ისტორიას ვერ გადაწერთ!
„საერთო გაზეთს“ ბადიაურიდან ბატონი დავით ხარებაშვილი ესტუმრა, რომელმაც, ფაქტობრივად, სრულიად საქართველოს მოსახლეობის სატკივარ-საჩივარი ჩაატია გულიდან ამოთქმულ ფრაზებში. ამჯერად მხოლოდ მისი თვალით დანახულ საქართველოს უახლესი ისტორიის საკვანძო მომენტებს გაგაცნობთ, მის პირუთვნელ შეფასებებს, გულგატეხილობის მიზეზებს, მაგრამ მაინც იმედიანად ყოფნის საფუძვლებს. დარწმუნებული ვარ, რომ გონიერი მკითხველი ნამდვილად მიხვდება, რა ნესტრით არის ნაჩხვლეტი ბატონი დავითი.
1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი ერთადერთი შეკითხვით: „გსურთ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?!
აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ოლქის ჩათვლით და მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას, რის შემდეგაც 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა.
მიმდინარეობდა მუშაობა ახალი, დამოუკიდებელი საქართველოს კონსტუტციის შექმნაზე, კანონზე მოქალაქეობის შესახებ და მთელ რიგ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, მაგრამ რა ხერხს აღარ მიმართავდნენ ჩვენი ხელისუფლების ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ რამენაირად დაეძაბუნებინათ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ეროვნული მთავრობა.
დრო და ისტორია შეაფასებს მათი ქმედების სისწორეს, და ალბათ, დღემდე პასუხგაუცემელ შეკითხვებსაც გაეცა პასუხი.
ახლა მაქსიმალურად შეკვეცილად ვიხსენებ იმ დროს, მოქმედ პირებსა და მიმდინარე მოვლენებს, თორემ სათქმელი ბევრად მეტი მაქვს...
ისტორიას
ვერ გადაწერთ!
1991 წლის 19 აგვისტოს მოსკოვში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ქვეყნის სათავეში მოექცნენ სამხედრო შეიარაღებული ძალები გენადი იანაევის ხელმძღვანელობით, რომელთაც დამოუკიდებლობის გზაზე მდგომ საბჭოთა რესპუბლიკებს, მათ შორის, საქართველოს მოუწოდეს, დაეშალათ ახალჩამოყალიბებული ჯარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდებოდა საბჭოთა არმიის დახმარებით მათი დაშლა, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი _ მათი განადგურება.
1991 წლის შემოდგომიდან, ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობითა და დაფინანსებით, მოსკოვიდან თბილისში დაიწყო სახელმწიფო გადატრიალებისთვის საპროტესტო აქციები კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ.
ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში განხორციელდა მრავალი ტერორისტული აქტი, რასაც მოჰყვა მსხვერპლი: ექსპრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დემურ დვალიშვილი, სპეცრაზმის უფროსი გია გულუა, უშიშროების საბჭოს მდივანი ნუგზარ საჯაია, თბილისის პროკურორი მიშა ქურდაძე, ედპ-ის ლიდერი გიორგი ჭანტურია, სოლიკო ხაბეიშვილი, ბესიკ ქუთათელაძე, პაატა დათუაშვილი, აფხაზეთის ომის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე შუშანაშვილი...
ჯორჯ სოსორი საქართველოში პირველად 1993 წლის 13 სექტემბრის ღამეს ჩამოვიდა, ხოლო 14 სექტემბერს რუსთაველის პროსპექტზე ედუარდ შევარდნაძის წინაშე დაჩოქების ცერემონია ჩატარდა...
