თბილისი ცოცხალი ორგანიზმია

თბილისი ცოცხალი ორგანიზმია

უხსოვარ დროს, მე რომ სკოლაში ვსწავლობდი, ატენის ქუჩაზე აისორი მეეზოვე გოზალა ცხოვრობდა. დღემდე მგონია, რომ მხოლოდ მას ჰქონდა მსოფლიოში უგემრიელესი „სემიჩკა“, ნაღდი ამერიკული „მარლბორო“ და „ჟუაჩკა დონალდო“.
იმ დროისთვის, ატენის ქუჩაზე მხოლოდ სამი მაღალსართულიანი კორპუსი იდგა, ერთი ქუჩის შესასვლელში, მარჯვენა მხარეს, ორი _ სიღრმეში, დანარჩენი ე. წ. ბარაკები იყო. კიდევ ერთი სახლი იდგა, მგონი, სამსართულიანი „ჟაქტის ბინა“, იქ უნდა შეგეხვია და გოზალასა და მის ტომობრივ გაერთიანებას მიადგებოდი.
ერთ დღეს, მოსაღამოვებულზე მივდივართ გოზალასთან „ჟუაჩკის“ საყიდლად და ხმაფეხარეული კაცის გინება ისმის: თქვენი ფიქრები და ოცნებები მო&&&ნ! თქვენი ჩუმი ჩანაფიქრი მო&&&ნ! თქვენი უფანტაზიო ცხოვრება მო&&&ნ!
ცოტა ხანში მაგინებელიც გამოჩნდა – ორმოც წლამდე მამაკაცი იქნებოდა, მოდიოდა ბანცალით და იგინებოდა. 
მაშინვე ავიტაცეთ მისი ზოგადსაკაცობრიო გინება და ერთხანს იმასაც კი ვარჩევდით, რას შეიძლება გაემწარებინა ასე, როგორ სიტუაციას, რა საზოგადოებას...
ახლა, თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, ზუსტად იმ კაცივით, ოღონდ, აბსოლუტურად ფხიზელი, ყოველ ჯერზე ზუსტად ასე ვიგინები, როცა სამსახურიდან სახლში მივდივარ დაღლილი და იმის გამო, რომ რამდენიმე ღორისგაგდებულს, დედიმისისას რომ ჭამს, წესრიგის ვითომ დამცველები ქუჩის გადაკეტვას არ უშლიან, ამის გამო კი მე ფეხით უნდა ავასკდე ვარაზისხევს, ან საბურთალოდან უნდა მოვუარო, რომ მრგვალ ბაღამდე მივიდე.
მოსაღამოვდება და სამსახურშივე ვიგებ, რომ მახრა-აკაცუკები უკვე შეკრებას იწყებენ სადღაც, ისეთ ადგილზე, მე რომ სახლში პირდაპირი გზით არ წავიდე. ჩემი ძმაკაცი ერვანდასი არ იყოს, ბლინ, ამათ მე ხომ არ ვგონივარ ამ ბოლო დროს კალაძე?
კიდევ კარგი, სასტუმრო „საქართველოსთან“ აღარ იწლარწებიან, ოფიციალური ენით რომ ვთქვა _ რათა მყუდროება დაურღვიონ კახა კალაძის საარჩევნო შტაბს.
ამ დედადაწყევლილებს, რა ჰგონიათ ნეტავ, თუ იქ მიუვარდებიან მანჭვა-გრეხვით, მთელი დღე ქვეყნის სამსახურში მდგომი კახა კალაძე იმ შტაბში დასასვენებლად მივა, წამოგორდება, ფეხებს კედელზე გაკრულ ფარდაგზე ააწყობს, წათვლემს და ესენი ძილს არ დააცდიან, მყუდროებას დაურღვევენ?
მახრას ტვინი ვინ მისცა _ მყუდროებას კახა კალაძეს კი არა, იმ ხალხს ურღვევენ, ვინც ახლომახლო ცხოვრობს, ხოლო მე და ჩემნაირებს, ვინც მიმდებარედ ვცხოვრობთ, ან უბრალოდ, ამ გზაზე გამვლელებს, ისე უშნოდ გვეღობებიან გზაზე, რომ იმ კაცისგან განსხვავებით, უშურველად ვუთვლით ყოვლად უგვანო გინებას.
მე რას დავწერ, მეორედ მოსვლამაც რომ ჩაიაროს, მაინც ვერ გაიგებენ, რა წერა-კითხვის უცოდინარი უწიგნური მაწანწალებიც არიან, ისეთივე დარჩებიან ყველა ცხოვრებაში, მაგრამ იქნებ, გატყდეს ნავსი და ვინმემ ვინმეს მიუტანოს ენა, რას ვამბობ.
