უარი ახალ პანდემიურ ხელშეკრულებას!

უარი ახალ პანდემიურ ხელშეკრულებას!

როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 78-ე ასამბლეის გახსნას დაესწრო – გამიკვირდა ტედროს ადანომ გებრესიუსმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მიღწევებზე _ ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის მიზნით ჩატარებულ სამუშაოებსა და მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად გაწეული საქმიანობა და ამ საქმეში წარმატება აღნიშნაო, _ სერტიფიკატიც გადმოუცია.
ჯერ ხომ 2024 წლის აგვისტოში გავოცდი, როცა გავიგე, რომ ამ სერთიფიკატის მისაღებად საქართველოს განაცხადი შეუტანია; შემდეგ კი, რაც მოგვახსენეს, იმან გამაოცა. მოკლედ, ჯანდაცვის სფეროში ორი თემა გვაქვს: მიღწევები თამბაქოს კონტროლზე და მიღწევები მალარიასთან ბრძოლაში.
მესამე კი უკვე თემა აღარ არის, – ეს არის კიდევ ერთი განგაშის ზარი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციიდან დაარისხა რობერტ კენედი უმცროსმა. იგი მოუწოდებს ყველა ქვეყანას, რომ უარი თქვან ჯანმო-ზე, რათა გლობალური ჯანდაცვის თანამშრომლობის ახალი ერა დაიწყოს. „ჩვენ დავუკავშირდით მსგავსი შეხედულების მქონე ქვეყნებს და სხვებსაც მოვუწოდებთ, რომ განიხილონ ჩვენთან შემოერთება“, _ განაცხადა მან.
გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა ჯანმო-ს მიერ „კოვიდ-19“-ის გავრცელების შესახებ კრიტიკული ინფორმაციის სავარაუდო დამალვა და ვირუსის წარმოშობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება, რომელიც, კენედის თქმით, ვუჰანის ბიოლაბორატორიიდან მოდიოდა და არა ბუნებრივი წყაროებიდან. ასევე, კენედი აკრიტიკებს ჯანმო-ს კორპორატიულ ინტერესებს, განსაკუთრებით ფარმაცევტული კომპანიების გავლენისა და იმის გამო, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგს, როგორიცაა გენდერული იდეოლოგია, ჩრდილავს მისი ძირითადი დანიშნულების _ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობას. 
ელემენტარული მოცემულობაა, აშშ ცდილობს გლობალური ჯანდაცვის თანამშრომლობის ხელახლა განსაზღვრას პანდემიისთვის მზადყოფნასა და ქრონიკული დაავადებების მართვაზე ფოკუსირებით, რასაც, კენედის თქმით, ჯანმო-ს ამჟამინდელი სტრუქტურა უგულებელჰყოფს. იმას თუ „უგულებელყოფა“ ჰქვია, რომ ამდენ ადამიანს სრულიად შეგნებულად და წინასწარ განზრახვით მოუსწრაფეს სიცოცხლე ან დააავადეს სამუდამოდ... 
კენედის სახით ტრამპის ადმინისტრაცია დაუკავშირდა მათი მსგავსი შეხედულების მქონე ქვეყნებს და გაერთიანებას ქმნიან, რომელიც თავისუფალი იქნება ფარმაცევტული კომპანიების ინტერესებისა და კორუმპირებული გავლენებისგან. 
27 მაისს აშს-ის მხრიდან რობერტ ფ. კენედიმ და არგენტინის ჯანდაცვის მინისტრმა არიო ლუგონესმა მკვეთრად გააკრიტიკეს მსოფლიო ჯანმო მას შემდეგ, რაც მათმა ქვეყნებმა სამშაბათს ერთობლივი განცხადებით დაადასტურეს აღნიშნული ორგანიზაციიდან გასვლა.
