ორგანიზაცია ევროკავშირი და არა - სახელმწიფო ევროკავშირი!

ორგანიზაცია ევროკავშირი და არა - სახელმწიფო ევროკავშირი!

თითქმის ცარიელ დარბაზში, პრესკონფერენციაზე, კაია კალასმა განაცხადა: `განვიხი- ლეთ, რა შეიძლება კიდევ გავაკეთოთ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად... ასევე, ასოცირების შეთანხმებისა და უვიზო რეჟიმის შეყვეტა და სან- ქციები...~
ეს ჩვეულებრივი წამოცდენაა, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერე- ბა იქნება თუ სხვა რამ, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში საპროტესტო განწყობების ასაგორებლად სჭირდებათ. `საქართველოს ძვირად დაუჯდება დემოკრატიიდან უკუსვლა!~ _ ამგვარი პოლიტტინგიცობებისთვის სასჯელის სახით აქვთ წარმოდგენი- ლი უვიზო რეჟიმის გაუქმება.
კარგი, განიხილეს, მერე?
მერე ის, რომ მორიგი ავანტიურა საქართველოს წინაღმდეგ, ჩავარდა, ევროპის საგარეო საქ-მეთა მინისტრები საქართველოს დასანქცირებაზე, რეალურად კი, ქართველი ხალხის დასანქცირებაზე ვერ შეთანხმდნენ. საქართვე- ლოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინააღმდეგი იყვნენ: უნგრეთი, სლოვაკეთი, საბერძნეთი, სლოვენია და ავსტ-რია.
მკვეთრი ცვლილებების მიღებას მხარი არ დაუჭირეს, მაგრამ ცალკეული ჩინოსნების მიმართ სანქციების გამოცხადების ინიციატივას შეუერთდნენ: ბელგია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ესპანეთი, იტა- ლია, პორტუგალია და არაწევრი ისლანდია და ნორვეგია.
მტრად დარჩნენ: საფრანგეთი, პოლონეთი და ისტერიულ მტრად წამოყვინჩილებული ბალტიისპირელი `მეგობრები~.
მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს, მართლა სჯერათ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოაბრუნებენ უსამშობლო ნაცრადიკალებს თუ მხოლოდ პოზა უკავიათ ასეთი? ფაქტი ის არის, რომ ლპოპადაწყებულ ორგანიზაციაში აგენტურული ავანტიურა ანტიქართულ ფრონტზე დამარცხდა.
ახლა რვაპუნქტიანი ისეთი დათქმები გამოგვიგზავნეს, გამოგზავნას დახვევა და გამომგზავნებთანვე, შესაფერის ადგილზე მოთავსება რომ მოუხდებოდა...
კარგია უვიზო მიმოსვლა არა მხოლოდ ევროპასთან, ზოგადად ყველა ქვეყანასთან, მაგრამ თუ ვიღაც კარს გიხურავს ან არ გიღებს, იმ დონეზე მაინც უნდა გქონდეს თავმოყვარეობა, რომ ქუდი შემოატრიალო და მშვიდად გაუყვე შენს გზას, ხოლო თუ მარტოობა გაწუხებს, სადაც სიხარუ- ლით მიგიღებენ, იქ მიხვიდე...
წლებია, წერილობით თუ პირად საუბრებში ვიხვეწები, რომ ვინმემ ამიხსნას, რა სარგებლობას მოუტანს ჩემს სამშობლოს ევროკავშირის წევრობა _ მინდა ავწონო, ცალ მხარეს სარგებელი ჩამოვწერო და მეორე მხარეს ზარალი, მაგრამ არავინ და ვერავინ მიხსნის ევროკავშირის სარგებლიანობას, ზარალზე კი ისევ ევროკავშირის ქვეყნებისგან და ამ ქვეყნების ცალკეული წარმომად- გენლებისგან ვისმენ.
მაგალითად, `ექსპერტ-პუბ- ლიცისტის, ტასოს მიხაილიდისის პუბლიკაციაში `რა მისცა საბერ- ძნეთს ევროკავშირის წევრობამ?~ ვკითხულობთ: `საბერძნეთი ევროკავშირში 1981 წელს შევი- და. მოსახლეობის უმრავლესობა ელოდებოდა ცხოვრების დონის ამაღლებას, ეკონომიკის ზრდასა და დანაშაულებათა დონის დაწევას, მაგრამ მოხდა საპირისპირო. თვით `ევროპული გზის~ მომხრეები აღიარებენ, რომ ბოლო წლებში, ქვეყანამ, პრაქტიკულად, დაკარგა ეროვნული სუვერენიტეტი.
