მამუკა იპოთეკაში ჩადებს ციხეს...
ჩემთვის წყნარად ვიჯექი ეზოში, ნანულის შიმშილობა აქვს გამოცხადებული და გამირბის, ერვანდა ერევანშია დაააა, _ ზურაჯან, ვონცეს? საიდან გაჩნდა ეს ბედოვლათი _ მაგრამ ისე გამიხარდა, კინაღამ ჭვინტზე ვაკოცე.
_ ზურაჯან, იგრეთი სუჯუკი მომიტანიან, „დეზერტირებშიდ“, ის სიაფანდი იურა ტირილ დაწყემს! _ ორი ცალი სუჯუკი მაგიდაზე ისე დაარახინა, ნანულის კივილი ყურში ჩამესმა „სიკვდილი თქვენ!“.
_ ეს ვრედნი ისევ ვრედნია? _ ჩურჩულით მკითხა ერვანდამ.
_ ბიჯო, სამი დღე იყავი წასული _ მაგას სამ დღეში გადააკეთებ? _ განგებ ვუთხარი ხმამაღლა.
_ გველებო, ჩემგან რა გინდათ! რა ბიჭები მიდიან, ვერ ხედავთ? დაგეყაროთ თვალებზე მიწა!
_ „ბიჭები“ ოვა? _ გაოცებულმა მკითხა ერვანდამ.
_ მოიცა, რა! გვარამია, ვაშაძე, გირჩი-მირჩი, მთლად უფროსი _ რა ვიცი, კაცო კიდევ რამდენი მიემატება, _ ავუქნიე ხელი ერვანდას და ჩემი ეზოს ტაბლა-მაგიდისკენ ვუბიძგე.
_ რატომ არ ჩაიხოცეთ იქა! _ დაგვედევნა ნანულის ხმა, მაგრამ ჩვენ უკვე ნანული კი არა, მამაზეციერი ვერ გაგვყრიდა.
დავსხედით, გამოვაწყვეთ მონატრებული სიტუაცია და შლეგივით შემოვარდა ნანული, რაღაც დაგვიგდო მაგიდაზე და გავარდა.
_ ბონბია? _ ააფახულა ერვანდამ თავისი გრძელწამწამიანი თვალები.
_ ბონბი არა _ იხვი, დაჯე, რა!
_ მაშდამე, ამ ნანულასები სულ დაუჭერნიათ? _ სუჯუკს ისე ჩაასო კბილები ერვანდამ, მაგნუსტად გარდავსახე.
_ ჰო, რა, პაჩკა-პაჩკა კაი იყო, მაგრამ ცალობით გნაცელა, _ ჩავუკარი თვალი.
_ ტო, ხარაშო! მიშა ბავშვებს გააკეთამს, ის ორი ცალი მასტი კიდევა _ ბიტკოინებსა... ზურაჯან, ბიტკოინი რა არი?
_ ბიტკოინი ვირტუალური ფულია, მაგრამ ვინ „ორი ცალი“ გააკეთებს?
_ ისა, რა, ეკალაგიჩესკი კატასტროფაში მოყოლილი ჩიტი და ბაჭიაშვილი _ ვა, რა „ვმირე ჟივოტნიხ“ გამოდის... სვერხუ ის ქალი და რავი კიდე ვინა, ნო, პაკა ანი ნე პასაჟირი, _ სავსებით სერიოზულად შემომხედა ერვანდამ.
_ მერე?
_ რაღა მერე! იქა კიდევა აპასნი ტიპია პად კლიჩკეი „მამუკ“! იუსტიციის უსტაბაშს რა ჰქვიან, არ იცი? _ ტო, უთხარ, ეგ მამუკი იპოთეკაშიდ ჩასდებს ციხესა და მა, მერე რაღა ქნას ხალხმა, სად ჩაჯდენ და რამე? ატკროეშ გლაზა და უჟე ნეტუ ციხე, თი-ბი-სი ბანკშიდ ხომ არ ჩავჯდები, პაპა არშაკას სურათსაც წამართვამს, _ ტო, რო რამე, სად ჩავჯდე? უციხო ქვეყანა პონტი არაა! აგე, ის ევრაპეისკი სასტავი მერმედ იტყვიან, ციხე თქვენ არა გაქთ, ზნაჩიტ, არა ხართ სახემწიფოო...