პატარა რომ ვიყავი, ბებიაჩემმა მკვდარი მახრა მაჩვენა და მითხრა: ბებო, ეს არის მახრა. თქმა იციან, მახრას თუ ნახავ, უბედურება მოგელისო. არ დაიჯერო, ბებო, აქ (თბილისში, ვაკეში) რა უბედურება უნდა მოგიტანოს, უბედურება სოფელში მოაქვს, გადაუჭამს გლეხს მთელ მოსავალს და გაუბედურდება, აბა, რა მოუვაო; „ნაირჭამიაა“ მახრა, ყველაფერს ჭამს, მარტო ერთი რამე კი არ უყვარსო; მუხა რომ მუხაა, იმას თუ შეუჩნდა ფესვებში, იმასაც კი წააქცევსო. 
ახლა რომ ოპერაში სპექტაკლის სანახავად ბილეთის შეძენა რომ შეძლო, ერთკვირიანი იძულებითი შიმშილობა უნდა გამოაცხადო, ასე კი არ იყო, აბონემენტი გვქონდა და ვეზიარებოდით კულტურას, ჰოდა, დედაჩემმა რა სპექტაკლზე წამიყვანა არ მახსოვს, პატარა ვიყავი, მაგრამ ერთ-ერთი მოქმედი პირი მახრა იყო, რომელსაც ყველა მტრობდა და ამიტომ, მახრა მეცოდებოდა. სახლში რომ მოვედი, ხალასმა ბავშვმა ბებიას მოვუყევი გულაჩუყებულმა, როგორ დასდევდნენ საწყალ მახრას და ამიტომაც ამიხსნა, რა იყო მახრა სინამდვილეში. 
მახრა გამაცნო ბებიამ, რომლისაც ყველაფერი მჯეროდა, თვით გუდიანი კაცის არსებობისაც, მაგრამ იმდენად დიდი იყო ოპერის თეატრში მიღებული განცდა, რომ მაინც ოპერაში ნანახი მახრას სიბრალული სძალავდა და კითხვა გამიჩნდა, თუ ასეთი ცუდია მახრა, აბა, რატომ არსობებს-მეთქი? ჩიტებს ჭამა ხომ უნდათ, ჰოდა, იმათი საჭმელია, ძალიან უყვართო. ამანაც იმოქმედა, ისევ ოპერის მსახიობი კაცი დამიდგა თვალწინ. სხვანაირად არ შეიძლება მახრას მოშორება-მეთქი? კი, შეწამლით, როგორც ვაზს ვასხამთ შაბიამანსო. ეს ვერსია მომეწონა, მაგრამ ბებიამ მითხრა, რომ მახრას სრულად მოსპობა არ შეიძლება, ჩიტები დაიმშევიან. ოპერაში ნანახი მახრას გამო დიდ საგონებელში ჩავვარდი ბავშვი...
ჰოდა, ახლა ვზივარ და ვფიქრობ, _ ეტყობა, ქართულ პოლიტიკურ ეკოსისტემას არ აწყობს ამ მახრა-აკაცუკების სრულად განადგურება, პოლიტეკობალანსი დაირღვევა და ამიტომ აფუთფუთებენ-მეთქი.
კარგი, ბატონო, ასე იყოს, მაგრამ რაღაც არ მაგონდება, რომ ხალხის ნაცვლად კონკრეტული თანამდებობის პირები შეწუხებულიყვნენ, თვეობით შემოვლითი გზებით ევლოთ სახლებში ხელისუფლების წარმომადგენლებს და მუშტი-კრივი მათ გაემართათ...
მახრა-აკაცუკი თუ ასე სჭირდებათ პოლიტეკოსისტემისთვის, თავიანთ ბაღ-ბოსტანში მოამრავლონ!
ამ შემთხვევაში თბილისი, ჩვენი, ხალხის ბაღ-ბოსტანია და რა უფლებით ამრავლებენ და ახარებენ ყოვლად მავნებელ მახრა-აკაცუკებს ჩვენს მამულში?
ახლა კარგად შევწამლი ყველას და იმას გამომრჩებიან:
საქმე ის არის, რომ თუ დავერიე და ბათმანიანი მადლიანი მუშტით მივაჭყლიტე მახრები ერთმანეთის მიყოლებით, მე დამსჯიან, მახრას რატომ შეეხეო, მაგრამ მახრამ თუ გამომხრა, ოჰ, ეს რა ჩაიდინე, მახრაა, მაგის ჩვევა და წესი ეგააო, _ დაამუნათებენ. შეპირებული სამართალი სადღაც არის მიმალული, ნეტავ, რომელი გოდრის უკან...
