სავალდებულო საკითხავი ახალგაზრდებისთვის

სავალდებულო საკითხავი ახალგაზრდებისთვის

(გაგრძელება. დასაწყისი. „სგ“ N32)

ახლა კი მორიგ „თეზისებად“:
1. 1917 წლის 1-ელ აპრილს ტრაპიზონში (სადაც ჯერ ისევ იდგნენ პირველ მსოფლიო ომში ფაქტობრივად გამარჯვებული რუსეთ-საქართველოს ჯარები) ჟორდანიას მთავრობამ ხელი მოაწერა საზავო შეთანხმებას თურქეთან. ამ შეთანხმების მიხედვით, თურქეთს მთლიანად გადაეცა აჭარა და, საერთოდ, ის ძველი ქართული მიწა-წყალი: ტაოები, კლარჯეთი, სპერი, ლაზისტანის ნაწილი, საკვანძო ქალაქი ყარსი, რომლებიც რუსეთმა საქართველოს შემოუერთა 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს. უფრო მეტიც, თურქული ჯარები შემოვიდნენ ახალციხეში, ოზურგეთში და აბასთუმანში. ე. ი. ჟორდანიას მთავრობამ საკუთარი ნებით და გერმანიის კარნახით დათმო ქართული მიწა-წყალის 57 000 კვ კმ, რაც შემდეგ გაფორმდა ჯერ ბრესტ-ლიტოვსკის, შემდეგ კი ყარსის ხელშეკრულებით!
2. 1918 წლის სექტემბრის დამლევს, ეკატერინოდარში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას გეგეჭკორისა და მაზნიაშვილის მიერ რუსეთის მოხალისეთა არმიის გენერალ ალექსეევსა და ყუბანის მთავრობის თავმჯდომარეს, ბიჩს შორის. ქართულმა მთავრობამ რუსეთს „მისცა“ ტუაფსეს ოლქი (რომელიც უძველესი დროიდან საქართველოს კუთვნილება იყო) ყუბანის სასარგებლოდ. საზღვარმა გადმოიწია სოჭის ოლქში მდინარე მეხადირის ნაპირებზე. ე. ი. ქართულმა მხარემ ინგლისელთა ბრძანებით და ჟორდანიას თანხმობით, უარი თქვა უძველეს ქართულ მიწა-წყალზე, ნიკოფსიაზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე!
1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით ლენინმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა გერმანიის ზეწოლით, სანაცვლოდ ჟორდანიას ხელისუფლებამ ამჯერად ლენინის რუსეთს „აჩუქა“ სოჭის ოლქი! 
რაში სჭირდებოდა ჟორდანიას ასეთი „დამოუკიდებლობა“, რომ უკვე მერამდენედ და თანაც გულუხვად ჩუქნიდა საქართველოს მიწა-წყალს მეზობელ ქვეყნებს? და ეს ფაქტები არ იცოდნენ „დისიდენტმა“ და „ჰელსინკის კავშირის“ წევრმა ვითომდა „ეროვნულებმა“? ამდენად უწიგნურნი და გაუნათლებლები იყვნენ, რომ არ იცოდნენ, ჟორდანია და მისი გუნდის უმრავლესობა ქვეყნის მოღალატეები რომ იყვნენ?
სამარცხვინოა, ბატონებო, ძალიან სამარცხვინოა, ცრუ გმირების განდიდება არავის ეპატიება! და ეს ყორღანაშვილზე დიდი მოღალატე, რომელსაც საქართველოს ისტორიაში ბადალი არ მოეპოვება სამშობლოს სიძულვილსა და სიხარბეში _ ჟორდანიასა და მისი გუნდის წევრები _ გმირების კვარცხლბეკზე აიყვანეს „დისიდენტებმა“ და ცდილობდნენ, ტვინი გამოერეცხათ ქართველი ხალხისთვის! არ იცოდნენ, რა გაუკეთეს ჟორდანიამ და მისმა გუნდმა სამშობლოს?