საბერძნეთში ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობილი იერარქი, მიტროპოლიტი ნიკოლოზი: `ჩვენ წაგვართვეს ჩვენი ეროვნული იდენტობა, საკუთარი ღირსების გრძნობა და ამის შემდეგ, დამატებით, გაანადგურეს ჩვენი ეკონომიკა.~
ევროკავშირში  შესვლამდე საბერძნეთი ეწეოდა სოფლის მეურნების პროდუქტების ექს- პორტს, ახლა ეწევა იმპორტს; საბერძნეთს ჰქონდა შაქრის წარმოების რამდენიმე ქარხანა და რამდენიმე მსხვილი ტრიკოტაჟის ფაბრიკა, ახლა არცერთი აღარ აქვს; ადრე საბერძნეთში განვითარებული იყო გემთმშენებლობა, ახლა ის პრაქტიუკულად გამქრალია. ევროკავშირის დირექტივებმა გამოიწვია თევზჭერის, მებამბე- ობის, მევენახეობისა და სოფლის მეურნეობის სხვა დარგების შემცირება.
ევროკავშირში შესვლის შემ- დეგ საბერძნეთისთვის დაადგინეს კვოტები, რაც შემოიღეს იმისათვის, რომ არ მოხდეს საქონლის ჭარბწარმოება. მითითებაა, აწარმოეთ ამდენი ხორცი, რძე, ატა- მი, ფორთოხალი, ზეითუნის ზეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში _ ჯარიმა! შედეგად, ყველაზე მეტად მეღვინეობის დარგი დაზარალდა. მსხმოიარე ხეები და ვენახები, რომლებიც კვოტებში ვერ მოხვდა, გაიჩეხა!
როდესაც საბერძნეთი ევროკავშირში მიიღეს, მას წაუყენეს პირობა, რომ მოეხდინა საბერძნეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული საწარმოების პრივატიზაცია.
1992 წელს საბერძნეთში მიიღეს კანონი `პრივატიზაციის შესახებ~, რომელსაც 700-მდე საწარმო ექვემდებარებოდა;
2000 წლისათვის მოხდა 27 მსხვილი საწარმოს პრივატიზება, მათ შორის, ქვეყნის 5 მთავარი ბანკისა;
2010 წლისთვის სახელმწიფოს წილი ეროვნულ ბანკში 33%-მდე შემცირდა.
ბანკების კვალდაკვალ გაყიდეს ტელესაკომუნიკაციო კომპანია, სამშენებლო მასალების ქარხნები და კვების  მრეწველობის  დიდი საწარმოები.
ისმის შეკითხვა: თუ ყველაფერი გაიყიდა და დაინგრა, რითი არსებობდა ხალხი, აქამდე რატომ არაფერს ამბობდნენ?
მიხაილიდისი იქვე დასძენს, რომ მაშინ ამას ყურადღებას არავინ აქცევდა, ვინაიდან, კრედიტები უზრუნველჰყოფდნენ მოსახლეობის ძირითადი მასის შემოსავლების საკმაოდ მაღალი დონის შენარჩუნებას.  როგორც  ჩანს, კრედიტები ის ვალი იყო, რომელიც 2013 წლის პირველი ნახევ- რის ბოლოს გამოჩნდა, საბერძნეთის სახელმწიფო ვალმა 321 მილიარდ ევროს მიაღწია. დღეს უკვე 400 მილიარდ ევროზე მეტი ვალი აქვთ. თვით ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს მოსახლეობის გაღატაკებას, უმუშევრობის კოლოსალურ ზრდაზე, დანაშაულებათა მრავალჯერ გაზრდაზე. ამ წლებში განადგურდა საბერძნეთის ეკონომიკა; კოლოსალური დარტყმა მიადგა საბერძნეთის სოფლის მეურნეობას; ასევე, ამ წლების განმავლობაში მიიღეს მთელი რიგი ანტიქრისტიანული კანონები: ლეგალიზებულია აბორტები, გაუქმებულია უქმი კვირა დღე, დაკანონებულია `თავისუფალი თანაცხოვრება~ და `ერთნაირსქე- სიანთა ქორწინებები.~
ყველანაირი კავშირი ევროპის, აზიის, ჩრდილოეთისა თუ აღმოსავლეთის ქვეყნებთან დამღუპველია, სადაც მსგავსი კანონები არსებობს, მას მომავალი არ გააჩნია, ის განწირულია დასაღუპად!
