მოლდოვა - ახალი ბომბი ევროპაში
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ რეფერენდუმის შემთხვევაში მხარს დაუჭერს ნატო-სა და ევროკავშირის წევრ რუმინეთთან შეერთებას. ასეთი მოღალატეობრივი პოზიცია სანდუმ ახსნა სურვილით, დაიცვას თავისი ქვეყანა რუსეთის ზეწოლისგან.
სანამ დეტალურ განხილვაზე გადავალ და დაახლოებით გავაანალიზებ, რატომ არის ეს წინადადება ევროაგენტების მიერ შემოგდებული, რათა კიდევ ერთხელ გააღიზიანონ რუსეთი და გააჩინონ ომის კიდევ ერთი კერა, გადავხედოთ მოლდოვის ისტორიას: ეს გახლავთ უკრაინასა და რუმინეთს შორის, ასე ვთქვათ, გაჩხერილი ქვეყანა, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში. მოლდოვამ დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა, ამას მოჰყვა მდინარე დნესტრის სანაპიროზე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, დნესტრისპირეთის გაჩენა. დაახლოებით იგივე მოვლენები განვითარდა, როგორც ჩვენთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სახით. ამჟამად მისი მოსახლეობა (633 000) ქალაქ ტირასპოლით რუსების ხელშია, ოფიციალურად იქ რუსი სამშვიდობოები დგანან. გამოდის, თუ მოლდოვა რუმინეთს იმის გამო შეუერთდება, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში აღმოჩნდეს, მაშინ დნესტრისპირეთი უნდა დათმოს და აღიაროს დამოუკიდებელ რესპუბლიკად. თან არ დაგავიწყდეთ, ეს ქვეყანა ჯერ კიდევ დსთ-ის წევრია.
ახლა ვნახოთ, საიდან მოდის მოლდოვა, როგორც სახელმწიფო, სად იყო და საით შეიძლება წავიდეს. ფაქტია, ეს უძველესი წარმონაქმნია, სადაც ადამიანის დასახლების კვალი ადრეული პალეოლითიდან დასტურდება. ქვეყნის ტერიტორიაზე ასევე დაფიქსირებულია ბრინჯაოსა და რკინის ხანის ნამოსახლარებიც. XIV საუკუნემდე თანამედროვე მოლდოვის ტერიტორია სხვადასხვა ტომთა დაჯგუფებებისა (გეტები, დაკები, გუთები, ანტები) და სახელმწიფოებრივი გაერთიანებების (კიევის რუსეთი, გალიჩის სამთავრო, ოქროს ურდო) გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. XVI-XVIII საუკუნეებში ოსმალეთის იმპერიის მმართველობის ქვეშ იყო. 1711 წელს მოლდოვის გოსპოდარმა დიმიტრი კანტემირმა პეტრე I-თან დადო საიდუმლო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მოლდოვამ შეინარჩუნა ავტონომია, მაგრამ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. 1711 წლის ივლისში პრუტის წარუმატებელი ლაშქობის შემდეგ ამ ხელშეკრულებამ ძალა დაკარგა და მოლდოვა კვლავ ოსმალეთის ვასალი გახდა, დიმიტრი კანტემირი კი რუსეთში გაიქცა. XVIII საუკუნის დასასრულს რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად, რუსეთის ხელში გადავიდა დნესტრის მარცხენა სანაპირო, ხოლო 1812 წელს - ბესარაბია. 1858-1861 წლებში მოლდოვა და ვლახეთი ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდა, რომელმაც მოგვიანებით მიიღო სახელწოდება რუმინეთი. 1917 წელს გამოცხადდა მოლდოვის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. 1918 წლიდან ბესარაბია რუმინეთის შემადგენლობაშია. 1924 წელს უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა მოლდავეთის ავტონომიური რესპუბლიკა. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერის შემდეგ, 1940 წლის ივნისში რუმინეთი იძულებული გახდა, ბესარაბია და ჩრდილოეთი ბუკოვინა სსრკ-ისთვის დაეთმო. ჩამოყალიბდა მოლდავეთის სსრ. მეორე მსოფლიო ომის დროს მოლდავეთი დაიპყრეს გერმანულმა და რუმინულმა სამხედრო ძალებმა, შეიქმნა ბესარაბიის საგუბერნატორო. 1944 წლის აგვისტოში მოლდავეთის ტერიტორია კვლავ რუსულმა სამხედრო ძალებმა დაიკავეს.
ციფრებით გადაგღალეთ, მაგრამ სხვა გზა არ იყო, როგორც ხედავთ, მოლდოვას საკმაოდ რთული გზა აქვს გავლილი - ჯერ სხვადასხვა ტომების ხელში იყო, შემდეგ იყვნენ რომაელები, ოსმალები, რუსები, ისევ ოსმალები, ისევ რუსები, რუმინელები, გერმანელები და ბოლოს ბოლშევიკები.
როგორც ყოველთვის, ჩვენებურმა აკაცუკებმა ეგრევე მოუძებნეს სანდუს გამოხდომას გამართლებმა და დაასკვნეს, რომ მოლდოველები რუმინელები არიან, თურმე რუმინეთთან შეერთება დამოუკიდებლობის დაკარგვა კი არა, ქვეყნისა და ხალხის გაერთიანება და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა იქნება.
