აკაცუკების ევროქურუმები
ჩვეული გაფრთხილება: თუ სარკაზმზე, სატირაზე, ალეგორიასა და ნართაულებზე მწყრალად ხართ, ნუ წაიკითხავთ, თქვენს პრობლემას ჩემს პრობლემად არ მივიღებ!
გავიხედე და, „კირიჩნიზე“ კაბრიოლეტის საჭეს ჩამოძონძილი, სახედაფიჟვინებული, თვალებამღვრეული ტიპი უზის და პატრულ-ინსპექტორს შეძლებისდაგვარად სერიოზულად ელაპარაკება. შევხედე პატრულს და უცნაური გამომეყველებით უსმენდა. ახლოს მივიწიე, დამაინტერესა, რის შესახებ საუბრობდნენ ჰაბიტუსმდგომარეობიდან გამომდინარე შეუსაბამო ტიპები არაადეკვატური მიმიკებით.
_ საბუთები წესრიგში გაქვს, მაგრამ ხომ გიცნობ, ჩვეულებრივი მაწანწალა ხარ, საიდან გაქვს ეს მანქანა? _ ნამდვილად ინტერესი იკითხებოდა პატრულის ინტონაციაში.
_ გამოვიმუშავე, უფროსო! სულ ასეთი გაბანძებული ხომ არ ვიყავი, სამი უმაღლესი მაქვს დამთავრებული...
_ დიპლომები არსად დაგეკარგოს!.. რომ არ იპარავ, ვიცი, რისი მომპარავი ხარ, ჰოდა, საიდან ეს მანქანა? _ მოთმინებაში ბზარი რომ გაერია პატრულს, ხელის მოძრობამაც დაადასტურა, მელოტ თავზე ისე გადაისვა ხელი, თითქოს თმაქოჩორა ყოფილიყო.
_ არ დამიჯერებ და დაიწყებ არა-ურას, _ უიმედოდ აიქნია ხელი ძვირფასმანქანიანმა მაწანწალამ.
_ დაგიჯერებ, თუ დასაჯერებელს იტყვი...
_ ჩემი განავლით ვმკურნალობ...
_ რაა?!
_ ეტყობა, ამდენი წყალში გაზავებული სპირტის სმისგან რაღაც ნივთიერებას გამოიმუშავებს ჩემი კუჭ-ნაწლავი, ახალთახალი თმის მკვდარ ფოლიკულებს აცოცხლებს და მელოტებს თმა ამოსდით...
_ განავალს მოგცემ ეხლა! _ გაბრაზდა პატრული, მაგრამ ხმაში უკვე აშკარად დიდი ბზარი ჰქონდა.
_ ხომ გითხარი, არ დამიჯერებ-მეთქი... კაი, გამიშვი ახლა, ხომ უკვე იცი, მანქანა საიდანაც მყავს...
_ ბიჭო, გაგხევ ცემაში...
_ რა მიზეზით? მკითხე და გიპასუხე _ ვასაქმებ თმის ამოყვანის მსურველებს თავზე და ამაში მანქანაც მიყიდეს და სახლსაც მპირდებიან, რატომ უნდა მცემო, _ აბსოლუტურად მშვიდად უთხრა მაწანწალამ.
_ ერთი აქეთ მოიწი, ხისკენ, _ გამოსდო ხელკავი პატრულმა.
თვალი გავაყოლე და გავიფიქრე, ფინალში აქ დიდი ამბები დატრიალდება-მეთქი. უცბად, კაბრიოლეტის უკან მდგომი დაბურულმინებიანი მანქანის სალონიდან ხმა მესმის, ვიღაც ვიღაცას ეუბნება: ამ „ბომჟის“ გადამკიდე ისეთ მაგარ მუღამზე ვარ, ხელზე თამაშს შევეშვი... ახლა ამან ამასაც თუ დაა***ვა თავზე, სახლიც უნდა ვაჩუქოთ.
_ სიტყვა _ სიტყვაა! _ დაუდასტურა მეორე ხმამ.
