ჭკვიანი ვიკინგები
შემოდგომაზე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის 25 ქვეყნის წევრმა სახელმწიფომ, ნორვეგიამ და გაერთიანებულმა სამეფომ მტკიცედ რომ უარჰყვეს უსაფუძვლო და ზიანის მომტანი ბრალდებები საქართველოში ზოგიერთი დიპლომატიური მისიის როლისა და საქმიანობის შესახებ, მაშინ ჩამესმა „ნორვეგია“, მაგრამ არ ჩავძიებივარ, ვიფიქრე მომესმა-მეთქი;
ახლა კიდევ გადავეყარე, 24 სექტემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში მათ აღნიშნეს, რომ ასეთ დეზინფორმაციას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ძირს უთხრის ჩვენი დიპლომატიური მისიების მიერ მათი მოვალეობების შესრულების შესაძლებლობასო და განცხადებას ხელს აწერენ ევროკავშირის შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, კვიპროსი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი.
გვიხსნიან, დიპლომატებისთვის ფართო სპექტრის წარმომადგენლებთან – მთავრობასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და, ზოგადად, მოქალაქეებთან – შეხვედრა დიპლომატიური მუშაობის ნორმალური ნაწილია და ის „ვენის კონვენციას“ სრულად შეესაბამება, ჩვენ არცერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერთ მხარს და განცხადებები ჩვენ მიერ ძალადობისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერის შესახებ, უბრალოდ, სიმართლე არ არის. სინამდვილეში, ჩვენ ყველა აქტორს მოვუწოდებთ, რომ უარი თქვან ძალადობის ნებისმიერი ფორმაზე და დაგმონ იგიო.
რა სინდის-ნამუსგარეცხილები არიან, გაოცებული ვარ!
კიდევ აქეთ მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, რომ თავი შეიკავონ დაპირისპირების გამომწვევი რიტორიკისგან და ძალისხმევა დაძაბულობის განმუხტვისკენ მიმართონ, ოღონდ, თვითონ, ე. წ. ოპოზიციიის აქციებზე ივლიან და მათი ელჩები შეხვედრებს გამართავენ იმავე ე. წ. ოპოზიციასთან თავიანთ სახლებში.
ძველი ანეკდოტია _ მამი, ხვალ სკოლაში გიბარებს დირექტორიო, _ უთხრა პატარა მიხომ მამას. რა უნდაო? ქართულში ორიანი მივიღე და ქართულის მასწავლებელმა გამლანძღაო; ისტორიაში ორიანი მივიღე და ისტორიის მასწავლებელმა გამლანძღაო; გეოგრაფიაშიც _ ეგრე, მათემატიკაშიც და ბოლოს დირექტორმაც გამლანძღა და შენ დაგიბარაო. იმას რაღა ჩემი ყ&&& უნდოდაო? - ჰოდა, მეც ეგ ვიკითხე და მაგიტო გიბარებსო.
ჰოდა, პატარა მიხოსა და მამამისისა არ იყოს, ევროკავშირის წევრი ქვეყანა ეგ არ არის და ამ ნორვეგიას რაღა უნდა?
ძველ ნორვეგიელთა საყვარელი საქმიანობა ომი, ძარცვა, სამხედრო ვარჯიში და ნადირობა იყო, ახლა დუმების უშნოდ თამაშზე გადავიდნენ ბრიუსელურად?
ისე, აქეთ რომ არ დაეღრინათ, არაფერს ვერჩოდი, თუ არსებობდნენ არც მახსოვდა, მაგრამ შემახსენეს, რომ არსებობენ და მეც გავიხსენე, რომ ესენიც კაი „შათლახები“ არიან, ოღონდ, სათავისოდ ჭკვიანები!
მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგია არ არის ევროკავშირის წევრი, ის შენგენის ზონის ნაწილია. ეს ნიშნავს, რომ ნორვეგიაზეც იგივე წესები ვრცელდება, რომლებიც ვრცელდება საფრანგეთზე, გერმანიაზე, ესპანეთსა და შენგენის სხვა სახელმწიფოებზე.
