ახლა ვინმე კუპრავას ისღა დარჩენია, ქუჩაში ხელგაწვდილმა იბოდიალოს
ხაზარაძის ქვეშევრდომმა, თბილისის მერობისთვის შეუფერებელმა კანდიდატმა, ვინმე ირაკლი კუპრავამ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ასეთი „კანტროლკა“ გაისროლა: „ყველაზე კორუფციონერი მერი, კახა კალაძე ჩამოყალიბდა დედაქალაქის მთავარ მტრად - მან პასუხი უნდა აგოს სისხლისსამართლებრივად“. ესე იგი, ამ ბრიყვს ჰგონია, თუ კახა კალაძეს დაჭერით დაემუქრება, ასიანი მოგებული აქვს. ეს ვისი დამჭერ-გამსამართლებელია, მაგრამ მაინც. ტიპს თბილისის მერობაზე აქვს პრეტენზია და არც კი იცის, რომ ბუნებაში არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომ ბრალდებას უნდა მტკიცებულება, რომ უნდა დაიცვა ეთიკური ნორმები, რომ ცილისწამება დასჯადია. რომელი ერთი ჩამოვთვალო? არც ერთის შესახებ ამან არაფერი იცის. გარდა იმისა, რომ არაფერი იცის, წარმოდგენაც არ აქვს, რომ როცა ხანდაზმული თაღლითის წარმომადგენელი ხარ, შენც თაღლითი გამოდიხარ, ოღონდ ხანდაუზმელი.
კალაძემ პასუხი უნდა აგოს სისხლისსამართლებრივადო, ამბობს კუპრაძე და ფაქტია, საბრძოლო არსენალში მეტი აღარაფერი აქვს, ეს იყო ბოლო „კოზირი“ და ახლა ისღა დარჩენია, კვლავაც განაგრძოს ქუჩა-ქუჩა ბოდიალი გაწვდილი ხელით და კრეჭვაი საკურველი ყინულზე წაქცეული სახედარივით.
ხაზარაძის ქვეშემრდომი რომ კორუფციას გიხსენებს, კი უნდა გადაიხარხარო გულიანად. წესით, ამისთვის უნდა ესწავლებინათ, სადაც შენს „ბოსს“ სუსტი წერტილები აქვს, იმას სხვას ნუ წამოაძახებო, მაგრამ როგორც ჩანს, ამანაც იოზეფ გებელსის დოქტრინის ერთი ფურცელი წაიკითხა, სადაც წერია: „დააბრალე სხვას ის, რასაც თავად წარმოადგენ“. ხალხს ბიზნესებს რომ „აახევ“ ღამის 3 საათზე და 2000-ზე მეტ ოჯახს ბინებიდან გამოასახლებ, მეტი კორუფციონერობა რაღა გინდა? კახა კალაძეს არც ბიზნესი „აუხევია“ ვინმესთვის, არც რომელიმე ოჯახი გამოუსახლებია საკუთარი სახლიდან, პირიქით, ის სახლებს ყიდულობს, აშენებს, არემონტებს და ადამიანებს სჩუქნის.
ბოლო-ბოლო, კაცი რუსეთის მონას სხვას ეძახის, როცა თვითონ პირველი მილიონი რუსეთში იშოვა, მანამდე კიდევ „გეპეიში“ კომკავშირის მდივანი იყო და მერაბ კოსტავას სკამის გადაჭრილი ფეხით დასდევდა, უნდა ეცემა, ერთხელ დაარტყა კიდეც.
და ამის შემდეგ ეს ბრიყვი აცხადებს, რომ კალაძემ პასუხი უნდა აგოს სისხლისსამართლებრივად? პასუხს ვინც აგებს, მაგას ვნახავთ უახლოეს ხანში.
ხანდაზმული თაღლითი და ხანდაზმული მაზაკვალი ერთმანეთს შეხვდნენ
ხვდებით, ვისზეა საუბარი, ხომ? მაინც დაგიკონკრეტებთ, მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ერთმანეთს შეხვდნენ. როგორც ამათი ე. წ. საინფორმაციოები გადმოსცემენ, შეხვედრა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაიმართა. სასაცილოები. ამ ინფორმაციას ისეთი ტონით ავრცელებენ, გეგონება, ერთმანეთს ჩერჩილი და სტალინი შეხვდნენ. თან ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაშიო, ასაიდუმლოებენ. რათ უნდა მაგას გასაიდუმლოება? ხაზარაძე ჩავიდა ბერლინში და გახარია მოინახულა ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც იმალება. გახარიამ, საერთოდ, შეხვედრები და გარიგებები სასტუმროებში იცის, სააკაშვილსაც სასტუმროში შეხვდა პრემიერობის დროს.
ხანდაზმულმა თაღლითმა და ხანდაზმულმა მაზაკვალმა მოგვიანებით განცხადებაც გაავრცელეს:
„მოხარული ვართ, რომ მემორანდუმი შედგა. ეს პარტნიორობა დაფუძნებულია თანასწორობაზე, პასუხისმგებლობასა და კოორდინაციაზე, რომელიც თბილისისა და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს აყენებს პარტიულ ინტერესებზე მაღლა. განსაკუთრებით საინტერესო შეთანხმებას მივაღწიეთ თბილისში, სადაც წარვადგინეთ თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის შეთანხმებული კანდიდატები.“.
აი, ამას ველოდებოდი, სულ ვფიქრობდი, გააფორმებდნენ თუ არა გახარია და ხაზარაძე მემორანდუმს. აწი აღარ ვინერვიულებ, გააფორმეს და, როგორც თვითონვე აცხადებენ, ეს არის ყველა თბილისელისთვის უკეთესი ცხოვრების დასაწყისი. კი, მაგრამ რა დააშავეს რეგიონებში? თუკი თბილისში უკეთესი ცხოვრება დაიწყება, თუკი დედაქალაქი გაბრწყინდება, რა უნდა გააკეთონ სოფლებში? ეჰ, ბედი უნდა ყველაფერს, რააა!
ხუმრობა იქით იყოს, თქვენ ამ ორი აფერისტისა გჯერათ? მე არა! ვიცი, არც თქვენ გჯერათ!
გელა ზედელაშვილი


