ეს რა უბედურებაა, უფალო?
უფალო, მომიტევე, ახლა ისეთი ნაძირალა უნდა ვახსენო, ქართველ ხალხს და ადამიანთა მოდგმას რომ არ ეკადრება, მაგრამ იძულებული ვარ, სამწუხაროდ, ჩვენში ასეთებიც არსებობენ და მხოლოდ რომ არსებობდნენ, კიდევ რა უჭირდა? მათ ავადმყოფური პრეტენზიები აქვთ, ქვეყნის სადავეებთან იწევენ, არსებული ხელისუფლების დამხობას ლამობენ და ათასნაირ მზაკვრობას სჩადიან. ადრე ეგეთებს გამარჯობასაც არ ეუბნებოდნენ, უმეტესობა საგიჟეთში ჰყავდათ გამოკეტილი, მაგრამ ახლა დემოკრატიაა, პლურალიზმია, სიტყვის თავისუფლებაა და ამ ავადმყოფებმაც აიშვეს. სიტყვა გამიგრძელდა, უფალო, ვინმე გიგა მაქარაშვილმა, რომელიც ადრე რუსეთუმეობდა, ახლა აქეთ მოგვდგომია და გვეძახის, თქვე რუსეთუმეებო, თქვე პუტინის მონებოო. იგრეა ეს მაქარაშვილი (საკუთარ წარმომავლობას რომ მალავს) გაავებული, რამდენიმე დღის წინ ასეთი რაღაცა დაწერა:
`ემი ვაინჰაუსი რო 27 წლის მოკვდა და თეა წულუკიანი დღემდე ცოცხალია, ეგ სამართალი მოგიტ...ან უფალო!
თუ გეწყინა, იქ მოგიტ..ან ცოცხალი გოგა ხაინდრავა!
და თუ გაბრაზდი, მანდვე ის დღე მოვტ...ან, ბიძინა რო გააჩინე და
ირაკლი ჩარკვიანი მოგვიკალი! ამინ~!
მიგიხვდი, უფალო, შენ ეგეთი ნაძირლები იმიტომ გააჩინე, რომ გვაჩვენო, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი. სხვათა შორის, მე პირველად ვნახე ადამიანის მსგავსი არსება, რომელიც ასე ხელაღებით გლანძღავს. არა, ბევრს ჩაუდენია მკრეხელობა, ბევრმა უარგყო მამლის მესამედ ყივილამდე, ბევრმა ჩაიდინა არაკაცობა შენი სახელით, მაგრამ ასეთი გინება არ მსმენია. ვიცი, ეს ადამიანის მსგავსი (მთლად ადამიანის მსგავსიც არ არი) არსება სამაგალითოდ გყავს დასჯილი და გვეუბნები, ასეთი რამ არასდროს გეპატიებათო. არადა, ამას, ამ უბედურს ჰგონია, რომ დაუსჯელია და ხელისუფლებაშიც კი იწევს. როცა ეს დაწერა, როცა ამდენი ღირსეული ადამიანი შეურაცხყო, ორი დღის განმავლობაში ლამის მთელი საქართველო დედას აგინებდა. განა ეს გინება კარგი იყო? განა ეს გინება ნორმალური მოსასმენ-წასაკითხი იყო? არა, არ ვარგოდა, მაგ- რამ რა ქნას ამ ხალხმაც? რა გააკეთონ უბრალო ადამიანებმა, როცა მათ მშვიდობიან ცხოვრებას არ აცლიან? რაც ბიძინა ივანიშვილმა გაუკეთა თავის სამშობლოს, ვინმე მაქარაშვილი როდისმე ამის მემილიონედს მაინც გაუკეთებს? ვერა, ვერ გაუკეთებს, რადგან ის ერთი დამაქცევარი ბოგანოა და ვიღაცების დავალებებს ასრულებს. დავალებაც არის და დავალებაც, ასეთი მტრები საქართველოს მრავლად მოუნელებია საუკუნეების განმავლობაში და ამასაც მოინელებს. თეა წულუკიანის გამო გლანძღავს, უფალო, ეს არამზადა... გოგა ხაინდრავას გამო გლანძღავს, ფალო, ეს წუპაკი... ვერც ერთზე ვერ იტყვი, რომ არაფერი გაუკეთებია, ორივე ღირსეული ადამიანია. შეუცდომელი არავინ ვართ, შეიძლება ცხოვრებაში ბევრიც შეგვშლია, მაგრამ ასეთი შეცდომა კი არა, ისეთი დანაშაული, როგორსაც ვინმე მაქარაშვილი სჩადის, არასდროს ჩაგვიდენია. ახლა, წესით, ამ წერილს ასე უნდა ვამთავრებდე: მიუტევე, უფალო, რამეთუ არა იციან, რასა იქმან... კი, ბატონო, მიუტევე, მაგრამ ამას და ამისნაირებს რა ეშველებათ? არაფერი, ხომ? აი, ეგ მინდოდა, რომ გამეგო. მადლობა.
გელა ზედელაშვილი