მაგ ლოგიკით რუსეთისა და უკრაინის გაერთიანება ისტორიული სამართლიანობა იქნება. ეს ერთი და მეორე - მოლდოვა ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიების შემადგენლობაში უფრო დიდხანს იყო, ვიდრე რუმინეთის შემადგენლობაში. ახლა კი ამოცანა გვეკითხება: როგორ ფიქრობთ, რუსეთი, რომელსაც, ფაქტობრივად, წაღებული აქვს დნესტრისპირეთი, დაუშვებს იმას, რომ დანარჩენი ტერიტორია ასე ჰაიჰარად, სანდუს დაკრულზე მიუერთდეს რუმინეთს? თქვენი არ ვიცი და, მე აქ ვხედავ ახალ ნაღმს რუსეთისთვის, რომელიც შემდეგ ისევ შარად ექცევა ევროკავშირს, როგორც უკრაინა ექცა.
როგორც ხედავთ, მას შემდეგ, რაც ჩვენ ვერ ჩაგვითრიეს ომში, ახლა გამოსავალი ისევ თავიანთსავე წიაღში გამოძებნეს და ცდილობენ, მოლდოვასთან ერთად რუმინეთიც გააპარტახონ. დაუკვირდით, უკრაინას მართავს ეროვნებით ებრაელი, მოლდოვას მართავს რუმინეთის მოქალაქე, ფაქტობრივად, ორივე ჩათესილია გარედან. ზელენსკის უკვე გაუვიდა ვადა და ყავლგასულია, ხოლო სანდუ როგორც აირჩიეს შარშან, ვიცით, ევროპიდან ჩაუტანეს ხმები და მოაგებინეს.
იმის მტკიცება, რომ მოლდოველები რუმინელები არიან და ზოგიერთი ჩვენებური „ანალიტიკოსი“ მათ გაერთიანებას გერმანიის გაერთიანებასაც კი ადარებს, ეს არის თითქმის პროვოკაცია და ისეთი პრეცედენტის მცდელობა, რომელიც ისევ ხელ-ფეხს უხსნის რუსეთს, იმოქმედოს უფრო თავისუფლად.
სათქმელი უნდა ვთქვა: ხომ შეიძლება, ამის შემდეგ რუსეთმა დაგვიყენოს ჩრდილოეთ ოსეთისა და ცხინვალის რეგიონის გაერთიანების საკითხი? ჩვენ უკვე გვაქვს კოსოვოს აღიარების მაგალითი, რასაც მოჰყვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარება. მსოფლიოში არსებობს გაყოფილი ქვეყნები, რომელთა გაერთიანება არაფერს დააშავებს და ლოგიკურიც უნდა იყოს - მაგალითად, ჩრდილოეთი და სამხრეთი კორეა, მაგრამ არსებობს ქვეყნები, რომელთა გაერთიანებაც გამოიწვევს კატაკლიზმებს - მაგალითად, ავსტრია და გერმანია, ამათზე ამბობენ, ყველანი გერმანელები არიანო.
ამ დღეებში კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პედრომ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა, სადაც ასეთ რამეს წერს: „კოლუმბია, მექსიკა, პანამა ერთნი ვართ, აქ არ მუშაობს დაყავი და იბატონე. ერთი კონტინენტია და ერთი ხალხი ვართ, არ გამოგივათ ის, რაც სხვაგან იოლად გამოგდით“. აგერ კაცი ამბობს, ერთნი ვართო, ამერიკის შეერთებული შტატები ვერ დაგვაჩოქებსო და მართლაც ერთნი არიან, ერთი ჯიშისანი და მოდგმისანი, გავაერთიანოთ, რამდენიმე სახელმწიფოსთან ურთიერთობას ერთთან ურთიერთობა სჯობს, თუ დასასჯელი იქნება, ერთი დაისჯება, და არა ხუთი ან ათი. გარდა ამისა, თუ ჩვენ მთელ ლათინურ ამერიკას გავაერთიანებთ, მაშინ პუტინს მივცემთ საშუალებას, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები გააერთიანოს. რატომაც არა? თუკი აშშ-ისთვის და ევროკავშირისთვის ყველაფერი მოსულა, რუსეთისთვის რატომ არ მოსულა?
ბოლო ინფორმაცია მოლდოვა-რუმინეთთან დაკავშირებით: რუმინეთი მზადაა, მოლდოვასთან გაერთიანების საკითხი სერიოზულად განიხილოს, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, ევგენ ტომაკმა განაცხადა. მეტიც, ტომაკის თქმით, რუმინეთმა ოფიციალურად მზადყოფნა ჯერ კიდევ 2018 წლის 27 მარტს გამოაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის რუმინეთის მთავრობის ოფიციალური პოზიცია და ის არ შეცვლილა. თურმე რუმინეთისა და მოლდოვის საერთო მიზანია, ყველა საჭირო საშუალებით მხარი დაუჭირონ მოლდოვის ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას. თუ ძალიან უნდათ, ისტორიული თვალსაზრისით, მოლდოვა კი არ უნდა მიუერთდეს რუმინეთს და ასე გახდეს ევროკავშირის წევრი, რუმინეთი უნდა მიუერთდეს მოლდოვას და გამოვიდეს ევროკავშირიდან. გაიგეთ, მოლდოვა უფრო ძირძველი სახელმწიფოა, ვიდრე რუმინეთი. ისე, ალბათ, თქვენც კარგად ხედავთ, როგორ წვალობენ სტალინის დალაგებულის დაშლაზე და მაინც ვერ შლიან, თუ მაინც დაშალეს, ეგრევე ნანგრევებში ყვებიან.
გელა ზედელაშვილი