ისეთი სიცილი ამიტყდა, ნანული შევძარი _ თავი გამოყო ფანჯარაში და იკითხა, რა თქვა მაგ გველმა ეგეთიო. მოვახსენე სიტყვა-სიტყვით და ისეთი იკივლა, ხელი ამიკანკალდა, _ შენც კაი გველი ხარ, მაგაზე გრძელიო.
_ აგე, რაც არი, სუ ეგ ელანდება მაგასა... ჰოდა, იქ ხო ისაცაა, „ჩემი ოქრო“, ის კიდევა პერედაჩზედ ბლომად ჯონჯოლ შეატანინებს, იტყვის: ვა, რა გინდათ, ციხეშიდ ვსაქმდები! ზურაჯან, შენ არ იცი, სხვილოს ციხეზედ იცი, რა ამბებია? _ ჯონჯოლ ჰყვავის. ნუ, „ოქრო ბიჭებიც“ ეჭერინებიან _ ერთი ჩორტია რა, აქ _ ესენი, იქ _ ისენი _ მაყუთის გაჭრის პონტია, რაღა!
ტო, მაიცა, მე რო ვიცი, ზაპრეტკაა, გადავალა? _ არა! ზნაჩიტ შენ რათ გადადიხარ? ეს თავრობა ხო ვაბშე უკუღმაა _ ტო, რა შვიდი თვე, აიღე და დააადე პაჟიზნენი ამ მურტალ ვირთხებსა! შვიდი თვის მერე გამოვლენ და ტვინი უნა ხერხონ, მითამ რო სროკზე იყვენ? ბლიად ბუდუ, ამათ ხელშიდ ციხე ბოზებისა გახდება...
_ ერვანდ, გაჩერდი, თორემ კოლუმბიურ ჰალსტუხს გაგიკეთებ, _ სიცილისგან ვეღარ ვსუნთქავდი.
_ ე, რა გინა? გვარამია მაგარ პლაკატ დახატამს, ნუ, ვინმე მიეხმარება, ნო აგიტატორ _ ხაროშ... სლუში, მე ეგ მაგარი „ბაშკა“ მეგონა, სად აუცურდა ფეხი, იმ ქალისა არ იყოს, ბანანზედა? ვაჰ, ზოგი რა „მოზგია“, მარამ რა ჩემ ფეხად გინდა... ის ბიჭი კიდე, გიჟკაიფა ცოლი რო აბია ზედა _ ზურაჯან, მანდ ვინ რომელია?…
_ ვის რა ცოლი აბია, _ ვხითხითებდი ნეტარად.
_ სპიაშჩი პითონსა.
_ მანგუსტა?
_ ჰო, რა! ეგენები ან სუ ქმრები არიან, ან სუ ცოლები, რაზნიცა ნეტუ!
_ მელიაც დაიჭირეს... ნუ, დაეჭერინა, თან სიტუაცია რომ გაემწვავებინა, მოსამართლეზე წყლით გაიქაჩა...
_ ვა, მე ერთი კვირით წაველ, თუ ერთი წლითა, რამდონა ამბები გაკეთებულა?
_ მაგ დროს აქ იყავი, მაგრამ წალკაში.
_ ზურაჯან, რა ვრედნი სათქმელი რამეა წალკა, არა? სუ მეშინიან, წაკლა არა ვთქვა.
_ თქვი, რა, ვინ გეტყვის, აგერიაო...
_ სტიდნო...
_ დაასხი, კაცო, თორემ ამჟავდა ეგ შენი „ახტამარი“... ისე, ეგ შენი ძმაკაცი თარგამაძე რომ გაგისროკეს, არ დარდობ?
_ ზურჯან, რათ იცი ეგეთი ვრედნი ბაზარი? რა ჩემი ძმაკაცი, ქობულეთშიდ ტიპსა სცემდენ და მასტი დავუჭირე... მე რა ვიცოდი, რა იზრდებოდა...
_ ჰოდა, მამამისმა თქვა, გივის დაკავებით პუტინის ოცნება ასრულდაო...
_ ჰააააა?! მაიცა! პუტინის ოცნებაო? _ ჩემი კაი... სუ ამათზედ ოცნებობს! მაიტა, ეგ ხოზრევანიძესთან ერთად ჩასვან კამერაში და მერე ვიბაზროთ, კაათ რო გააისანებენ გივიას აფეთქების ამბავსა...
_ ერვანდ, რა მოგდის, რა გაბრაზებს?
