გახარიას და ხაზარაძეს „დაპადიეზდებით“ ემუქრებიან

გახარიას და ხაზარაძეს „დაპადიეზდებით“ ემუქრებიან

ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ე.წ. ოპოზიციაში ტემპერატურა მატულობს... უფრო სწორად, მატულობს გაუგებრობა. უკვე ცხადია, ბატონი „ვოზდუხა“ (გიორგი გახარია) ნამდვილად აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და ავტომატურად ამ ხელისუფლების აღიარებასაც. ეგ თუ არ აღიარებდა, არც არაფერი, მაგრამ მაინც. ასევე ჟონავს ნაღდი ინფორმაცია „ლელოდან“, მაგათ კოჭებშიც და ბოლო განცხადებებშიც ეტყობათ, რომ არჩევნებში მონაწილეობა სწყურიათ. ვინმე ირაკლი კუპრაძე ამბობს, ვფიქრობ, თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის წართმევა და გათავისუფლება შესაძლებელიაო. როგორც ჩანს, ამათი პრიორიტეტი თბილისის მერის თანამდებობაა და გადაწყვეტილი აქვთ, კახა კალაძეს წაართვან. ნამეტანი პრეტენზიული განაცხადია, მაგრამ ვინ უნდა დაუყენოს მამუკა ხაზარაძემ კახა კალაძეს კონკურენტად, ანუ „წამრთმევად“? გრიშა გეგელია? არა, მაგას უამრავი დეფექტი აქვს! ბადი ჯაფარიძე? ოჰ, მაგას ასაკი აღარ უწყობს ხელს და, ამავე დროს, წამდაუწუმ წითლდება! თვითონ კუპრაძე? მაიცადეთ, რაააა! ეგებ, ანიკო ნაცვლიშვილი? ჰმ! ეგებ, სალომე სამადაშვილი? მაგას გამომეტყველება აქვს თანამდებობისთვის შეუფერებელი! ეგებ, თვით მამუკა ხაზარაძემ ინებოს კალაძის პირისპირ დადგომა? არა უშავს, ეს უფრო საინტერესო სურათი იქნება, მით უფრო, თუკი გახარიაც დააყენებს თავის კანდიდატურას და ორივენი ერთად შეასკდებიან თბილისელების პრინციპულ ნებას!
ისე, რაღა დაგიმალოთ და... ხაზარაძე ვერ არი თავის „მატორზე“ - ტიპმა უარი თქვა საპარლამენტო მანდატებზე და ახლა ადგილობრივ არჩევნებში აპირებს ადგილების მოპოვებას. ამ მხრივ გახარია უფრო ეშმაკი გამოდგა, არც საპარლამენტო მანდატები უარყო და ადგილობრივიდანაც უნდა „მაყუთის“ წაღება. ისე, ამათ რომ უახლოეს პერიოდში მაგარი ბულინგი ელოდებათ „ნაცებისგან“, „გნაცებისგან“ და „შმაცებისგან“, ეს აქედანვე ჩანს. ნიკუტა გვარამია აცხადებს, რომ არჩევნების ბოიკოტის მთავარ საფუძვლად პოლიტპატიმრების თავისუფლების მოხმობა არასწორია - ზუსტად მაგას დააკმაყოფილებს ივანიშვილი, გაუშვებს ტყვეებს და შეგვათრევს ქვეყნის დამღუპველ წინასწარ გაყალბებულ არჩევნებშიო. ნიკუტა რომ შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსია, ეგ უკვე არაერთხელ „ვიწვნიეთ“ - მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს იზამს, რომ ესენი არჩევნებში შეათრიოს, ერთი წუთითაც არ ფიქრობს, რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ აინტერესებდეს არჩევნებში ამათი მონაწილეობა-არმონაწილეობა. 