სამხრეთით ძველი ქართული მიწა-წყალი, რომელიც რუსეთმა შემოუერთა საქართველოს_ 57 000 კვ კმ, თურქეთს აჩუქა მხოლოდ იმისთვის, რომ ხელისუფლება შეენარჩუნებინა და რუსეთის წინააღმდეგ ომში დახმარებოდნენ! ტუაფსე და სოჭი რუსეთს გაუფორმა! ქართული ტაძარ-მონასტრები გაძარცვა _ სამუზეუმო სახლის დირექტორის, დიმიტრი შევარდნაძის ხელმოწერით და ბეჭედდასმული ქაღალდით, ექვთიმე თაყაიშვილის ხელით ყველა ტაძარ-მონასტრიდან და დადიანების სასახლიდანაც კი გაიტანეს უზღვავი, შეუფასებელი საგანძური, უძველეს წიგნებთან ერთად, რომელიც ჯერ ხაზინას ჩააბარეს და ხაზინიდან ჯავშნოსანი მატარებლით ჩაიტანეს ბათუმში, გემზე ჩატვირთეს 900 ყუთი (აღრიცხეს მხოლოდ 240 ყუთი), გაიტანეს საფრანგეთში და ტაშ-ფანდურით იცხოვრეს, იყიდეს ლევილის მამული და არ აკლდათ არაფერი. უარესიც, ხორბალი და ფქვილის მარაგიც წაიღეს, ქინაქინას მარაგიც ამოიღეს აფთიაქებიდან (სხვა წამლებთან ერთად) და დასავლეთ საქართველო მალარიით დაავადებული დატოვეს!
შემდეგ რა გააკეთეს? 1924 წლის აჯანყება მოაწყობინეს საქართველოში დატოვებულ თავიანთ აგენტებს და ქართველი ხალხი დაახოცინეს ღალატის მუხლით. 
და კიდევ უარესიც, აჭარა და გურიაც კი გადაცემული ჰქონდა ჟორდანიას თურქეთისთვის, საქართველოს რკინიგზაც, მაგრამ მოხდა მისთვის „გაუთვალისწინებელი“ შემთხვევა, როდესაც მე-11 არმია შემოვიდა თბილისში, ჟორდანიას მიერ „დასახმარებლად მოწვეული თურქების“ რბევისგან გაწამებული ქართველი ხალხი ყვავილებით და ტკბილეულით შეხვდა მე-11 არმიას!
აი, ეს არის ის სიმართლე, რომელსაც უმალავდნენ ეროვნულ მანტიაში გახვეული დისიდენტები და სულგაყიდული ისტორიკოსები ქართველ ხალხს და ეს ფაქტები დაფარულია დღემდე! რატომ?
ქუთაისელი „ცისფერყანწელები“, რომლებიც მაშინ უკვე თბილისში ცხოვრობდნენ, ერთ-ერთი პირველები შეხვდნენ სწორედ რომ სიხარულით მე-11 არმიას, რადგან სხვაგვარად დღეს აქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, საქართველო კი არა, თურქეთის ისეთივე რიგითი პროვინცია იქნებოდა, როგორიც არის სამხრეთი საქართველო, ჭოროხის ხეობის მარცხენა ნაპირიდან მოყოლებული, სინოპის ჩათვლით და, ეს ნამდვილად არ იყო თურქების ბრალი, ეს ჟორდანიას თხოვნა იყო თურქების მიმართ! დიახ, ისევე, როგორც ლორე-ტაშირში ინგლისის მოთხოვნით ჩაასახლა თურქეთიდან გამოყრილი 100 000 სომხური ოჯახი...
დიახ, ასეთი იყო ჟორდანია, ქართულ განძზე დახარბებული, ილიას მკვლელი და ყველა ბოროტებასთან ერთად, უსამშობლო, სულგაყიდული, უღმერთო, ურწმუნო და ყოველგვარი მანკიერი-ცხოველური თვისებებით აღსავსე არაადამიანი და ასეთი მოღალატე არაკაცი აქციეს ეროვნულ გმირად ქართველმა დისიდენტებმა და სხვათა შორის, დღევანდელი მთავრობაც უკმევს საკმეველს... 
რატომ, რატომ? გებელსის სიტყვები მახსენდება: „წაართვი ხალხს ისტორია და ერთი თაობის შემდეგ იგი იქცევა ბრბოდ, ორი თაობის შემდეგ კი მისი მართვა შეიძლება ჯოგის კანონებით“.
