რა გვჭირს დედამიწელებს?!

რა გვჭირს დედამიწელებს?!

(დასასრული. დასაწყისი იხ. „სგ“ N31 )

ბეთანია _ გულის ნათელი ბრწყინვალება, გულის ჩაკრის ზენიტი. თანაგრძნობის გზა, სულიერი ღვთაებრივი სიყვარულის მიღების ადგილი. აქ ქურუმები ბგერით აწმყოში ცვლიდნენ ტკივილებს სიყვარულად. ბეთანიაში მზის ძალა და გულიდან გამომდინარე ხმა თანხვედრაშია. ბეთანია იდეალურია გრძნობების განკურნებისთვის. აქ ცრემლი იწმინდება და გული იხსნება არა ტკივილზე, არამედ სიყვარულზე ფოკუსირებისთვის.
დავით გარეჯის უდაბნო _ აქ იყო ჩუმი განდეგილობისა და ბგერის კედლების კოსმიური ალქიმია. აქ ხდებოდა ძველ ჩანაწერთა განთავისუფლება, სხეულის ხსოვნის გაწმენდა და სურვილების სინათლეში ტრანსფორმაცია, გარდაქმნა. 
დავით გარეჯის უდაბნოში ქურუმები ჩადიოდნენ გონებრივ დუმილში _ ხმების გარეშე გონების ტალღები იცვლებოდა...
დავით გარეჯის უდაბნო ეხმარება მათ, ვინც გამუდმებულ გონებრივ ხმაურშია. იდეალური ადგილია მედიტაციისთვის.
მთაწმინდა _ აქ იყო სულიერი არქივი, სადაც ხდებოდა სულიერი კარნახი და მესამე თვალის გააქტიურება _ ზეციური ხედვა, არხის გახსნა და გონების ნათელ გონებად გარდაქმნა. აქ ინახებოდა ხილვების ჩანაწერები. ქურუმები მიდიოდნენ შემეცნების ჩასაწერად, ანუ მომავალი თაობებისთვის ცოდნის გადასაცემად. 
ეს ადგილი ეხმარება იმ მკურნალებს, ვინც ცნობიერით ქმნის. აქ ჩნდება აზრი, ფორმა და შინაარსი ერთდროულად.
ეს შვიდი ადგილი ერთმანეთს უკავშირდებოდა როგორც შვიდი სხივოსანი წერტილი, რომლებიც საქართველოს ზურგზე საკრალურ ხერხემალს ქმნიან. ამ წერტილებს შორის ხორციელდებოდა უხილავი ბგერითი და ტექტონიკური კავშირი, რასაც ქურუმები „წმინდა სვეტების ხმას“ უწოდებდნენ. 
ეს ადგილები სულიერ რუკას წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს, რომ გაიხსენოს თავისი კოსმიური გენეტიკა, აღადგინოს არხი წინაპრებთან, განიკურნოს მტკივნეული სულიერი მეხსიერებისგან და სინათლისა და ახალი ეპოქის ცოცხალი გამტარი გახდეს. 
ახლა კი ის, რაც მეც არ ვიცოდი, სანამ თეოსგან არ გავიგე _ დედაქურუმების საიდუმლო გზის შესახებ, რაც ძველ ქართულ სულიერ ტრადიციაში ცნობილია როგორც ღრმა მატრიცის ხაზი. ეს გზა განსხვავდება მამაქურუმთა ღერძისგან და ქალური ენერგიის მახსოვრობას, სიბრძნისა და სიცოცხლის არხს წარმოადგენს.
დედაქურუმებს ქართულად მოიხსენიებდნენ როგორც „მეტრონი“, რაც წინამძღოლ დედას ნიშნავს. ისინი სულიერი ალქიმიკოსები, ფარული მცენარეული და ბგერით მკურნალი ქურუმები, გენეტიკური მეხსიერების გამღვიძებლები, ქალური არქეტიპის მატარებლები იყვნენ. მათ ტაძრები ისე არ ემსახურებოდა, როგორც მამაქურუმებს.
ვარძია _ „ქვაში ნაკვეთი სიბრძნის საშო“, _ ასე უწოდებდნენ იქაურობას. დედაქურუმები ამ ადგილზე შიშის სიყვარულად გარდაქმნაში ეხმარებოდნენ ადამიანებს. (შიში შეიქმს სიყვარულსა?)
ნუნისი _ აქ ტარდებოდა ქალური რიტუალი _ წყლის მეშვეობით ერწყმოდნენ პლანეტარულ და მთვარის რიტმს, რასაც დღეს მატრიცული წმენდა ჰქვია, ანუ გონისა და დნმ-ის გაწმენდა.
იყალთო _ ხმოვანი მედიცინის აკადემია. დედაქურუმები აქ ქმნიდნენ ბგერით მატრიცებს, რომელთა სიხშირე სამკურნალოდ გამოიყენებოდა, ანუ გალობა, როგორც საკრალური ბგერა და ხდებოდა თმის, კანისა და საკრალური ცენტრების რეგენერაცია.
ახალდაბა _ მიწის ალქიმია. აქ დედაქურუმები მუშაობდნენ ფესვებთან, ფესვოვან ბალახებთან და ხდებოდა ბავშვის დაბადებამდე დედის მუცლის ენერგეტიკულ მომზადება.