ვუყურებ ჩვენს მოფორთხიალე ე. წ. ოპოზიციას და, მე ვიყო კუალა-ლუმპურის შპიონი, თუ მსგავსი ამბები არ ხდებოდეს. კუალა-ლუმპური საიდან მოვიგონე და „გულახდილი“ საუბრების დროს, როგორც ძირძველი არხანგელსკელი, ლავროვს ვახლდი კუალა-ლუმპურში, რუბიოს რომ შეხვდა.
განვმარტავ, _ იმ ორი ტიპისა და ჩვენი მაწანწალას მსგავსად, ვიღაც ტიპებს ბევრი მაწანწალა ჰყავთ აყვანილი შტატში, მაგალითად, ჯო უილსონი, ფიშერ-მიშერი, როთ-მოთი, კაია, რასა, მარტა კოსები და, _ ჰერი გიდი ვაზანა! _ ყველას რა ჩამოთვლის. შეიგულებენ ტვინით მელოტ პარტიებს ან ცალკეულ პირებს და ასაქმებენ თავზე, წამალია, ხელისუფლებაში დაბრუნება ამოგივათო.
განსხვავება ის არის, რომ ჩემს ამბავში, მაწანწალას ნიძლავში აძლევენ მოგებულს, ამათ კი, თან ფულს ახდევინებენ და თან თავზე ასაქმებენ. ჰოდა, ესენიც დადიან დასავლური „წამლით“ თავზედასაქმებულები და საკუთარ თავს აჯერებენ, რომ ძალიან მალე ხელისუფლებაში დაბრუნება აუცილებლად ამოუვათ ქოჩრად.
მელოტი პარტიებისთვის თმის, ანუ ხელისუფლებაში დაბრუნების ერთ-ერთმა მთავარმა ამომყვანმა, აწ პენსიაზე ნაადრევად გაცუხცუხებულმა რობინ დანიგანმა დაიჩივლა: მე კი ვარ „თმის“ ამოყვანის სტაჟიანი სპეციალისტი, მაგრამ ვიღაც „სტრიჟაკმა“ დამჯაბნა, ყოველ ჯერზე, როცა აღმოვაჩენდი კარგ პარტნიორს, რომელთანაც პროგრესს ვაღწევდი და ის-ის იყო, პოლიტფოლიკულა უნდა გაცოცხლებულიყო, ის მინისტრი ან მაღალჩინოსანი იცვლებოდა, მიღებულ გადაწყვეტილებას ამოაყირავებდა ხოლმე ვიღაც, ვინც მათზე მაღლა იდგაო.
რაო, ჭუკლი, იმ „ვიღაცას“ ვერ ვაგოიმებდიო, თუ რას ამბობ?
აბა, ის კი გავიგეთ, რომ, როგორც კი ცხადი გახდებოდა ამა თუ იმ მინისტრისა თუ მაღალჩინოსნის დაგოიმების საწყისი ეტაპის შესახებ, ანუ ხელკავის გამოდება და გვერდზე გაყვანა, იმ დანიგანის კერძს ან სკამი უცურდებოდა, ან პოლიტბნედა ემართებოდა.
თმაქოჩორობის მომლოდინე მელოტთა არმია აიბნა, თმისამომყვანი დეიდები და ბიძიები კი ისე დაიბნენ, ლამის ღერა-ღერა დაიპუტონ საკუთარი თმა, რეებს ლაყბობენ, თვითონაც ვეღარ გაუგნიათ გზა პოლიტკოლონიალურ ტევრში.
ნამგალა მთვარესავით სახემოკაკვულმა დანიგანმა ისეთი თქვა, მეხსიერების ყველა ნერვი ერთად აგვითრთოლა კარგი მახსოვრობით მკვეხარათა არმიას: საქართველოში ძალიან გართულდა ამერიკული ინვესტიციის გაზრდა, რადგან საქმიანი ადამიანების მიერ საქართველო სულ უფრო მეტად აღიქმებოდა ქვეყნად, რომელიც რუსეთს, ირანსა და ჩინეთს უახლოვდება... დავინახეთ, რომ აშშ-ის კომპანიების უმრავლესობამ შეაჩერა აქ ინვესტიციების გაფართოების, ან ახალი ინვესტიციების ჩადების ნებისმიერი გეგმის განხორციელებაო.