ახლა ორიოდე სიტყვით უნდა დავახასიათო ორჯონიკიძე, რომლის გვარიც ამ ბოლო დროს ხშირად გაისმის მედიასივრცეში, ცხადია, მოღალატის კონტექსტში. მე არავის გასამართლებას არ ვაპირებ, მით უმეტეს, ორჯონიკიძისას, რომელმაც ხორბალში გაუცვალა აზერბაიჯანს ჰერეთის უძველესი ქართული მიწა-წყალი, რადგან ჟორდანიას მთავრობამ არამარტო სურსათის მარაგი, ხორბლის ბოლო მარცვალიც კი გაიტანა საზღვარგარეთ და ქვეყანა შიმშილში და სიღატაკეში დატოვა. და აი, თბილისიდან ჯავშნოსანი მატარებლით გაქცეულ ჟორდანიას ცხენით დაედევნა ორჯონიკიძე თავის „წითლებთან“ ერთად და შეუსვენებლად ირბინეს ბათუმამდე, რომ მისთვის ჩაესწროთ. „რკინის სერგო“, როგორც მას მისი ძველი მეგობარი ჟორდანია იცნობდა, ფანჯრიდან უჩუმრად შევიდა იმ სახლში და იმ ოთახში ბათუმში, სადაც ჟორდანია ისვენებდა გემის გასვლამდე. ორჯონიკიძემ იარაღი შუბლზე მიადო და უთხრა: „თუ მაზნიაშვილს ბრძანებას არ მისცემ, რომ თურქების წინააღმდეგ დაიწყოს ბრძოლა, ახლავე ტვინს გაგასხმევინებო!“
ჟორდანიამ კარგად იცოდა, რომ „რკინის სერგო“ სიტყვის შემსრულებელი იყო და მის მიერ მიწოდებულ ბრძანებას ხელი მოაწერა. გამოიძახეს მაზნიაშვილი და გადასცეს ბრძანება.
რაც შეეხება ვითომდა დამოუკიდებელი საქართველოს „ეროვნულ გვარდიას“, არც ტყვია-წამალი ჰქონდათ, არც იარაღი, არც ტანსაცმელი, არც საჭმელი და ეს ყველაფერი „წითლებმა“ მისცეს და „წითლებიც“ იბრძოდნენ მაშინ, როცა ჟორდანიას გემზე ჩატვირთული ჰქონდა შეუფასებელი საგანძური _ 900 ყუთი, რასაც დღესაც არ ამხელენ. იმ საგანძურიდან მხოლოდ 39 ყუთის დაბრუნება შეძლო სტალინმა დე გოლის დახმარებით 1945 წლის აპრილში (ომის დამთავრებამდე).
ბათუმი, ქობულეთი, გურიაც გაიწმინდა თურქებისგან, მაგრამ ჭოროხის იქით უკვე აღარ წავიდნენ თურქები, რადგან ჟორდანიას გაფორმებული ჰქონდა თურქებისთვის „მემორანდუმით“ ქართული მიწა-წყალი. ასე რომ, დღეს თუ აჭარის ნაწილი გვაქვს, ეს ორჯონიკიძის დამსახურებაა და ეს უნდა იცოდეს ქართველმა ხალხმა!
არავის უნდა დავუკარგოთ თავისივე ცოდვა, ბრალიც და მადლიც! მომავალმა თაობამ სიმართლე უნდა იცოდეს, რათა ცრუ და მოღალატეები არ აიყვანონ გმირების კვარცხლბეკზე, როგორც ეს დაფიქსირდა 90-იან წლებში, როცა მოღალატეთა და ყაჩაღთა, ხალხის მძარცველთა სურათებს ქუჩა-ქუჩა დაარბენინებდნენ „დისიდენტი“ ეროვნულები, გიორგი სააკაძეს, ერეკლეს, ილიას, სტალინს და ყველა ღირსეულ ქართველს კი ლაფს ასხამდნენ...
ამ სიცრუეში ვიცხოვრეთ 1989 წლიდან დღემდე და ქართველმა ახალგაზრდობამ უკვე აღარ იცის, ვინ ვინ არის, რა არის სწორი და რა _ მრუდი...
დღესაც ისეთივე მდგომარეობაა საქართველოში, როგორიც გიორგი სააკაძის, გიორგი XII-ის და სტალინის დროს, იმ დროს, როცა საქართველოში მომრავლდნენ ჟორდანიას რეზიდენტები, როცა ყველა მოღალატე ცდილობდა „იმპერატორის“ სავარძელში ჩაჯდომას და ქვეყნის გაყვლეფას. ამის შედეგი იყო 1937 წლის რეპრესიებიც და ეს გამართლებული იყო, სხვაგვარად ფაშიზმი ვერ დამარცხდებოდა, _ იმდენი მოღალატე იყო ჩაბუდებული ქვეყანაში...
