ორგანიზებული დანაშაულის ანატომია
დღეს ბევრს საუბრობენ ორგანიზებულ დანაშაულზე. რას ნიშნავს და როგორ ხდება მასთან ბრძოლა საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით? ამ სტატიაში შევეცდებით, მოკლედ მოგითხროთ ორგანიზებული დანაშაულის ანატომიის შესახებ, რომ მისი ამოცნობა შევძლოთ და უნებლიეთ მისი მსხვერპლი არ გავხდეთ.
ორგანიზებული დანაშაული არის მოგების ან ძალაუფლების მიღების მიზნით ორზე მეტი პირის მიერ სისტემატურად და ხანგრძლივი პერიოდით დანაშაულის მომზადება, ჩადენა, განსაკუთრებით, თუ ის ჩადენილია პროფესიული ან სამეწარმეო სტრუქტურების გამოყენებით ძალადობის ან დაშინებით გზით პოლიტიკაზე, მედიაზე, მართლმსაჯულებაზე და ეკონომიკაზე გავლენის მოხდენის მიზნით. ნებით თუ უნებლიეთ, ხშირად ახალგაზრდები ებმებიან დანაშაულებრივ საქმიანობაში, რასაც ხელს უწყობს მძიმე სოციალური ფონიც.
საინტერესოა უცხოეთის პრაქტიკა. მაგალითად, გერმანიის ბუნდესტაგის მიერ 1992 წელს შემუშავებულ იქნა განმარტება, რომლის მიხედვითაც, ორგანიზებული დანაშაული ხდება მოგების ან ძალაუფლების მიღების მიზნით, ორზე მეტი პირის მიერ სისტემატურად და ხანგრძლივი პერიოდით დანაშაულის ჩადენა, თუ იგი ჩადენილია პროფესიული ან სამეწარმეო სტუქტურების გამოყენებით ძალადობის ან დაშინების გზით პოლიტიკაზე, მედიაზე.
ორგანიზებული დანაშაული მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. მას ებრძვის უამრავი ქვეყანა. ეს დანაშული სულ უფროდაუფრო ფეხს იკიდებს. ამიტომ გავეცნოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებებსაც, როგორ ებრძვიან ისინი ამ დანაშაულს.
ყველამ ვიცით, რომ ამერიკა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, ამიტომ იქ უფრო მეტი საშიშროებაა იმისა, რომ დანაშულიც მეტი იყოს, ვიდრე სხვა ქვეყანაში. ნარკოტიკებით ვაჭრობა ორგანიზებული დანაშულის ყველაზე შემოსავლიანი ფორმაა. ყველა ქვეყანა ცდილობს, ამ დანაშაულის საწინააღმდეგოდ კანონმდებლობა მაქსიმალურად გაამკაცროს, რათა ამ დანაშულმა იკლოს. 1914 წელს „ჰარისონის აქტის“ მიხედვით, უკანონოდ ითვლებოდა ოპიუმის და მისგან წარმოებული ნივთიერებების გაყიდვა. არ შეეძლოთ პირებს შტატიდან შტატში გადაეტანათ აქედან დამზადებული წამლებიც. ამ ყველაფერს სჭირდებოდა ნებართვა. ცხადია, კანონმდებლობის სიმკაცრიდან გამომდინარე, დაუშვებელი იყო რომელიმე ნარკოტიკის ფლობაც კი. ამერიკის 1984 წლის #67 აქტით გათვალისწინებული იყო იმ პირების სასჯელების გამკაცრება, რომელიც ფიგურირებდა ნარკოტიკულ დანაშულში. ამის შემდგომ, 1988 წელს, ამერიკამ საკანონმდებლოში ცვლილებები შეიტანა და ამ წლიდან უკვე სამხედრო უწყებებმა თითქმის ჩაიბარეს ამ დანაშულთან ბრძოლა. მას ეწოდა კოკაინთან დიდი ბრძოლა. მიიღეს აქტები, რომლებიც ნარკოტიკულ დანაშულზე კონტროლს აძლიერებდა. ამ ცვლილების შემდგომ გაიზარდა სასჯელები. მოქალაქეს, რომელიც აღმოჩნდებოდა ნარკოტიკული თრობის ქვეშ, 5000-დან 10000-მდე ამერიკული დოლარის გადახდა უწევდა.
