თაობა ბეტა - ციფრული აბორიგენები

თაობა ბეტა - ციფრული აბორიგენები

2025 წელს სათავე აიღო ახალმა თაობამ. მას უკვე სახელიც აქვს _ ბეტა. ეს სახელი ალფა თაობის (2010-2025 წლებში დაბადებულები) „მემკვიდრეებს“ გააერთიანებს. ჩატარებული კვლევების თანახმად, ბეტა თაობის წარმომადგენლები პირველი ციფრული აბორიგენები შეიძლება გახდნენ. ის სამყარო, სადაც ისინი გაიზრდებიან, რადიკალურად შეიცვლება და ალფა თაობაზე ბევრად წინ წავლენ. ეს იქნება რობოტექნიკისა და ხელოვნური ინტელექტის თაობა, რომლებიც ისეთ სამყაროში იცხოვრებენ, სადაც რეალობასა და ვირტუალურს შორის ზღვარი წაშლილია.

ვინ არიან ბეტა თაობის წარმომადგენლები?
ის ბავშვები, რომლებიც 2025-2039 წლებში დაიბადებიან, ალფა თაობის უმცროსი და-ძმები იქნებიან, რომლებიც დღეს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში დადიან. ისინი ტექნოლოგიებით იქნებიან გარშემორტყმული და ისეთი უნიკალური შესაძლებლობები ექნებათ, როგორთან შეხება არცერთ თაობას არ ჰქონია,
2025 წლისთვის ბეტა თაობის წარმომადგენლები დედამიწის მოსახლეობის 16% იქნებიან. ეს თაობა სრულიად შეცვლის კაცობრიობას და მის კულტურულ კოდს, რადგან მისი წარმომადგენლები გლობალური ცვლილებებისა და ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში დაიბადებიან და ფორმირდებიან.
2025-2039 წლებში დაბადებულები იმ სოციუმის ნაწილი იქნებიან, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. ბეტა თაობის წარმომადგენლებს, რომლებიც ციფრულ გარემოში გაიზრდებიან, გაუადვილდებათ მუდმივად ცვალებად სამყაროში ადაპტირება. ამ თაობის ახალგაზრდებს ადრეული ასაკიდანვე ექნებათ მაღალტექნოლოგიური ციფრული ცოდნა.
ალფა თაობის წარმომადგენლები არასტაბილურები და არასერიოზულები არიან, პროგნოზირებენ, რომ ბეტა თაობის წარმომადგენლები ძალიან პასუხისმგებლიანები იქნებიან, მაგრამ, ამასთან, არ ეცოდინებათ, რა არის კონსერვატიულობა. 

როგორ სამყაროში გაიზრდებიან?
2025 წლიდან დაბადებულები სხვა სამყაროში იცხოვრებენ. ტექნოლოგიები აქტიურად ინერგება ყოველდღიურ ცხოვრებაში, კაცობრიობა ტოტალური გაციფრულებისკენ მიდის, რაც ბეტების ფსიქოლოგიურ განვითარებაზე უცილობლად მოახდენას გავლენას.

მუდმივი სწავლა
ბეტა თაობის წარმომადგენლებს მუდმივად სწავლა მოუწევთ. ბევრი სფერო სერიოზულად ტრანსფორმირდება, პროფესიები იცვლება ან ქრება მანქანური სწავლების ალგორითმებისა და რობოტექნიკის განვითარების გამო. ბეტა თაობას მოუწევს, რომ მუდმივად წინ წავიდეს და განვითარდეს, რათა პროგრესს არ ჩამორჩეს და მოთხოვნადი იყოს.
ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ დღეს ჯენზი თაობა, ანუ ზუმერები (1990-2010 წლებში დაბადებულები) ყველაზე უკეთ ცხოვრობენ, მათი ცხოვრება მშვიდი და ზომიერია, მილენიალებს (1980-2000 წლებში დაბადებულები) მუდმივად უწევთ სირთულეების გადალახვა, ალფა თაობის წარმომადგენლები კი ჩვილობიდან თვითრეალიზაციის გზებს ეძიებენ.
ბეტა თაობის წარმომადგენლებს კი მოუწევთ, მუდმივად ისწავლონ და სრულყოფილებისკენ ისწრაფვონ, სამყარო იმდენად შეიცვლება, რომ ყველაფერში გარკვევა მხოლოდ ძალიან „წინ წასულ“ ბეტელებს შეეძლებათ.

