წახნაგოვანი ქაოსი

წახნაგოვანი ქაოსი

(გაგრძელება. 
დასაწყისი იხ. „სგ“ N36)

სერიალის პარალელური სერიები

სერიალის რომელიღაც პარალელურ სერიაში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიტ კელოგი გამობრძენდა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე და ისეთები თქვა, ამ აბსოლუტურად სერიოზულ წერილში მოსატანი არ არის, რადგან მამხიარულებს, მაგრამ გვერდსაც რომ ვერ ავუვლი, რა ვქნა.
ვფიქრობ, პუტინი გულის სიღრმეში ხვდება, რომ ვერ გაიმარჯვებს და გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ომში გამარჯვება არ შეუძლია, ეს არ მოხდებაო. თუ დააკვირდებით პუტინის სამხედრო ძალებს, დაინახავთ, რომ მათი დიდი ნაწილი განადგურბულია. მას ტანკები მუზეუმებიდან გამოჰყავს, პრობლემა მას აქვს და არა დასავლეთსო.
ვზივარ და ვფიქრობ, რომ მაყურებლობაც არ ყოფილა მთლად მოსვენებული მდგომარეობა _ რა თქვა ამ კაცმა, რა ჟანრს განეკუთვნება სერიალის ეს სერია?
როგორც ვხედავ, მაყურებელი ბევრი ჰყოლია სერიალის ამ სერიას _ ისეთი კარკაცი გაუდით, კითხვას კითხვაზე ისვრიან დაზეთილი ლულებიდან: რუსეთის „ტანკის მუზეუმში“ რამდენი ტანკია დარჩენილი ამ დროისთვისო? ბომბები სამი წლის წინათ ხომ გაუთავდათ და ახლა „ლაგატკებს“ ისვრიანო? ის ჟანგიანი ტანკები და ავტომატები გამოცვლეს, ხან რომ ისროდა და ხან არაო? ის ვის გახსოვთ, პუტინმა რომ თქვა, ჩვენ ჯერ ომი არ დაგვიწყიაო? რას ეწევიან ასეთსო? ტრამპს რა ჰგონია, ვერ ხვდებიან აქეთა მხარეს, რომ ევროპისა და რუსეთის ომი უნდა, რომ აზიაც ჩაერთოს და აშშ-მა ფული აკეთოსო? ეს „ჯონსონ-2“ საიდან მოიყვანესო? თუ ასეთი საცოდავია რუსეთი, რას ელოდებიან, რატომ არ დასცხებენო?
ბოლოს დასკვნა დაიდო: ეს და მისთანები ფეხიფეხზე გადადებული „დასავლურ სირობებს“ რომ ლაპარაკობენ და მსმენელ-დამჯერებელი დეგენერატები აზრზე არ არიან, რა ხდება, იმიტომაც ხდება, რაც ხდებაო და სულაც, ალიასკაზე რა ილაპარაკა ორმა გაქნილმა, იცის ვინმემო?
ვიქტორ ორბანს რომ ჰკითხო, ის სხვანაირად ამბობს: უკვე გადაწყვეტილია. რუსებმა გაიმარჯვეს. ერთადერთი შეკითხვაა: როდის და ვისთან გააფორმებენ მშვიდობას.
რა ქნას მაყურებელმა, რომელ ვერსიას ენდოს?
ესეც პარალელური სერიიდან არის _ მომაკვდავი რუსეთისგან, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტიდან მესამე წელს, ევროკავშირის ქვეყნებმა 21,9 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული ენერგორესურსები შეისყიდეს, რაც აღემატება მათ მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ დახმარებას.
ელაპარაკე ახლა ამათ ქართულ ხალხურ მაღალ იდეალებზე...