ორგანიზებულ დანაშაულს გააჩნია სხვადასხვა გამოვლინება, როგორიცაა ადამიანის ან ქონების გატაცება მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ნარკოტიკებით, ცეცხლსასროლი იარაღით, ფეთქებადი ნივთიერებებითა და ანტიკვარული ნივთებით უკანონო ვაჭრობა, კონტრაბანდა, თაღლითობა. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები, ასევე ჩართული არიან კორუფციასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში, სახელმწიფო სტრუქტურების გამოყენებით.
საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულს ებრძვის ინტერპოლი.
ინტერპოლის საქმიანობა. ის არ ასრულებს არც დევნას არც რაიმე ოპერატიულ ფუნქციას, მან მხოლოდ ადმინისტრაციული კავშირები უნდა დაამყაროს სხვადასხვა ქვეყნის პოლიციელებთან.
ინტერპოლის ბაზის მეშვეობით, სამართალდამცავებს უფლება აქვთ, თვალი ადევნონ მსოფლიო მასშტაბით კრიმინალურ მთლიან სურათს, სადაც თავმოყრილია ძებნილ პირთა სურათები, ანაბეჭდები, დნმ და სხვა ფასეულობები. ინტერპოლი ებრძვის უამრავ დანაშულს, მათ შორის, ორგანიზებულს, ტერორიზმს და ა. შ. ინტერპოლი საერთაშორისო ძებნას ახორციელებს წითელი ცირკულარით. ინტერპოლის მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ ძალიან დაასუსტა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები.
ინტერპოლის მეშვეობით სახელმწიფოები ერთმანეთს უკავშირდებიან და ინფორმაციას აწვდიან ამა თუ იმ დანაშაულზე. ინტერპოლი ეყრდნობა საერთაშორისო წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციასაც. ასევე ეროვნულ დონეზე ამუშავებს ინფორმაციას და შემდგომში იმ სახელმწიფოს უგზავნის, რომელმაც მოთხოვნით მიმართა.
ორგანიზებულ დანაშულთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილება მხოლოდ ინტერპოლით არ შემოიფარგლება. აუცილებლად უნდა შევეხოთ ევროპოლსაც. ეს არის ევროპული პოლიციის სამსახური, ევროპის კავშირის სამართალდამცავი ორგანო. ამ ორგანიზაციის მიზანია ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ანუ სამართალდამცავი ორგანოებისთვის დახმარების გაწევა. მასში გაწერილია თუ რა ითვლება საერთაშორისო დანაშულად.
ორგანიზებული დანაშაულის გამოვლინების ფორმები და შიდა კანონმდებლობა
მეტად გავრცელებულია ისეთი ორგანიზებული დანაშაულები, როგორიცაა: ნარკოტიკებით ვაჭრობა, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით სახელმწიფო საზღვარზე საქონლის გადატანა, ყალბი ფულის დამზადება, პროსტიტუციაზე კონტროლი, თაღლითობა, ადამიანებით ვაჭრობა/ტრეფიკინგი, იარაღის უკანონო გაყიდვა, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სახსრების გათეთრება, ადამიანების ორგანოებით უკანონო ვაჭრობა და სხვა.
საქართველოს კანონმდებლობით, სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის თანახმად, შეიძლება განსაზღვრული იყოს ამ დანაშულის ნიშნები. კერძოდ, 1. ჯგუფი უნდა არსებობდეს დროის განსაზღვრულ პერიოდში; 2. ჯგუფის მოქმედება უნდა იყოს ურთიერთ შეთანხმებული; 3. ჯგუფს უნდა გააჩნდეს სტრუქტურული ფორმა; 4. ჯგუფის წევრები წინასწარ უნდა შეკავშირდნენ; 5. მიზანი უნდა იყოს პირდაპირი, ან არაპირდაპირი ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონო მიღება.
ასე რომ, იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩენთ, რომ მსგავს ქმედებებში ხართ ჩართული და კრიტიკულად შეხედავთ ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს და გაარკვევთ, რა არის ამა თუ იმ ჯგუფის მიზანი, აღარ გახდებით ორგანიზებული დანაშაულის უნებლიე მონაწილე, რასაც ძალიან მკაცრი სასჯელი მოჰყვება.
მოამზადა
ლევან ჭიღლაძემ