წალენჯიხა _ ეს იყო არხის გამტარი დედა. აქ ინახებოდა ფარული დედობრივი ენის კოდი. აქ დედა ქურუმები ეხმარებოდნენ ადამიანს წინაპართა ტრავმებისგან გათავისუფლებასა და გენეტიკური ხაზის გაწმენდაში. 
შატილი _ მაქსიმალურად ძლიერი ქალური არქეტიპის ადგილი, სულიერი „მგლის დედის სკოლა“, სადაც ისწავლებოდა შიგნიდან მოტანილი სიმამაცის, ანუ ტკივილში ძალის პოვნა. 
აბასთუმანი _ კოსმიური ხედვა დედის თვალით. აქ სრულდებოდა გზის ციკლი, დედაქურუმი ხდებოდა მჭევრმეტყველი, არქეტიპიდან გადადიოდა მაცნეში. აქ უღვიძებდნენ ადამიანებს გენეტიკურ მეხსიერებას და უხსნიდნენ კოსმოსური დედის არხს.
დედაქურუმების არქაული ხაზიდან შთაგონებული მატრიცის გახსნის გალობა არ არის უბრალოდ სიმღერა, ეს კოდირებული ბგერებია, რომელიც აღვიძებს დნმ-ის მეხსიერებას და არხს ღვთიურობისკენ, ეს არის დედის ხმოვანი კოდი ფესვის, დნმ-ისა და სინათლის არხის გააქტიურებისა:
ნუაი ნანა, საია მადლო,
ხედარ იდარ, ანდარ იდარ,
მეჰაა... სენა, სენა.
უომა ლიდა შარე მუნა,
თითი მარი, ხვამლი მარი.
შენა, სენა, მეჰა სენა.
„ნუაი ნანა“ _ არქეტიპული დედის ძახილი: ნუ გეშინია, დაიბადე, დედა აქ არის;
„საია მადლო“ _ მადლიერება ქალურ და დედობრივ საწყისს;
„ხედარ იდარ, ანდარ იდარ“ _ განვრცობილი აზრით „ვხედავ, შიგნით მივდივარ, შიგნით საკუთარ თავში ვბრუნდები“;
„მეჰა სენა“ _ გულიდან ამოსული სუფთა ვიბრაცია „მომეცი შენი სინათლე“;
„უომა ლიდა სარე მუნა“ _ წმენდის ხმა;
„თითი მარი, ხვამლი მარი“ _ ცისა და მიწის კავშირი. ეს დედაქურუმების დატოვებული მემკვიდრეობაა.
კოსმიური ცოდნა სხეულის რეგენერაციას, გენეტიკურ გაჯანსაღებას, სულის ამაღლებას, ტრავმათა განბანვას და საზოგადოების დაბალანსებას ემსახურება, დედისა და მამის ენერგიებს შორის სიწმინდის კავშირს, რათა ადამიანთა არხები გასუფთავდეს სინათლის მისაღებად.
მეცნიერულ დონეზე მეცნიერულად ითქმის და 2020 წლიდან დაიწყეს ამაზე საუბარი, მარტივად კი ასე ითქმის: ძალიან მალე გამჟღავნდება დაფარული ცოდნა, მაგრამ არა მხოლოდ სიტყვების დონეზე, არამედ სხეულისა და დნმ-ის გაღვიძებით. ცოდნა იღვიძებს უჯრედებში და გაიხსნება მხოლოდ მათთვის, ვინც ამისთვის შინაგანად არის მზად.
„უცნაურმა“ ბატონმა ალექსანდრემ ვრცლად განმიმარტა, მაგრამ მე მოკლედ გეტყვით: ქართველებს, უძველესი კოლხების გენეტიკურ შტამომავლებს, საუკუნეების განმავლობაში გვქონდა კარმული დავიწყება, რადგან ნაწილობრივ გაჭრა წყევლამ (იმ ერს არ დავასახელებ, ვინც დაგვწყევლა, თქვენით მიხვდებით, თუ ოდნავ მაინც გაქვთ არხი გახსნილი) და კოსმიური დაშვებით, რათა არ გავნადგურებულიყავით ბოლომდე, დავიწყებით დაცული გახდა კოსმიური ცოდნა. წყევლას ყავლი გასდის და აგერ-აგერ, აიხნება, მაგრამ მასთან ახლიდან მიახლოება ყველასთვის შეუძლებელი იქნება. კოსმიური არხები გაეხსნებათ იმ გენეტიკურ ქართველებს, რომლებიც ამ ცოდნას არა ძალაუფლებისთვის, არამედ სიყვარულისთვის გამოიყენებენ. საკუთარ ვიბრაციას ვერ გრძნობ, მაგრამ ის უკვალოდ არ ქრება, კოსმოსში მიდის, კოსმოსს კი ვერავინ მოატყუებს...
ჩემდაუნებურად გონებაში ამომიტივტივდა ჩემივე დაწერილი წერილები _ ნეტავ, რა საიდუმლოს მალავენ ქართველები ბერები ისეთს, რომ მსოფლიო ბატონობაა შესაძლებელი და ამის შესახებ ძველ დროში ყველა შემოსეულმა დამპყრობელმა იცოდა, ახალ დროებაში კი, ყველა ძველ ცივილიზაციასთან ერთად, ზესახელმწიფოების კონკრეტულმა უწყებებმაც იციან? 

მაკა ჯაყელი