 `ევროპული პირობების~ შესრულება რომ ყოველთვის არ ახდენს დადებით გავლენას იმ ქვეყნებზე, რომლებიც ცდილო- ბენ ევროკავშირში გაწევრიანებას, ვხედავთ. ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც შეცვალეს თუნდაც საკუთარი ფინანსური სისტემები ევროპის კავშირის კრიტერიუმე- ბის მიხედვით, ამ შაბლონის არასრულყოფილებას აჩვენებს. სწო- რედ ამის გამო მოხვდნენ საბერძ- ნეთი და პორტუგალია ევროზონის სავალალო კრიზისში.
თუმცა, როგორც ყოველთვის, არსებობს ე. წ. მეორე მხარე, კრებ- სითი `ძალიან ევროპელი~, რომე- ლიც გონებრივად ძალზე მარტი- ვად არის აწყობილ-განწყობილი და, ამასთანავე, გაუზრდელიცაა. მათი არგუმენტი ამგვარია: `თუ ასეთი უბედურება ტრიალებს იმა- ვე საბერძნეთში, აბა, იქ რატომ მიდიან სამუშაოდ? ეს ჩვეულებრი- ვი რუსული ნარატივია!~
რატომ ვერ იგებს ერთი კატე- გორია, მათ შორის, სახელმწიფო-საქართველოს `პარტაქტივი~, რომ ევროკავშირი ორგანიზაციაა და არა სახელმწიფო, ვერ ვხვდები...
და თუ ეს ასე არ არის, რაღაც ორგანიზაციის დროშის დაწვის გამო რა უფლებით სჯი ვინმეს?

`დიდი მეძავის დროშა~
ახლა ვიკითხოთ, რას ერჩიან ევროკავშირის დროშას, რატომ უწოდებენ მას `დიდი მეძავის დროშას~?
აბსოლუტურად არ ვარ რაღაც `შეთქმულების თეორიების~ მიმდევარი, მაგრამ რადგან აინტერესებთ ადამიანებს, მოკლე პასუხი მაინც უნდა მიიღონ.
ვის ბრალდება ის `შეთქმულების თეორია~, რომელსაც მოგახსენებთ, ან ვინ რას დაიჯერებს, მნიშვნელობა არ აქვს _ მე მხოლოდ იმან გამაოცა, რომ რაღაცები მართლაც ერთი/ერთზე დააჯდა ერთმანეთს. მოკლედ, მოგახსენებთ:
სტრასბურგი _ ადრე ის გერმანიას ეკუთვნოდა, ახლა კი საფრანგეთის ტერიტორიაზეა. ევროპარლამენტის ორი ცენტრიდან ერთ-ერთი. პარლამენტის შენობის შექმნის საფუძველია ცნობილი მხატვრის პიტერ ბრეიგელის (უფროსი) მიერ 1563 წელს შესრულებული ნახატი _ დაუსრულებელი  ბაბილონის  გოდოლი.
ვროპარლამენტის შენობაც თითქოს დაუსრულებელია, მაგრამ რეალურად, დასრულებულია და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს.
ევროპელი პოლიტიკოსები რეკლამას უკეთებდნენ ევროკავშირის შექმნის იდეას და ყურადღების მიქცევის მიზნით გამოუშვეს სარეკლამო აბრა პიტერ ბრეიგერის მიერ შესრულებული ნახატის მიხედვით, სადაც ასახულია ბაბილონის გოდოლი და დევიზი ფრანგულ ენაზე „მრავალი ენა და ერთი ხმა“, სადაც ხუთქიმიანი ვარსკვლავები ამობრუნებულია, რაც ოკულტურ (სატანურ) ნიშანს განასახიერებს.