თანამედროვე ფაშისტური ლიბერალიზმი ცდილობს, მართოს მსოფლიო პოლიტიკა საკუთარი არაადამიანური კანონებით. ნამდვილი დემოკრატია „ხალხის ხელისუფლებაა“, დამყარებული სამართლიანობასა და სოციალურ სიკეთეებზე, რაც ჰქონდა სტალინის მიერ აშენებულ საბჭოთა კავშირს და რისი დანგრევაც დაიწყო ნომერ პირველი აგენტის, ხრუშჩოვის დროიდან (ანდროპოვთან ერთად) და რომელიც დაასრულეს საბოლოოდ გორბაჩოვ-ელცინ-იაკოვლევ-შევარდნაძის მოღვაწეობამ და მათივე გაზრდილმა „დისიდენტებმა“, ან იგივე „ჰელსინკის კავშირის“ (რომელიც უშუალოდ ანდროპოვის მიერ შეიქმნა) წევრებმა, რის შედეგადაც, ყველაზე დიდი ლოდები ქართველ ხალხს და ჩვენს სამშობლოს დაეცა თავზე! 
გორბაჩოვს დასავლეთმა მისცა ნობელის პრემია. რატომ? სოციალისტური ქვეყნების დანგრევა-დაშლისთვს! ადამიანთა კლასობრივი დაყოფა და მონობა, არაადამიანური შრომა, შიმშილი და სიღატაკე რომ აღედგინა იმ მიწა-წყალზე, რომელსაც ისინი ვერ აკონტროლებდნენ...
შეუძლებელია, კაცობრიობამ სიცოცხლის ძირითად საზრისად ბიოლოგიური და ეკონომიკური სფერო გაიხადოს, მაგრამ რეალობას ვერსად გავექცევით, დასავლურმა სამყარომ დაივიწყა სამყაროს შემოქმედი ღმერთი! უკვე კარგა ხანია, ფული გახდა ღირსების საზომი! ეკონომიკურმა ანგარიშიანობამ, რომელმაც მყარად გაიდგა ფესვი დასავლეთში, მთლიანად შეცვალა ამ ქვეყნების საზოგადოების ფსიქიკა და აზროვნებითი კულტურა!
1960-იანი წლებიდან შტატების „სახელგანთქმული“ უნივერსიტეტებიდან დაიწყო ამჯერად უკვე სრულიად ახალი აზროვნების კულტივირება ევროპულ საზოგადოებაში, რომელსაც თვითონ ამერიკელებმა დაარქვეს „კულტურული რევოლუცია“.
„...აკრძალულია ყოველგვარი აკრძალვა, არ არსებობენ ცალკე მამაკაცები და ქალები, ადამიანისთვის უმთავრესია და უპირველესი სექსუალური ორიენტაციის არჩევანი...“ ამ ლოზუნგებით დაიწყო შტატებიდან გადმონერგილი აზროვნებით 1968 წლის პარიზის „სექსუალური რევოლუცია“. მისი მთავარი ლოზუნგი იყო: „მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სიამოვნება ცხოვრებისგან...“ უარყოფდნენ რელიგიას, არამარტო ქრისტიანობას, არამედ ყოველგვარ და ყველა ფუნდამენტურ რელიგიას და ერთადერთ მიზნად ადამიანურ სამყაროს უსახავდნენ ყოველგვარ აღვირახსნილობას... 
„ნიცშე-ფროიდის მოძღვრება“ თანდათან ძალას იკრებდა დასავლეთში. ფროიდმა ხმამაღლა გამოაცხადა: „ცივილიზაცია და კულტურა მხოლოდ ზნეობრივი და მორალური კანონმდებლობის შემოღებიდან იღებს სათავეს, მანამდე ის ადამიანებს არ გააჩნდათ და ამდენად, ჩვენ, ევროპელებს „ის“ არ გვჭირდება“... და ამიტომ ბრძოლა გამოუცხადა არამარტო კეთილშობილებას, ზნეობას, მორალს, რწმენას, კულტურას, ოჯახს, ტრადიციებს, არამედ ხმამაღლა ქადაგებდა და ითხოვდა აღვირახსნილობის, გარყვნილების დაკანონებას. ის და მისი მიმდევრები ითხოვდნენ, ნებადართული ყოფილიყო თავისუფალი სექსი არასრულწლოვან ბავშვებთან, ე. ი. ითხოვდნენ პედოფილიის დაკანონებას.
