გაუგებრობაში ჩაფეხვილი მსოფლიო ჟურნალისტიკა
სანამ მე ქართული ჟურნალისტიკის სვე-ბედზე ვწერდი, ამასობაში პოლიციელის გალახვისთვის დაპატიმრებულმა მზია ამაღლობელმა უამრავი ჯილდო მიიღო საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. მე არ ვიცი, ქალბატონმა მზიამ ამდენი ჟღარუნები და „მენდლები“ სად უნდა წაიღოს, ალბათ, ზოგს მკერდზე ჩამოიკიდებს, ზოგს კედლებზე ჩამოჰკიდებს, მაგრამ ეს ყველაფერი, საერთაშორისო ორგანიზაციების უშნო აცუნდრუკება აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ მსოფლიო მედია ღრმა კრიზისშია. მაშინ, როცა ორგანიზაცია „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“ ბიძინა ივანიშვილს მედიის მიმტაცებლად ასახელებს და, ამავე დროს, მზია ამაღლობელს ვენაში პაულ ვაიზის სახელობის პრემიით აჯილდოებენ, რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ?
ეს ჯილდო დაარსდა რამდენიმე წლის წინათ ჰოლოკოსტს გადარჩენილი ავსტრიელი იურისტის, პაულ ვაიზის პატივსაცემად. ვაიზის ოჯახი 1938 წელს ვენიდან დახაუს ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, სადაც დაიღუპნენ მისი დედა და და. ამის შემდეგ იგი გახდა საერთაშორისო სამართლის ექსპერტი და გადაწყვიტა, მთელი ცხოვრება მიეძღვნა ლტოლვილების დაცვისათვის. პაულ ვაიზის პრემიით ჯილდოვდებიან ჟურნალისტები სამოქალაქო სიმამაცისთვის. აი, მზია ამაღლობელმა სად და როდის გამოიჩინა სამოქალაქო სიმამაცე, გაუგებარია, მას, ფაქტობრივად, პოლიციელის შემორტყმისთვის აჯილდოებენ და თანაც ისე, რომ საერთოდ არავინ წითლდება.
ბიძინა ივანიშვილმა „მედია რომ მიიტაცა“, ამაზე ჩვენს გაზეთში ფართოდ უკვე დაიწერა, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვისთან ერთად დასახელდა ამ „ნომინაციაში“. ესე იგი, მსოფლიოში „მედიის მიმტაცებლები“ ივანიშვილის გარდა არიან: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი, სლოვაკეთის პრემიერი რობერტო ფიცო, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი, ავღანეთის მმართველი ჰიბატულა აკუნძაძა, ნიკარაგუის პრეზიდენტი დანიელ ორტეგა, ირანის უზენაესი მმართველი აიათოლა ალი ხამენეი, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, ჩინეთის კომუნისტური პარტია, ბურკინა ფასოს სამხედრო ხუნტა და სხვები. ბიძინა ივანიშვილსა და ვიქტორ ორბანს რომ ჰიბატულა აკუნძაძასთან და ბურკინა ფასოს სამხედრო ხუნტასთან ერთად დაასახელებ, აშკარად რამსები გაქვს არეული და თანაც ისე, აღარასოდეს რომ აღარ დაგილაგდება.
36 „მიმტაცებელთა“ შორის არ არიან მოლდოველი მაია სანდუ და ე. წ. უკრაინელი ვოლოდიმირ ზელენსკი. მათ ქვეყნებში ოპოზიციური მედია ყვავის, 16 ტელეარხი მათ არ დაუხურავთ, მედია საერთოდ არ აულაგმავთ და არ გაუუქმებიათ…
ამ დროს რა ხდება საქართველოში, 2012 წლიდან მოყოლებული? საიდან გაჩნდა ამდენი აღვირახსნილი ტელევიზია? რანაირად ჩასჩიჩინებენ დღენიადაგ ისინი მოსახლეობას, რომ ქვეყანაში ტირანია მძვინვარებს? გინახავთ სადმე ასეთი გასაოცარი დემოკრატია, სადაც დღისით, მზისით ლამის ყველა არხზე „ქადაგებდნენ“, რომ ქვეყანაში დიქტატურაა? სადმე არსებობს დიქტატორული ქვეყანა, სადაც 70-მდე ტელეარხი, 60 რადიო, 300 სააგენტო და ასეულობით პოდკასტია?
