იყუჩე, სალომე ბაბო!

იყუჩე, სალომე ბაბო!

სალომე ზურაბიშვილი შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემა „ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადებას ეხმაურება და მედიასაშუალების წინააღმდეგ გამოყენებულ სასჯელს მიზანმიმართულ რეპრესიად აფასებს. საერთოდ, ამას, ყოფილს უპრაგონო განცხადებების კეთება ჩვევაში გადაუვიდა _ ვაიმეეე, „ტერორი საქართველოშიო, მთავრობამ დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ბათუმელების“ ანგარიშები ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე გაყინაო, ეს არის აშკარა სასჯელის აქტიო, ეს მიზანმიმართული რეპრესიააო.
არადა, საქმე ძალიან მარტივადაა, `ბათუმელებს~ 47 ათასი ლარი საგადასახადო დავალიანება აქვთ, არ გადაიხადეს და ავტომატურად დაებლოკათ ანგარიშები. რა შუაშია აქ მზია ამაღლობელი? რა შუაშია ზეწოლა? რა შუაშია რეპრესია? რა შუაშია ტირანია? გადაიხადე დავა- ლიანება, ნუ დააგროვებ გადასახადს და არ დაგედება ინკასო. გამოცემა
`ბათუმელები~ თავად აკეთებს განცხადებას დავალიანების თაობაზე და იქვე დასძენს, ეს არის ზეწოლა მზია ამაღლობელზეო. რასაკვირველია, სალომე ბაბომაც ნახა გამოვარდნის მიზეზი, გამოვარდა და თავისი ჭკუით ცეცხლზე ნავთი დაასხა.
ახლა ვნახოთ, რას აღიარებს კიდევ `ბათუმელები~: „ამ ეტაპზე ძირი თანხა არის 47 ათასი ლარი (თვის დასაწყისში იყო 136 ათასი ლარი და გადავიხადეთ). ასევე გვერიცხება სხვა თანხაც – საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი. „ბათუმელებს“ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება აღიარებული ჰქონდა~.
აქვე წერია, რომ ჩვენ საგადასახადოს გრაფიკით გადახდა შევთავაზეთო, უარი გვითხრესო, ეგ რა არი, ეგეთი დავალიანებები `იმედსაც~ აქვს და `რუსთავი-2~-საცო, მაგათ მილიონები აქვთ გადასახდელიო. მე არ ვიცი, რამდენად არის ეს სიმართლე, მაგრამ ბიუჯეტში ყველამ უნდა გადაიხადოს, თუ პასუხს მოსთხოვენ ან ინკასოს დაადებენ, ეს არ უნდა მოინათლოს პოლიტიკურ ზეწოლად. გადაიხადე და არავინ მოახდენს ზეწოლას. მახსოვს, მე მქონდა შემთხვევა, როცა 200 ლარი დამიგროვდა გადასახდელი და ეგრევე დამადეს ინკასო. ათასები კი არ იყო, მხოლოდ 200 ლარი იყო და აზრადაც არ მომსვლია, ეს პოლიტიკურ ზეწოლად ჩამეთვალა.
ჰოდა, სალომე ბაბო, იყუჩე, საკითხის არსში გაერკვიე და ჩიქორთული განცხადებები მერე აკეთე. ჰმ... ტირანია და რეპრესიაო, ტირანია და რეპრესია არა, შაშა, კოლა და თემურ ჭყონია კიდე!
გელა ზედელაშვილი