საქართველოში სოროსის ჩამოსვლიდან ორ დღეში, 1993 წლის 16 სექტემბერს, რუსეთი აფხაზეთში იწყებს შეტევას, რომელიც 27 სექტემბერს სოხუმის ჩაბარებით დამთავრდა. დადგა პრეზიდენტობიდან ვითომ გადადგომის სპექტაკლი განცხადებით, რომ ედუარდ შევრდნაძე გადადგა და პრეზიდენტად აღარ დაბრუნდებოდა, თავის გადაფურთხებულს აღარ ალოკავდა. მისი მოსყიდული ლაქიები აცხადებდნენ, რომ დაბრუნდებოდა უმძიმესი პერიოდი, ირბენდნენ შეიარაღებული ადამიანები, იქნებოდა ძარცვა-ყაჩაღობა და მკვლელობები. ამით ხალხი დააშინეს და აიძულეს, რომ დაეჩოქათ მის წინაშე და პრეზიდენტად დაბრუნებას შეხვეწნოდნენ, რის შემდეგაც სიამოვნებით ალოკა თავისი გადაფურთხებული და შევარდნაძე პრეზიდენტად ათი წლით დაბრუნდა.
1993 წლის 5 ნოემბერს დევნილობაში მყოფი გამსახურდია აფხაზეთში, სოფელ ილორში აღმოჩნდა, სადაც აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელ რუსლან ქიშმარიასთან ერთად, გარკვეულმა ძალებმა შესთავაზეს საქართველოს პრეზიდენტად დაბრუნებაში დახმარება, შევარდნაძის განდევნის შემდეგ თუ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებაზე მოუწერდა ხელს, მაგრამ გამსახურდიამ ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა და აფხაზეთის ტერიტორია დატოვა. ასევე უარი განაცხადა ქვეყნის გაყოფაზე _ აღმოსავლეთში შევარდნაძის, ხოლო დასავლეთში გამსახურდიას პრეზიდენტად მოყვანაში.
ედუარდ შევარდნაძის აღიარებით, ყველაფერი აღებული ჰქონდა ზვიად გამსახურდიას დასავლეთ საქართველოში და ბათუმსაც აიღებდნენ, რომ არა უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი, რომელსაც დავურეკე და დახმარება ვთხოვეო.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში არსებული შეიარაღების საქართველოსთვის გადმოსაცემად, 1992 წლის 9 ოქტომბერს შექმნილი კომისია სახელმწიფო მეთაურ ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით, 1993 წლის 22 დეკემბერს გაუქმდა და ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ქართული ჯარი უიარაღოდ დარჩა მაშინ, როცა ეს შეიარაღება ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა მიიღეს.
დაანგრიეს და გაანადგურეს ბევრი ფაბრიკა-ქარხანა, დიდი თუ პატარა, ჯართად დაჭრეს და ქვეყნიდან გაიტანეს დაზგა-დანადგარები და სატრანსპორტო საშუალებები. შევარდნაძემ და მისმა გარემოცვამ თაღლითურად ხელში ჩაიგდეს ასეულ მილიონობით დოლარის ღირებულების სახელმწიფო სიმდიდრე, ასევე, ხალხს მოტყუებით წაართვეს ფული, იმ საბაბით, რომ ორმაგად დაუბრუნებდნენ. ბანკში შეატანინეს მათ ხელთ არსებული ფული და აღარ დაუბრუნეს, რითაც თვითონ გამდიდრდნენ, ხოლო ხალხი უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ დატოვეს. შექმნილმა უმძიმესმა მდგომარეობამ ბევრი დააავადა, იმატა თვითმკვლელობებმა, ხალხს უბიძგა დანაშაულისკენ, რამაც გამოიწვია ყაჩაღობები და მკვლელობები. გაუსაძლისმა ცხოვრებისეულმა პირობებმა მილიონობით ადამიანი იძულებული გახადა, ოჯახისა და შვილების გადასარჩენად გადახვეწილიყო საკუთარი სამშობლოდან სხვა ქვეყანაში იძულებითი მონობისა და ღირსების შემლახველი სამუშაოსთვის. სკამისა და ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ შევარდნაძემ გზიდან ჩამოიშორა ყველა, ვისი ხელითაც მანამდე პოლიტიკური ველი მოისუფთავა.
შხამიანი ვარდების
რევოლუცია
შევარდნაძეს 2003 წელს ეწურებოდა საპრეზიდენტო ვადა და შემდგომი კენჭისყრის უფლება აღარ ჰქონდა, არც ასაკი უწყობდა ხელს და დადგა სპექტაკლი სახელად „ვარდების რევოლუცია“, ხელისუფლებისკენ გზა გაუკაფა და ხელისუფლებაში მოიყვანა მის გარემოცვაში, „მოქალაქეთა კავშირის“ წიაღში დაწინაურებულ-აღზევებული ნაძირლები _ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით.