დღეს საქართველოში მედიის თითქმის 60% ინფორმაციის მოპოვება-გავრცელების ნაცვლად აღვირახსნილ და მავნებლურ საქმიანობას ეწევა, ამ დროს ე. წ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ბრიფინგებს აწყობენ და აცხადებენ, რომ ჩვენში მედიაგარემო კრიტიკულ მდგომარეობაშია. თურმე ეს „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული რეპრესიული პოლიტიკაა, რაც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული აზრის ჩახშობას. თურმე საქართველოში ასეულობით შემთხვევაა, როცა დამოუკიდებელ ჟურნალისტებს თავს ესხმიან, უკანონოდ აპატიმრებენ, აშინებენ, ემუქრებიან და აწამებენ. ასახელებენ ნინია კაკაბაძეს, ვახტანგ სანაიას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს და შემდეგ დასძენენ, რომ ხელისუფლება გაუგონარ ბოროტებას სჩადის მზია ამაღლობელის მიმართ. თურმე ესენი დააპატიმრეს არა გზის გადაკეტვისა და პოლიციელის გალახვისთვის, არამედ პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის. თურმე ისინი გზას კი არ კეტავდნენ და კი არ თვითნებობდნენ, დანაშაულს კი არ სჩადიოდნენ, უწყინრად იდგნენ და თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.
ფაქტია, როცა ე. წ. არასამთავრობოები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები ასე ურცხვად ტყუიან, ეს, რასაკვირველია, მიანიშნებს გლობალური მედიის ძალიან ღრმა კრიზისზე. ჩვენი ე. წ. არასამთავრობოები უფრო შორს მიდიან, მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილი სრულიად დამსახურებულად შეიყვანეს „მედიის მტაცებლების სიაში“. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მძიმე და შეზღუდულია მედიის გარემო საქართველოში. ამავე დროს, თურმე არ უნდა დავივიწყოთ ის რეპრესიული კანონები, რომლებიც მიზნად ისახავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ დარტყმას.
რა შუაშია ე. წ. რეპრესიული კანონები (აქ, უპირველესად, გამჭვირვალობის კანონი იგულისხმება) ე. წ. მედიასთან და ე. წ. ჟურნალისტებთან? რატომ აიგივებენ ე.წ. არასამთავრობოები საკუთარ თავს მედიასთან? იცით, რატომ? ისინი ყველანი ერთი „ინკუბატორიდან“ არიან გამოჩეკილები და ამას ვეღარც კი მალავენ. ისე, საინტერესოა, რატომ არ შეიყვანეს „მედიამტაცებელთა“ სიაში დონალდ ტრამპი? აი, ახლა, როცა ამ სტატიას ვწერ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი BBC-ის სასამართლოში უჩივლებს და იცით, რატომ? Fox News-თან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი 2021 წლის 6 იანვრის გამოსვლა „დაჩეხეს“ და ისე წარადგინეს, რომ მაყურებელი შეცდომაში შევიდა.
