ტყემლის ტოტზე ჩამოკონწიალებულნი

ტყემლის ტოტზე ჩამოკონწიალებულნი

ვიდეო ვნახე, „პოსტვ“-ის ჟურნალისტი ნათია ბერიძე გიორგი გახარიას ცენტრალურ ოფისში მისულა და გაუკაცრიელებული იქაურობა გადაუღია. ჰაიმეეე... დარაჯიც კი არ ჰყავთ, გასაღები ტილოს ქვეშ დაუტოვებიათ და სადღაც წასულან. სადღაც რა, თვითონ გახარია ამჟამად ბრიუსელშია, ევროპიელი ჩინოვნიკების კაბინეტებთან არის ატუზული და ყველას უყვება, როგორი ტირანია მძვინვარებს საქართველოში. ზოგი კაბინეტში უშვებს, ზოგი დერეფანში უსმენს და თავს უქნევს, ზოგს ტუალეტის კართან ხვდება, ზოგს ქუჩაში, ზოგს ავტობუსის გაჩერებაზე, ზოგს მეტროში და ეგრე რააა, იღწვის სამშობლოს საკეთილდღეოდ.
ჰოდა, რატომ წამოვიწყე ახლა ამ ამბის მოყოლა? გახარიას პარტიის ერთ-ერთი თვალსაჩინო სახე, ანა ბუჩუკური მიუწვევნიათ ტელევიზორში (ნათო მეზვრიშვილი რატომღაც აღარ ჩანს) და ლაპარაკობს, ჩვენ ამომრჩეველს მარტო არ დავტოვებთ, გვაქვს უპირატესობა, რომ `ოცნების~ ამომრჩეველი გადმოვიბიროთო. გაიგონეთ? ჩვენ უპირატესობა გვაქვსო, `ოცნების~ ამომრჩეველს გადმოვიბირებთო. გეუბნებით, გულწრფელად დამაინტერესა, რა უპირატესობა აქვთ? რანაირად უნდა გადაიბირონ `ოცნების~ ამომრჩეველი? სხვაზე არ ვიტყვი, მაგალითად, მე რანაირად უნდა გადამიბირონ? ჩავუჯექი, მოვუსმინე და აი, თურმე რა ყოფილა... ანა ბუჩუკური ამბობს, ჩვენ გვაქვს წვდომა `ოცნების~ ამომრჩეველ- თან და მნიშვნელოვანია, რომ ამ ხალხს ვესაუბროთო. ხედავთ, რა უპირატესობა ჰქონიათ? წვდომა აქვთ ჩვენთან, ხალხო, თურმე ძაან მნიშვნელოვანი ყოფილა, რომ გვესაუბრონ. ოღონდ არ ვიცი, რაზე უნდა გვესაუბრონ, ჭეშმარიტ `ვოზდუხიზმზე~? სად არის ნათო მეზვრიშვილი? რატომ გაქრა პოლიტიკური ავანსცენიდან? რა დეემართა? მე მისი უფრო მჯეროდა, მას უფრო ვენდობოდი. იცით, ხუმრობა იქით იყოს და... `ქართულ ოცნებას~ ტრამპლინად რომ იყენებენ, პარლამენტში რომ ხვდებიან და ე.წ. ცნობადები ხდებიან, მერე რა ემართებათ, ლოგიკური აზროვნების უნარს რატომ კარგავენ? ამიხსენით, ხალხო, მაშინ, როცა გახარია საქართველოდან გაიქცა, ნათო არ ჩანს, ნაპოლეონი გადაასახლეს, სტალინი მოკვდა, მაკედონელი აღარ არი, გორგასალს იღლიაში ისარი ესროლეს, გახარიას პარტიის ოფისი მიტოვებულია, ანა ბუჩუკური რაზე უნდა გველაპარაკოს? ანა ბუჩუკურმა რანაირად უნდა გადაგვიბიროს? ამაზეა ნათქვამი, ტყემლის ტოტზე ჩამოკონწიალებულა და ბლის კურკებს ისვრისო.

გელა ზედელაშვილი