მოპარული ჩინური ინტელექტუალური საკუთრება

დღეს ჩინეთს ხშირად ადანაშაულებენ ინტელექტუალური საკუთრების მოპარვაში, მაგრამ რამდენი რამე მოჰპარეს ჩინეთს, არავინ ახსენებს. ძალიან ცუდია, როცა რამეს გპარავენ და ითვისებენ, მაგრამ არის ბევრი ისეთი მსოფლიო მნიშვნელობის ნაქურდალი, რაც მომპარავისთვის საამაყოც კია.
აბრეშუმი _ პირადად მე სკოლაში ვისწავლე, რომ ჩინეთიდან აბრეშუმის ჭიის კვერცხები ორმა ევროპელმა ბერმა ქოლგებით გამოიტანა. თვით ქოლგაც ჩინელების გამოგონებულია. გადმოცემის მიხედვით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 450 წელს, იუნ ლუ ბანის ცოლმა, რომელიც ქმრის მსგავსად ხელოსანი იყო, პირველი ქოლგა ქმარს მისცა, რათა მზის გულზე მუშაობის დროს მზისგან დამცავად გამოეყენებინა.
ახლა გადავაწყდი ინფორმაციას, რომ ორ, კონკრეტულად ბიზანტიელ ბერს აბრეშუმის ჭიის კვერცხები ღრუ კვერთხებით გაუტანია ბიზანტიაში. ასეა თუ ისე, აბრეშუმი ჩინეთს მოჰპარეს და ასე გაჩნდა ევროპაში.
აბრეშუმი მსუბუქი, გამძლე და ლამაზი იყო. ის ვალუტად ითვლებოდა, სტატუსის და ძალაუფლების სიმბოლო იყო. უმთავრესი _ როგორც დატილიანებულმა ევროპამ დაასკვნა, აბრეშუმის ტანსაცმელი სასტიკად არ მოსწონდათ ტილებს და ტკიპებს, რადგან ფეხს ვერ იკიდებდნენ მასზე...
პლინიუსი აღშფოთებული იყო იმით, რომ რომი წელიწადში 100 მლნ სესტერცს ხარჯავდა აღმოსავლეთიდან შემოსულ აბრეშუმზე, სანელებლებზე და ფუფუნების სხვა საგნებზე, რაც კოლოსალური თანხა იყო და იმპერიიდან ძვირფასი ლითონების სახით გაედინებოდა. ჰოდა, ბოლო-ბოლო, მოიპარეს აბრეშუმის ჭიის კვერცხებიც და აბრეშუმის წარმოების საიდუმლოც.
ქაღალდი _ ქაღალდის წარმოების საიდუმლო მკაცრად დაცული სახელმწიფო საიდუმლო იყო. ქაღალდის შესახებ არაბებმა მხოლოდ 751 წელს გაიგეს ტალასის (ტალასის ველზე, მდინარე ტალასთან, დღევანდელი ყაზახეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე) ბრძოლის შემდეგ, როდესაც ჩინელი ხელოსნები შეიპყრეს, რომლებიც ქაღალდის წარმოების ტექნოლოგიის მცოდნეები იყვნენ. არაბების (ესპანეთსა და სიცილიაში) მეშვეობით ქაღალდი ევროპაში მე-11-12 საუკუნეებში გავრცელდა. მანამდე ევროპელები ძვირადღირებულ და იშვიათ პერგამენტზე (ცხოველის დამუშავებული ტყავი) წერდნენ. იაფმა ქაღალდმა შესაძლებელი გახადა წიგნიერების გავრცელება და საბოლოოდ, საბეჭდი მანქანის გამოგონებით გუტენბერგმა რევოლუცია მოახდინა.
ჩაი _ ათასობით წლის განმავლობაში, მსოფლიოში ჩაის ერთადერთი მწარმოებელი ქვეყანა ჩინეთი იყო. მე-18 საუკუნის ბოლოსთვის, ბრიტანული აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია წელიწადში 11 000 ტონაზე მეტ ჩაის იმპორტს ახდენდა. ევროპიდან ჩინეთში ყოველწლიურად უამრავი გემი მიემართებოდა, რომლებიც ესპანეთის კოლონიებში მოპოვებული ვერცხლით იყო დატვირთული. ისტორიკოსების შეფასებით, მე-18 საუკუნეში, ახალ სამყაროში მოპოვებული ვერცხლის მესამედი ჩინეთში ხვდებოდა ჩაის, აბრეშუმისა და ფაიფურის სანაცვლოდ.
