ადამიანი მაგიური ქმნილებაა!

ადამიანი მაგიური ქმნილებაა!

მცირე შესავალი: ყველა ადამიანს საკუთარი ხედვა აქვს. ამდენად, მე მხოლოდ ჩემს აზრებს ვახმიანებ _ რასაც ვთვლი, რომ ასეა, ან ვვარაუდობ, რომ შესაძლოა, ასეა. ცნობისმოყვარე ვარ, ამიტომ ყველაფერ იმაზე ფიქრი მიყვარს, რასაც ვერავინ მიხსნის _ სულ ეს არის, ჩემს აზრებს კი თავს არავის ვახვევ... 
12 დეკემბერს ჩემი დაბადების დღეა და პირველი, რაც დილის სისხამზე სოციალურ ქსელში შემომხვდა, ეს იყო:
2023 წლის 12 დეკემბრიდან პროცესი შეუქცევადი გახდება _ კიდევ უფრო აიწევს მაგნიტური ველის სიხშირე. დედამიწის მაგნიტური ველის სიხშირე (შუმანის სიხშირე) 21 დეკემბერს საბოლოოდ ასცდება 40 ჰერცს და ვისაც სურს ამ სამყაროში არსებობა, შესაბამისად უნდა ასწიოს ვიბრაციების სიხშირე. თუ სიყვარული არ გამოგდით, სიძულვილს მაინც ნუ გაამრავლებთ.
უარყოფითი ემოციები: 
წუხილი - 0,1-0,2 ჰრც. 
შიში - 0,2-2,2 ჰრც. 
წყენა - 0,6-3,3 ჰრც. 
გაღიზიანება - 0,9-3,8 ჰრც.
მესაკუთრეობა - 2,8 ჰრც.
ბრაზი - 0,5 ჰრც.
ამპარტავნობა - 0,8 ჰრც.
სიამაყე - 3,1 ჰრც.
უგულებელყოფა - 1,5 ჰრც.
სიბრალული - 3 ჰრც.
დედამიწის 
მაგნიტურ ველთან 
შესაბამისობა  - 38 ჰრც: 
სამყაროს მიღება 
მშვიდად, ისეთის, 
როგორიც არის - 46 ჰრც. 
დიდსულოვნება - 95 ჰრც.
მადლიერება - 45 ჰრც.
გულითადი 
მადლიერება - +140 ჰრც.
ერთიანობა 
სხვებთან  - +144 ჰრც.
თანაგრძნობა 
(არა სიბრალული) - +150 ჰრც.
სიყვარული (როცა იცი, რომ 
კარგი, ნათელი და დიდი 
ძალაა, თუმცა მთლად 
არ გამოგდის) - 50 ჰრც.
სიყვარული მთელი 
გულით ყველაფრის 
მიმართ: ადამიანების, 
ცხოველების, ბუნების -+150 ჰრც.
უპირობო სიყვარული 
სამყაროს მიმართ - 205 ჰრც.
როგორც აღმოჩნდა, კოვიდ19-ის საარსებო სიხშირე 2,5 ჰერცი იყო, 15 ჰერცის ზემოთ ის ვერ არსებობდა, ასე რომ, დასკვნები თავად გააკეთეთო. რა დასკვნა გამეკეთებინა _ არც ავცრილვარ, არც შემყრია...
ნახევრად ხუმრობით ვიტყვი: ძირითადად, ისედაც 40 ჰერცის მაღლა ვარ და არასდროს აღმოვჩენილვარ 15 ჰერცის ქვემოთ...
როგორც მითხრეს, ამ მინიშნებებით შეუძლია ადამიანს, რომ მიახლოებით განსაზღვროს საკუთარი ვიბრაციის სიხშირე: 
ადამიანები ხშირად დაჟინებით გიყურებენ;
ცხოველები შენ გვერდით მშვიდად და უსაფრთხოდ არიან;
ადამიანები შენს აზრებს, ჩაცმულობას, ვარცხნილობას და ა. შ. იმეორებენ;
უცნობები გიზიარებენ თავიანთი ცხოვრებიდან ისტორიებს;
სივრცის ენერგია იცვლება, როგორც კი შენ შედიხარ ოთახში;
შენ აღიზიანებ ტოქსიკურ ადამიანებს _ ისინი ცდილობენ, საკუთარი ნეგატიურობა შენზე გადმოიტანონ;
ადამიანებს შენი შურთ მაშინაც კი, როდესაც ამის მიზეზი არ არსებობს;
სამყარო გესაუბრება აზრების, რიცხვების, სიმბოლოების, ხილვის სახით;
შენ იზიდავ „დამსხვრეულ“ ადამიანებს, რათა დაეხმარო მათ „განკურნებაში“.