ნორვეგიაში ევროინტეგრაციის თაობაზე რეფერენდუმი ორჯერ ჩატარდა: 1972 და 1994 წლებში, თუმცა, ქვეყანამ ორივეჯერ უარი განაცხადა ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებაზე. ნორვეგიაში დღესაც არ შეინიშნება ევროკავშირთან ინტეგრაციის სურვილი, რასაც მუდმივად ჩატარებული გამოკითხვებიც ცხადჰყოფს. დიდი ალბათობით, ნორვეგიის სურვილს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ახლო მომავალშიც არ უნდა ველოდოთ _ ნორვეგიელი მოქალაქეები თავს დაცულად, მშვიდად და კომფორტულად გრძნობენ საკუთარი სახელმწიფოს ფარგლებში.
შეთანხმება ევროპის ეკონომიკური ზონის შესახებ არის ის მთავარი საყრდენი, რომელზეც დამყარებულია ევროკავშირსა და ნორვეგიას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები. ამ ხელშეკრულებისა და კიდევ რამდენიმე ორმხრივი ხელშეკრულების საშუალებით, ნორვეგია არის რამდენიმე შესაბამისი მრავალმხრივი ორგანიზაციის წევრი, მათ შორის : ევროპის საბჭოს, ჩრდილოეთ საბჭოს, ბალტიის საბჭოს წევრი.
რატომ არ შედის ნორვეგია ევროკავშირში?!
„ევროკავშირის წევრობა ნიშნავს სამუდამო ოკუპაციას“, - ეს ტრიგვე ბრატელის, ნორვეგიის ყოფილი პრემიერმინისტრის, ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკოსისა და ქვეყნის პრემიერმინისტრის (1971-1972 და 1973-1976 წ.წ.) სიტყვებია.
ბრატელის ეს ფრაზა გამოხატავდა შიშს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავდა ეროვნული სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილზე უარის თქმას და, ფაქტობრივად, ევროპული ბიუროკრატიის მუდმივი გავლენის ქვეშ მოქცევას, რაც ნორვეგიის დამოუკიდებელ პოლიტიკურ კურსს შეზღუდავდა.
... და ეს ნორვეგიელებმა განსაზღვრეს ჯერ კიდევ 1970-იან წლებში, როცა ევროკავშირი ამ სახით მხოლოდ 1993 წელს ჩამოყალიბდა, და თანაც მას შემდეგ, 2025 წლისთვის უფრო და უფრო შეზღუდა წევრი ქვეყნების სუვერენიტეტი.
გადასარევად ჩამოაყალიბა თორნიკე ფხალაძემ „ნორვეგიის ამბავი“. არგუმენტები ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ:
გაუმარჯოს სახალხო მმართველობას
ევროკავშირის წინააღმდეგ ბრძოლა გაიგივებულია სახალხო მმართველობისთვის წარმოებულ ბრძოლასთან. ჩვენ გვსურს თავად გადავწყვიტოთ ყოველდღიური პრობლემები და ვაშენოთ საკუთარი მომავალი. თუ ჩვენ შევალთ ევროკავშირში, მოგვიწევს შეგუება იმასთან, რომ ევროკავშირის კანონი იქნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კონსტიტუცია და სხვა ნორვეგიული კანონები. ევროკავშირი მიდის იქითკენ, რომ გახდეს ფედერაცია, სუპერსახელმწიფო, ბევრი საკითხის გარშემო სავალდებულო ხდება რაღაც საერთო წესები, იმისდა მიუხედავად, როგორია კულტურა, ენა, კლიმატი, ეკონომიკური და პოლიტიკური ტრადიციები. ევროკავშირის წევრი ქვეყნები სულ უფრო და უფრო ემორჩილებიან კავშირის საერთაშორისო ორგანოებს. ამგვარად, ძალაუფლებას კარგავს თავად ხალხი.
ევროკავშირის წევრობა ხმის უფლებას ართმევს ნორვეგიას საერთაშორისო თანამეგობრობაში. ამ უფლებას ისაკუთრებს თავად ევროკავშირი.
ზოგი ამბობს: ერთადერთი მიზეზი, რატომაც ნორვეგია არ შედის ევროკავშირში, ისაა, რომ უკეთესი ეკონომიკა აქვთო.
