რამდენი იწუწუნა, რამდენი იფორთხა…
დათო კენჭიაშვილის სიმღერა რომ არის „რამდენი მალოდინე“, მის მოტივზე დათო ხვადაგიანის „რიმეიქი“ ამეკვიატა მიშა რუსტავსკი დემენციანზე და რიტმიდან ამოვარდნილი დაგრეხილი ღიღინ-ღიღინით დავდივარ ეზო-ყურეში:
რამდენი იავადმყოფა, რამდენი იშიმშილა,
რამდენი ქაქი ისროლა, რამდენი ისექსავა,
რამდენი იწუწუნა, რამდენი იფორთხა,
რამდენი იმუქრა, რამდენი იორატორა,
რამდენი წერა, რამდენი იკითხა,
რამდენი გაიბუტა, რამდენი იტირა,
რამდენი დაიმადლა, რამდენი იგმირა,
მაინც რა ყ ... ა !!!
ღამეა და მარტო ვარ, თორემ სამეგობროში ამაზე კარგი საღადაო რა უნდა იყოს. ტიპი წინა კვირებში კლინიკაში გაპაპაჯორებული ამბობდა, ყველაფერი გავაკეთე, რომ ხალხისთვის ამეხსნა, რა ელოდათ ივანიშვილის არჩევის შემთხვევაში _ მეტის გაკეთება იმას დაემსგავსებოდა, როცა შენს შეყვარებულს სხვაზე უჭირავს თვალი და შენ სცემო, დაასახიჩრო და სახლში ჩაკეტოო. იჯდა კლინიკის ლუქსში და ხან მანიფესტებს აცხობდა, ხან _ რევოლუციებს გეგმავდა, მომდევნო კვირაში კი, ჰოპ და ციხეშია გაშტიკინებული.
ტიპი რა მასობრივად საძულველი უნდა იყოს, რომ პატარა საქართველოში მილიონზე მეტ ადამიანს მისი ციხეში დაბრუნება გაუხარდა და ჩემი არ იყოს, საშაყირო თემად აქცია.
ის რომ გააპროტესტა, ზუსტად ის ხალხი დამხვდა ციხეში, ვინც მომწამლაო და დაასკვნა, რომ ეს ყველაფერი მოსკოვთან არის შეთანხმებულია-ო, – გამეცინა. როგორ უნდა ამ იმბეცილს, რომ ისეთი მსოფლიო მნიშვნელობის ფიგურა იყოს, მსოფლიო ლიდერები მისით ინტერესდებოდნენ, მაგრამ სულ პოკროვსკიზე ჰკიდია პუტინს ეს ჩვენის კიკოლიკო და რა ქნას ამანაც, ზის და ფანტაზიორობს.
დაიცათ, ის მანქანა აღარ დგას მისი საკნის ქვეშ, რაღაც მომაკვდინებელ დასხივებას რომ აფრქვევდა მასზე?
და სულაც, სად არის მსოფლიო აღიარება, რომ „ვივამედში“ წარმატებით კურნავენ დემენციას?
უსაქმურობისგან გაბეზრებულმა საქართველოს მაოხრებელმა არ დაიზარა და მასზე უარესად გაჭირვებულ ზელენსკის მისწერა, მიშველე რამე, მე ხომ უკრაინის მოქალაქე ვარ და პუტინის წინააღმდეგ ბრძოლის გამო დამიჭირა იმ ივანიშვილმა, უკრაინას რომ მტრულ სახელმწიფოდ აცხადებსო.
ახლახან ჩემს წინააღმდეგ აღძრულ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე, მე, სხვებთან ერთად, ბრალად მედება უცხოელი მტრული სახელმწიფოს საბოტაჟი. ამ საქმის მასალებში მოცემულია თქვენი განცხადებები, ასევე მიხეილ პოდოლიაკის განცხადებები. ანუ საქართველოს არალეგალური ხელისუფლება პირდაპირ აცხადებს უკრაინას მტრულ ზესახელმწიფოდ და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამ დიდი ომის დაწყებიდან დღემდე რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა და მისმა დამქაშებმა ღიად დაიჭირეს რუსეთის მხარეო; უკანონოდ ვარ დაკავებული და ომის მშვიდობიანი ტყვეების სიაში ჩამსვი, შე ჩემისა, რა მოგივაო?