ცუღლუტი ტრამპი, 
თუქსუსი „ზელე“, 
დასაქნევი ბრიტანეთი და ეჭვიანი ერდოღანი

საგონებელში ვიყავი ჩავარდნილი, ეს შიშტიბუქა ტრამპი ამ უგონო ზელენსკის რას ეტევება; ან ეს „ჯეკი მფატრავის“ შთამომავლები რატომ იწვიან უკრაინის ბედ-იღბლით; ოსმალო კი თვალთმაქცია, მაგრამ ერდოღანს რაღა სჭირს-მეთქი და, როგორც იქნა, გავარკვიე _ „ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, ხელი მოვაწერო კანონს, რომელიც გაერთიანებულ სამეფოსა და და უკრაინას შორის 100-წლიანი პარტნიორობის ხელშეკრულების რატიფიცირებას ახდენს“, _ თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სიტყვა საქმედ აქცია, ხელი მოაწერა უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის 100-წლიანი პარტნიორობის ხელშეკრულების კანონს. 
ის კი არ გამიკვირდა, თუქსუსმა ზელენსკიმ დასაქნევ დიდ ბრიტანეთს რამეზე რომ მოუწერა ხელი, არამედ ის, რომ ბრიტანეთს ჰგონია, ყველას დავასწარი და მაგარი დოკუმენტი გავაიმასქენიო.
კი, ჯერ კიდევ სამი წლის წინათ ჭუჭყუნობდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი რაღაცას, დიდი ბრიტანეთი პოლონეთთან და უკრაინასთან სამმხრივი სამოკავშირეო ფორმატის შექმნაზე მუშაობსო, მაგრამ მალევე ჩაყუჩდნენ, ლიზ ტრასიც მოქესტეს მინისტრობიდან და აღარც არავინ ჩაძიებია ვინმეს, სად არის თქვენი ფორმატიო. პოლონეთი, ასეც და ისეც, ჩუმად იყო, მხოლოდ გულში ფიქრობდა, თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ, თქვენთან რა მინდა, ამ ორ სირთაოზასთანო. 
ჰოდა, ახლა, ეს 100-წლიანი ხელშეკრულება რომ გააფორმეს, ხან რუკას ჩავყურებ დაელმებული თვალებით და ხან იმ ზუზუნს ვუგდებ ყურს, გაბმით რომ ჩამზუზუნებს: 100 წელი ლოდინი არ უნდა ამ საქმეს, ეგ ხელშეკრულება დაახვიონ, შუაზე გადაჭრან და სათითაოდ „შეტენონ“ ერთმანეთის „სეიფებში“ ვადაგასულმა მაწყინარმა ზელენსკიმ და დასაქნევმა ბრიტანეთმაო.
პუტინმა და ტრამპმა ხაზი გაუსვეს, რომ ზელენსკის, როდესაც საპრეზიდენტო ვადა ამოეწურა, საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩაეტარებინა, რუსეთთან ომი ხელისშემშლელი ფაქტორი არ იყო, მაგრამ არ ჩაატარა და კვირისთავზე ხომ არ გაიმეორებენ ერთსა და იმავეს. ვინც გაიგონა, კარგად დაიხსომა, ვისაც მეხსიერებაში გარღვევა აქვს, მალე სხვაგანაც გაერღვევა. „ზელე“ კი, _ არ ჩაატარა, არ ატარებს და აღარც არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, ახლა უკვე ვადაგასული და საპრეზიდენტო სკამის მიმთვისებელია.
ჩვენ გამოცდილი გვაქვს, ჩვენც გვყავდა ვადაგასული პრეზიდენტი, მაგრამ მოგვიანებით, თუმცა მაინც მალევე მოვიშორეთ, ამ ისედაც გაუბედურებულ უკრაინას კი, ვადის გასვლისგან მთლად გაფუჭებული, ხარბ მატლად ქცეული „ზელენსკი და მისი რაზმი“ სანამ ბოლომდე არ გამოხრავენ, არ გაჩერდებიან.
უკრაინამ იკითხოს, ცხელ-ცხელი ძირს რომ დაუვარდათ, თორემ პიცასავით ოთხკუთხედ ყუთში მრგვალად რომ ჩადეს, ახლა სამკუთხედებად ისე დაჭრიან, რომ შემკვეთსაც შეხვდება, კურიერსაც და გამვლელებსაც. დარჩენილიყო შაქარყინულად, პატარაზე, თუმცა სამართლიანად ჩამოატეხეს ყირიმი და ყოფილიყო აზრიანად, მაგრამ კრებსითი დასავლეთის თუქსუსი რის თუქსუსია, რომ პატრონების საამებლად არ ითუქსუსოს. 
ტრამპი ძია მარადიული ცუღლუტია ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ასეთი ბუნება აქვთ „იყიდე-გაყიდე“ ადამიანებს; 
„ზელე“ რომ თუქსუსია, თავისივე მოქმედებებით ადასტურებს; 
გადამუქებული დიდი ბრიტანეთი ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ რომ თავმოჭრილი ქათამივით ეხეთქება აქეთ-იქით, ვხედავთ; 
ერდოღანი კი, სიფრთხილესთან ერთად, ეჭვიანი ოსმალოა _ აქამდე ბრიტანეთის ფინიად დანიშნული, კმაყოფილი ვერ იქნება უკრაინასთან 100-წლიანი მყიფე, მაგრამ კავშირის დოკუმენტით და კი მიუცუცქდა ტრამპს.
ეგ არაფერია, რომ თურქეთი ნატო-ს წევრია, თურქეთის პარტია „სამშობლოს“ გენმდივანმა დოგუ პერინჩეკმა რომ თქვა, თვალნათელია მესიჯი იმისა, რომ რუსეთი, თურქეთი, ჩინეთი და ირანი ერთობლივად მოქმედებენ. მხოლოდ ამ ოთხ ქვეყანას შეუძლია აღკვეთოს ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთით, რადგან ეს საფრთხეს წარმოადგენს ოთხივე ქვეყნისთვისო, მე გავიგონე თბილისში და კარისყურში უკეთ არ იციან და უკეთ არ გაიგონებდნენ თურქები?