ჰოდა, რატომ იყო ნორვეგია 1970-იანებშიც კი უფრო მაღალი შემოსავლების ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე, ვიდრე 2025 წელს საქართველოა?
იმიტომ, რომ აქ ველური კაპიტალიზმია და იქ „ევროსოციალიზმი“, უფრო სწორად - სოციალური დემოკრატია და ახდენდნენ არა დე-ინდუსტრიალიზაციას, არამედ ინდუსტრიალიზაციას, რაც შეიძლება მეტი რამის იქვე წარმოებას.
ქვეყანას მუსლიმებზე კი არ ყიდდნენ ნაჭერ-ნაჭერ და ისე კი არ შოულობდნენ ნამცეცებს _ მივბაძოთ სოციალურ დემოკრატიაში და ჩვენც ვიქნებით წარმატებულები.
1. ნორვეგიის ეკონომიკური წარმატების ძირითადი მიზეზები 1970-იან წლებში
ნორვეგიის მაღალი შემოსავლების ძირითადი წყარო იყო ნავთობისა და გაზის რესურსების აღმოჩენა და ეფექტიანი მართვა, თუმცა ეს წარმატება დაეფუძნა უკვე არსებულ ძლიერ საფუძველს:
ა) ნავთობის აღმოჩენა და სახელმწიფო კონტროლი:
1969 წელს ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობისა და გაზის უზარმაზარი საბადოები აღმოაჩინეს. 1970-იან წლებში ნორვეგიის მთავრობამ მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ ეს რესურსები არ გაეყიდათ მომენტალური მოგებისთვის, არამედ გამოეყენებინათ გრძელვადიანი ეროვნული კეთილდღეობისთვის.
სახელმწიფო მონაწილეობა: ნორვეგიის მთავრობამ დააწესა მკაცრი რეგულაციები და უზრუნველყო, რომ ნავთობისა და გაზის სექტორში მნიშვნელოვანი წილი (თავდაპირველად 50% ან მეტი) სახელმწიფოს საკუთრებაში ყოფილიყო (მაგალითად, შტატოილ-ის მეშვეობით). ეს უზრუნველყოფდა, რომ ნავთობის შემოსავლები პირდაპირ ქვეყნის ბიუჯეტსა და მოქალაქეებზე განაწილებულიყო.
ფისკალური პოლიტიკა: შემოსავლების დიდი ნაწილი გადადიოდა სახელმწიფო ნავთობის ფონდში (რომელიც მოგვიანებით მსოფლიოში უმსხვილეს სუვერენულ ფონდად იქცა). ეს ფონდი იცავდა ეკონომიკას ინფლაციისა და ნავთობის ფასების რყევებისგან და უზრუნველყოფდა მომავალ თაობებს.
ბ) განვითარებული სოციალური დემოკრატია:
ნორვეგიამ შექმნა სოციალური დემოკრატიის მოდელი.
სოციალური კონტრაქტი: 1970-იან წლებში ნორვეგიაში უკვე არსებობდა ძლიერი პროფკავშირები და კარგად ჩამოყალიბებული თანამშრომლობის მექანიზმები მთავრობასა და ბიზნესს შორის. ეს უზრუნველყოფდა მაღალ ხელფასებს, დაბალ უთანასწორობას და სოციალურ სტაბილურობას.
მაღალი ადამიანური კაპიტალი: ნავთობის აღმოჩენამდეც კი, ნორვეგიას ჰქონდა მაღალი განათლების დონე და განვითარებული საჯარო სექტორი, რაც ნავთობის შემოსავლების ეფექტიანად მართვის საშუალებას აძლევდა.
2. ინდუსტრიალიზაცია და წარმოება
მეორე მოსაზრება, რომ ნორვეგია “ინდუსტრიალიზაციას ახდენდა და რაც შეიძლება მეტი რამის იქვე წარმოებას” ცალსახად სწორია, განსხვავებით საქართველოს მდგომარეობისგან:
ნორვეგია (1970-იანი წლები):
ინდუსტრიული ბაზა: ნორვეგიას ჰქონდა ძლიერი ტრადიციული ინდუსტრიები: გემთმშენებლობა, თევზჭერა და მეტალურგია. ნავთობის შემოსავლებმა ხელი შეუწყო არა მხოლოდ ამ სექტორების შენარჩუნებას, არამედ ახალი, მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების (როგორიცაა ნავთობის მოპოვების ტექნოლოგიები) განვითარებას.