ხელოვნური ინტელექტი, როგორც ბაზა
ხელოვნური ინტელექტი ბეტა თაობის განუყოფელ ნაწილად იქცევა. ნეიროქსელი და ხელოვნური ინტელექტი მათი ერთ-ერთ მთავარი ორიენტირი გახდება. ისინი ისწავლიან, როგორ გამოიყენონ ტექნოლოგიური პროგრესი არამხოლოდ გასართობად, როგორც ამას წინა თაობები აკეთებენ, არამედ განვითარებისა და თვითგანათლებისთვის.
ნეიროქსელის განვითარება მომავლის შეცვლაში თავის წვლილს შეიტანს. ბეტა ბავშვები შეძლებენ საკუთარი პროდუქტიულობის გაზრდას ცხოვრების მრავალ სფეროში თავიანთი ამოცანების ნეირონებისთვის დელეგირების გზით.

დამატებითი რეალობა
ბეტა თაობისთვის დამატებითი რეალობა სიახლე არ იქნება. 21-ე ს-ის 30-იან წლებში სამყაროს ცვლილებების მასშტაბები და მისი გაციფრულება ადამიანებს გააოცებს. დღეს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ტექნოლოგიები გასართობად მიაჩნიათ, ბეტა თაობისთვის კი ეს ყველაფერი ყოველდღიური რეალობის ნაწილი იქნება. ვირტუალური რეალობა მოძრაობით აქტივობას ზღუდავს და ბეტა თაობის წარმომადგენლებს ერთმანეთთან ნაკლები ურთიერთობა ექნებათ.
მომავალში საჭირო აღარ იქნება უცხო ენების შესწავლა, რადგან უკვე დღეს გამოიყენება სოფტები თარგმნის პროგრამებით. უამრავი დროისა და ძალის დახარჯვა ახალი ენის შესასწავლად საჭირო აღარ იქნება და რადგან ნავიგატორი არსებობს, არც გზისა და ორიენტირების დამახსოვრება იქნება საჭირო.
არც მოძრაობის წესები იქნება საჭირო, რადგან ყველა სახის უპილოტო ტრანსპორტი დაინერგება. ბეტა თაობის წარმომადგენლები ყველა ტექნოლოგიურ სიახლეს აქტიურად გამოიყენებენ.

ეკოლოგია
ეკოლოგიური დღის წესრიგი ბეტა თაობისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
რესურსების დეფიციტი და ეკოლოგიური პრობლემები დღეს დიდ შეშფოთებას იწვევს. 
ბეტა თაობისთვის მნიშვნელოვანი იქნება, გარემოს დაცვას სულ სხვაგვარად მიუდგნენ. არსებობს იმედი, რომ სწორი აღზრდის პირობებში ბეტა თაობა ეკოლოგიის საკითხებში უფრო შეგნებული და მოტივირებული იქნება.

თავისუფლება და მენტალური ჯანმრთელობა
მენტალური ჯანმრთელობა ბეტა თაობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება.
დღეს ადამიანები დიდ დატვირთვებს განიცდიან იმ უამრავი ინფორმაციის გამო, რომლის გადამუშავებაც უწევთ. ამის გამო ტვინი ძალიან იღლება. აქედან გამომდინარე, ძალზე ფრთხილად უნდა მოვექცეთ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას. ბეტა თაობას ეს ყველაზე უკეთ ეცოდინება.
ბეტა თაობის ბავშვების აღზრდა იმ მშობლებს მოუწევთ, რომლებიც მუდმივ სტრესში არიან და შფოთვას განიცდიან, ამიტომ მათ შვილებს პატარაობიდანვე ეცოდინებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა, ამიტომ დეპრესიიდან და მასთან მიახლოებული მდგომარეობიდან ახალი გამოსავლის ძიებას დაიწყებენ.

ბელა გველესიანი