მანამდე, 20 მაისს, ჯანმოს წევრმა ქვეყნებმა დაამტკიცეს საერთაშორისო შეთანხმება რომელიც მიზნად ისახავს გლობალური მზადყოფნის გაძლიერებას მომავალი პანდემიებისთვის, მაგრამ რამდენიმე ქვეყანა არ შეუერთდა ამ შეთანხმებას და თავი შეიკავა კენჭისყრისგან. მათ შორის არიან: პოლონეთი, ისრაელი, იტალია, რუსეთი, სლოვაკეთი, ირანი. ამ ქვეყნების თავშეკავება ძირითადად უკავშირდება სუვერენიტეტის, მმართველობისა და შეთანხმების პრაქტიკულად განხორციელების საკითხებს. მაგალითად, რუსეთმა გამოავლინა სკეპტიციზმი გლობალური ჯანდაცვის სისტემის მიმართ, ხოლო ჩინეთმა და ინდოეთმა არ მოაწერეს ხელი იმის გამო, რომ საფრთხეები დაინახეს სუვერენიტეტისა და ჯანდაცვის სისტემის კონტროლის საკითხებში.
შეთანხმების რატიფიციერება 60 ქვეყნის შემთხვევაში ხდება, ახლა კი 124 არის უკვე, მაგრამ ზოგი მნიშვნელოვანი ქვეყნის არყოფნა გავლენას ახდენს. საქართველო არ არის არც იმ სიაში რომლებმაც ხელი არ მოაწერეს და არც იმ სიაში, თავი რომ შეიკავეს. შესაბამისად, საქართველო სრულად უჭერს მხარს ამ მავნებლურ იდიოტიზმს?
საქართველოს მთავრობაში რა ხდება, ამ ყბადაღებულ Dეეპ შტატე-ს ემიჯნებიან, თუ ეხმარებიან?
ქართველ მედიცინის მუშაკებთან ერთად მოქალაქეებმა პეტიცია შევადგინეთ, სადაც ყველაფერი დეტალურად იყო ახსნილ-ჩამოყალიბებული და ვითხოვდით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან საქართველოს გამოსვლას. პეტიცია განსახილველად გადაეგზავნა პარლამენტს, პარლამენტმა კი ჯანდაცვის სამინისტროში გადაამისამართა.  
ექიმებს მაინც მოუსმინონ!!!
ზურაბ ქუმსიაშვილი, აკადემიკოსი, პროფესორი, ექიმი: „როგორც ცნობილია, ჯანმო აპირებს ახალი ე. წ. პანდემიის გამოცხადებას, რის შემდეგაც გეგმავენ სავალდებულო აცრების სერიას. აცრები აღარ იქნება ნებაყოფლობითი. ვინც არ დაემორჩილება, მათ მიმართ გატარდება იძულებითი ღონისძიებები.
დღეს უკვე ცნობილია რა სავალალო შედეგები მოიტანა იმ ე. წ. აცრებმა. ამიტომ მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ საქართველომ სასწრაფოდ დატოვოს ჯანმო!“
თინათინ გოცაძე, პროფესორი, ექიმი: „ჯანმო არ არის კაცობრიობის ჯანმრთელობაზე მზრუნველი ორგანიზაცია. ჯანმო არის მაფიოზური დაჯგუფება თავისი მოღვაწეობის კრიმინალური ისტორიით. ამ ისტორიის შავბნელი ფურცლები დღეს უკვე გადაშლილია, წაკითხულია და სრულიად გაშიფრულია.
ჯანმო, ათეულობით წლის განმავლობაში „ბიგ-ფარმას“ გიგანტებთან ერთად, ხელს უწყობდა ისეთი ვაქცინებისა და პრეპარატების დანერგვა-გამოყენებას, რომლებიც აზიანებენ ადამიანთა ჯანმრთელობას, იწვევენ სტერილიზაციას, ხელს უწყობენ სიმსივნური პათოლოგიების განვითარებას...
