თანამედროვე არაკები
„ნაცები“ რომელიღაც მშენებარე კორპუსს ჩაუვლიან და დაინახავენ, რომ დახვავებულ ქვიშასთან ტრაფარეტია გამოკრული – „ქართული ოცნება“, ქვიშასთან კი ტიპია ჩაცუცქული, რაღაცას საქმიანობს და თან ღიღინებს „ჩემი საქართველო აქ არის“. მოდი ერთი, ვცემოთ, ეს „ქოცი“, ამის დედაცო. მიუახლოვდნენ და ხედავენ, ქვიშით რაღაცას აკეთებს.
– რას აკეთებ? – შეუღრინეს, მაგრამ თან მართლა დაინტერესდნენ.
– „ნაცებს“ ვძერწავ, სახელებს ვარქმევ და რომ მოვრჩები, ყველას ჩამოვურიგებ, – მიუგო მძერწავმა და აჩვენა ჩამწკრივებული ფიგურები.
– ეგ დასველებული ქვიშა ხომ უცბადვე შრება და, ფიგურები რატომ არ დაგეშალა? – ჩაეძიენენ „ნაცები“.
– ცოტა განავალს ვურევ და არ იშლება.
დასცხეს საწყალს, სულ წიხლებით სცემეს და დაუბარეს, ხვალ ამ დროს გამოვივლით და „ქოცები“ თუ არ დაგიხვედრებია გამოძერწილი, ძვლებში დაგამტვრევთო...
მივიდნენ მეორე დღეს. ისევ იქ ზის ის ტიპი და მონდომებით ძერწავს.
– ჰა, რა ქენი, გამოძერწე „ქოცები“?! – დაუღრიალეს ტიპს.
– ბევრი ვეწვალე და ვერა, არ გამოდის, – უპასუხა ტიპმა შეწუხებული ხმით.
– რას ჰქვია ვერ გამოდის! – ისევ ფეხქვეშ გაიგდეს ენთუზიასტი მძერწავი.
– რას ჰქვია და იმას ჰქვია, რომ როგორც კი განავალს მივაკარებ, ეგრევე „ნაცი“ გამოდის, – ალალად დაიჩივლა ტიპმა.
***
ძველი ანეკდოტია, ორი „თავებზე მონადირე“ ამერიკელი ერთ ინდიელს დაატყვევებს და შერიფთან მიყავთ ჩასაბარებლად, რომ მასზე დაწესებული ჯილდო მიიღონ. გზაში შემოაღამდებათ, იქვე მთის ძირში კარავს გაშლიან, ტყვეს იქვე დააბამენ და მზის ამოსვლამდე ჯილდოს გაყოფაზე კამათობენ. ბოლოს დაასკვნეს, რომ ორივესთვის საკმარისი ჯილდოსთვის კიდევ რამდენიმე ინდიელი უნდა დაიჭირონ. გაიხედა ერთმა მათგანმა კარავიდან და ხედავს, რომ მათი კარავი ასეულობით ინდიელებით არის გარშემორტყმული და ამდენივე ისარი მათკენ არის დამიზნებული.
– დროზე გავიდეთ, ავშენდით! – გახარებულებმა ერთდროულად წაჰკრეს მუჯლუგუნები ერთმანეთს.
ასეა ამ დაშლილ-შეერთებული და ფანჩატუროვიჩი ნაციონალების ამბავიც, – დედა გადახნული ჰყავთ და მაინც გაიძახიან, მთავარი ჩვენ ვართო...
***
ერთზე ბევრად მეტი უწიგნური იდიოტი ადამიანი გვყავს უბანში, მაგრამ, როგორც ყველა იდიოტმა, არც ამათ არ იციან, რომ იდიოტები არიან, ამიტომ ბედნიერად და არხეინად ცხოვრობენ თავიანთი იდიოტი მეთაური ავტორიტეტის წინამძღოლობით.
მეორე წყება ნაკრები ნაკითხები არიან და როგორც ყველა მოაზროვნე, სულ რაღაცას განიცდიან და სულ რაღაცის ძიებაში არიან, ამიტომ სულ ჩაფიქრებული დადიან და არ თვლიან, რომ ბედნიერად ცხოვრობენ.
