ბაია პატარაია შალვა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივის

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ „უმფროსი“ ბაია პატარაია სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ემუქრება, სასამართლოში უნდა გათრიოო:
„გიჩივლებ ცილისწამებისთვის!!! ვნახოთ ერთი, რანაირად დაამტკიცებ 900 000 რომ „საფარის“ გრანტია. შენივე სასამართლოში უნდა გათრიო“!
რა არის მიზეზი ე. წ. უფლებადამცველ პატარაიას ასერიგად განრისხებისა?
შალვა პაპუაშვილმა მას წაუყენა შემდეგი ბრალდებები: 1. დემოკრატიული ინსტიტუტების არაღიარება; 2. კანონმდებლობის არცნობა; 3. ზიზღის კამპანიის წარმოება; 4. არჩევნების საბოტაჟი; 5. ხელისუფლების დამხობის მცდელობა.
პაპუაშვილის თქმით, ამ ყველაფრის შემდეგ პატარაიას აღელვებს მხოლოდ ერთი რამ - ის ამტკიცებს, რომ 900 000 ევრო არ მიუღია. სხვა ყველა ბრალდება მისთვის ამაღელვებელი არ არის.
ვითომ რატომ ვერ დაამტკიცებს შალვა პაპუაშვილი, პატარაიას „საფარი“ უცხოეთიდან რომ ფინანსდება? ხედავთ, რა დონეზე არიან გათავხედებულები? შენივე სასამართლოში უნდა გათრიოო. ჯერ ერთი, ეს არ არის პაპუაშვილის სასამართლო და მეორეც - თუ სასამართლოს არ ცნობ, რანაირად უნდა ათრიო? – რამდენადაც ღრმად შედიან აგენტები ხელისუფლებასთან კონფლიქტში, მით უფრო კომიკურად გამოიყურებიან. არა, კომიკურობა და მარგინალობა ამათ არც ადრე აკლდათ, მაგრამ ახლა მთლად ამორტიზებულ მდგომარეობაში არიან „ჩაცვივნულნი“.
გელა ზედელაშვილი