„დიფ სთეითი“ ძალების მოკრებას ცდილობს

„დიფ სთეითი“ ძალების მოკრებას ცდილობს

„შულერობს“ - ეს ბანქოს (კარტის თუ სხვა აზარტულ მოთამაშეთა) ერთგვარი ტერმინია, როდესაც ერთ-ერთი მოთამაშე ცდილობს მოწინააღმდეგის მოტყუებას. დღევანდელ პოლიტიკაში მსგავსი ტერმინის დამკვიდრება სავსებით რეალურია. მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიას ბევრი მაქინაცია ახსოვს, თუნდაც მე-20 საუკუნეში, მაგრამ მსგავსი განუკითხაობა, დღეს რომ სუფევს, არასოდეს ყოფილა. დიახ, სახელმწიფოებს შორის, მით უფრო, მათი ლიდერების მიმართ იყო უარყოფითი დამოკიდებულებები და პირდაპირ ვთქვათ, ზიზღიც, მაგრამ საკუთარ ქვეყანაში გატარებული ანტისამთავრობო მოქმედებები იშვიათი იყო.
პრობლემები დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში მრავლად არის. ჩვენც არ დაგვჭირდებოდა მსგავსი შესავალი, რომ არა გასულ კვირას აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორის ტულსი გაბარდის მიერ სოცქსელებში გამოქვეყნებული, ფაქტობრივად, ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, როგორ იყენებდნენ დაზვერვის სამსახურს დღეს მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმ- დეგ ჯერ კიდევ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და შემდეგაც.
ქალბატონი დირექტორის უწყების მოკვლევის მიხედვით, 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის ფაქტები საერთოდ არ არსებობს. დაზვერვის ინფორმაციით, იმდროინდელი კოლეგები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ რუსეთს არ სურდა და არც საშუალება გააჩნდა, ჩარეულიყო და, მით უფრო, გავლენა მოეხდინა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე. თუმცა, მათ, ანუ სპეცსამსახურებმა თეთრი სახლიდან, კერძოდ, იმდროინდელი პრეზიდენტისგან, ბარაკ ობამასგან მიიღეს დავალება _ ყურადღება გაემახვილებინათ და წინ წამოეწიათ რუსეთის მხრიდან არჩევნებზე გავლენის მოხდენა. ამიტომაც მოიწვია ობამამ 2016 წლის დეკემბრის დასაწყისში საგანგებო თათბირი და წინ წამოსწია არჩევნებში ტრამპის გამარჯვების მთავარი ფაქტორი — რუსეთის მხარდაჭერა. სწორედ ეს გარემოება უნდა გამხდარიყო ამომრჩევ- ელთა საბჭოზე 2017 წლის 6 იანვარს ზეწოლის მთავარი ფაქტორი _ არ ეცნოთ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა. მოვლენები კი სულ სხვაგვარად განვითარდა.
აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება — ობამას მხარი დაზვერვისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების იმდროინდელმა ხელმძღვანელებმა დაუჭირეს. მათ გარდა, მოკვლევის მასალებში ობამას ადმინისტრაციის სხვა გავლენიანი მაღალჩინოსანი პირებიც ფიგურირებენ. ამიტომაც, გაბარდმა 44-ე პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მოქმედება „სახელმწიფო ღალატად“ შეაფასა და საქმის გამოძიებისთვის მასალები იუსტიციის სამინისტროს (იგივე გენპროკურორს) გადაუგზავნა.
აღნიშნულმა ინფორმაციამ მსოფლი- ოში ატომური ბომბის აფეთქების ტოლ- ფასი რყევები გამოიწვია. თუმცა, ყოველივე ყველამ კარგად იცოდა, მაგრამ ფაქტების გამოაშკარავებას არ ელოდნენ. ისიც აღსანიშნავია, რომ მსგავსი ცრუ ბრალდებების მსხვერპლი ევროპაშიც ბევრი გახდა. თუნდაც საფრანგეთში მარინ ლე პენი, რომელსაც რუსეთთან კავშირი დააბრალეს და გაყალბებებით წაართვეს პრეზიდენტობა. ეს პოლიტი- კური შულერობის ერთ-ერთი ფაქტია. თუმცა, მსგავსი რაღაცები დღესაც გრძელ- დება, რასაც აშკარად ხედავს მსოფლიოს პროგრესული საზოგადოება. მართალია, ტულსი გაბარდმა პირობა დადო, მალე აშშ-ის მოსახლეობა ყველაფერს დეტა- ლურად გაიგებსო, მაგრამ ვნახოთ, მასაც ხომ ისევე არ `გააჩუმებენ~, როგორც სხვა სიმართლის მთქმელებს.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დონალდ ტრამპმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა ტულსი გაბარდს და იქვე აღნიშნა, რომ `დიფ სთეითის~ მესვეურებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც სურდათ მისი `ჩაძირვა~, მაგრამ ვერ შეძლეს.