მე-18 საუკუნის ბოლოსთვის, ბრიტანეთის სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან, წელიწადში 2-3 მლნ გირვანქა სტერლინგს აღწევდა. ეს გიგანტური თანხა იყო და მთელი სამთავრობო ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა.
ამ მიზეზით, ბრიტანეთის „აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიამ“ შოტლანდიელი ბოტანიკოსი რობერტ ფორჩუნი დაიქირავა ჩაის ბუჩქების მოსაპარად _ ეს იყო სამრეწველო ჯაშუშობის ოპერაცია. ფორჩუნიმ რამდენიმე ჩაის ბუჩქი მოიპარა, რის შემდეგაც ბრიტანელებმა ჩაის ფართოდ მოყვანა დაიწყეს ინდოეთსა და ცეილონზე, რომლებსაც ისინი აკონტროლებდნენ.
ფაიფური _ ნამდვილი, მტკიცე, თოვლივით თეთრი ფაიფურის წარმოების ტექნოლოგია ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩინეთის საიდუმლოდ რჩებოდა. ამაოდ ცდილობდნენ ევროპელები მის კოპირებას, ყველა ცდა წარუმეტებელი იყო, მხოლოდ უხეში კერამიკა (ფაიანსი, მაიოლიკა) გამოსდიოდათ. მათ არაერთხელ სცადეს ფაიფური წარმოების საიდუმლოს მოპარვა, მაგრამ ამაოდ.
მე-17-18 საუკუნეებში, ევროპაში ნამდვილი ფაიფურის მანია დაიწყო. ყველა სამეფო კარი და არისტოკრატია ფაიფურის უზარმაზარი კოლექციის შეგროვებაზე გადავიდა.
მე-17 საუკუნეში, ჰოლანდიის „აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიამ“ მილიონობით ფაიფურის ნივთი შეიტანა ევროპაში. 1717 წელს, კურფიურისტმა (ფეოდალურ გერმანიაში მთავარი, რომელსაც უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო იმპერატორის არჩევაში) ავგუსტუს „ძლიერმა“ პრუსიის მეფეს 600 დრაგუნისგან შემდგარი პოლკი ჩინური ფაიფურის კოლექციაში გაუცვალა, რომელიც 151 ნივთისგან შედგებოდა.
ევროპელმა მისიონერმა ბერებმა, რომლებიც, ფაქტობრივად, ევროპის ჯაშუშები გამოდიან, შეაგროვეს ყველა ინფორმაცია, რაც ხელთ ჩაუვარდათ. მაგალითად, პორტუგალიელმა მისიონერმა გასპარ დე ჟესუსმა მე-16 საუკუნის შუა ხანებში გამოაქვეყნა „ტრაქტატი ჩინეთის საოცრებების შესახებ“, სადაც ის ამბობს, რომ „რბილი თეთრი ქვა ნამცეცებად იჭრება, წყლით ივსება და დიდ ღარში ურევენ. ნარევიდან მიღებული თეთრი, კრემისებური ცომი საუკეთესო ფაიფურისთვისაა შესაფერისი.“
საქმე იის იყო, რომ ფაიფურისთვის დაახლოებით 1400 გრადუსი ტემპერატურაა საჭირო, რაც ევროპული ტექნოლოგიებისთვის მე-17 საუკუნის ბოლომდე სრულიად მიუწვდომელი იყო. ჩინეთში თითქმის სამი ათასი წლის წინათ გაუჩნდათ იდეა, რომ აეშენებინათ ღუმლები, რომლებსაც ძალიან მაღალი ტემპერატურისთვის შეეძლოთ მიღწევა, მაგრამ ეს ღუმლებიც დიდი საიდუმლო იყო _ უცხოელებს არ უშვებდნენ იმ რეგიონებში, სადაც კერამიკა და ფაიფური იწარმოებოდა. ჩვენი „დამალული ხეობები“ გამახსენდა აჭარაში და რაჭველი „რკინის კაცები“, რკინის გამოდნობის საიდუმლოს რომ მალავდნენ.
ფრანგი იეზუიტი ფრანსუა დ’ანტრეკოლი იყო პირველი, ვინც „ფაიფურის წარმოების იმპერიულ ცენტრში“ წვდომა მოიპოვა, სადაც იმ დროისთვის სამი ათასზე მეტი ასეთი ღუმელი მოქმედებდა. ჩინური ენის შესანიშნავი ცოდნის მიუხედავად, მისიონერს მრავალი წელი და მრავალი ადგილობრივის ქრისტიანულ რწმენაზე მოქცევა დასჭირდა, რომ ფაიფურის წარმოების შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაცია მიეღო.