„ტრ&&&ში ხიჭვი“
ე. წ. დასავლეთელი ყოფილი მაღალჩინოსნები ისე კოხტად ამბობენ ხოლმე დაგვიანებულ სიმართლეს თავიანთ მემუარებში, რომ შეგებრალებიანღა. საბრალონი, რამდენი რამ ჰქონიათ სათქმელი, მაგრამ თევზივით, მღვრიე წყალი უმუწავდათ პირს.
ანგელა მერკელის აღიარების გადახარშვა არ მქონდა მოთავებული, რომელმაც ხაზგასმით დაადანაშაულა ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინის საკითხში და პოლონეთიც მიაყოლა, რომ იენს სტოლტენბერგი დაერთო. ნატო-ს ყოფილი გენმდივანი თავის წიგნში წერს, რომ 2023 წელს, ბაიდენმა მასთან საუბრის დროს, ზელენსკი მოიხსენია, როგორც „ტრ&&&ში ხიჭვი“. სტოლტენბერგის მონათხრობით, ეს ფრაზა უკავშირდებოდა ნატო-ს სამიტს, რომლის დაწყებამდე, ზელენსკიმ მოითხოვა, რომ მკაფიო ყოფილიყო უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა და ამ სიტუაციამ ბაიდენი ძალიან გააღიზიანა. 
სტოლტენბერგის მოგონებამ ერთი ქართული „ძველბიჭური“ შეკითხვა გამახსენა, რომლითაც გასაფარჩაკებელს აფარჩაკებდნენ: თვალში ეკალი რომ გერჭობოდეს და ტ&&&ში ყ&&, რომელს გამოიღებდიო?
აი, ასეთი სიტუაცია შეუქმნა აშშ-მა საკუთარ თავს და ახლა უკვე, ტრამპის ადმინისტრაციამ აღარ იცის, როგორ მოიშოროს „ხიჭვ-ეკალი“ უხერხული ადგილიდან და ხან მშვიდობას ქადაგებს, ხან უკრაინას ეუბნება, შენ ოღონდ იყიდე და, მე „ტომაჰავაკებსაც“ მოგყიდიო.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის „ტომაჰავაკის“ გადაცემას „შესაბამისი“ პასუხი გაეცემა და საერთოდ, არ არსებობს იარაღი, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს ფრონტის ხაზზე ვითარების შეცვლისთვისო. 
„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საქმე რაკეტებს ეხება. საუბარია რაკეტებზე, რომლებსაც, შესაძლოა, ბირთვული შესაძლებლობები ჰქონდეთ. ამიტომ, ეს მართლაც სერიოზული ესკალაცია იქნება,“ _ განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინას რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დარტყმინსთვის სადაზვერვო ინფორმაციას მიაწვდის, სავსებით შესაძლებელია, რადგან მსგავსი ინფორმაცია მედიისთვის „არსაიდან“ როდი ჩნდება. ისედაც ცნობილია, რომ აშშ უკრაინას მუდმივად უზიარებს სადაზვერვო ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში.
ამერიკული წარმოების „ტომაჰავაკის“ ტიპის რაკეტის მოქმედების მანძილი 1500-იდან 2500 კილომეტრამდეა.
„შეკითხვები ასეთია: ვის შეუძლია ამ რაკეტების გაშვება მაშინაც კი, თუ ისინი კიევის რეჟიმის ტერიტორიაზე მოხვდებიან?
მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ მათი გაშვება თუ ეს ამერიკელმა სამხედროებმა უნდა გააკეთონ?
ვინ განსაზღვრავს ამ რაკეტების სამიზნეებს, ამერიკელები თუ უკრაინელები? და ა. შ. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები. ისინი ძალიან სერიოზულია. ჩვენ მათ განვიხილავთ“, _ განაცხადა პესკოვმა.
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ალექსეი ჟურავლიოვმა განაცხადა, თუ უკრაინა გამოიყენებს ამერიკული წარმოების „ტომაჰავაკის“ ტიპის რაკეტებს, მოსკოვმა, შესაძლოა, საპასუხო დარტყმა განახორციელოს ამერიკის ქალაქებზეო.