_ არც არაფელი, პროსტა, ვერ ვიტან ნესპრავედლიბობას...…ტო, გოიმები ვართ? რა შვიდი თვე, პაჟიზნენი უნდა მისცე ამათა! ...მაიცა, ის მელია სადაა, იმას რათ არ იჭერენ, ხაფანგი გაცვდა და რამე?
_ კაცო, ხომ გითხარი, დაიჭირეს-მეთქი...
_ ეგ ამბალი ყველაზედ დაბრადუშნია, რათ თამაშობს თამაშასა?
_ მე რა ვიცი, ყველა თავის თამაშს თამაშობს...
_ მაიცა, ფინალში ოტო სკორცენი მოვა და ყველას გამოიხსნის?
_ ალბათ... მაგიტომ არის გახარია გერმანიაში...…
_ ტო, თუ ესე გაგძელდა, ციხე ბოზებისა გახდება-მეთქვინ!..
_ მანაღვლე... დაასხი! მოიცა, გირჩი-ჯაფარა რატომ არ დაასაქმე, ეგ რას იზამს ციხეში?
_ მაგან არაფელი ხელობა არ იცის, ზნაჩიტ, რაც იცის, იმას გააკეთამს _ მივა კამერის კარებსთან, დაალივერებს „ნადზორსა“ და შარვალ ჩაიხდის. თუ რომ დაინახავს, „ნადზორი“ მოდის, დაიმალება...
_ ბელა ხო იცი, იმან მითხრა, საფრანგეთს საპატიმროებში ადგილები აღარ აქვსო და ესტონეთმა უთხრა, ჩემთან ჩასვიო _ ასეთი რამე გაგიგია?
_ ნწუ! მაიცა, ეგ ის ანბავია, საფრანგეთს რო, უთხრა, მანამდინ ჯერ შვედებს მივუჩინამ ადგილს, მაგათ ნიდერლანდელები და ინგლისელებიც მიემატებიან და ერთად მხიარულად იქნებიანო? ჰამაც, ესტონეთის ვიღაცა მინისტრმა მიხალამ რო თქო, კრიმინალნი პალაჟენია“ მაგრათ გასწორდებაო?
დაიცა, ისე, ვერ გავიგე, მთელი ფრანცია დაიჭირა იმ მშიერმა მენგრელმა?
_ მეგრელი რატომაა? _ ამიტყდა სიცილი.
_ მა რა არი, თითონ გვარი არ ანბობს, რო მენგრელია?
_ ერვანდ, შენ საიდან იცი, რომ მაკრონები კოლხური ტომები იყვნენ?
_ მე ყველაფერი ვიცი... ზურაჯან, ნანულამ რა დაგვიგდო მაგიდაზედ, რატო არა ვნახულომთ? _ წაატანა ხელი პარკს და შებოლილი სულგუნი აღმოჩნდა, _ ტო, ღომი რა უყო? მე კი მაინც არ მიყვარს კაშა, მარამ მაინც...
_ ეტყობა, ეხლა აკეთებს...
_ მაინც არ შევჭამ! ეგ იგეთი აკრეფილია, ბიჭებ იჭერენო, რო ღომში დარიშხანს გაგვირემს...
_ დარიშხანი და ჯანდაბა თქვენ! _ ნანული ისე წამოგვადგა თავზე, ვერ გავიგეთ. ერთ ხელში დიდ თეფშზე ამოღებული ღომი ეკავა, მეორე ხელში კი _ გარგარის არაყი.
_ ვა, ნანულ, დაბდღე გაქ და რამე? _ თვალი ჩაუკრა ერვანდამ
_ დაბდღე კი არა, ახლა არ დაგილევიათ მჯდომიარეების სადღეგრძელო და თავზე დაგასხამთ! _ დაგვემუქრა ორივეს და გარგარის არაყი დაგვისხა.
_ რატომაც არ დავლემ, მარტო ისინები ხო არ არიან იქა? მე ვიტყვი და ვისაც უნა მიუვიდეს, თითონ მიუვა, _ გადაჰკრა არხეინად ერვანდამ.
_ ასპროცენტიანია ერვანდა, _ ავუბი მხარი ერვანდას და სანამ ნანული თავის ბიჭებს ჩააკვეხებდა, უცბად გადავკარი.
_ ოო, რა გველები ხართ... ახი არ არის ეხლა, ეს ცხელი ღომი თავზე დაგამხოთ? _ მიგვიხვდა ნანული, მაგრამ ისე მიამიტად მივაჩერდით, რომ სიცილი აუტყდა და გვაპატია...
ზურა ოშხერელი