ყველაზე შავი ფურცელი მაინც კოვიდ-პანდემიაა. კოვიდ-19, რომელიც დღეს უკვე კაცობრიობის წინააღმდეგ მიზანმიმართულად და დაგეგმილად განხორციელებულ სპეცოპერაციად არის შეფასებული. ამის გამო, ჯანმოს წინააღმდეგ არაერთი საქმე არის აღძრული. თვით აშშ-ში ამხელენ ჯანმო-ს დანაშაულებრივ ქმედებას. ამიტომ საქართველომ აუცილებლად უნდა დატოვოს ჯანმო!“
ნონა აღდგომელაშვილი (ექიმი): „საქართველო აუცილებლად უნდა გამოვიდეს ჯანმო-დან! იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ხელს მოაწერს ახალ პანდემიურ ხელშეკრულებას, შესაძლებელია, ქვეყანაში დამყარდეს ჯანმო-ს სამედიცინო-სამხედრო და პოლიტიკური დიქტატურა. ჩვენ დავკარგავგავთ სუვერენიტეტს და ვერ დაგვიცავს ვერც კონსტიტუცია და ვერც ვერცერთი საერთაშორისო სამედიცინო სამართლის კანონი _ საქართველოში მოხდება იძულებითი ვაქცინაცია რნმ-ვაქცინებით, რომელიც იწვევს არა მხოლოდ უამრავ დაავადებას, არამედ უნაყოფობას. ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და ეს დაუშვებელია!“
 ჯუმბერ ბოლგაშვილი, პროფესორი, ექიმი: „მივმართავ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას _ ყურადღებით გაეცნოს ჯანმო-ს პანდემიურ ახალ ხელშეკრულებას, რომლზეც ხელის მოწერას ითხოვენ ჩვენი ხელისუფლებისგან.
ახალი პანდემიური ხელშეკრულება პანდემიის გამოცხადების შემთხვევაში ითვალისწინებს ხელისუფლების გადაბარებას ჯანმო-ზე და არსებული ხელისუფლების ჩამოშორებას ქვეყნის მართვიდან.
გარდა ამისა, ჯანმო-ს მიერ მოწოდებული პროტოკოლების მიხედვით მკურნალობამ უზარმაზარი უარყოფითი შედეგი მოიტანა, რამაც გამოიწვია სიკვდილიანობა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. 
საბედნიეროდ, ჩვენთან, საქართველოში, სამედიცინო საზოგადოებას იმდენი გამოცდილება აქვს, რომ იქ, სადაც გადაუხვიეს ჯანმო-ს პროტოკოლებს, ადამიანები გადარჩნენ. ამიტომ, ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, _ დღესვე დასვას საკითხი და უარყოს ახალი პანდემიური ხელშეკრულების ხელმოწერა!“
რაზეა საუბარი, ასე ძნელად გასაგებია?

მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის სერტიფიკატი 
ჩემს გაოგნებას დასასრული არ უჩანს!
აღნიშნული სერტიფიკატი თურმე იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ დადასტურდება, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მალარიის ჯაჭვი გაწყვეტილია სულ მცირე, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში.
კი, კოლხეთის დაბლობი მალარიის გადამტანი კოღოების ბუდე იყო. ამაზე ჯერ კიდევ ჰიპოკრატე წერდა ფაზისისა და იმ ტერიტორიაზე მცხოვრებლების მაგალითზე, როდესაც მალარიის კლასიკურ სიმპტომებს აღწერდა;
„ჭალაკნი მწყურნები ეგრისანი“ იმდენად დიდი იყო, რომ ჯუანშერმა არაბთა მრავალრიცხოვანი ლაშქრის აღწერისას გამოიყენა;
იტალიელი ვაჭარი მიქელე მემბრეც იგივე ლანდშაფტს აღწერს „საშინელი სიმსხოს კოღოებით“;
გრიგოლ ხანძთელიც კი უარს ეუბნება დემეტრე აფხაზთა მეფეს მონასტრის აშენებაზე ფაზისის ტერიტორიაზე და უხსნის, რატომაც;
იმავე მომაკვდინებელ ჰაერზეა საუბარი „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში“, როდესაც ჭყონდიდში ყოფნისას სულიერი კურნების მისაღებად ღვინისმოყვარე მიეახლა. როდესაც ურჩია, სმისთვის თავი დაენებებინა, „ძმამან“, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, უთხრა, ღვინო რომ არ დავლიო, ხომ მოვკვდები სნეულებისგანო.
საქმე ის არის, რომ მავნე ჰაერისგან _ მალარიისგან თავდასაცავად დიდი რაოდენობით ღვინის სმა მიიჩნეოდა. ამ დოკუმენტიდან ხდება ცნობილი, რატომ უთხრა გრიგოლ ხანძთელმა აფხაზთა მეფეს, რომ დასავლეთ საქართველოში შეუძლებელი იყო მონაზვნური ცხოვრება _ ღვინის განუზომლად სმის გამო.
