ყველაფერში „ ბლექ როქია“…და მაინც არ არსებობს?!
ნელ-ნელა, მაგრამ ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს უკვე უწევთ დაფიქსირება აზრისა, რათა წერტილი დაესვას ხელოვნურად შემოგდებულ თემას, რომ ქალი კაცია, კაცი ქალია, _ გააჩნია, როგორ აღიქვამენ საკუთარ თავს.
ერთხანს თითქოს მინავლდა ამ თემით ევროპულობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყნებზე ზეწოლა, მაგრამ, როგორც ირკვევა, ამაში იმდენად დიდი ფულია ჩადებული, რომ, რაღაც დროის შემდეგ, ყოველთვის მოგვიბრუნდება.
კულისებში როგორ უჭერენ მხარს მილიარდერები ლგბტ მოძრაობას; როგორ იმოქმედა დიდმა ფულმა ტრანსგენდერთა მოძრაობასა და მათ გავლენაზე; რა არის მათი მიზანი, ვინც ფულს აბანდებს მათში; ვის მიუძღვის მნიშვნელოვანი წვლილი მათ მომრავლებაში და რამდენად არის შესაძლებელი ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ამის შესახებ ჟურნალ First things-ში გამოქვეყნდა გამომძიებელი ჟურნალისტის ჯენიფერ ბილეკის ესეი „მილიარდერები ლგბტ მოძრაობის უკან“. ბილეკი უპირველესი აღმოჩნდა მათ შორის, ვინც ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. იგი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მემარცხენე იდეოლოგიის მიმდევარი იყო, მაგრამ ახლა ამბობს, რომ „პოლიტიკურ უდაბნოში“ იმყოფება და აშუქებს იმას, რაც, შესაძლოა, სიცოცხლის ფასად გარისკვაა!
საინტერესო ამონარიდები:
კულტურულ ცვლილებებზე, რომლებსაც დღეს გენდერული იდენტობის თვალსაზრისით ვხედავთ, დიდწილად გავლენას ახდენს მთავრობების, ფილანტროპების, კორპორაციების, ინვესტიციების მართვისა და საბუღალტრო ფირმების უზარმაზარი კაპიტალი.
ზოგი მიიჩნევს, რომ ეს იდეოლოგია უნივერსიტეტებში წარმოიშვა, მაგრამ აშკარაა, რომ დაფინანსება, რომელიც ხელს უწყობს სინთეზური სქესობრივი იდენტობის, როგორც პროგრესული იდეის, განვითარებას, რომელსაც სტუდენტები შემდგომ მთელ მსოფლიოში გაავრცელებენ, აქედან მოდის.
ჩიკაგოში, პრიცკერების ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ოჯახია ამერიკაში. მიუხედავად იმისა, რომ მათი ქონება Hyaat Hotel-ის ინდუსტრიიდან მოდის, მათი ინვესტიციების უმრავლესობა დღეს სამედიცინო ტექნოლოგიების სექტორშია თავმოყრილი. მასიურმა ქველმოქმედებამ ისინი გენდერული ინდუსტრიის უმსხვილეს დამფინანსებლებად აქცია. ტიმ გილმა, Gill Foundation-ის მმართველმა (მეორე უმსხვილესი ლგბტ არასამთავრობო ორგანიზაციაა ამერიკაში, რომელიც დაკავშირებულია ჯონ სტრაიკერთან და მის ოჯახთან) ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გენდერული ინდუსტრიის განვითარებაში. იგი თავდაპირველად ტექნიკურ სექტორში იყო, ახლა კი AI პლატფორმის ბიზნესშია ჩართული. ტექნიკური გიგანტები Google, Intel, Microsoft, Facebook, Salesforce, Hewlet Pacard და Aazon თავიანთ ფინანსურ ძალაუფლებას იყენებენ, რათა, ერთი მხრივ, დააფინანსონ ეს ინდუსტრია, მეორე მხრივ კი, თავიანთი კაპიტალის გაწვევის გზით აიძულონ მთელი რიგი სახელმწიფოები, ნორმად მიიღონ ეს იდეოლოგია. მათ ეს 2016 წელსაც გააკეთეს, როდესაც ხელი მოაწერეს ინსტრუქციას ჩრდილოეთ კაროლინას წინააღმდეგ. ამის შემდეგ სახელმწიფო დაჟინებით მოითხოვდა სკოლებში ბიჭებისა და გოგონების საპირფარეშოების განცალკევებას.
