თბილისის მერი ისევ კახა კალაძე იქნება!

მიუხედავად იმისა, რომ კახა კალაძემ განაცხადა, მერობას ისევ ვაპირებ და თანაც ისე ვაპირებ, ყველა უჯიშოსა და ურჯულოს თავისი ადგილი უნდა მივუჩინოო, ზოგიერთმა ე. წ. მედიასაშუალებამ (გვარს არ დავასახელებ) მაინც გაავრცელა ყალბი ცნობა, თითქოს „ქართულ ოცნებაში“ ისეთ კანდიდატს ეძებენ, რომელიც ოპოზიციის ერთიან კანდიდატს დაუპირისპირდება და ეს ყოფილა კალათბურთელი ზაზა ფაჩულია. ამის თაობაზე თვით „ექსპერტ“ გია ხუაშვილსაც კი ჰკითხეს, რომელმაც ლამის ვენები გადაიჭრა - რას ამბობთ, ჯერ ფეხბურთელი არ გვეყოფოდა, ახლა კიდე კალათბურთელიო?
ნახეთ, რას ამბობს „დიადი ხუხა“: „ჯერ ფეხბურთელი იყო, ახლა კალათბურთელი… თუ თბილისი ამ მარაზმზე კიდევ ხელს მოაწერს, აღარ ყოფილა საშველი, მაშინ იმის ღირსები ვართ, სადაც ვართ. კი, ზაზა ფაჩულია ჯიგარია, კარგი კალათბურთელია, გვეამაყება ყველას, მაგრამ… ამ ერთმა სპორტსმენმა ხომ გადაჭამა ქალაქი, ახლა კიდევ ზაზა ფაჩულია გვინდა“?
როცა ხუხაშვილი ქალაქის გადაჭმაზე ლაპარაკობს, ჯერ გიგილო უგულავა მახსენდება ხოლმე, მერე კიდე ის მიდგება თვალწინ, თვითონ რომ დაიწყო 2012-ში თუ 2013-ში კვერცხის ბიზნესის გადანაწილება და „პიქსელის“ შენობაში წამოჯდა „ქურდად“. ესე იგიო, ამ ერთმა სპორტსმენმა ხომ გადაჭამა დედაქალაქი, ახლა ფაჩულიაც გადაჭამსო და კიდე ეს გვინდაო? როგორ იცის ამ კაცმა ყველაფერი წინასწარ, როგორ აქვს გათვლილ-დალაგებული, გაოცდები პირდაპირ.
სხვათა შორის, თურმე გია ხუხაშვილს უგრძვნია, რომ ამ ოპოზიციას საქმე ვერ აქვს კარგად... არა, ქვეყნის გარეთ კი აქვთ ამათ მხარდაჭერა, მაგრამ ქვეყნის შიგნით არაო, არასაარჩევნო გზით ხელისუფლებას ვერ შეცვლიანო:
„ხელისუფლებამ ძალიან კარგად ამუშავა თავისი პროპაგანდა, ძალიან ბევრ ადამიანს გამოურეცხა ტვინი. შეიძლება, არ აქვს მაღალი ნდობა, მაგრამ თავისი 40% აქვს. ეს 40% ძალაუფლების სტაბილურობისთვის სავსებით საკმარისია. ოპოზიცია თუ ალტერნატიულ, არასაარჩევნო გზას ირჩევს, მაშინ უნდა ადგეს და გააჩინოს ეს ბმა, მოახდინოს საპროტესტო რესურსის კაპიტალიზაცია და წაართვას ეს მხარდაჭერა ხელისუფლებას, 20%-ზე დაიყვანოს. ამ შემთხვევაში ეს შესაძლებელია, მაგრამ აკეთებს ოპოზიცია ამისთვის რამეს? არაფერს არ აკეთებს“.
ხუხაშვილი კი აღწერს თითქოს რეალობას, მაგრამ იმას კი არ ამბობს, რომ ოპოზიცია უვარგისია, არაო, ხელისუფლებამ ამუშავა თავისი პროპაგანდა კარგად და ხალხს ტვინი გამოურეცხაო. აი, ტვინი რომ არ გამოერეცხა ხელისუფლებას ხალხისთვის, ოპოზიცია არჩევნებს მოიგებდა. რა სისულელეა? ხელისუფლებას არ სჭირდება არავისთვის ტვინის გამორეცხვა, ის დგას სწორ გზაზე, აკეთებს სწორ გათვლებს და ამიტომაც აქვს მხარდაჭერა და არა 40%, როგორც ამას „დიადი ხუხა“ ამბობს, არამედ 70%-ზე მეტი. რაც შეეხება ე. წ. ოპოზიციას - ის იყო ნაგავი, არის ნაგავი და ნაგავსაყრელზეა გასატანი. ჰოდა, ნაგავი გაერთიანდება, დაიშლება თუ რამე სხვანაირ ფორმას მიიღებს, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. ჩემი აზრით, ოქტომბერში თბილისის მერობის კანდიდატები იქნებიან: კახა კალაძე, მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია, თბილისის მერი კიდევ ერთხელ გახდება კახა კალაძე, რომელიც სიტუაციას ასე ახასიათებს:
„გაერთიანდება ოპოზიცია თუ დაშლილები იქნებიან“, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რამდენიმე თვის წინ ვისმენდით რადიკალურ განცხადებებს, რომ არც ერთი არ მიიღებდა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ყოველთვის ვამბობდით და დღესაც ვიმეორებთ, რომ რასაც უბრძანებენ გარედან, რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმას გააკეთებენ. ხომ ჰქონდათ პრინციპული პოზიცია, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში. აი, ძალიან მალე მოვა თვითმმართველობის არჩევნები და ვნახავთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას“.
თქვენი არ ვიცი და... მე კი წინასწარ ვტკბები, როგორ დამარცხდება კიდევ ერთხელ ბინძური აგენტურა და როგორ გაქრება პოლიტიკური ველიდან.
გელა ზედელაშვილი