კედელში გაჩხერილი კაცი - თავბრუდამხვევი სასიყვარულო მრავალკუთხედი
„ქანდაკება, რომელსაც პარიზში, მონმარტზე ინფორმაციის უქონელი ტურისტებისთვის „კედელში გაჩხერილი კაცი“ ჰქვია, რეალურად დიდი ფრანგი მწერლის, მარსელ ემეს პორტრეტია, ნამუშევარი დიდი ფრანგი მოქანდაკის ჟან მარესი, რომელსაც პუბლიკა იცნობს არა როგორც დიდ ფრანგ მოქანადკეს, არამედ როგორც დიდ ფრანგ მსახიობს, გრაფ მონტე კრისტოსა და „ფანტომასის“ როლების შემსრულელებლს.
ჟან მარე (ჟან ალფრედ ვილენ მარე) მარსელ ემეს ნამდვილად ახლო მეგობარი იყო და არა საყვარელი, რადგან ის საყვარელი იყო მეორე დიდი ფრანგი მწერლის, ჟან კოკტოსი, რომელიც თავის მხრივ დიდი ფრანგი მომღერლის, ედიტ პიაფის საყვარელი იყო, რომელიც ივ მონტანის საყვარელი გახლდათ.
ივ მონტანი დაქორწინებული იყო დიდ ფრანგ მსახიობზე სიმონე სენიორეზე და საყვარელი იყო მერლინ მონროსი, რომელიც დიდი ამერიკელი მწერლის არტურ მილერის ცოლი იყო, ვისი შვილი რებეკაც, ცოლად გაჰყვა დიდ ინგლისელ მსახიობს დენიელ დეი-ლუისს, რომლისგანაც შვილი გააჩინა დიდმა ფრანგმა მსახიობა იზაბელ აჯანიმ, რომელიც კინაღამ ცოლად გაჰყვა დიდი ფრანგ კომპოზიტორს ჟან-მიშელ ჟარს, თუმცა არ გაჰყოლია, რადგან მან აჯანის დიდ ფრანგ მსახიონ ანა პარიისთან (ნიკიტას როლის შემსრულებელი) უღალატა, რომელიც ცოლად ჰყავდა დიდ ფრანგ რეჟისორს ლუკ ბესონს, რომელმაც კარიერა იმით დაიწყო, რომ იღებდა ვიდეოკლიპებს თავისი საყვარლის, იზაბელ აჯანის სიმღერებზე.
ჰოდა, აი რისი თქმა მინდოდა: გიყვარდეთ, გიყვარდეთ ბატონებო და ნუ იომებთ!“ _ ანდრეი შიპილოვი.