დიახ, დიახ, გოდრის უკან, რადგან კარგად ვხედავ, რომ ყველა, ვინც ვერ ხვდება რა არის თბილისი, ვერც იმას ხვდება, სად არის, იმიტომ, რომ გოდრით არის ჩამოტანილი და დადგმული თბილისში _ ამიტომ არ უყვართ თბილისი. რატომ უნდა უყვარდეთ, აქ ხომ მათი მშობლიური სოფლის ორღობე არ არის, ამიტომაც არ ენაღვლებათ აღა მაჰმად ხანივით, არც თბილისის გადაწვა და არც ხეებისა და ბოძკინტების მოგლეჯვა იქნება თუ ქვაფენილის აყრა.
ცნება „დედაქალაქი“ მხოლოდ მეტყველების მშვენებად აქვთ _ სოფლიდან წამოვიდნენ გოგო-ბიჭები, მაგრამ სოფელი ვერ მიდის გოგო-ბიჭებიდან და სძულთ თბილისი, სოფელი ახსენდებათ...
თბილისი ცოცხალი ორგანიზმია, არ იღებს მენტალურ ტეტიას და ბრაზობენ ტეტიები, _ ტატუები გავიკეთეთ, თმა გავიფერადეთ, ცხვირში, ყურში, ჭიპში და საერთოდ, ყველგან, სადაც რამის გარჭობა შეიძლებოდა, გავიხვრიტეთ და გავირჭეთ და მაინც რატომ ვერ ვთბილისელდებითო, თორემ გორგასალის ხოხბის კვერცხიდან არავინ გამოჩეკილა...
ახლა იმას ვფიქრობ, „ხაბეს“ როდის გამოაცხადებენ გმირად და ხომ არ გადაფარავს მისი დაკავება ნეპალის ამბებს _ ნეპალის ახალი ამბების სააგენტო განიცდის და მიდეპეშეს... 
წინა კვირას ნეპალში რომ მასობრივი გამოსვლები დაიწყო, რასაც ადგილობრივმა მედიამ „ზუმერების რევოლუცია“ დაარქვა, ჩვენმა აკაცუკებმა კარგად ვერ გაიგეს, რა მოხდა, მაგრამ მთავარი ხომ გაიგეს _ გადაიწვა იქაურობა, პრემიერი გადადგა თუ გადააყენა პრეზიდენტმა და მინისტრები გაიქცნენ. მეტი რა უნდა უტვინო ან მოკლეტვინა მახრა-აკაცუკების ოცეულს? მელიქიშვილის გამზირზე მოყაყანე მახრა-აკაცუკებს სიამოვნების ჟრუანტელმა ისე დაუარა, არ იცოდნენ, როგორ იმღერებოდა, თორემ ნეპალის ჰიმნს შეძლებისდაგვარად დასცხებდნენ;
ამ ნაც-ზებოს სვავ მრევლს ის არ გაუგია, რომ ნეპალში ამ ე. წ. რევოლუციას 19 ადამიანი შეეწირა და 300-ზე მეტი დაშავდა, თორემ უფრო მეტად გაიხარებდნენ;
კარგია, როცა არაფერი არ იცი _ ყველაფერი იცი...
ამ „შიგევროპელებმა“ იმდენი არ იციან, რომ იმ ნეპალს ედრებიან, რომელიც ბრიტანეთის კოლონია იყო და ისეთი უპერსპექტივო უღარიბესი ქვეყანაა, რომ მისი განვითარება ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება. მთავარია, რომ რევოლუციური ნეპალია და რაღაცით ბრიტანეთს უკავშირდება _ დამთავრებული საკითხია, ნეპალი „შიგევროპა“ თუ არა, განაპირა ევროპა მაინც ხომ იქნება... უხსენი ახლა ამათ, რომ ნეპალში ყოველ ორმოც წელში რევოლუციური ბნედა წამოუვლით ხოლმე...
მაო მაია დარსმელიძე ეგონებათ, თორემ კი ეტყოდა კაცი, რომ ნეპალში სოციალ-დემოკრატიულ მთავრობას მაოისტები უტევენ და არა ნჯო-ებით დაფინანსებული უსქესო იდიოტები...
დავით კალანდიამ მაგრად მაცინა, ჯიგარია, ჩემი სათქმელი თქვა: „რამდენიმე წლის წინ, როდესაც სრულიად უმუშევარი, მუდმივად მშიერი და მეტ-ნაკლებად ახალგაზრდა ვიყავი, ერთ-ერთ საერთაშორისო პროექტში მოვინდომე მონაწილეობის მიღება. ძალიან უწყინარი პროექტი იყო; უნდა დამეთვალა ხეზე ფოთლები, ზღვაში ქვიშა და ცაში ვარსკვლავები.