რატომაც არა და ვერა? აშშ-ს ვენესუელა ხანჯალივით აქვს მიბჯენილი ზურგზე. აქ მე ვიცი და იქ იმათ არ იციან, რომ ვენესუელაში რუსები დიდი ხანია, რაც ბაზას აწყობენ „ენერგეტიკული დახმარების“ საფარქვეშ და ოფიციალურად იქ სამასი რუსი მუშაობს, არაოფიციალურად კი რამდენია, თვითონაც არ იციან? 
ვენესუელადან აშშ-მდე 7 წუთის საფრენია ატომური ქობინის მქონე რაკეტებისთვის, ასე რომ, მოსკოვსა და პეტერბურგზე დარტყმამდე, აშშ-ში ვინმე ერთხელ მაინც გადაივლებს გახურებულ თავზე ცივ წყალს.
ერთიცაა _ ჯეფრი საქსმა რომ თქვა, ბაიდენის ადმინისტრაციამ ევროკავშირს უკრაინა უყიდა რუსეთთან საომრადო _ დიდი ეჭვი მაქვს, რომ შესაძლოა, ბოლომდე გასასვლელად ტრამპმა „სატოპკე“ აუწიოს რუსეთს და უკრაინას ვინღა ჩივის, ანდა როდის ჩიოდა, ახლა ევროპაც „დასკოჩოს“ ალაგ-ალაგ და დაადუღონ თუნდაც მათი ბაზები, მაგრამ ამ რისკზე წავიდეს საბოლოო და დიდი მიზნის გამო. 
გამუდმებით იმას ვფიქრობ, რამ გამოატვინათ ასე ევროპაში, რომ ქაოსის გორგალიდან გამოსაღები წვერი გამოწეული იყოს და უკანვე ჩურთავდნენ _ ამხელა მტრობის დათესვა ქრისტიანულ ევროპასა და რუსეთს შორის და ახლა კარს მიმდგარი ასაგიზგიზებელი ცეცხლისა და მოსალოდნელი სიკვდილის აღქმა რატომ უჭირთ? ეს იმავე არიიდან მგონია, რასაც „ევროპისთვის მუსლიმების შესევა“ ჰქვია...
სადაა პატრონი, თორემ ხომ „მიასვარკავდა“ ბრიუსელს და ევროპის ბარეორი ქვეყნის ხელისუფლებასო, _ ამბობენ... 
ისა და, ამ ყველაფრის თავი და თავი „ხიჭვი-ზელენსკი“ როგორ შეესო აშშ-ს? ვთქვა თუ თქვენით მიხვდებით?
ვინ? მხოლოდ ერთ ფრაზას ვიტყვი _ „ყოჩაღ!“ მითქვამს მხოლოდ ერთ ასპექტში _ 80 წლის შემდეგ ბანდერელების შთამომავლობაზე მაინც იძიეს შური, ფაქტობრივად, ამოწყვიტეს! ამასთანავე, სანამ „სასარგებლო იდიოტები“ რუსებს ეომებიან, მათსავე ტერიტორიაზე ჩადიან და სახელმწიფოს მოწყობაზე ირჯებიან...
ამ უსაშველოდ წახნაგოვან ქაოსს „ავანგარდი“ აკლდა და მისი გამოცდაც წარმატებით დასრულდა. მაშასადამე, ახლა ესეც დაემატა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს.
„ავანგარდი“ ზებგერითი რაკეტაა, რომლის სიჩქარე 28 მახია (33-37 ათასი კმ/სთ). საბრძოლო მასალა 1-2 მეგატონის ტოლია. მისი საბრძოლო ბლოკის ზედაპირი ატმოსფეროს მკვრივ ფენებში 2000 გრადუს ტემპერატურამდე ხურდება და პლაზმად იქცევა, მაგრამ ამ პირობებშიც შესაძლებელია მისი მართვა. მასზე არ მოქმედებს ლაზერული სხივი. მისი შეჩერება არ შეუძლია მსოფლიოში არსებულ არცერთ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას, მათ შორის, არც აშშ-ის „ოქროს გუმბათს“...
კინაღამ დამავიწყდა _ „მშვიდობის მტრედმა“ ტრამპმა, ბაგრამის ბაზა რომ არ მისცეს ავღანელებმა, ბრიტანეთის ხელით მათ პაკისტანი წაჰკიდა...
კაცმა რომ თქვას, პირველი „მისასვარკი“ აწ უკვე გამუსლიმანებული დიდი ბრიტანეთია, რომელმაც სსრკ-ის ჯიბრით, მუსლიმებს ბირთვული იარაღი შეუქმნა, დღესაც ბირთვულ ომზეა გაფაციცებული და აშშ-ის ხიჭვი-ზელენსკიც თავისი ფრთის ქვეშ შეიყუჟა 100-წლიანი გარანტიით... 
ამ ქაოსს რა დაალაგებს, არ ვიცი, რაც იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში წერია? 

მაია ჭელიძე
(დასასრული იქნება)