მზიამ - სილა რეჟიმსო

მზიამ - სილა რეჟიმსო

მზია ამაღლობელს პოლიციელისთვის სილის გაწვნაში 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ნაცები, გნაცები, შმაცები, უცხოელი „პარტნიორები“ და მათთან გათანაბრებული პირები ყალყზე დადგნენ, ასე მკაცრად აქამომდე დედამიწის ზურგზე არავინ დაუსჯიათო... არც ჯორდანო ბრუნოო. მზია ამაღლობელი ქართველი ქალის სახეაო, გაუტეხელისა და დაუმორჩილებელისაო, დადგება დრო, როცა მას წმინდანად შევრაცხავთო. ეგე, ლაზარე გრიგორიადისი ხომ უკვე შევრაცხეთო? ამიტომაც აღარ ჩანს გრიგორიადისი, ცად ამაღლდაო. შერაცხავენ წმინდანად მზიას, რატომაც არ შერაცხავენ? რა, ჭკუა დაუშლით თუ თანამდებობები? ოღონდ,  მაგათ თავიანთი სალოცავები აქვთ და კერპებიც განსაკუთრებული ჰყავთ - სოროსი, იუესაიდი, ნედი, მძინარე ჯო, მკვდარი მაკკეინი, ჯინ შაჰინი, ევროპარლამენტი და ასე შემდეგ. ჰო, ქალბატონი იუკნევიჩიენე არ უნდა დაგვავიწყდეს, ეგ ის არის მაგათთვის, როგორც ჩვენთვის არის თამარ მეფე ან ქეთევან წამებული. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და... როცა მზია ამაღლობელი სასამართლოში მიჰყავდათ, სპეცმანქანის შუშიდან ე. წ. ბანერი უჩვენა თავისიანებს: „სილა რეჟიმს“! ამან უამრავ დუპლეტთა შორის დიდი კმაყოფილება გამოიწვია და ზოგიერთმა ორგაზმიც კი განიცადა. ნახეთ, როგორ აფორმებენ თავიანთ დანაშაულს, განა სილა პოლიციელ დგებუაძესო, არა, რეჟიმსო. ისე, ყველამ ხომ თავისი თქვა, ყველამ ხომ თავისი „ბრძნული“ აზრები გადმოფინა, ყველაზე მაზალო მაინც ის იყო - სენატორი ჯინ შაჰინი... ქალი, რომელიც სახით და გამომეტყველებით არნოლდ შვარცენეგერს წააგავს. ისაო, თუ საქართველოს მთავრობას სურს, რუსეთის აგრესიის მსხვერპლებს პატივი მიაგოს, მზია ამაღლობელი და სხვა პოლიტპატიმრები უნდა გაათავისუფლოსო. ამაზეა ნათქვამი, სად ერეკლე, სად თემურ ჭყონია, სად პაატა ბურჭულაძე, სად მამუკა ხაზარაძე, სად პაპაჩემის ყურებიანი ქუდი და სად შაქრო პაპას ალესილი თოხიო. არ ვიცი, ამათ საერთოდ დაკარგეს ლოგიკა და ანალიზის უნარი?!
თქვენ წარმოიდგინეთ, მომავალ წმინდან მზიას, სააგენტო „ბათუმელების“ დამფუძნებელს ჯერ კიდევ აქვს შანსი, 2 წელიწადი ციხეში არ გაატაროს - მას შეუძლია, მიმართოს მიხეილ ყაველაშვილს, ჩადენილი დანაშაული მოინანიოს და ის, რა თქმა უნდა, შეიწყალებს. თუმცა, მზია რის მზიაა, რომ ეს გააკეთოს? ან კი რათ უნდა გააკეთოს? მერე განა ლიბერდებილურ სამყაროში ძველებურად დააფასებენ? განა კიდევ დადგება საკითხი მისი წმინდანად შერაცხვისა? განა ისეთივე წონა ექნება რუსთაველის გამზირზე მოთოხარიკე მომავალ თაობებში? არა, არა და არა, ბატონებო, მზია ამას არ იზამს!

გელა ზედელაშვილი