ტექნიკური და სამედიცინო ინდუსტრია, ისევე, როგორც ყველა სხვა ინდუსტრია, ახალი პროდუქტების შექმნისა და დანაწევრების თვალსაზრისით განვითარდა. ეს ტენდენცია იგრძნობა ლგბტ სამოქალაქო უფლებების მოძრაობაშიც, რომელიც თავდაპირველად, გასული საუკუნის 80-იან წლებში, შიდსის კრიზისის დროს დაწყებული ძირეული მოძრაობა იყო. ამერიკული ტრანსსექსუალიზმი 1950-იანი წლებით თარიღდება. ლგბტ თემი მომგებიან საინვესტიციო და მარკეტინგულ ოლქად გარდაიქმნა შიდსის კრიზისის შემდეგ. ტრანსსექსუალიზმს, რომელიც მარკეტინგული მიზნებისთვის „ტრანსგენდერად“ სახელდება, ახალი პერსპექტივა შემოაქვს სექსუალურ იდენტობასთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო აშორებს კაცობრიობას თავის ნორმალურ, სექსუალური რეპროდუქციის ფუნდამენტურ ფესვებს.
ეს არის ინდუსტრია. ტრანსგენდერიზმი ჩნდება როგორც კორპორაციული ზემოქმედებით განპირობებული კონგლომერატი, რომელიც ითრევს როგორც მოზრდილების, ისე ბავშვების სხეულებს ინდუსტრიულ დისოციაციაში, ამ აყვავებულ ბიზნესში.
ინვესტორებისა და ფილანტროპების დამატებითმა კაპიტალმა ამ ინდუსტრიის ფეთქებადი ზრდა გამოიწვია. ადამიანები, რომლებმაც, შესაძლოა, ბოლომდე ვერ ამოიცნონ ინდუსტრიის ბუნება, მისგან სარგებელს იღებენ. ისეთი ცნობილი ფიგურა, როგორიცაა ვუპი გოლდბერგი, თანამშრომლობს იმ სამოდელო სააგენტოსთან, რომელიც ემსახურება მათ, ვინც საკუთარ სქესს უარყოფს. ხელოვანები ფოტოებს უღებენ სინთეზური სქესობრივი იდენტობის მქონე პირებს; სატელევიზიო გადაცემებში გამოჰყავთ „გმირები“, რომლებიც ემიჯნებიან თავიანთ ბიოლოგიურ სქესს; იურიდიული ფირმები იღებენ სარგებელს იმ საქმეებიდან, რომელშიც ტრანსგენდერები მონაწილეობენ.
ამ შემოსავლების მიერ წარმოქმნილმა პროპაგანდამ მტკიცედ დაამკვიდრა ბაზარზე „სქესობრივი გადასვლის“ იდეოლოგია. Google-ის საძიებო სისტემაში „2020 წლის ტრანსგენდერი ჟურნალის გარეკანების“ ძიებაც კი იმ უამრავ ჟურნალს წარმოგვიდგენს, რომლებიც თანმიმდევრულ გზავნილს გვაწვდიან. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ჟურნალები სარგებლობენ აქტივების მართვის ისეთი ფირმების მხარდაჭერით, როგორიცაა, მაგალითად, Black Rock.
რა არის მათი უპირველესი მიზანი და მოტივი, ვინც ფულს აბანდებს ლგბტ ორგანიზაციებში?
გენდერული ინდუსტრიის მამოძრავებელი ძირითადი კატალიზატორი ტექნოლოგიურ განვითარებას და შეუზღუდავ ბაზარს უკავშირდება. სამედიცინო-სქესობრივი იდენტობები, ტექნოლოგიურ რეპროდუქციასთან ერთად, მიზნად ისახავს ჩვენი სახეობის განვითარებას ამჟამინდელი, ადამიანური საზღვრის მიღმა. დღის წესრიგის სტრატეგიული კავშირი, რომელიც ორიენტირებულია რეპროდუქციული სქესის დეკონსტრუქციაზე და ერთნაირსქესიანთა ქორწინების ნორმალიზებაზე, მეტაფორულად რომ ვთქვათ, ცხვრის ტყავში გახვეული მგელია.
ჩვენ გენური ინჟინერიის, ხელოვნური ინტელექტის (AI) და ხელოვნური რეპროდუქციის უკიდურეს ზღვარზე ვართ, რომელთაგან თითოეული მნიშვნელოვან ინდუსტრიებს მოიცავს. ამ სფეროების დაახლოება მომავლის იმ ტრაექტორიაზე მიუთითებს, რაც ჩვენს ამჟამინდელ ადამიანურ მდგომარეობას აღემატება. 2000-იანი წლების დასაწყისიდან, სილიკონის ველიდან წამოსულმა მედიასაშუალებებმა და ტექნიკურმა გურუებმა ჩამოაყალიბეს ნარატივი, რომელიც ადამიანის უფრო მჭიდრო ინტეგრაციას პროგნოზირებდა AI-სთან, რის შედეგადაც ჰიბრიდული სახეობა უნდა შექმნილიყო. მზარდი ტექნიკური რეპროდუქციული ბაზარი, რომელიც უკვე 27 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ადამიანის სხეულის ინტერიერს მომგებიან მარკეტინგულ ლანდშაფტად აღიქვამს. ინიექციების შემუშავებით, რომელთაც შეუძლიათ შეცვალონ ჩვენი დნმ, აშკარაა, რომ არსებობს მომგებიანი პოტენციალი, ადამიანის სხეულს, ნაყოფსა და ქალის რეპროდუქციულ ორგანოებს ტექნოლოგიური ინტერვენციებისთვის ფერწერულ ტილოებად რომ იყენებს. ტექნიკური რეპროდუქციის ინდუსტრია, სქესობრივი კავშირის გარეშე, როგორც ჩანს, ჩვენი მომავლის საწინდარია
ვის მიუძღვის ტრანსგენდერთა მოძრაობაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი?