გასული კვირა იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ მსოფლიოს პოლიტიკური საზოგადოება მოუთმენლად ელოდებოდა, რას იტყოდა დონალდ ტრამპი   მის   მიერვე   დაანონასებულ „სიურპრიზულ~ გამოსვლაში რუსეთთან დაკავშირებით. მან 50-დღიანი ვადა, ფაქტობრივად, ულტიმატუმი წაუყენა რუსეთის ხელისუფლებას, რომელმაც ამ ვადაში უნდა გააფორმოს სამშვიდობო ხელშეკრულება უკრაინასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, 100%-ით გაუზრდის სავაჭრო ტარიფებს რუსეთის იმპორ- ტირებულ საქონელზე და დამატებით იმ ქვეყნებს, რომლებიც მათგან ნავთობ- პროდუქტებს ყიდულობენ.
აღნიშნული ულტიმატუმი უარყოფითად შეაფასეს დასავლურ პრესაში. როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, საჯარო განცხადებით ტრამპმა თავადვე შეიქმნა პრობლემა და უკრაინაში სამშვიდობო დარეგულირების პროცესი შეაფერხა. მისმა სიტყვებმა დააზარალა აშშ-ის ინტერესები. თუმცა, ტრამპი მიიჩ- ნევს, რომ 50 დღე საკმარისია უკრაინასთან სამშვიდობო გარიგებისთვის, რომლის მიღწევაც, თურმე, უფრო ადრეც ყოფილა შესაძლებელი.
ორმაგი სტანდარტები კვლავ გრძელდება მსოფლიოში. გამოცემა `ფაინეშნლ თაიმსი~ ორი კვირის წინ წერდა, რომ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხა: `თქვენ შეგიძლიათ დაარტყათ მოსკოვს? ასევე სანკტ-პეტერბურგს?~ _ ციტირებს გაზეთი სანდო წყაროს. `ვაშინგტონ პოსტის~ ინფორმაციით, ტრამპი პირდაპირ შეეკითხა ზელენსკის, თუ რატომ არ უტევენ მოსკოვს. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ 4 ივლისს გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა მხოლოდ შეკითხვა დაუსვა ზელ- ენსკის, მაგრამ მოსკოვზე შეტევისკენ არ მოუწოდებიაო. კრემლში დღემდე იკვ- ლევენ, რას გულისხმობდა ტრამპი თავის შეკითხვაში.
ჟურნალისტის შეკითხვას, რას ფიქრობს რუს კოლეგასთან შეხვედრაზე, ტრამპმა უპასუხა: „ვნახოთ, რას მოიმოქმედებს მოსკოვი. ჯერჯერობით იმედგა- ცრუებული ვარ პუტინით~, _ მისივე თქმით, სამ თვეში გადაწყვიტა ომების უმრავლესობა (რომლების? _ გ. ბ.), მაგრამ უკრაინის კონფლიქტი დღემდე გრძელდება. „ეს ჯო ბაიდენის ომია და არა ტრამპის. მე აქ იმიტომ ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა გაუგებრობიდან გამოვიყვანო~, _ განაცხადა ტრამპმა.
თუმცა, გასულ კვირას `ვაშინგტონ პოსტი~ უკვე მტკიცებით  ფორმა- ში წერდა, რომ ტრამპმა ზელენსკის 4 ივლისის შეხვედრაზე პირდაპირ მოუწოდა, შეტევაზე გადავიდნენ იმ  ზონა- ში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რადგან მხოლოდ თავდაცვით საწადელ შედეგს ვერ მიაღწევენ. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში აშშ-ის როლი გაცილებით გაურკვეველი გახდა, ვიდრე აქამდე იყო.