ერთხელ უწიგნურებისა და ნაკითხების თავკაცები შეხვდნენ ერთმანეთს:
– ცხოვრება მშვენიერია, – თქვა იდიოტების წინამძღოლმა.
– ვერ დაგეთანხმები, – შეეკამათა მოაზროვნეების წინამძღოლი.
– რატომ? – ჩაეძია იდიოტი.
ნაკითხი დიდხანს უყვებოდა უწიგნურ იდიოტს ამ ცხოვრების ამაოებაზე, დუალური სამყაროს თეორიაზე, დიალექტიკის კანონებზე, კონფუცის ფილოსოფიაზე და სხვა, უწიგნურისთვის მიუწვდომელ მატერიებზე.
უწიგნური იდიოტი მოსასმენად კი იყო განწობილი, რადგან თავდაპირველად გაიფიქრა, ეს ნაკითხ კაცად არის ცნობილი და რამეს მეც გავიგებო. ყურადღებით უსმინა სადამდეც გაძლო, მაგრამ რადგან ვერაფერს იგებდა, გაბრაზდა მასზე, ნაკითხ კაცს თვალებში მკაცრად ჩააშტერდა და ჰკითხა: შენ იდიოტი ხომ არ ხარ, რეებს მიედ-მოედებიო?
ახია! ვის ესაუბრები მაღალ მატერიებზე, თვითნაბად იდიოტს?..
***
ტაძარში თავხედი ტიპი საკურთხეველში შევიდა მღვდელთან, სილა გააწნა და ირონიული ღიმილით უთხრა:
– აბა, მამაო, ხომ წერია, მარჯვენა ლოყაში რომ გაგარტყამენ, მარცხენაც მიუშვირეო.
მღვდელმა, რომელიც წარსულში კრივში სპორტის ოსტატი იყო, მარცხენა ჰუკით პირდაპირ კუთხეში მიაგდო თავხედი და მშვიდად ეპასუხა:
– ისიც წერია: რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ.
შეშინებული მრევლი აყვირდა, რა ხდება საკურთხეველშიო?
დიაკვანმა მოკლედ და დინჯად უპასუხა მრევლს:
– ცუდი არაფერი, სახარებას განმარტავენ...
***
ისრაელ მოისეევიჩ გელფანდმა ასეთი რამ თქვა: ხალხი ფიქრობს, რომ მათ არ ესმით მათემატიკა, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უხსნით ამას თქვენ. ლოთ ადამიანს რომ ჰკითხო, რომელი რიცხვია მეტი - 2/3 თუ 3/5, ვერ გიპასუხებთ, მაგრამ თუ თქვენ ჩამოაყალიბებთ შეკითხვას: რა ჯობია, ორი ბოთლი არაყი სამზე თუ სამი ბოთლი არაყი ხუთზე, მაშინვე გიპასუხებთ: რა თქმა უნდა, ორი ბოთლი სამზეო.
***
ერთხელ ვიღაცამ პიკასო გააკრიტიკა და უთხრა:
– როგორც ჩანს, თქვენ არ იცით ხატვა, თქვენ მხოლოდ ცდილობთ, ფერების შერევით ჩახლართული ხაზები დახატოთ.
პიკასომ აიღო ყალამი და იქვე, მიწაზე ხორბლის მარცვალი დახატა. ნახატი იმდენად რეალური იყო, რომ იქვე მოსიარულე ქათმებმა ხორბლის აკენკვა სცადეს.
კრიტიკოსი გაოგნდა:
– თუ ასეთი სრულყოფილი ნახატების შექმნა შეგიძლიათ, რატომ ხატავთ დაჟინებით ამ უცნაურ ნახატებს,?
– საქმე ის გახლევთ, რომ ქათმებისთვის არ ვხატავ! – მიუგო პიკასომ.
P.შ. ამდენი არც მე დამიწერია ქათმისტვინებისთვის...
მაკა ჯაყელი