პოდოლიაკი რაღამ გაახსენა, ეს წაღმა-უკუღმა გაცვეთილი _ ზელენსკის რომ გარემოცვა კორუფციულად ძალიან აუმყრალდა, გამოკეკლუცდა და, უკრაინაში კორუფცია რუსეთის ბრალია, დიდი ხნის განმავლობაში ნერგავდაო. ამ უკრაინელ გამოჭერილებს და ჩვენს უსამშობლო გამოჭერილებს პატრონიც ერთი ჰყავთ და სცენარისტიც, თან ის სცენარისტი მაგარი ზარმაცია, ერთ სცენარს წერს და ორივეს აძლევს, დაიზუთხეთო. ის სცენარისტი სიზარმაცესთან ერთად, სასარგებლო იდიოტიც არის, ოღონდ რუსეთთისთვის _ ესენი ხომ არიან და არიან...
ახლა ამ იმბეცილმა მოიწერა, ამჯერად ციხე მთლიანად გადავსებული დამხვდაო; ბევრად მეტი ბადრაგი დამყვება ვიდრე ადრე, ეტყობა, ეშინიათ, სხვები არ შემოვიერთო საკნიდან და რევოლუცია არ მოვაწყოო; და კიდევ ერთი ნიშანდობლივი მომენტი, საკანში, ტელევიზორში, მხოლოდ რუსული არხები მაქვს, თუ არ ჩავთვლით ერთ აზერბაიჯანულ არხსო; დერეფანში პატიმრების მოძრაობებზე უზარმაზარი საცობებიაო, _ ეს კურკლისროლია ფაფაჯვია, ესა! გაძლიერებულმა ბადრაგმა რომ არ სდიოს, ხო გაატყავებენ პატიმრები ისაკას ხბოსავით...
ტელევიზორი კი არა, აგერ მაქვს მიშას ციხის საკნის ფოტო და სამუზეუმოდ მაინც არ დატოვეს ერთი კამერა, რომ იქ ჩასვან თავისივე ოცდაათ თანამოაზრესთან ერთად, რომელთაგან ზოგს გადამდები დაავადება ექნება და რიგრიგობით მოუწევთ ჩამოჯდომა, დრო და დრო კი „დუბინკებით“ ძვალ-რბილს გაუერთიანებთ ვინმე?
რა „ზაკამერნიკებს“ და რევოლუციას გაიძახის, საერთო კამერაში ჰგონია თავი და პოსტ-ტვ-ის უკრაინული სერიალები რუსული?
ჩაურთეთ საკაბელო ტელევიზია და 24 საათის განმავლობაში ე. წ. ციხის კადრები აყურებინეთ!
მოასმენინეთ მისი ბრძანებით ნაწამები და დასახიჩრებული ადამიანების ნაამბობი!
ბოლო-ბოლო, საკუთარი ცანცარობები მაინც გადაამეორებინეთ და ბრძანება-მოწოდება „ყველანი ციხეში!“ „ჩვენ ტყვიები არ გვენანება _ ადგილზე ლიკვიდაცია!“
გამახსენდა ბევრი რამ ამ მანიაკის მმართველობის დროიდან და გართობაზე განწყობილს პირსაქმების შეგრძნება გამიჩნდა _ ამას და ამის ამფსონებს ხმის ამოღების უფლება როგორ უნდა ჰქონდეთ!
ივანიშვილს პრეზიდენტი სააკაშვილისაც ეშინოდა და პატიმარი სააკაშვილისაც ეშინიაო...
ერთი დღე მქნა ბიძინა ივანიშვილად და 24 საათში გავაგებინებდი, გადამეტებული ლოიალობის გამო სად და რამხელა ინტერვალით რამდენჯერ უნდა მემთხვიონ ეს კოლექტიური უსამშობლოები _ ხელზე თუ ჭვინტზე ...
ციხეა თუ სანატორიუმი, აღარ მაქვს ამ მანიაკ(ებ)ის თავი.
ისეთი სამართლებრივი ელდა მაინც დაეცეთ, რომ თავისით ჩაიწყვიტონ ხმა!
ბიჯოს!
ზურა ოშხერელი