აი, ამგვარი აზროვნებით ცხოვრობდა ამერიკული და ევროპული სამყარო თუნდაც ჯერ პირველი მსოფლიო ომის და შემდეგ უკვე მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, 1960-70-იანი წლების სექსუალური რევოლუციის აფეთქების ხანაში და შემდეგ რა მოხდა, ჭკუაზე მოვიდა ევროპა ან შტატები? პირიქით, პროცესები შეუქცევადი ტემპით განვითარდა და მივიღეთ ფრიად სავალალო შედეგი, რადგან სწორედ ისინი ცდილობენ, გარყვნილების ჭაობში ჩაითრიონ მთელი კაცობრიობა, ადამიანური სამყარო გადააქციონ ველურ ბრბოებად, სადაც დაშვებულია ყოველგვარი სიბილწე სახალხოდ, ღიად, დაუფარავად _ ოჯახური სიწმინდე და ზნეობრივი ფასეულობები, ფაქტობრივად, სამარცხვინოდ გამოცხადდა!..
უფრო უარესიც: 1970-იანი წლების შტატებიდან ევროპაში „გადმოინერგა“ ახალი სახეობის თეორია, რომელიც უარყოფს ადამიანის თანდაყოლილ სქესს და ამტკიცებს, რომ „ცალკეული ადამიანის სქესი არის არა მისი ბუნებრივი, დაბადებითი მოვლენა, არამედ მისი ნებაყოფლობითი არჩევანია“. ამ თეორიის საფუძველზე შეეცადნენ „ზედმეტად განათლებული“ დასავლეთელები, მოესპოთ ჰეტეროსექსუალური კანონმდებლობა. ამ დროიდან იღებს დაკანონებულ სახეს ბავშვების არგაჩენა! და უფრო უარესიც _ მშობლების გათავისუფლება შვილების მორალური აღზრდისგან და ასევე შვილების გათავისუფლება მშობლებისგან. ე. ი. გაბატონებული მდგომარეობა შტატებსა და ევროპულ საზოგადოებაში დაიკავა თავისუფალი ცხოვრების იდეოლოგიამ. ეს ფაქტი კი ევროპის კვდომას მოასწავებს, რაც ჯერ კიდევ 100 წლის წინათ იწინასწარმეტყველა დიდმა გერმანელმა მოაზროვნემ ოსვალდ შპენგლერმა, რაზეც ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ.
დღევანდელ ევროპას თითქმის აღარ გააჩნია გადარჩენის, ეროვნული ინსტინქტის და ცნობიერების შესანარჩუნებელი იდეოლოგია. შტატებისა და ევროპის მოსახლეობისთვის არსებობს მხოლოდ ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლება მეტი სიმდიდრის დაგროვება და არა აქვს მნიშვნელობა, რა გზით. თუნდაც ომების, ხალხის ხოცვა-ჟლეტის ხარჯზე, როგორც ადრე ინაწილებდნენ „მეგობრულად“ კოლონიებს, რადგანაც სწორედ სიმდიდრე აძლევს მათ საშუალებას, თავები ჩაიხრჩონ გარყვნილ, ფუფუნებით და უზნეო ცხოვრების ჭაობში!
საფრანგეთს ჰყავდა ლეგენდარული პრეზიდენტი შარლ დე გოლი, სტალინის მეგობარი და მოკავშირე, რომელიც კარგად ხედავდა მისი ქვეყნის დაცემას, მაგრამ შველა ვერაფრით შეძლო, რადგან ეს სენი უკვე ღრმად იყო გამჯდარი ევროპაში.
1960-70-იანი წლების ამერიკულ-ევროპულმა სექსუალურმა რევოლუციამ საერთოდ უარყო ადამიანის ზნეობრივ უფლებათა მორალური იდეოლოგია, ევროპელები დაიცალნენ მორალურ-ზნეობრივი მოვალეობებისგან, რამაც, ფაქტობრივად, გამოიწვია მათი სრული „თავისუფლება“, ე. ი. „გათავისუფლება“ ყოველგვარი „ფასეულობებისგან“.
საით მიდის საქართველო? აქვს რაიმე „შინ ევროპას“ ისეთი, ქართულ ქვეყანას და ქართველ ხალხს რომ გამოადგეს? _ არავითარი!

დავით მაისურაძე
საერთაშორისო 
ურთიერთობათა დოქტორი