მანამ, სანამ ლავრენტი ბერია კოლხეთის დაბლობს ამოაშრობდა, მალარიის ტროპიკული ფორმით იყო ყოველი მესამე ადამიანი დაავადებული და სიკვდილიანობა 10%-ს შეადგენდა. 
მთელი კოლხეთის დაბლობი ისეთივე ჭაობები იყო, როგორიც ახლა არის შენარჩუნებული კოლხეთის ეროვნულ პარკში. მიუხედავად იმისა, რომ იქ ზამთარში ვიყავი, მაინც უამრავი კოღოა და კბენას არ გადაჩვეულან დედალი კოღოები, მაგრამ მალარია არავის დაგვმართია. 
მოკლედ, მას შემდეგ, რაც ბერიამ ეგრისი მალარიისგან გაათავისუფლა, გამბუზიაც შეეშველა და უზომო ღვინის სმით მკურნალობას მედიცინა ჩაენაცვლა, მალარია აღარავის გახსენებია, ამ უზნეო ჯანმო-მ რა თავის მოსაქონად გაიმეტა სერტიფიკატი, რომელი მალარიის რა ჯაჭვი გავწყვიტეთ? 
უკვე იმის ეჭვიც კი გამოითქვა, რომ ინფორმაცია, რომელიც კოვიდპანდემიამდე გაჩნდა, თითქოს „ზიკას“ გადამტანი ორი კოღო ნახეს, ერთი აჭარაში და მეორე სამეგრელოში, ცრუ ინფორმაცია იყო, სჭირდებოდათ ცრუ ფონის შექმნა და აღარ დასჭირდათ...

თამბაქოს კონტროლის მიზნით ჩატარებული  სამუშაოები
გასულ კვირას ახლობელმა „ცისფერი ვინსტონი“ დამაბარა. სიგარეტის გამყიდველმა რაღაც მრუმე ფერის კოლოფი მომაწოდა. კარგად მახსოვდა, რომ კოლოფს თეთრი ფონი ჰქონდა სადა ცისფერი გაფორმებით და ამიტომ დაეჭვებულმა ვკითხე, „ეს არის ცისფერი“? _ რამდენი ხანია, ეს ამფერიაო.
რა მომასვენებდა, რომ არ გამეგო, რატომ ერქვა იმ ჯოჯოსფერს ცისფერი!
თურმე, მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან, თამბაქოს კონტროლის რეფორმების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია ამოქმედებულა და ამის გამო გვაქებს ჯანმო. 
სადა შეფუთვის მიზანი ყოფილა ის, რომ თამბაქოს ნაწარმს მიმზიდველობა შეუმცირდეს, განსაკუთრებით, მოზარდებსა და ახალგაზრდებში. კვლევების თანახმად, სტანდარტიზებული შეფუთვა ამცირებს თამბაქოს მოხმარების დაწყების ალბათობას და ხელს უწყობს მოწევის შეწყვეტასო.
სად და ვისზე ჩაატარეს კვლევები, არ ვიცი, მაგრამ პირველი კამპანია რომ წამოიწყეს და 80-თეთრიანი სიგარეტი გააძვირეს, იმის ყველა მომდევნო „რეგულაციაზე“ რამდენმა კანონმორჩილმა მწეველმაც მრავალსართულიანი და მრავალფეროვანი გინებაც ისწავლა სქესისა და ასაკის განურჩევლად, მათი სტატისტიკა და კვლევა რომ გამოაქვეყნონ, ძალიან საინტერესო ციფრები იქნება. 
გაქნილ ადამიანთა ერთმა ჯგუფმა სიგარეტის მოწევაზე რომ ჩაგვიყო ჯიბეში ხელი _ მწეველი ვარ, 80 თეთრი რომ ღირდა ჩემი სიგარეტი, ახლა შვიდ ლარს მახდევინებს, რა ხდება, ჯიბე მე რომ მიცარიელდება და ვიღაცას ევსება, მე ვჯანმრთელდები და ვერ ვხვდები?