მისმა წერილებმა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ინგლისელ მეთუნუქესა და მრეწველზე ჯოსაია ვეჯვუდზე. ფაიფურის მომავალმა ცნობილმა მწარმოებელმა თავის დღიურში რამდენიმე ამონარიდი გადაწერა ჩინეთში ფაიფურის ქარხნებში არსებული „კონვეირის ლენტების“ შესახებ და მრავალი წლის შემდეგ ეს ინფორმაცია საკუთარი მანუფაქტურის შექმნისას გამოიყენა.
ისტორიკოსი რობერტ ფინლი წერს: „უნდა ვაღიაროთ, რომ მე-18 საუკუნის ინდუსტრიული რევოლუცია თავის წარმატებას ნაწილობრივ ჯინგდეჟენის მეთუნუქეებს უნდა უმადლოდეს“.
ფრანგი მისიონერი მხოლოდ ფაიფურის ტექნოლოგიების ქურდობით არ იყო დაკავებული. მან შეადგინა რამდენიმე ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ ამრავლებენ ჩინელები აბრეშუმის ჭიას, როგორ ამზადებენ ხელოვნურ ყვავილებს, როგორ იღებენ სინთეზურ მარგალიტებს, ვერცხლისწყალს და როგორ ამზადებენ ყვავილის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინებს.
მხოლოდ მე-18 საუკუნის დასაწყისში, ალქიმიკოსმა იოჰან ფრიდრიხ ბიოტგერმა, ევროპელი ჯაშუშების მიერ მოპოვებული ყველა ინფორმაციის გამოყენებითა და ათასობით ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ მოახერხა ჩინური ფაიფურის დამზადების საიდუმლოს ამოხსნა.
დენთზე, კომპასზე, ბეჭდვით ინდუსტრიაზე, ქაღალდის ფულზე, მშრალ დოკებზე, წყალგაუმტარ ტიხრებზე, დაკიდულ ხიდებზე, ტუალეტის ქაღალდზე და ა. შ. აღარ ჩამოვუყვები, თავადვე მოიპოვეთ ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, შეკითხვა დაგებადებათ: თუ ამდენი ტექნოლოგიური საიდუმლო ჰქონდათ, რატომ იყვნენ ისეთი ღარიბები და ჩამორჩენილებიო?
იმავე ჩინეთის მაგალითი იძლევა პასუხს: ტექნოლოგიური უპირატესობა არ იძლევა გარანტიას ცივილიზაციის ლიდერობაზე. ისტორიამ ბევრჯერ დაგვანახა, რომ პროგრესი მაშინ გრძელდება, როდესაც არსებობს ღია გონება, კონკურენცია, საკუთრების დაცვა, სისტემური სტაბილურობა და კიდევ არაერთი ფაქტორი. ჩინეთი ტექნოლოგიურად ბევრად ადრე დაწინაურდა, მაგრამ იზოლაციამ, ბიუროკრატიულმა სტაგნაციამ და იმპერიულმა ზრახვებმა შეანელა მისი განვითარება. ტექნოლოგია წინსვლის პირობაა, მაგრამ არა საკმარისი...
ევროპელებს რას ვერჩი, მსოფლიოს სასიკეთოდ ქურდობდნენ, საქართველოს ქურდ მთავრობებზე რა ვთქვა, საკუთარ ქვეყანასა და ხალხს რომ ჰპარავდნენ და გადაბრუნებული ტვინები მათ დღემდე სამშობლოს მოყვარულებად ასაღებენ.
ჟორდანიას ქურდმა მთავრობამ, რაც მე მახსოვს, საქართველოს სახელმწიფო ბანკიდან გაიტანა: 17 ტომარა ოქრო, 41 ტომარა ვერცხლი, 433 ტომარა ვერცხლის ფული, 17 ტომარა სპარსული ფული, ოქროსა და ვერცხლის ნივთების ერთი ყუთი, 388 ცალი ბრილიანტი, 100 ცალი წითელი ფირუზი... დანარჩენი ჩამონათვალი თავად მოიძიეთ. სააკაშვილის მთავრობამ კი რა და რამდენი მოიპარა, აგერ, ახლა იყო და სანამ ნაქურდალის მოწილეები ისევ იმ ადგილებზე იქნებიან, არც და ვერც ვერავინ აღრიცხავს...
მაკა ჯაყელი