აბა, ესა ყოფილა!
ამ ქალს საქართველოში „იუესაიდის“, „ნედის“ და მსგავსი „გავნავოზების“ ამერიკულ კომპანიებად და უსამშობლო „ასო“-ების ბრიგადირებად შემოსაღება უნდა?
რა ვიცი, გენაცვათ, წინაპრების საფლავის „რეშოტკები“ უკვე 30-ჯერ გადავღებე, მაგრამ მე აქ ამერიკული კომპანიების ჩადებული ინვესტიციები არ მინახავს თვით მათი სააკშუქურის მარიონეტული და მკვლელი ხელისუფლების დროსაც კი. რაც შეეხება თავიანთ ბრიგადირებში ჩადებულ ინვესტიციებს, საკუთარსავე ბუღალტერიაში ითვალონ _ იმ წუკლაკი კელი დეგნანისა არ იყოს, რაღაც 6 მლრდ-ს რომ იყვედრებოდა.
ფბ-მეგობარმა ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენა: სამი ბავშვობის მეგობარი შეხვდება ერთმანეთს და თავმომწონობენ თავიანთი წარმატებული ბიზნესმენობით. ერთი ამბობს, რომ შვილს „ლამბორჯინი“ აჩუქა დაბადების დღეზე. მეორე ამბობს, რომ ვაკეში მაგარი ფეშენ-ბინა აჩუქა თავის ერთადერთ ვაჟს. პირველმა დააზუსტა, მე კი ვაჩუქე ჩემს შვილს „ლამბორჯინი“, მაგრამ იმან თავის ძმაკაცს აჩუქა, რადგან იცის, რომ მამიკო კიდევ აჩუქებს. არც მეორე ჩამორჩა, _ ჩემმა ბიჭმაც ძმაკაცს აჩუქა ის ბინა, იცის, რომ მამიკო ისევ უყიდისო. მესამის დუმილი არ მოეწონათ, შენ რატომ არ იღებ ხმასო? მესამემ დარცხვენილმა უპასუხა: ჩემი ბიზნესი ვერ აეწყო თქვენსავით კარგად, თან ბიჭმაც აურია, გოგოობა მოინდომა და ვარ ასე, მაგრამ მას ერთმა თავისნაირმა „ლამბორჯინი“ აჩუქა, მეორემ _ ფეშენ-ბინა ვაკეში...
ჰოდა, ასეა ამათი საქმეც, „თმის ამომყვანი“ იქნება, თუ „თმის ამოყვანის“ მსურველი, ერთნაირი „...ასტები“ არიან!..
ეუთო-ოდირი მაინც მეგონა კაი ტიპები და ეგენიც კაი ჩანჩურები ყოფილან _ თავი მოიქაჩლეს, ისეთი დასკვნა დადეს, რაც სინამდვილეს შეესაბამებოდა და ისე გააბანძეს, საკუთარ თავს ვეღარ ცნობდნენ _ არც აქაურმა უსამშობლოებმა ცნეს და არც _ ევროგეიტებმა.
წლების წინათ განცხადება იყო გამოქვეყნებული სოციალურ ქსელში, რომელიც სამხიარული შინაარსის გამო დიდხანს ტრიალებდა: „ვარჩენ ბუასილს დაჟინებული მზერით!“
ჰოდა, როცა თურმე არავინ არაფრად აგდებს ეუთო-ოდირს იმიტომ, რომ ავტორიტეტი არ ჰქონია, ჩვენ კი არა, ევროკავშირს დააკვირდეს დაჟინებული მზერით, ისეთი ამბები უტრიალებთ გულ-გვამში, ქრონიკულში აქვთ გადასული პოლიტჰემოროი.
მხოლოდ ჰემოროი?