იმპორტის ჩანაცვლება და ექსპორტი: ნორვეგია აწარმოებდა პროდუქციას და მომსახურებას როგორც შიდა მოხმარებისთვის, ისე ექსპორტისთვის. ნავთობი გახდა დამატებითი, უზარმაზარი შემოსავლის წყარო, რომელმაც დააფინანსა სოციალური სისტემა და არსებული ინდუსტრიების მოდერნიზაცია.
3. „ველური კაპიტალიზმი“ საქართველოს კონტექსტში ტერმინი „ველური კაპიტალიზმი“ (რომელიც ხშირად გამოიყენება გარდამავალი ეკონომიკების აღსაწერად) კარგად აღწერს საქართველოს 1990-იანი წლების მდგომარეობას:
საქართველო სწრაფად გადავიდა საბაზრო ეკონომიკაზე, რამაც გამოიწვია სახელმწიფო რეგულაციების მკვეთრი შემცირება, პრივატიზაცია და დიდი სოციალური დაცვის მექანიზმების დაკარგვა.
შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა ზრდას შეუდგა 2000-იანი წლებიდან, ეს ზრდა ხშირად არ იყო თანაბრად განაწილებული და არ შექმნიდა იმ „სოციალური კეთილდღეობის ბადეს“, რომელიც ნორვეგიაში არსებობდა.
დასკვნა:
ნორვეგიის უპირატესობა 1973 წელს განპირობებული იყო ორი ფაქტორის კომბინაციით:
ბუნებრივი რესურსების აღმოჩენა (ნავთობი).
ამ რესურსების მართვის სოციალ-დემოკრატიული მოდელი, რომელიც უზრუნველყოფდა შემოსავლების მაქსიმალურ ინვესტირებას ეროვნულ კეთილდღეობაში და არსებული ინდუსტრიების შენარჩუნებასა და განვითარებაში.
საქართველო კი 1970-იან წლებში იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი, რომლის ეკონომიკური სტრუქტურა და პრიორიტეტები რადიკალურად განსხვავდებოდა ნორვეგიულისგან, ხოლო 1990-იანი წლების კრიზისმა მისი განვითარების გზა კიდევ უფრო გაართულა.
ხალხის აზრია და შეუძლებელია არ დაეთანხმო: _ ნორვეგიელი ხალხი ფულზე დახამებული ხალხი არ არიან და ისინი სამშობლოს მოყვარული ხალხია... ნორვეგიელები ყველანი არიან მშრომელები, შრომის ფასი კი ვინც იცის, ის ყოველთვის მდიდარია... ძალიანაც კარგი იქნება, თუკი ამ მოდელს საქართველო აიღებს, მაგრამ საქართველოს ხომ სამშობლოს მოსიყვარულე ხელისუფლება არ მართავდა 1973 წლიდან დღემდე, მხოლოდ საქართველოს მოღალატეები მართავენ, ჩვენი მოძულეები. ერთი გამონათება ზვიადი იყო, რომელსაც არ ვძულდით და ეგრევე მოკლეს ისიც. 1953 წლიდან 1972 წლამდე იყო საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე, რაც მას საქართველოს სსრ-ში დე ფაქტო პირველ პირად აქცევდა და მხოლოდ მისი მმართველობა ხასიათდებოდა ეკონომიკური პროგრესით.
ნორვეგიას, „სკანდინავიური ვეფხვის ზურგს“, ჭკვიან ვიკინგებს ნაშველი აქვს, ჩვენ რა გვეშველება მაინც ევროკავშირს რომ გაიძახიან, არადა, ცხვირწინ დიდი ბრიტანეთისა და ნორვეგიის მაგალითი გვიდევს, ხოლო ევროკავშირი რა ჭაობიც აღმოჩნდა, ყოველდღიურად გაჟღერებული ახალ-ახალი ამბებით ვრწმუნდებით...
მაკა ჯაყელი