უკვე ცნობილია, დონალდ ტრამპის ადვოკატებმა BBC-ს წერილი გაუგზავნეს, სადაც აღნიშნულია, რომ 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ზარალის გამო იჩივლებენ, თუ კორპორაცია ბოდიშს არ მოიხდის და კომპენსაციას არ გადაიხდის. ვნახოთ, რას იზამს ბრიტანული „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. ჩვენ სხვა მაგალითებიც ვიცით, როცა ტრამპი ჟურნალისტებს და ტელეკომპანიებს უტევს, მაგრამ ეს დემოკრატიის გაბრწყინებად ითვლება. ამას ჰქვია ორმაგი სტანდარტი და სამმაგი ვირეშმაკობა, ის ისეთი სახელმწიფოს მეთაურია, ყველაფერი ეპატიება. მე არ ვამბობ, რომ ტრამპი ტყუის, ან რამე სიცრუეს ავრცელებს, არა, თუ კორუმპირებული ევროჩინოვნიკების დავალებით მოქმედი ორგანიზაციების პრინციპებით მივუდგებით საკითხს, მაშინ სიაში პირველი ტრამპი უნდა ყოფილიყო. საქმე კი ის გახლავთ, რომ მას ეგეთ რამეს ვერ გაუბედავენ. აგერ, უცხოურ მედიაში უკვე გაჩნდა პუბლიკაციები იმის თაობაზე, თუ როგორ გაეხვა BBC დიდ პოლიტიკურ სკანდალში. არადა, ეს ტელემაუწყებლობა ყოველთვის სამაგალითო იყო თავისი ავტორიტეტით, გავლენით და აკადემიურობით. ახლა კი ეს ერთ-ერთი სამაგალითო მედიასაშუალებაც გააბანძეს და ბოდიშიც მოახდევინეს. ტრამპის მუქარის გამო გადადგა არხის გენერალური დირექტორი და საინფორმაციო სამსახურის აღმასრულებელი ოფიცერი. ახლა მოკლედ მოგახსენებთ, რა მოხდა, რატომ დაინგრა ბრიტანული „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ იმიჯი და გავლენა. გამოცემა Telegraph-მა (აი, სად ყვავის ბეჭდური მედია) გამოაქვეყნა BBC-ის შიდა დოსიე, სადაც გამოაშკარავებულია ინციდენტების სერია და კარგად ჩანს მაუწყებლობის სერიოზული მიკერძოება. დოკუმენტი ჟურნალისტმა მაიკლ პრესკოტმა შეადგინა და BBC-ის სამეურვეო საბჭოს გაუგზავნა. იქ რამდენიმე ინციდენტია ასახული და მათ შორის ყველაზე სკანდალური პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკავშირდება. ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ბრიტანული მაუწყებლის გადაცემა „პანორამამ“ დონალდ ტრამპის 2021 წლის 6 იანვრის განცხადება არასწორად დაამონტაჟა - კერძოდ, პრეზიდენტის ორი ფრაზა ერთმანეთს ისე გადააბა, თითქოს იგი მხარდამჭერებს ძალადობისკენ მოუწოდებდა. საუბარია მოვლენებზე, როდესაც აშშ-ის კაპიტოლიუმზე დონალდ ტრამპის მომხრეთა შტურმს მსხვერპლი მოჰყვა. BBC-ის თავმჯდომარემ, სამირ შაჰმა ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატებს აღიარებითი წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნა, რომ დამონტაჟებული ვიდეო მართლაც ქმნიდა არასწორ შთაბეჭდილებას, თუმცა ეს არაკეთილსინდისიერი განზრახვით ან ხალხის მოსატყუებლად არ გაკეთებულა. აბა, რისთვის გაკეთდა? როგორც ხედავთ, სამირ შაჰი თავის დაძვრენას შავნოდარასებურად ცდილობს - ასე კი იყო, მასალა დავამახინჯეთ, არასწორად დავამონტაჟეთ, მაგრამ ეს არაკეთილსინდისიერი განზრახვით არ გაგვიკეთებია, სინდისიერი განზრახვით გავაკეთეთო. მსოფლიოს წამყვანმა მედიასაშუალებებმა იმიჯი კარგახანია, შეილახეს, გავიხსენოთ, რამდენი ცილისმწამებლური პასკვილი გამოაქვეყნეს „ვაშინგტონ პოსტმა“ და სხვა, შედარებით დაბალი დონის გამოცემებმა გიული ალასანიას და დავით კეზერაშვილის მიერ გადახდილი ფულის სანაცვლოდ. ავი ენები ამბობენ, ნებისმიერ წამყვან გაზეთში მიიტანეთ 20-30 ათასი დოლარი და ნებისმიერი შინაარსის წერილს დაგიბეჭდავენო. არ მიკვირს, სადაც კონგრესმენი ჯო უილსონი იღებს თვეში 1000 დოლარს და შემდეგ უამრავ სისულელეს ლაპარაკობს, გაზეთებსა და ტელევიზიებზე რა უნდა ვილაპარაკოთ? ისე, ბრიტანეთის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მაგალითი მაინც კარგი გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლებისთვისაც და კოლექტიური შავნოდარებისთვისაც - წესით, რამდენ სიცრუესაც ესენი ავრცელებენ, ამის გამო ევროპასა და აშშ-ში აქამდე ცხრაჯერ დახურავდნენ და ლიცენზიასაც ჩამოართმევდნენ. ალბათ, ეს დღეც დადგება, მე მჯერა, რომ დადგება.
გელა ზედელაშვილი