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა ე. წ. ოპოზიციურ პარტიებს აფრთხილებს - ჩვენი ძმების, დების, დების, დედებისა და მამების ციხიდან გამოსვლამდე ადგილობრივ არჩევნებზე გასვლა გინდათ, თქვენივე „პადიეზდებთან“ გაგიგდებთ ბალაკლავებით და კასტეტებითო. გესმით? კასტეტებით გაგიგდებთო... თანაც თქვენივე „პადიეზდებთანო“. გამოდის, როგორც კი გახარია, ხაზარაძე და სხვები ადგილობრივ არჩევნებზე გავლენ, ესენი ეგრევე ამოხოცავენ ერთმანეთს. რა გითხრათ, ვისაც რამის შნო აქვს, ასე ღიად არ იმუქრება, მაგრამ სიფრთხილე მაინც საჭიროა, წესით, ეს ტიპი უკვე დასაკავებელი არიან და, ალბათ, დაკითხავენ მაინც. ვნახოთ, რა იქნება, დაველოდოთ, რაც მთავარია, პოპკორნი მოვიმარაგოთ.
ამ წერილის დასრულებას ვაპირებდი, როცა გავიგე, ანა დოლიძემ ხაზარაძის „ერთობა“ დატოვაო. არადა, როგორ იცელქა, როგორ იანცა, როგორ ილოთა, გზებიც გადაკეტა, ორღობეებშიც გაიჭედა, პოლიციელებსაც აგინა, „ებლატავა“, „ეტრიპაჩა“, ცოტაღა დააკლდა, თითქმის დეპუტატიც გახდა, მაგრამ რათ გინდა?  ზემოდან მისტერ ყუფარსონმა დარეკა - არაო, ვერაო, ისევ ქუჩას მიაწექით, ვითამ არჩევნები გაყალბდაო. იცის ანიკომ, რომ არაფერი გაყალბებულა, მაგრამ ყუფარსონს ასე სურს და რა გაეწყობა?
ამას წინებზე ისევ დაურეკნია ყუფარსონს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უნდა იმონაწილევოთო, სხვანაირად ვერ გაიგებთ, არჩევნები რომ გაყალბდებაო. აბა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა რომ არ მიგეღოთ, რანაირად აღმოაჩენდით გაყალბების ნიუანსებსო? 
ჰოდა, მობეზრდა ანიკოს ზემოდან დარეკილების თანახმად „ტანცაობა’’... თან კიდე ეს ხაზარაძეც გაწუწკდა ბოლო დროს, დღეში ერთი ლავაშის ფულსღა იძლეოდა, მეტს არა. ეგ ადრეც წუწკი იყო, მაგრამ დასაწყისში ათი ლავაშის ფულს იძლეოდა, მერე მოუკლო, ხუთისას იძლეოდა და ბოლოს, როგორც გითხარით, ერთისას. ჰმ... ანიკოს ერთი ლავაში ეყოფა დღეში? არამც და არამც!
ცოტა ხანში გრიშა გეგელიაც აპირებს ხაზარაძესთან განშორებას. მაგას კიდე ისა სწყენია, ბოლო დროს მამუკა და ბადრი ჭკუას ხელოვნურ ინტელექტს ეკითხებიანო. როცა ეგეთი ტოპტვინი პარტიაში ვყავარ, ხელოვნური ინტელექტი ვინ ჩემი ფეხებიაო?
სალომე სამადაშვილ-მეხრიბეკიანსაც ეგრე უთქვამს, არჩევნებში ხელოვნურმა ინტელექტმა გაამარჯვებინოს მამუკას, მე აქ საჭირო აღარა ვარო... ეგეც რომ არ იყოს, „ოცნებაში’’ სუ დაბანილები არიან და აქ კიდე სუ დაუბანლებიო, აღარ შემიძლია, ვეღარა ვსუნთქავო, ცხვირში ისედაც მიჭერს, ახლა კიდე ესაო? 
ქუთაისის ავტოქარხნიდან გატანილი ჯართით დაქალებული ანიკო ნაცვლიშვილი, ფაქტობრივად, წასულია მამუკას „კუალიციიდან’’, აღარც ავად ჩანს, აღარც კარგად... არადა, როგორი უკმეხი კომენტარები იცოდა მეორე ანიკომ, ქვას ქვაზე აღარ ტოვებდა, გარეთ მტერს აშინებდა, შიგნით კიდე - მოყვარეს.
მეტი რაღა გითხრათ? იშლებიან, ეს ოხრები!

გელა ზედელაშვილი