2020 წლიდან, ისედაც სნეულ ევროორგანიზაციას ქართველებმა ისეთი ახალი დაავადება გავუჩინეთ, წამალი კი არა, წამლის ფორმულის შესაძლო მონახაზისთვის ვერ მიუკვლევიათ, სხედან და ვაგზალზე რომ ვადაგასული ქალები დაყიალობენ გინებ-გინებით და მეთაურად ბილწი გინების აკადემიის რექტორი მამუკა ჰყავთ, მთლად იმათ დაემგვანენ. გინებაში ჩვენ რას გვაჯობებენ, მრავალსართულიანად ჩავაპენტჰაუზებთ, მაგრამ უკვე ისე ამოვიდნენ ყელში კისერწაწვდილი ფულისტი ურსულას თამადობით, რომ ვიცოდე, წაიკითხავენ, სამძიმრის წერილსა და ქრისტესისხლას „ვენოკს“ გავუგზავნიდი ევროპის ჩამოქცევისადა გამო...
რაო, ვალიკო, რა გვინდაო?
მიშა გამოუშვით, ომი უნდა წამოვაწყებინოთ რუსეთთანო? რადგან სალომეს ლეგიტიმაცია „რედუკულით“ დააქვს, აღიარეთ პრეზიდენტადო? ახალი საპარლამენტო არჩევნებიც გვინდა, მაგრამ მანამდე ყველა პატიმარი გაათავისუფლეთ და სულაც თქვენ თუ ჩაჯდებით, მთლად უკეთესიო?
ისადა, შუქურმიშას ციხე რომ დავაბრუნოთ თავისი სასჯელის შეკრებითობისა და ციხის სიამეებით, თვით „კასტილიანის“ თანამდებობაზე აღდგენით, არ უნდათ?
რა ვიცი, ევროპარალამენტს რუსეთის მიმართ ისეთი რეზოლუციის მიღება უნდა, რომელშიც, სხვა პუნქტებთან ერთად, ჩიკატილოს გათავისუფლებას და კოსიგინის პრეზიდენტად აღიარებას ითხოვენო და, რას გაიგებ ამათსას, ეგებ, სუსლოვსაც კი ეტრფიან ჩუმად...
შავ რედიკულში პრეზიდენტობის ლეგიტიმაციაჩადებული, პრეზიდენტის შტანდარტმიმტაცებული სალომე, ისანში რომ შეაკერინა, როგორც ყოველთვის, კვლავ ურევს, _ ჩვენ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია გვაწყობს, არც ბოიკოტის კამპანიაო. საგონებელში ჩავვარდი, აბა, რა აწყობს-მეთქი და „ჭრელო პეპელა გამახსენდა“, _ ნეტავ, როგორ მთავრდება ის ამბავი, „დისპეჩერი“ რომ უმღეროდა, ნურც გაფრინდები ნურც მოფრინდებიო? თუმცა ამ ბედდამწვარს რაში უნდა მოვედავოთ, იმ ნანინანატრ რეზოლუციაში ერთდროულად არჩევნებში მონაწილეობისკენაც მოუწოდებენ მელოტ პარტიებს და არჩევნების ბოიკოტისკენაც, _ მთლად ჭაჭანაჭამ ინდაურებს დაემსგავსნენ.
აკაცუკების ქურუმი რასა იუკნიევიჩიანეო _ ვაჰ, რა კარგად გამაცინა ბატონმა შალვამ.
მერე უკვირთ, კაცო, შარშან აპრილში, საქართველოს 85%-ს უნდოდა ევროპა, წლისთავზე რა ხუნაგი შეეყარათ ევროპის ხსენებაზეო.
შალვა პაპუაშვილმა ესეც თქვა, შინ და გარეთ, ამათ კოლაფსი აქვთ თავშიო, _ მე იმას განვიხილავდი, თავზე რა ადევთ და ამათ თავში კოლა-ფსიც ჰქონიათ...