გაუსაძლისმა ყოფამ ხალხი აიძულა, ქვეყნიდან გაქცეულიყო საკუთარი თავის, ოჯახის, შვილების შიმშილით სიკვდილისგან გადასარჩენად. ქვეყანაში ასეთი მდგომარეობით ისარგებლა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ და მისმა გარემოცვამ, ტერიტორიების დაკარგვის, ხალხის შიმშილისა და უსახლკარობის ფონზე დააგროვეს უზარმაზარი ქონება სახლ-კარის, მანქანების, აგარაკების, წართმეული ბიზნესების დაპატრონების, საზღვარგარეთისა და ადგილობრივ ბანკებში მილიონობით დოლარის სახით.
ახალი ერა
2011 წლის ბოლოს ბიზნესმენმა და უდიდესმა ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა საჯარო განცადება, რომ პოლიტიკაში ებმებოდა და ბრძოლას იწყებდა საქართველოს გადასარჩენად მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. სააკაშვილის ხელისუფლებამ მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა, დაუყადაღეს ქონება, ჩამოართვეს 80 მილიონი, დაუყადაღეს ხალხისთვის განკუთვნილი „გლობალ ტვ“-ს ანტენები. ქართველი ხალხი დაირაზმა ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ საქართველოს ხელისუფლებიდან მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოსაშორებლად და სამშობლოს უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსაყვანად.
მიუხედავად რესპუბლიკელებისა და თავისუფალი დემოკრატებისადმი მათი ანტიქართული, ანტიმართლმადიდებლური ქმედებებისა თუ განცხადებების გამო ხალხი უნდობლობისა, „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების აუცილებლობიდან გამომდინარე, ხალხმა თვალი დახუჭა ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის გამო.
სამწუხაროდ, გარე და შიდა ანტიეროვნულ-ანტიქართულ-ანტიმართლმადიდებლური ძალების მიერ თავსმოხვეული იძულებითი კოჰაბიტაციის გამო ვერ აღსრულდა ხალხის ეს სურვილი და კოალიციის ეს უმთავრესი დანაპირები.
მიუხედავად ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფნისა, გარე და შიდა ძალების მიერ თავსმოხვეული კოჰაბიტაციის გამო, ნაცვლად იმისა, დაწყებულიყო მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურა, ხალხის ნებისა და მოთხოვნის უგულებელყოფით მიხეილ სააკაშვილს მიეცა საპრეზიდენტო ვადისა და ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა. არ მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“, ამ დამნაშავე პოლიტიკური ორგანიზაციის დანაშაულთა გამოძიება, გასამართლება, დასჯა და აკრძალვა ისევე, როგორც ფაშიზმისა. ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა მიეცათ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების სხვა, მრავალ დანაშაულში ეჭვმიტანილ მაღალჩინოსნებსაც: ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილს, ერეკლე კოდუას, დათა ახალაიას, სოსო თოფურიძეს და სხვებს...
კვლავაც გრძელდება მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწყებული ქართველი ხალხის დაბოლება, რომ ნატო-სა და ევროკავშირისკენ მივდივართ, რომ ნატო-ში მალე მიგვიღებენ, მიუხედავად წამყვანი ევროპული ქვეყნების ლიდერების ღია განცხადებებისა, რომ არ განიხილება ნატო-ს გაფართოებისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი.
ამ ყოველივემ განაპირობა ის, რომ ხალხმა გული აიცრუა კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე და უიმედობამ შეიპყრო.
ჯორჯ სოროსი: „რა საჭიროა იარაღი სახელმწიფოს დასაპყრობად? მთავარია, შექმნა რამდენიმე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც პატარა ფულის ფასად, თავიანთ ქვეყანას შენს ფერხთით დააგდებენ“.
დავით ხარებაშვილი