მოკლედ, მუშაობა იყო „не бей лежачего“, ანუ ზუსტად ისეთი, როგორიც მე მაწყობდა. ჰოდა, გამომიგზავნეს ანკეტა შესავსებად!
იცით, ალბათ, ანკეტაში რა კითხვებია ხოლმე - გვარი მამის სახელი, მისამართი, ოჯახური მდგომარეობა, სქესი...
ჰოდა,
სქესის გვერდზე რომ გადავედი, იქ ეწერა:
1) მამრ.
2) მდედრ.
3) სხვ.
აი, იმ “სხვ.”-ზე კი გავიჭედე.
სხვა რა უნდა იყოს-მეთქი, დავიწყე ფიქრი. გავიხსენე კაცობრიობის მთელი ისტორია და მხოლოდ “მამრ.” და “მდედრ.” მახსენდებოდა. “სხვ.” თუ გამახსენდა, ეს კენტავრი იყო, თუმცა მათ შორისაც იყვნენ მხოლოდ “მამრ.” და “მდედრ.” პროექტის მესვეურებს შევეკითხე (წერილობით, რასაკვირველია), “სხვ.” ვინ ან რა არის-მეთქი?
მესვეურებმა მიპასუხეს, აი, არც “მამრ.” და არც “მდედრ.” თუ არ ხართ, ის უნდა მიუთითოთო.
ვუპასუხე, რომ “არც “მამრ.” და არც “მდედრ.” ვიცი მე ჰერმაფროდიტი, მაგრამ ისიც ამ შემთხვევაში “მამრ.” და “მდედრ.”-ია ერთდროულად.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავატრაკო, მით უმეტეს, რომ გატრაკება არასდროს მეხერხებოდა, ის ანკეტა კი შევავსე, მაგრამ საკრალური კითხვა კითხვად დამრჩა.
ამას წინათ, ანუ, გუშინ და გუშინწინ, როდესაც ყურადღებით ვაკვირდებოდი მელიქიშვილზე მიმდინარე მოვლენებს, უცებ მივხვდი, რომ... ალბათ, თქვენც მიხვდით, თუ რას მივხვდი?
მიხვდით, რასაკვირველია.
და ვინც ვერ მიხვდა, იმას ჩუმად ვეტყვი, ის „სხვ.“ ზუსტად რომ იქ ვნახე. დიახ. ფაქტობრივად, იქ არც „მამრ.“ და არც „მდედრ.“ არ იყო. იქ სწორედ რომ „სხვ.“ იყო
და ვინც მეტყვის, რომ იმ იდიოტიზმის მონაწილეები “მამრ.” ან “მდედრ.” იყვნენ, პირველმა მესროლოს “სხვ”.
ვინც აქამდე არ იცოდა, _ აი, ეს არის, ძმაო, იუმორი, დახვეწილი, მრავლისმომცველი და ათიანზე დასმული! 
გავიხედე და, ბატონი პრემიერი აპროტესტებდა: „ყოველდღე გადის ნიუსი, რომ გადაიკეტა რუსთაველის გამზირი, როცა 50, მაქსიმუმ 150 კაცი დგას ხოლმე იქ. ელემენტარულად, მაჯისცემა უნდა შეუნარჩუნონ რადიკალებს. ეს არის სპეცსამსახურებში დაწერილი მარტივი სცენარები. მკვდარია ოპოზიცია, მაგრამ 20 კაცს უნდა გადააკეტინონ რუსთაველის გამზირი.“
ახლა, მოიცა, პრემიერო! ჩვენ გვგონია, რომ თქვენ აკეტინებთ, რომ უსქესო მახრა-აკაცუკები ლაღად იყვნენ და, თუ თქვენ არ აკეტინებთ, მაშ ვინ კეტავს თბილისის გამზირებს, რუსეთი თუ დიფ სთეითი? რომელ სპეცსამსახურებში გაწერილი მარტივი სცენარიო, ვისია ის სპეცსამსახურები, გვარ-სახელი, ქვეყანა ან გამოშვების თარიღი _ სადმე არ აწერია?
ძალიან დაგვღალეს ამათაც, იმათაც და ამათ უკან ვინც არიან _ იმათაც. ცოტაც და, ან მოთმინების ძაფი გაწყდება, ან მოთმინების ფიალა გადმოიღვრება...
ჩემი მხრიდან დადასტურებულად დავძენ _ ჩემს ახალგაზრდობაში „სამი ჩ-ს სადღეგრძელო“ იყო მოდაში „ჩვენი ჩუმ ჩანაფიქრს გაუმარჯოს!“ _ ჩჩჩგ; 
იმ თაობამ ახლა ასე გადავაკეთ „თჩჩმ“ _ „თქვენი ჩუმი ჩანაფიქრი მო&&&ნ!“ 

ზურა ოშხერელი