ბიბლია გვაუწყებს, რომ ბაბილონი ააშენა ნოეს ერთ-ერთმა შთამომავალმა _ ნებროთმა. ხალხი გაერთიანდა, რათა აეშენებინათ ქალაქი გოდოლითა და ტაძრით, რომელიც იყო ღმერთის წინააღმდეგ ამბოხის სიმბოლო. გოდოლს უნდა მიეღწია ცამდე და დაემტკი- ცებინა, რომ იქ ღმერთი არ არის. ნებროთმა ბაბილონის საძირკველში ჩადო ქვა წარწერით: „ღმერთების ნაბუსა და მარდუქის (იგივე ბაალის) სადიდებლად, რომელმაც მიბრძანა მე დამედო ბაბილონის საძირკველი მიწისქვეშეთის შუაგულში ისე, რომ მისი მწვერვალი ებრძოდეს ზეცას, მე დავხარე თავი და გავაკეთე ის, რაც მებრძანა!~
გლობალიზაციის მიზანი არის იმ საქმის დასრულება, რაც ვერ შეძლო მეფე ნებროთის ხალხმა. ევროპარლამენტის შენობაში მიღებული კანონების მიზანი არის ამბოხი ღმერთის წინააღმდეგ რაც გამოიხატება ცოდვით ცხოვრების დაკანონებაში. თანამედროვე გოდოლი დგას, როგორც სიმბოლო ღმერთის უარყოფისა და ახალი უნივერსალური რელიგიის შექმნისა.
გადავინაცვლოთ ბრიუსელში, ევროკავშირის შენობასთან, რომ- ლის მთავარ სამკაულს წარმოადგენს მხეცზე მჯდომი ქალის სკულპტურა (რატომ გამოვიყენე სიტყვა `მხეცი“, მალევე მიხვდებით). სკულპტურის წარმომავლობა მომდინარეობს ბერძნული მითოლოგიიდან ევროპის მოტაცების შესახებ. მითი გადმოგვცემს, როგორ მოიტაცა ხარად ქცეულმა ზევსმა ფინიკიის მეფის, ადენორის ქალიშვილი ევროპა და გაიტაცა ზღვით, დღევანდელ კუნძულ კრეტაზე, სადაც გააუპატიურა იგი და ეყოლათ შვილები. ევროპა ითვლებოდა ზევსის ცოლად და მას თაყ- ვანს სცემდნენ, როგორც ერთ-ერთ ქალღმერთს.
ვნახოთ, ვინ არის და რას წარმოადგენს ზევსი _ ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ცის, ქუხილისა და ელვის ღმერთი, რომელიც მთელ ქვეყანას ფლობს.
რომაულ მითოლოგიაში ის ცნობილია იუპიტერის სახელით, ხოლო ბაბილონურში _ მარდუქისა და ბაალის სახელით. ბაალის, იგივე ზევსის კულტის მსახურებას თან ახლდა სექსუალური ორგიები, მამათმავლობა და გარყვნილების სხვა ფორმები, ანუ ყველაფერი ის, რასაც დღეს ლგბტ ორგანიზაციები ეწევიან და ქადაგებენ.
ევროპას სიდონში, პალესტინისა და ისრაელის ტერიტორიაზე აიგივებდნენ აქადურ-ბაბილონურ ღვთაება იშთართან. ევროპა ანუ იგივე იშთარი, იყო ბაალის ცოლი და მიიჩნეოდა მეძავებისა და მამათმავლების მფარველად. ვხედავთ, რომ ყველა მათგანი ერთი და იგივე ღვთაებაა სხვადასხვა სახელით სხვადასხვა კულტურაში...
„გამოცხადების“ მე-17 თავში, მხეცზე მჯდომ ქალს შუბლზე აწერია „საიდუმლო დიდი ბაბილონი, დედა მეძავთა და საძაგლებათა ქვეყნისათა“. ევროპა არის ის მხეცზე მჯდომი ქალი, რომელთანაც, როგორც გამოცხადებაში წერია, ისიძვეს ქვეყნის მეფეებმა და და ქვეყნის ყოველი მკვიდრი დაითრო ღვინით მისი სიძვისა, _ გარყვნილების ეს სიმბოლო ხშირად გამოიყენება ევროპის ყოველდღიურობაში.
ბერლინი – ევროკავშირის გული, სადაც მუზეუმში არის ორი ყველაზე საშინელი ექსპონატი, ბაბილონის, ანუ იშთარის კარიბჭე და ეშმაკის საყდარი, როგორც მოხსენიებულია `გამოცხადების~ მე-2 და მე-13 თავებში. ეს ორი ექსპონატი ჩამოტანილია პერგამოსიდან და ბაბილონიდან...