კი, კი, ნამდვილად ჰქონიათ! მოფაშისტო ევროპელებს, უკრაინის გადამკიდე თავში კოლა-ფსის გარდა, შიში-ჯვიც გამჯდარი აქვთ, ჩვენებს, მხოლოდ კოლა-ფსი აქვთ, _ ბანი პაატა ამბობს, არჩევნები მობილური სმს-ებით ჩავატაროთ, მანამდე კი, ყრილობის ჩასატარებლად მერიამ ქირის ფული გადაგვიხადოს, რომ სტადიონი ვიქირაოთო. ეს, ეტყობა, სასიმღერო ბგერებს რომ უშვებდა გულ-გვამიდან, ტვინსაც წვეთ-წვეთად აყოლებდა...
ის კიდე, უკვდავი კაშეის ქართული ვარიანტი, აღარც მახსოვდა, ამ პლანეტაზე რომ იყო, გამოჯადოვდა და ბანს გადაუჯოკრა, _ რა საჭიროა ამდენი ფულის ხარჯვა, ბიულეტინების ნაცვლად, თითოეულმა მოქალაქემ სახლში ფურცელზე დაწეროს, ვის აძლევს ხმას და მიიტანოს საარჩევნო უბანზეო.
როგორც ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მდივანმა, ჯერ სერიოზულად შევხედე მურმან „ხმელიძის“ ინოვაციურ პროცედურას და საგონებელში ჩავვარდი, ნეტავ, ხმის მთვლელი მანქანა-დანადგარი როგორ წაიკითხავს-მეთქი? მერე ჩაძიება მომინდა, ფურცელს და კალამ-კალმისტარს მნიშვნელობა არ აქვს-მეთქი? იმის შეკითხვაც მინდოდა, რვეულის ფურცელზეც შეიძლება სანატრელი არჩევანის გაკეთება-მეთქი, _ ეს ყველაფერი, როგორც ცესკო-ს წარმომადგენელმა, ფრიად სერიოზულად განვიხილე.
მერე გავმხიარულდი და დავინტერესდი, ტუალეტის ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი რომ ჰქონდეს კაცს საკუთარი არჩევანი, მაგრამ ვერ ახერხებდეს მისვლას საარჩევნო უბანზე, მეზობელს რომ გაატანოს ტუალეტის ქაღალდის ნაკუწი, ხომ კარგი აზრი იქნება-მეთქი?
ტუალეტზე ჩვენი „უბორნიის პოეტები“ გამახსენდა და გული გადამიქანდა, _ ისინიც თუ ჩაერთვნენ საარჩევნო იდეების ფრქვევაში, ცესკო-ს ყველა საარჩევნო უბანზე გასტროენტეროლოგის ერთი შტატის გამოყოფა მაინც დასჭირდება, ხოლო თუ ამ იდეურ ხალხს მამუკა ხაზარაძეც დაერთო, ყველა საარჩევნო უბნის შესასვლელთან სალაროაპარატიც იქნება დასადგმელი, ჩააგდებ 20 თეთრს და მისცემ ხმას. არა, ბიჯო! მუქთა ყველი სათაგურშიც არ არის...
ხაზარაძეზე იმდენი ვინმე გამახსენდა და ისეთი იდეები მომიფრინდნენ, ურიგო არ იქნებოდა, მაგრამ მხოლოდ ერთს გაგანდობთ: ყველა საარჩევნო უბანზე დამონტაჟდეს სცენა, სადაც იმღერებენ და იცეკვებენ უსაქმოდ დარჩენილი ცეკვა-თამაშის სფეროს წარმომადგენლები და საღამოს, 8 საათზე, საარჩევნო უბანი რომ დაიხურება, ცაში 5-იანებით მოხატული ბუშტები ააფრინონ, გამოთავისუფლებულ სცენაზე კი, სანამ უბნებზე საარჩევნო ხმების დათვლის პროცესი იქნება, თითო შემლოცველი დასვან, რომელსაც თანაშემწედ ქათმის ფეხების მსროლელი ეყოლება. რა ვქნა, მეც ხომ უნდა ვიზრუნო მაწანწალებისგან გაბრიყვებულებზე...
ევროპამ როგორც იქნა, მოიშორა რეალური სიმყრალე და წუნწუხი და ახლა მენტალურად დაემართათ იგივე _ რა სჭირთ ამათ, რას ნეხვისხოჭოობენ დაუსრულებელი რეზოლუციებით?
