მიხო სააკაშვილმა - მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყოო

მიხო სააკაშვილმა - მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყოო

მაშ, კაცო, როგორც ალღოიანმა პოლიტიკოსმა, გაგვაფრთხილა და თან დასძინა, სანდრას მამამ (ახლა სანდრას მამა საიდან გაახსენდა?) სასწრაფო დახმარების ნაკრები (`აპტეჩკა~) და რადიო უკვე იყიდა, ომისთვის მოემზადაო. როგორც ჩანს, მიხომ ჯერ არ იცის, რომ ახლა რადიო ყველას ტელეფონშია და ცალკე ყიდვა არ არის საჭირო. არა უშავს, ეს ეპატიება, 3 წელიწადია `დილეგში~ გახლავთ ჩამწყვდეული, ჩამორჩა, მაგრამ ის მაინც საიდან დაასკვნა, რომ ახლა, ამ წუთას, სწორედ ამ დროს ქართველებს მისი ჰოლანდიელი სიმამრის ამბავი გვაინტერესებს? აქ უკვე ვეღარ ვითმენ, პირადად მიხოს უნდა მივმართო:
მიხო, ჩვენ ამ ეტაპზე სანდრას მამა კი არა, ალანა გაგლოევას ბებია უფრო გვაინტერესებს, 2008-ში კონფლიქტის ზონიდან სპეცრაზმით რო გამაიყვანე - ნეტა როგოა, სასწრაფო დახმარების ნაკრები და რადიო იყიდა თუ აღარ სჭირდება? ჰო, მიხო, კიდე ის გვაინტერესებს, გიულ-დედულიმ თუ იყიდა რადიო და სალათის ფურცლები, მაგას `აპტეჩკა’’ არ სჭირდება, ჯანმრთელი ქალია. მამაშენმა ნიკოლოზამ თქვა, მე რადიო `ოკეანე’’ მაქ, ციფრულებს ვერ შევეგუეო, ცოტა კი ხრიალებს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქ, ხო მუშაობსო?
შენ რო ქალები ახიე ლაჯზე და მერე ბიზნესმენებს ბინები აყიდინე, რათა `უბედური შემთხვევები’’ არ გაეხმაურებინათ, ეგენიც კარგად არიან, მაგათ სასწრაფო დახმარების ნაკრებები სულ თან დააქვთ, პერიოდულად საკვერცხეები წამოსწკმენტავთ ხოლმე. მაგათ რადიოებიც აქვთ და `აიფონებიც’’. გახსოვს, ბიჭო, ბათუმში ერთ ქალს ნაპირა ძუძუ რომ მააჭამე და სასწრაფოდ თბილისში გადმააფრინეს? საინტერესოა, მაგ ქალს რადიო აქვს? ბობოყვათში დღესაც ყვებიან, როგორ მრავალრიცხოვან ორგიებს მართავდი საპრეზიდენტო `დაჩაზე~, თურმე შეჰყრიდი მთელ შენ ჰარამხანას - ძუძუმოჭმულებსაც, ძუძუმოუჭმელებსაც, დაეშვებოდი ეზოში `ვერტალიოტით~ და ისინი კიდე გიკრამდნენ ტაშსა აღფრთოვანებულები. დღეს საზოგადოების ერთ ნაწილს უკვირს, ამა და ამ ქალებს რა დოზანა ეტაკათ, მიხოს მხარს რანაირად უჭერენო? რანაირად და... სახლში რომ მოგაკითხავენ, პატივს დაგდებენ, წაგიყვანენ, მაგრად `გაგულავებენ~, გასიამოვნებენ, რაღაცებს გატკენენ, მაგრამ მერე ბინას გიყიდიან, განა ამის დავიწყება შეიძლება? განა ამის დაუნახაობა უმადურობა არ იქნება? ჰოდა, ახლა მიხო გადაურეკავს ბიძამისს ნიუ-იორკში და ის ყველას უყიდის რადიოს კი არა და... ისეთ `აიფონებს~, სადაც რადიოებია ჩამონტაჟებული. პრინციპში, მიხოს ბიძა იგეთი წუწურაქი ვინმეა, შეიძლება ეგრევე ელემენტიანი რადიოები იყიდოს. 
მოკლედ, ხალხო, თქვენი არ ვიცი და... ამ შერყეულს რომ ვუყურებ, ახლა შემეშინდება-ხოლმე, ეს ვინა გვჯდომია `უმფროსად’’, კაცო, ეს რა მაგარი რისკის ქვეშ გვიცხოვრია 9 წელიწადი და 9 დღე?!