შენ გრძნობ მადლიერებას ყოველდღე, ყოველგვარი მიზეზის გარეშე.
ზოგადად კი, ადამიანებს ყველაფერი ზღაპარი ჰგონიათ, რასაც ვერ ხედავენ და ვერ შეიმეცნებენ...
ზღაპარი!
რა არის ზღაპარი? _ „ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო ჭალას ჩიტი მომკვდარიყო, დიდ ქვაბში არ ეტეოდა, პატარაში _ არ კმარ იყო“. რა არ კმარიყო და რომელ ქვაბში არ ეტეოდა, რას გვიმალავს და სამომავლოდ რას გვინახავს ქართული ზეპირსიტყვიერება?
იოანე-ზოსიმეს „გადმოჩხიბნულ“ ტექსტს გამიზნულად ავუაროთ გვერდი და მხოლოდ ის გავიმეოროთ, რაც არაერთხელ იქნა გამეორებული „დამარხულ არს ენა ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებლად რაითა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამითა ენითა. და ესე ენა მძინარე არს დღესამომდე, და სახარებას შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან.“
„ზღაპარი“ _ რას შეიძლება საკუთარ თავშივე მოიცავდეს ეს ერთი სიტყვა?
ყოველგვარ ლექსიკონებს რომ ავუაროთ გვერდი და იოანე ზოსიმეს მივყვეთ, თვით სიტყვაში ვეძიოთ მისი ჭეშმარიტი არსი და სიტყვა „ზღაპარი“ ორ ნაწილად გაიყოს, „ზღა“ და „პარი“.
რას მივიღებთ?
„ზღა“ ძნელი ამოსახსნელი თითქოსდა არ უნდა იყოს, მაგრამ საქმე გააძნელა მისმა ახლობელმა „ზღო“-მ. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში „ზღა“ და ზღო“ არ არის განხილული, იქ არის „ზღავ-ს“ _ საფასურს, სანაცვლოს გადაიხდის (ზარალისას ან დანახარჯისას). ასევეა სულხან-საბას განმარტებაც _ „ზღვევინება _ საზღაურის მიცემა (ზღუვნება)“.
დავუკვირდეთ, თუ წერილობით გვაქვს „აზღვევინებს“, ეს ნიშნავს, რომ უნდა მოხდეს მატერიალური თვალსაზრისით, ხოლო თუ გვაქვს „აზღვვინებს“, მაშინ საქმე ეხება სულიერ ანაზღაურებას. უფრო გასაგები რომ გახდეს, მაგალითად _ „მე“-მ „მას“ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც „მე“-ს მოუწია ბოდიშის მოხდა, ეს ნიშნავს, რომ „მე“-მ ზღა. (ამავე აზრისაა _ მან ის დააბე-ზღა, მან მე დამაბე-ზღა და ა. შ.).
„პარი“ (სულხან-საბას ლექსიკონი) _ „პირველივით ითქმის“, ანუ როგორც თავდაპირველად იყოო. კვლავ შევაერთოთ გაყოფილი სიტყვა, მივიღებთ სიტყვას, „ზღაპარს“, რომელიც გვეუბნება, რომ გვიყვება იმას, რაც პირველად იყო, დღეს კი დაფარულია, ანუ აღიარებაა იმისა, რაც პირველადია, თვითონ კი _ თხრობა, პირველივითაა, პირველს მიმსგავსებულია და „იქიდან“ მოდის, „იმ“ პირველიდან...
ამიტომ, პირადად მე, სრულებით არ მიმაჩნია ზღაპრებად ის, რაც სხვებისთვის ზღაპრებია, ანუ გნებავთ, ფანტაზიები დაარქვით, გნებავთ _ შეთხზული ამბები.
თუ მშვიდობა იქნა, მომავალი წლიდან ტარტარიის, კატაკომბების, აბრეშუმის გზისა და 120-ხიდიანი ფაზისის, გამქრალი სინამდვილის, ციდან მოსულების და არაერთ საინტერესო ამბავს, მოკლედ მაინც გადმოგცემთ იმ იმედით, რომ ოდესმე ის ყველაფერი გამჟღავნდება, რასაც კაცობრიობას უმალავენ... ზეპირსიტყვერად გადმოცემული ზღაპრებისა კი, აუცილებლად დაიჯერეთ, ოღონდ ლამაზი საბურველი მოაცილეთ...
ხალხს ნუ ზაფრავთო _ ვზაფრავთ კი არა, ნელ-ნელა იღვიძებს რასა-ადამიანი და თუნდაც მეტად შეღვიძებულები, წვეთ-წვეთობით ვცდილობთ ჩვენი მსგავსების დახმარებას...