Gileard Science ლგბტ თემების წამყვანი მხარდამჭერია. მასთან ერთად არიან: Gill, Arcus, Ford, Astraea, tides, Evelyn and Walter Haas, David Bohnett, Wells Fargo და Pride Foundations. ეს ორგანიზაციები ადამიანის რეპროდუქციული სქესის დეკონსტრუქციის ცნობილი დამფინანსებლები არიან. ფონდი Arcus, რომელსაც მხარს უჭერს დამფუძნებლების აქციები 130 მილიარდი დოლარით, გადამწყვეტ როლს ასრულებს პოლიტიკური ინფრასტრუქტურის შექმნაში. ეს ინფრასტრუქტურა ეხმარება ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა: GLSEN, რომელიც ნერგავს გენდერულ იდეოლოგიებს სკოლებში და GLAAD, რომელიც პასუხისმგებელია ამ ინდუსტრიის შესახებ მედიადისკურსის ჩამოყალიბებაზე, „ადამიანის უფლებების“ პოპულარიზაციის გზით. დაფინანსება ასევე მხარს უჭერს Victory-ის ინსტიტუტს, რომელიც ლიდერებს ამზადებს იმ პოლიტიკური როლებისთვის, რომლებსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ინდუსტრიის მხარდამჭერ პოლიტიკაზე. MAP კიდევ ერთი ფონდია, რომელიც ამ ორგანიზაციების მიერ გაღებულ ფილანტროპულ დაფინანსებას აკონტროლებს
რამდენადაც ლგბტ ორგანიზაციები ფინანსური მხარდამჭერებისგან უზარმაზარ ფულად სახსრებს იღებენ, რამდენადაა შესაძლებელი წინააღმდეგობის გაწევა მცირე, ძირეული ჯგუფების მხრიდან?
თავდაპირველად, აუცილებელია ხალხის ინფორმირება სოლიდური ფინანსური ინვესტიციების შესახებ, რომელიც მიმართულია მოჩვენებითი თემისკენ. „ტრანსგენდერი“ პირები არ არსებობენ. მაშ, რას უჭერენ მხარს ეს ფონდები? ისინი ხელს უწყობენ ადამიანის საყოველთაო უფლებების მინიჭების მცდელობას მოსახლეობის იმ სეგმენტისთვის, რომლებიც ცდილობენ, უარყონ თავიანთი სქესი ესაა კონცეფცია, რომელიც უფრო დეტალურ კვლევას მოითხოვს. ადამიანთა უფლებების მინიჭება მარგინალიზებულთა იმ ჯგუფისთვის, რომელიც ცდილობს, უარი თქვას თავის ადამიანობაზე, ახალ პერსპექტივას გვთავაზობს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ენის აღდგენის აუცილებლობაც. ყოველთვის, როცა ჩვენ ვიყენებთ ისეთ შეთითხნილ ტერმინებს, როგორებიცაა „ტრანსგენდერი“, „გენდერული იდენტობა“, ჩვენ უნებლიეთ, ვაძლიერებთ ცნებას იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ჩვენი სახეობის ბიოლოგიური სქესის საზღვრებს მიღმა არსებობენ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია. იმის ნაცვლად, ვუპასუხოთ შეკითხვებს, ნამდვილი კატეგორიაა თუ არა „ტრანსგენდერი“, უფრო მართებული და ეფექტიანი იქნება, მისი მნიშვნელობის შესახებ დავსვათ შეკითხვები. ანალოგიურად შეგვიძლია, „ტრანს ადამიანების“ ნარატივის შეწყვეტა შემდეგი შეკითხვის ფორმულირებით: „ტრანსგენდერში გულისხმობთ თუ არა ინდივიდებს, რომლებიც უარყოფენ თავიანთ რეალურ სქესს?“. ამგვარ შეკითხვებს დისკურსის შეცვლა შეუძლია.
და ბოლოს, ცვლილებების მიღწევა შეუძლებელია ცალმხრივად, იზოლირებულად. კოლექტიური ძალისხმევის ორგანიზებით თუ ინდივიდუალური მუშაობით, ქმედება აუცილებელია. გამოიყენეთ თქვენი ძლიერი მხარეები, ილაპარაკეთ ურყევად სიმართლეზე და შეეწინააღმდეგეთ დამშვიდების ცდუნებას. ეს მტაცებლური ინდუსტრია მიზანში იღებს მომავალ თაობას. სიმართლე, რომელიც დაფუძნებულია ბიოლოგიურ რეალობაზე, ჩვენი უძლიერესი მოკავშირეა და მას მთელი ცოცხალი სამყარო უჭერს მხარს.
მაკა ჯაყელი