ყურით მოთრეული აბსურდია, „გაძვირებულ სიგარეტს ნაკლებს მოწევენ და ჯანმრთელები იქნებიან!“ _ თუ მე ჩემს ჯანმრთელობას ვაზიანებ, რაში მახდევინებ ფულს, საკუთარ ავადობაში? და იმ ჩემი ავადობის ფულით შენ ხელფასს იზრდი და საკუთარ ჯანმრთელობას უვლი?
თურმე სახელგატეხილი ჯანმო-ს დირექტივა ყოფილა!
თამბაქო რომ მავნებელია, ვიცით, 40 ქიმიურ ელემენტს შეიცავს, მგონი, მისი ბოლი, მაგრამ დამისახელეთ ერთი მწეველი ადამიანი, რომელმაც სიგარეტის გაძვირების ან კონკრეტულ ადგილებში მოწევის აკრძალვის გამო თამბაქოზე უარი თქვა, _ ფარსია ჩვეულებრივი... ეს კიდევ ცალკე თემაა და შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი. 
ფაქტი ის არის, რომ შეჭირვებული მწეველი ადამიანები თუთუნის შეკეთებაზე გადავიდნენ და ყოველი ღერის შეკეთებეზა მკვდარს და ცოცხალს არ უტოვებენ კანონის სახელით სადღაც ჩაბუდებულ გამომძალველ საქმოსნებს. სხვათა შორის, სუფთა თუთუნის მწეველი მხცოვანი აფხაზები რომ მიდგას თვალწინ, მგონი, მიხარია კიდეც, რომ სუფთა თუთუნზე გადამიყვანეს... 
ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის რეგულაცია თურმე 2018 წელს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ საქმეში ჩარეულა თამბაქოს ინდუსტრია, მათი სახელისუფლებო ლობისტების ზეწოლით, საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელებულა და რეგულაციის ამოქმედება რამდენჯერმე გადადებულა.
წუხდნენ მწეველი ადამიანების ჯიბეში ხელჩაყოფილი გაქსუებულები, საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე, ყოველ ჯერზე გაითვალისწინა თამბაქოს ინდუსტრიის მოთხოვნები და პროფესიული ორგანიზაციების მოწოდებები, რომ მხარი არ დაეჭირათ რეგულაციისთვის და არ უზრუნველჰყვეს მისი დროული ამოქმედებაო.
მწეველს არ ენაღვლება კოლოფის დიზაინის რეგულაციები, მაგრამ სად ნახეს წარსულში არამწეველი ადამიანი, რომელმაც იმიტომ დაიწყო მოწევა, რომ ჭკუიდან გადავიდა სიგარეტის კოლოფის გაფორმებით და გაშმაგებული ეცა, ეს თუ არ მოვწიე, გადავირევიო. აფერაა ყველანაირი რეგულაცია, რაც თამბაქოსა და მასთან დაკავშირებულ პროდუქცია-საქმიანობას უკავშირდება, გაღორებული აქციზის დართვით.
როგორ უტუფრად აცხადებენ და წერენ, თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის რეგულაციის ამოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებითო; მიუხედავად გადავადებისა და თამბაქოს ინდუსტრიის წინააღმდეგობისა, რეგულაციის ამოქმედებამ ხელი შეუწყო თამბაქოს მოხმარების შემცირებას და საზოგადოების ჯანმრთელობის გაუმჯობესებასო.
უინსტონ ჩერჩილის სიტყვებია: „წამართვით სიგარა და მე თქვენ ომს გამოგიცხადებთ!“
სტალინის დროს რომ ვინმეს ეთქვა, თამბაქოს მოწევა აიკრძალოს დახურულ სივრცეებშიო, სტალინი იმ თავის ჩიბუხს მაშინვე ჩაჰკრავდა თუ, ვთქვათ, რაკასოვსკის ეტყოდა: „ნა მესტე რასტრილიატ!“
ვხედავთ, როგორ მტკიცედ დადგა „ოცნება“ ქვეყნის სუვერენიტეტისა და მშვიდობის დასაცავად და, ხალხის დაკვეთაა, ასე დადგნენ ჯანმო-ს წინაშეც!

მაია ჭელიძე