მარცხის გადაფარვის მცდელობა ლომჯარიას მოცარული ხელით

მარცხის გადაფარვის მცდელობა ლომჯარიას მოცარული ხელით

4 ოქტომბრის სამარცხვინო მარცხის შემდეგ ე.წ. ოპოზიციონრებმა გადაწყობა და ახალი შეტევის მომზადება სცადეს. უცხოელმა პატრონებმა სცენაზე ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია გამოიყვანეს. სანამ პაატა ბურჭულაძე  და მურთაზ ზოდელავა გარეთ დათარეშობდნენ, ლომჯარია სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ახლა კი შეცვლაზე შემოსულმა, არც აცია, არც აცხელა, საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, ახლა რუსთაველზე ვართ საჭიროო და ეგრევე გამოვარდა 50-მდე აწყვეტილი. ვინაიდან პოლიციას ახალი კანონი ხელ-ფეხს უხსნის, საინტერესო სურათი დაიხატა - ე.წ. ჟურნალისტი, სინამდვილეში „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, „კეზერვიზიის“ ერთ-ერთი მუშაკი ვახო სანაია გზის გადაკეტვისთვის დააპატიმრეს და მასვე ზედ მიაყოლეს შალვა ნათელაშვილის ფრთებქვეშ შეფარებული ლაშა ჩხარტიშვილი. ამ უკანასკნელს კიდევ დედის ორმოცი ჰქონია და ამ დროს რუსთაველზე დარბოდა სავალი ნაწილის გადასაკეტად. იცით, ვერ გაიგებთ, რა ჯურის დარტყმულებთან გვაქვს საქმე, ერთი ძმის მკვლელებთან გახლავთ ჩახუტებული, მეორე - დედას კი არ გლოვობს, პოლიციელებთან მიდის და „მარიაჟობს“, ვიღაცა ეძახის, გიღებო, ესეც კაცობს, მუშტს მაღლა სწევს და ბღავის: ძირს დიქტატურა! მოსამართლემ ჩხარტიშვილი არ დააპატიმრა, შეიცოდა, დედის ორმოცი გქონია, წაეთრიე და იტირეო. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამ ორი კამეჩის (კამეჩს რას ვერჩი?) გარდა კიდევ 14 მავანი დააკავეს. აქედან უმეტესობა ეგრევე იწყებს ჯღნავილს - ზოგი იძახის, დედა მინდაო, ზოგი ამტკიცებს, კიბო მჭირსო, ზოგი თვალებს ატრიალებს, მენტალური პრობლემები მაქვსო, ზოგი მოსამართლეს ეხვეწება, უსაბუთო გიჟი ვარ, გამიშვითო. არა, საბოლოო ჯამში ყველა გიჟია, მაგრამ აქ უფრო მრავალფეროვნებასთან გვაქვს საქმე. ადრე, წლების წინ ეგეთი მრავალფეროვნება არ იყო, ამ სფეროში პროგრესია. სანაიამ - გზა იქამდე გადაიკეტება, სანამ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არ დაემხობაო. ამასაც მაგრად აქვს „დასტუკებული“, გზის გადაკეტვით ცდილობს ივანიშვილის დამხობას. 30-მდე არასამთავრობომ და ე.წ. ოპოზიციურმა წარმონაქმნმა „სასტიკად“ გააპროტესტა სანაიას დაკავება. ამათი ტონი ნახეთ, კი არ სთხოვენ ხელისუფლებას, კატეგორიულად ითხოვენ, ეს თავისუფალი სიტყვის ჩახშობააო, დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვააო, თვითონ სანაია რომ ლახავს ადამიანების უფლებებს და გზას უკეტავს, ეს არაფერი, ეს აზრისა და მოქმედების თავისუფლებაა. ისე, ლაშა ჩხარტიშვილმაც მაგრად მობოდა - მეო, დედაჩემის ორმოცზე მივდიოდი და უმიზეზოდ დამიჭირესო. სასამართლოზე მითხრეს, ახლა დროზე წადი, ორმოცზე გაგვიანდებაო, მეო, ბიძინა ივანიშვილისა და კობახიძის ორმოცზე არ დავაგვიანებო. წარმოგიდგენიათ? ეს ხომ არაკაცური წყევლაა, რომელიც მაწყევარს აუცილებლად უბრუნდება? არ იციან ამათ ამდენი, ვერ ტვინავენ და მერე ჯღნავიან, რატომ ვართ შეპყრობილები ავი სულებითო? ფუჰ! 
ესე იგი, ახლა რა ხდებააა... დაწერს ლომჯარია „ფეისბუკში“, რუსთაველზე ვართ საჭირონიო, გამოვა ნახირი საღამოს რუსთაველზე, თვითონ ლომჯარია დადგება ტროტუარზე პარლამენტის შენობის მხარეს, ნახირს გადააკეტინებს, პოლიციელები წამოკრეფავენ, წაიყვანენ, ლომჯარია დაბრუნდება სახლში. რა გამოდის, ეს ქალი ხალხს აჭერინებს? ფაქტია.
გელა ზედელაშვილი