ჩემამდე უამრავმა მოაზროვნემ თქვა, მე მხოლოდ, მარტივად გასაგები რომ იყოს, ვაჯამებ მათ ნათქვამებს და ისე გადმოგცემთ, რომ ადამიანებს გამიზნულად ამყოფებენ უმეცრებაში, რათა ვერ გააცნობიერონ ჭეშმარიტი რეალობა და ვერ „გამოიღვიძონ“. 
კი, სძინავს ლაზარეს, მაგრამ გაღვიძების დრო მოუდის... დედამიწიდან კოსმიურ ველში გაგზავნილ წყევლას ყავლი გასდის...
მოკლედ განვმარტავ, რას უმალავენ თანამედროვე კაცობრიობას: 
1. ადამიანის იმ ჭეშმარიტ ბუნებას, რომელიც სამყაროს შემქმნელმა საკუთარის მსგავსი შექმნა. ადამიანი მრავაგანზომილებიანი და მრავალშრიანი ქმნილებაა. სული, სამშვინელი, ენერგეტიკული ადგილები სხეულზე _ ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს უნარები, რომ შეცვალოს რეალობა, განიკურნოს კიდეც და კონტაქტი ჰქონდეს უმაღლეს ძალებთან. ჩვენ კი ჩანერგილი გვაქვს და გაბმით გრძელდება იმის ჩანერგვა, რომ ვართ სუსტები, ცოდვილები, უღირსები და ა. შ. ყველაფერი ცუდი და არასასურველი, რათა აღარ გვქონდეს შინაგანი რწმენა და ბრძოლის ძალა.
2. ადამიანს არ უნდა ახსოვდეს წინა ცხოვრება, ამიტომ არ უნდა იცოდეს საკუთარი არსების შესაძლებლობები: ნიჭი, უნარები, სულის ამოცანები _ მოკლედ, საკუთარი არსების რაობა და დანიშნულება, რატომ შექმნეს იგი. ამ ყველაფრის სრული დავიწყება კონტროლის მთავარი მექანიზმია.
3. არსებობენ სხვა, უძველესი ცივილიზაციები და ვარსკვლავური რასები, როგორც ნათელი, ისე _ ნეგატიური, რომელთანაც რასა-ადამიანსაც ჰქონდა კონტაქტი, მაგრამ ეს არ უნდა აღდგეს, უმჯობესია, ზღაპრად დარჩეს...
4. ადამიანურ სხეულში „დნმ“-ის უდიდესი ნაწილი მძინარე მდგომარეობაშია და „უვარგის დნმ“-ს უწოდებენ, რეალურად, ეს ვარსკვლავური სულიერი კოდებია, რომელიც სულიერ ინფორმაციებს ინახავს და როდესაც ეს კოდები აქტიურდება, ადამიანი მატრიციდან გამოდის და აღარ არის მართული.
5. დედამიწის ისტორია ბევრჯერს არის გადაწერილი და რაც არ ჯდება „მსოფლიოს ოფიციალურ სურათში“ გამოცხადებულია მითებად ან შეთქმულების თეორიებად.
6. ამჟამინდელი კაცობრიობა მოქცეულია ნეგატიური ასტრალური სტრუქტურების ბატონობის ქვეშ, რომლებიც იკვებებიან შიშის, ტკივილის, დანაშაულის ენერგიებით. დაბალვიბრაციული რეალობა ნარჩუნდება მედიის, რელიგიის, ომების _ შიშების მეშვეობით. ადამიანს, მთავარია, ეცადოს, რომ გამოიღვიძოს _ ყოველთვის შეუძლია გათავისუფლდეს ამ მონობისგან.
7. ნამდვილი მაგია _ ეს არის უნარი, მართო ენერგეტიკა და გაზრახვა. სიტყვა, აზრი, განზრახვა, ეს არის ის ენერგეტიკული არხები, რომლითაც სრულდება მაგია და არა ქათმის ფეხების სროლით, რუსთაველზე ქვაბის თუხთუხით, თოჯინის დაჩხვლეტითა თუ კუბოსა და სურათების დაწვით.
რატომ გვიმალავენ? იმიტომ, რომ შიშებით, ავადმყოფობებით, ომებით, ეკონომიკური მანიპულაციებით და ა. შ. ადამიანი კონცენტრირდეს არა საკუთარი არსების არსზე, არამედ, რომ იცხოვროს გარედან მართვის მიხედვით.
გამოღვიძებული ადამიანი გაცნობიერებულია და არ ექვემდებარება ბნელ სისტემებს, ის თვითონ ქმნის რეალობის რეალობას. და მისი კეთილბუნებოვანი არსი უბიძგებს, რომ სხვაც გააღვიძოს...
  მაკა ჯაყელი