხოვს!
მათთვის ყველაფერი შეიძლება, ჩვენთვის _ არა. ეს ნეოკოლო- ნიზაციური მიდგომაა. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ თავად უამრავი პრობლემა აქვთ, კვირა არ გავა, საქართველოსთვის არ მოიცალონ. რაც მეტ რეზოლუციას მიიღებენ, ქართველი ხალხი თავის და ხელისუფლების სიმართლეში მით უფრო დარწმუნდება.
— თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. რა არჩევანი აქვს ოპოზიციას?
— ოპოზიცია სავალალო მდგომარეობაშია. ის გარედან ნაკარნახევი სცენარით მოქმედებს — ზოგს ბოიკოტი ურჩიეს, ზოგს _ არჩევნებში მონაწილოების მიღება. მათი დამკვეთები ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ დაინახავენ, რას ირჩევს ქართველი ხალხი. ვერა და ვერ გაიგეს, რომ მათი მთავა რი პრობლემა `ქართული ოცნება~ კი არა, ქართველი ხალხია. ჩვენ სტუმართმოყვარე ერი ვართ. დიახ, სტუმარი ღვთისაა, მაგრამ ის თუ ქვეყნის, ოჯახების დაპყრობას დაიწყებს, აღარ არის სტუმარი. საკუთარ ქვეყანას არავის დავანგრევინებთ. ქართველები ყოველთვის იბრძოდნენ და იბრძოლებენ მხოლოდ საკუთარი სამშობლოს და არა სხვა ქვეყნების ინტერესების დაცვისთვის.
— დასავლეთი გვეუბნება, როცა ოპოზიციონერი ლიდერები ციხეში არიან, არჩევნები კონკურენტუნარიანი ვერ იქნებაო...
— მათ კანონი დემონსტრაციულად დაარღვიეს. სახელმწიფო კანონსა და სამართალზე დგას. თუ სახელმწიფო სამართლებრივი არ არის, მაშინ ვიღებთ ანარქიას. როცა არსებობს კანონი, ხოლო პოლიტიკოსი გადაწყვეტს, ის დემონსტრაციულად, ყველას თვალწინ დაარღვიოს, ამაზე პასუხი უნდა აგოს. დასავლეთს სურს, აქ როგორმე მეტი ხალხი `ააბუნტოს~. თუმცა, ხედავენ, რომ ხალხი ცრუ ნარატივებით ვერ აიყოლიეს. როცა მარ- თალი არ ხარ, ვერცერთ ბრძოლაში ვერ გაიმარჯვებ. აი, ეს ხდება დღეს _ საქართველოში სიმართლე იმარჯვებს! ახლა გადაწყვიტეს, უვიზო მიმოსვლის გაუქმება საპროტესტო ტალღის ასაგორებლად გამოიყენონ, მაგრამ ისევ ცდებიან. იმედი მაქვს, ქართველები სამშობლოს ვიზაზე არ გაცვლიან. ასე რომ, დესტაბილიზაციის მოწყობას ვერ შეძლებენ. ჩემი აზრით, `ქართული ოცნება~ თვითმმართველობის არჩევნებში უფრო დიდი პროცენ-ტით გაიმარჯვებს, ვიდრე საპარლამენტოში გაიმარჯვა.
თამარ შველიძე