`ბიბლიაში~ მოხსენიებულია სატანის ტახტი. სად იყო ეს ადგილი? _ პერგამოსში! სად არის დღეს? _ ევროკავშირის გულში, ბერლინში!

ვფიქრობ, შეკითხვაზე: რას ერჩიან ევროკავშირსა და მის დროშას? პასუხი ლაკონურად არის გაცემული და მისი განვრცობა ყველა მოწადინებულს შეუძლია...
როგორც აღვნიშნე, ყოველთვის, არსებობს ე. წ. მეორე მხარე, კრებსითი `ძალიან ევროპე- ლი~, მათი არგუმენტი ამგვარია: „იმ ტლუების გასაგონად, ვინც ევროკავშირის დროშა დაწვა, ან ამ ქმედებას ტაშს უკრავთ: ევროკავშირის დროშა ბიბლიური სიუჟეტის შთაგონებით არის შექმნილი. კერძოდ, წმინდა იოანეს აპოკალიფსში წმინდა მოციქული ღვთისმშობლის გამოცხადებას გვახსენებს _ ლურჯი ღვთაებრივი სპექტრი სიმბოლურად წმინდა ქალწულია, რომელსაც გვირგვინზე 12 ოქროსფერი ვარსკვლავი აქვს დაფენილი...~
ამგვარ არატლუებს მოკლედ უნდა მოვახსენოთ, რომ დროშა შექმნა ევროპის საბჭომ 1955 წლის 8 დეკემბერს ირლანდიის წარმო- მადგენლის მიერ შეთავაზებული დიზაინის საფუძველზე.
მიუხედავად იმისა, რომ დროშა გამიზნული იყო მთელი ევროპისთვის, დღეს ის მხოლოდ ევროკავშირის სიმბოლოა. ნეტავ, რატომ, რომელმა `არატლუ~ და `ძალიან ევროპელმა~ იცის?
რა აპოკალიფსი და ლურჯი სპექტრი! ვინ უშლის ამ ადამიანებს წერა-კითხვას?
კი, სხვებთან ერთად წარმოადგინა ირლანდიის წარმომადგენელმა დროშის საკუთარი დიზაინი და მისი მოიწონეს, მაგრამ ის ხომ გან- მარტავდა, რა იგულისხმა, როგორ უნდა წავიკითხოთ მის მიერ შექმნილი დროშა.
განმარტებაში ვკითხულობთ:`დასავლური სამყაროს ლურჯ ცაზე ვარსკვლავები განასახიერებენ ევროპის ხალხებს, წრეზე განფენილს, მათი ერთიანობის ნიშნად. მათი რიცხვი უცვლელია და თორმეტს უდრის, რაც ყოველივე დახვეწილისა და გამთლიანებულის სიმბოლოა.~
განმარტების მიუხედავად, როგორც ჩანს, დროშაზე გამოსახული 12 ვარსკვლავი გარკვეულ ეჭვებს აჩენს ვიღაცებში და ეძიებენ, რას უნდა ნიშნავდეს. სწორედ ამგვარად გაჩნდა ერთ-ერთი ვერსია, _ ხომ არ უკავშირდება სტრასბურგის საკათედრო ტაძარში დაცულ წმინდა ქალწულის ქანდაკებას, რომელსაც თავზე ოქროს 12-ვარსკვლავიანი დიადემა ადგას?
თვლაც აღარ იციან? ექვსქიმიანი ვარსკვლავები ადგას დიადემად იმ ქანდაკებას და ასეთივე ექვსქიმიანი ვარსკვლავებით მოფენილ მსოფლიოზე, ევროდროშის მსგავს დედამიწაზე დგას, რომელსაც გველივით შემოხვევია რაღაც, მაგრამ ევროკავშირის დროშაზე ხუთქიმიანია, ხ-უ-თ-ი!.. თუ საბჭოთა კავშირის ხუთქიმიანი ვარსკვლავი სატანისა იყო, ევროკავშირის ხუთქიმიანი ვარსკვლავი ანგელოზისაა?
არატლუების აპოკალიფსში რამდენი ვარსკვლავი აქვს ნეტავ, მათ ქალწულს?
მაინც ვფიქრობ, რომ შეკითხვაზე: რას ერჩიან ევროკავშირსა და მის დროშას? პასუხი მაქსიმალურად მოკლედ და გასაგებად არის გაცემული...
რაღაც ორგანიზაციამ როგორ უნდა გაბურთაოს სახელმწიფო!
მაია ჭელიძე