უგრძვნია
მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა ინგა გრიგოლისთან „აღსარების“ ჩაბარებისას თქვა, ისეთი შეგრძნება მაქვს, ბიძინა ივანიშვილი პოპკორნით ზის და გვიყურებს, რა დღეში ვართ შიგნითო. ეს „შიგნით“, ალბათ, მაგათი სამზარეულოა, ან კიდე რამე შტაბისმაგვარი.
არა, მე ვიცოდი, რომ ეს გოგო ბოლოს და ბოლოს იგრძნობდა, მაგას კოჭებში ეტყობოდა. თუმცა, ნანკას აქ ერთი შეცდომა აქვს დაშვებული - ბიძინა ივანიშვილი ბატიბუტს არ ჭამს, მას სტაფილოს წვენით სავსე ჭიქა უჭირავს და ისე უყურებს, თან ბერას ეკითხება, ესენი ვინ არიან, რა უნდათო?
კაი, ამ ნანკამ რაღაცა რომ იგრძნო და ეჭვებმა შეიპყრო, ეგ გასაგებია, მაგრამ ისევ რომ ამბობენ, მაინც უნდა ვიბრძოლოთ, მაინც გავიმარჯვებთ, მაინც დავამხობთო, ეგ როგორ უნდა გავიგოთ? ხედავ, რა დღეში ხართ, ხედავ - არაქათი და ოვსილა აღარ გაქვთ, ხედავ - შენმა პატრონებმაც ჩაიფსეს, ხედავ - ქვეყანას ვეღარ აყირავებთ, ხედავ - ეს უკვე შეუძლებელია, რატომ არ „დაყენდებით“? არა, ჩვენ სულ ფეხებზე გვკიდია, დაყენდებით თუ არა, მაგრამ ამის შემდეგ ხომ თქვენი თვითლიკვიდაციის პროცესი იწყება? ბუნების კანონია, როდესაც დამარცხებული მარცხს არ ეგუება და ჯიუტად განაგრძობს ე. წ. ბრძოლას, ის ყოველთვის საკუთარი სიჯიუტის მსხვერპლი ხდება. მე ვუსმინე იმ გადაცემის ფრაგმენტს, სადაც ილაჯგაწყვეტილმა კალატოზიშვილმა ეს თქვა, მაგრამ შემდეგ განაგრძო, რომ აუცილებელია ბრძოლა, ერთობა, გეგმა და დიმპიტაური. ნახეთ, თან აღიარებს, რომ განწირულები არიან, თან ფარ-ხმალის დაყრასაც არ აპირებენ, თვითონ ცდილობს, ე. წ. ტემპი მაინც არ დააგდოს, ვინმეს ხასიათი არ წაუხდინოს.
გელა ზედელაშვილი
