რევოლუციური გეგმა განათლებაში

რევოლუციური გეგმა განათლებაში

„ტვ ფორმულადან“ დამირეკეს, კეზერაშვილის ტელევიზიიდან - ბატონო გელა, თქვენ სკოლიდან ლადო აფხაზავას გაგდება გინდათ და ამიტომ მიმართავთ განათლების მინისტრსო? კი, მინდა-მეთქი. რატომო? აი, აქ უკვე „გავჭედე“ და ვინმე გოგონასთან საუბარი აღარ გამიგრძელებია, აშკარად დამახინჯებულ ამბავს კერავდა. ვუთხარი, ყველაფერი, რაც სათქმელი მქონდა, „ფეისბუკში“ ჩემ გვერდზე დავწერე-მეთქი და ტელეფონი გავთიშე. ლადო აფხაზავა გახლავთ, ე. წ. საუკეთესო პედაგოგი, რომელიც 2010 წლიდან მუშაობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად. 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. ეს ჯეელი არის პირწავარდნილი ნაცი და მუდმივად დატანტალებს ყაბალახიან ირმა გორდელაძესთან (ეს კიდევ ისტორიის მასწავლებელი ყოფილა), რომელიც ამტკიცებს, ჩვენ ევროკავშირი „გვაჭუმს“ და „გვასუმსო“. თუ არ ვცდები, ეს ველური ქალი ერთხელ „ნაცებმა“ ამერიკაშიც გაუშვეს და იქიდან უფრო გადარეული დაბრუნდა. ჯერ საპარლამენტო არჩევნებამდე დაბოდიალობდნენ ლადო და ირმა ლანჩხუთის სოფლებში და „ქართული ოცნების“ დამხობაზე „ქადაგებდნენ“, თან რაღაც გაზეთებს დაათრევდნენ, მოსახლეობაში არიგებდნენ. არჩევნების მერე კი რუსთაველზე დაიწყეს წანწალი და ხელისუფლების დასამხობად ემზადებოდნენ. ვერ დაამხეს, ეგეთები ხელისუფლებას ვერ ამხობენ, ეგეთები მხოლოდ მომავალ თაობებს ამახინჯებენ და დადგა დრო (დაგვიანდა კიდევაც), განიკვეთონ საგანმანათლებლო სისტემიდან. ალბათ, გაინტერესებთ, რა მივწერე მე განათლების სამინისტროს და რას ვითხოვ მინისტრისგან? ამ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 
„პატივცემულო განათლების სამინისტროვ!
ათასჯერ დავწერე და ათასმეერთედ ვწერ: მოაშორეთ ეს ე. წ. პედაგოგები ბავშვებს, ამათ რა უნდა ასწავლონ, გარდა მავნებლობისა? მერე გიკვირთ, საიდან იბადებიან ასეთი გამოშტერებული ყმაწვილებიო. ამათ რომ დამრიგებლებად და პედაგოგებად მიუჩენთ, იქ ნორმალური ვინ უნდა გაიზარდოს? ვუსმინე პრეზიდენტ ყაველაშვილს, კაცმა პირდაპირ მოგიწოდათ, იყავით მკაცრები მავნებლების მიმართო. ეს ე. წ. მასწავლებლები (აფხაზავა, გორდელაძე) რეგიონიდან ჩამოვიდნენ, დედაქალაქის ცენტრალური ნაწილი დალეწეს, გადაბუგეს და უკან გაბრუნდნენ.
ამოცანა გვეკითხება: რას მოუყვებიან ესენი ბავშვებს - სად ვიყავით და რა გავაკეთეთო? ხელისუფლება უნდა დაგვემხო და ვერ დავამხეთო? ბრძოლას კვლავაც ვაპირებთო? ამ ხელისუფლებას ბენზინი უნდა გადავასხათ და დავწვათო? დიახ, ამას მოუყვებიან, სხვა მოსაყოლი არაფერი აქვთ და თქვენ, პატივცემულებო, რას უყურებთ ამ დროს? აუხსენით საზოგადოებას და უპასუხეთ - რატომ არიან ეს პირუტყვები პედაგოგები? უფრო სწორად, ე. წ. პედაგოგები? რომელი მათგანია ნორმალური? სხვათა შორის, მე მიკვირს იმ სკოლების ხელმძღვანელებისა, სადაც ესენი შედიან კლასებში. უკაცრავად და... როგორ ხართ, როგორ?!
მერე დაიწყებთ ხოლმე, როგორაო? საიდანო? რანაირადო? რათაო?
აი, იმათა, კაცო, იმათა! მოაშორეთ „ბალასტი’’ სკოლებს და უმაღლეს სასწავლებლებს, მო-ა-შო-რეთ“!
ამათი საქმე როგორ დასრულდება, არ ვიცი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ბავშვებთან მათი მიშვება ძალზედ სარისკოა. ჯერ ამ ვირეშმაკების გამოხდომები არ მოუნელებია საზოგადოებას, ახლა ვინმე მარინე ჩიტაშვილი გამოვარდა და დაიწყო „ბრძნული“ გამომეტყველებით: 
„4 ოქტომბერი რომ განვითარებულიყო უფრო დრამატულად, ყოფილიყო მსხვერპლი, ყოფილიყო სისხლი, ყოფილიყო გასროლა, მაშინ შეგვეძლო გვეთქვა, რომ 4 ოქტომბერი იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის“.