ისე, კაცმა რომ თქვას, ნეხვის ჭიას შეუძლია იწუწუნოს, რომ ნეხვში ცხოვრობს _ ეს სიტყვის თავისუფლებაა, მაგრამ ნეხვის გარეშე ის არ არის სიცოცხლისნარიანი _ ეს ბიოლოგიაა...
ჩვენ კი არა, უკვე ევროპარლამენტარები შეღონდნენ ევროპარლამენტით და ხელს არტყამენ ევროტატამზე, დანილო დელა ვალეს თამადობით, ნუ გადაგვიხანით ტვინი და დღის წესრიგი, უკვე მეექვსედ განვიხილავთ საქართველოს საკითხს. როგორც ჩანს, ალბათ, ვიღაცას არ სძინავს საქართველოზე ფიქრითო;
შევღონდით, ხალხო! ევროპარლამენტი უკვე თვეების განმავლობაში განიხილავს იმას, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა არ დაუშვეს ის მთავრობა, რომლის მოსვლასაც ევროკავშირი გეგმავდაო, _ ბორგავს ევროპარლამენტარი ჰანს ნოიჰოფი.
ე ბიჯო, რას აგვიკელით ამ საქართველოთი, ქართველებმა აირჩიეს მთავრობა, რომელიც არ არის ევროპის წინააღმდეგი, საქართველო მხოლოდ საკუთარ ქვეყანას იცავს, ასეთი წნეხით საქართველოს მთავრობას კი არ შევცვლით, არამედ მხოლოდ დავკარგავთ პარტნიორსა და მოკავშირეს! _ ევროშარაშუკებში ქადაგად დაეცა ევროპარლამენტარი ონჯეი დოსტალი და არა მხოლოდ ის.
არა, არ შესდით ტვინში და ძალაა? ჰოდა, როგორ ფაშისტურადაც ახლა მიჯნავენ ერთმანეთისგან ქართველ ხალხს, საქართველოს კანონიერად არჩეულ ხელისუფლებასა და თავზე დასაქმებით თავზე თმის ამოყვანის მსურველებს, ბოლომდე ზუსტად ასე გამიჯნოს ევროპარლამენტის 71%-მა დარჩენილი 29% და ჩვენი მხრიდან ჩვენ დავითვლით, რამდენი პროცენტიც არის 1,12 მლნ-ის მიღმა მათი თავზე დასაქმებით თმის ამოყვანის მოსურნე.
ჩვენ არ დავა***ებთ თავზე, ერთმანეთს კი გულითადად გადაასაქმონ და გასრიალდნენ, არ ურჩევნიათ ქოჩრით თრევას? აშშ-მა თუ სამარცხვინოდ მოძუძგა ავღანეთიდან, ეს ცრუქაქუნები თავისებურ მრავლაფეროვანად და ფერადი ქაქუნ-ქაქუნით გაუყვნენ გზას „შიგევროპებში“ _ თან წინ დასხდნენ ყველანი და უფრო მალე ჩავლენ ბრიუსელებში...
საბჭოთა კავშირგამოვლილებს ევროსაბჭოთა კავშირიღა გვაკლდა!
ამ ევროუბედურებმა, ის არ იციან არმენია ან საქართველო სად მდებარეობს და რა ჭკუა მოეკითხებათ _ ევროკავშირი სომხეთს „შავი ზღვის სტრატეგიის“ ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ განიხილავსო. ჰო, საქართველო შავ ზღვაში მდებარე კუნძულია, ხოლო არმენიის ნაპირებს ზღვის ტალღები ელამუნება...
რანაირი მოძალადე ღორის ტილები აღმოჩნდნენ _ გვასხდნენ ფეხზე და „შნუროკებით“ ერთობოდნენ, ახლა კი თავზე აღოღება მოინდომეს. ჰოდა, დაიბუდონ ახლა არაპატივსაცემი ტანის ტილ მანდავოშკასავით საქამრის სიახლოვეს...
ბიჯოს!!!
ზურა ოშხერელი