ორმაგი სტარდარტების კიდევ ერთი გამოვლინება იყო ტრამპის გადაწყვეტილება უკრაინისთვის იარაღის გადაცემის თაობაზე. თუმცა, რომელი ტიპის შეიარაღებას მიაწვდის აშშ უკრაინას, ჯერ უცნობია. პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის შონ პარნელის განცხადებით, ევროპელების ფულით უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის საკითხი ადრეული მოლაპარაკებების სტადიაშია. აქვე აღსანიშნავია, რომ ევროპის ცალკეული ქვეყნები უარს აცხადებენ უკრაინის შეიარაღებისთვის საკუთარი ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფაზე.
გამოცემა „ბილდის~ ინფორმაციით, ტრამპმა გერმანიას კატეგორიულად მოსთხოვა, არამარტო გაიღოს უკრაინის შესაიარაღებლად თანხები, არამედ საკუთარი არსენალიდან მიაწოდოს. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ტრამპმა პირდაპირ და ირიბადაც მიანიშნა, მხოლოდ დაფინანსება არ არის საკმარისი, ქვეყნებმა მათ ხელთ არსებული შეიარაღება უნდა მიაწოდონ უკრაინ- ას, თავიანთვის ახალი კი აშშ-ისგან უნდა შეიძინონ.
დაპირისპირება აშკარა გახდა ევროკავშირის ქვეყნებს შორის, გასულ კვირას უნგრეთის საგარეო და ეკონომიკური კავშირების მინისტრმა პეტერ სიიარტომ მკვეთრად გააკრიტიკა რადისლავ სიკორსკი. სიიარტოს განცხადებით, „სიკორსკიმ საომარი პროპაგანდის გამო დაკარგა საღი აზრი~. პოლონელმა მინისტრმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი `ქურდობასა და ნაციონალიზმში~ დაადანაშაულა. ასევე განაცხადა, რომ ორბანი წლებია, ევროკავშირის საქმია- ნობის საბოტაჟს ეწევა და ახლა ორგანიზაციიდან გასვლით იმუქრება. თუმცა, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთი არ აპირებს ევროკავშირიდან გასვლას, რადგან, მსგავს შემთხვევაში, ბევრი ქვეყანა მიბაძავს მას. იქვე დაამატა, თუ ევროკავშირი დღეს არსებულ ეკონომიკურ პოლიტიკას განაგრძობს, ორგანიზაცია თვითონ დაიშლება. მით უფრო, თუ ბრიუსელის ხელისუფლებაში მყოფ ლიბერალებს (იგივე `დიფ სთეითის~ წარმომადგენლებს) პატრიოტული ძალები არ ჩაანაცვლებენ.
საინტერესო და საგულისხმო ინფორმაცია გაავრცელა `თაიმსმა~. გამოცემა იუწყება, რომ ჩინეთის მმართველმა სი ძინპინმა, შესაძლოა, სამმხრივი შეხვედრა გამართოს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობით, სავარაუდო თარიღად სექტემბერია ჩანიშნული. ჩინეთი გეგმავს, პომპეზურად, აღლუმით აღნიშნოს მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 80 წლის თარიღი. პუტინმა უკვე მიიღო მიწვევა და აპირებს ჩინეთში ჩასვლას. პეკინში გადაწყვეტილი აქვთ ტრამპის მიწვევა, რომელსაც თეთრი სახლის ლიდ- ერი დიდი ალბათობით მიიღებს.
გასულ შაბათს უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთთან სასწრაფო წესით დიალოგის განახლება მოითხოვა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, შეხვედრას კვლავ თურქეთის ქალაქი სტამბოლი უმასპინძლებს 24-25 ივლისს.
როგორ განვითარდება მოვლენები, გაუგებარია, რადგან „დიფ სთეითი~, იგივე გლობალური ომის პარტია, მოქმედების შეწყვეტას არ აპირებს და ძალების მოკრებას ცდილობს. იმედი ვიქონიოთ, რომ მსოფლიოში საღი აზრი გაიმარჯვებს.
გია ბურდული