ვერ ხედავთ? დიდსა თუ პატარას სისხლი სწყურია, ომი უნდათ, ნგრევა და ვაება, რათა მღვრიე წყალში კარგად ითევზაონ. ეგეთია ამათ ჯიში და მოდგმა, სისხლი აწვალებთ, ვერ ისვენებენ. ამაზეც დავწერე სოციალურ ქსელში და ამაზეც ატყდა ერთი ამბავი - როგორც აფხაზავას და გორდელაძეს გამოუჩნდნენ დამქაშები, ისე გამოუჩნდნენ ჩიტაშვილსაც. ახლა იმ წერილს გაგაცნობთ, განათლების სამინისტროს რომ მივმართე კატეგორიული ტონით. მე ასეთი ტონი არ მჩვევია, მაგრამ უკვე დავიღალეთ, და-ვი-ღა-ლეთ, მეტის მოთმენა შეუძლებელია: 
„პატივცემულო განათლების სამინისტროვ!
ეს ქალი უნდა მოიკვეთოს განათლების სისტემიდან. როგორც მისი ე. წ. ბიოგრაფიიდან გავიგე, წამოპლაკული გყავთ თსუ-ში ერთ-ერთი ფაკულტეტის პროფესორად. ვაი, იმ სტუდენტებს, ვისაც ეს მოძღვრავს და რამეს ასწავლის!
მეტიც, ეს ქალი მუდმივ სტუმრად ჰყავთ გამწესებული „საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ გადაცემებში და იმდენ სისულელეს ალაპარაკებენ - ყურო, ნუ გაიგონებ. ადრეც დავწერე რამდენიმეჯერ მის კრეტინობებზე, მაგრამ რად გინდა? წერე და იკითხე, ტელევიზიებში მაინც გულზე ჰყავთ ატატებული, გეგონება, ან მეტყველებით გამოირჩეოდეს, ან აზროვნებით, ან კიდევ ვიზუალით!
„საზოგადოებრივი მაუწყებელი’’!
ამაზე მეტი მოაზროვნე ვერ ნახეთ საქართველოში? რატომ ანაგვიანებთ თქვენს, ანუ ჩვენს მიერ დაფინანსებულ ეთერს? ამიხსენით, მოაზროვნე ხალხი დაილია ამ ქვეყანაში? ეგებ ცოტა მხედველობის არეალი გაიფართოვოთ და სხვაგანაც გაიხედ-გამაიხედოთ?!
ჩემო მშობლიურო უნივერსიტეტო!
შენ კიდევ რა მოგივიდა, ვერც შენ ნახე ამაზე უკეთესი პროფესორი? შენც ეგრე გაგიღარიბდა თვალსაწიერი? იცი, რამდენი ნიჭიერი დოქტორია მაგ კედლებს გარეთ დარჩენილი? ვითომ არ იცი, ხომ? ჯაბა, ძმაო (თსუ-ს რექტორს, ჯაბა სამუშიას მივმართავ), თვალები გაახილე და სმენაც დაძაბე, იცოდე, ესენი ერთ დღეს შენც მოგადგებიან და სულ პანჩურირტყმით გამოგაგდებენ მაგ შენობიდან. მოაშორეთ ეს ფაშისტი სტუდენტებს“!
ჩემს მიერ მოპოვებული კულუარული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს ხანში ილიაუნი (ილია ჭავჭავაძის სახელობის სახალმწიფო უნივერსიტეტი) და ჯიპა (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) შეუერთდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. კი, ბატონო, კეთილი და პატიოსანი, თუკი „ნაცების“ ეს ორი ბუნაგი დაიშლება და დაწიოკდება, მაგრამ რანაირად მოხდება შეერთების შემთხვევაში ნაგვისგან გაწმენდა? როგორც საქმეში ჩახედული წყარო მიყვება, დაგეგმილია ზოგიერთი ფაკულტეტის გაუქმება, რასაც მოჰყვება მავნებლების გაშვება. ასევე შემოდის წესი, თსუ-ში დასაქმებული პროფესორი თუ არაპროფესორი სხვა უმაღლეს სასწავლებელში ვეღარ წაიკითხავს ლექციებს, პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, ვეღარ მოედება ღობე-ყორეს.
როგორც ამბობენ, ძალიან პრობლემურია გიული ალასანიას ე .წ. სასწავლებელი, ანუ, ფაქტობრივად, „ნაცების“ გამომშვები „ზავოდი“. აქ, ალბათ, უნდა ამუშავდეს სალიცენზიო კომისიის პრინციპულობა და ასევე საჭიროა გამოძიების დაწყება. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ „გეპეის“ შენობის მიტაცებას, ეს კიდევ ცალკე თემაა, გამოსაძიებელია ის, თუ როგორ ურეცხავენ ტვინებს ამ ე. წ. „საქართველოს უნივერსიტეტში“ ახალგაზრდებს. ფაქტობრივად, ეს გახლავთ იატაკქვეშა ორგანიზაცია, სადაც ასწავლიან ხელისუფლების დამხობის თეორიას და პრაქტიკას. მსგავსი უმაღლესი სასწავლებლები კიდევ არის თბილისში, ამჯერად არ ვასახელებ, მაგრამ მაგის დროც მალე მოვა. როგორც მეუბნებიან, განათლების სისტემაში რევოლუციური გეგმა მზად არის და ის მალე ამოქმედდება. ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო, როგორც ჩანს, 4 ოქტომბრის მოვლენებმა ბევრი ისეთი საკითხი დააჩქარა, რომელიც რატომღაც გვერდზე იყო გადადებული ან სულაც თაროზე იყო შემოდებული. განათლების სისტემა მისახედია და თანაც სასწრაფოდ, ამას ვეღარსად გავექცევით, თვალს ვეღარაფერზე დავხუჭავთ. კიდევ არის რაღაც სიახლეები, მაგრამ ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ, შემდეგ და შემდეგ ნომრებში.

გელა ზედელაშვილი