რა გვჭირს დედამიწელებს?!
წინათქმა, რომელსაც ზოგჯერ ვურთავ ხოლმე _ სიტყვებით კინკლაობა არ მეხალისება, ამდენად, ვის გონებამდეც ვერ მივა რასაც ვამბობ, პირველი ფრაზებიდანვე მიხვდება და ნუღარ განაგრძობს კითხვას. ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი, მე მხოლოდ იმას ვცდილობ, რომ სათქმელი მაქსიმალურად დაღეჭილად ვთქვა, რომ ადვილი გასაგები იყოს...
„თეთრ ბაირაღებში“ ერთი შეხედვით, ერთი მორიგი ფრაზაა: „ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო ტიგრანად გადაიქცევა, ღმერთს შერცხვება თავისი ნახელავისა და მოსპობს კაცობრიობას.“ შემთხვევით არ ვიმეორებ „ერთს“, _ „ერთი“ „1“ ნიშნავს თავდაპირველ მთლიანობას, საწყისს, შემქმნელს, ანუ სამყაროს შემოქმედს, ღმერთს.
ამ ფრაზის საპირწონედ მეორე („ორი“ _ გაორება) ფრაზაც არის: „ღმერთს არ შეუძლია მოსპოს კაცობრიობა... ადამიანმა აღმოაჩინა ღმერთი და იმ დღიდან ღმერთი გახდა ღმერთი. იმ დღიდან არსებობს იგი კაცობრიობის შეგნებაში, იმ დღიდან განივთდა იგი ადამიანში და, ახლა რომ მოსპოს კაცობრიობა, თავადაც შეწყვეტს არსებობას.“ იქვეა, „ხომ არსებობდა ღმერთი სამყაროს გაჩენამდე?“ „მერედა, ვინ იცოდა ეს?“
სამწუხაროდ, დღეს, ამ ე.წ. ფრიად განვითარებულ სამყაროში არ ესმით „ფრიად განათლებულებს“ რომ ღმერთი სამყაროს გაჩენამდე არსებობდა ...
დაშტამპული აზროვნების ადამიანისთვის, საერთოდ, ძნელი გასაგებია, რომ ღმერთი პიროვნება კი არ არის და რელიგიურ დოგმებში კი არ „ცხოვრობს“, არამედ თითოეული ადამიანის ტვინშია, კოსმიურ ცოდნაშია და თუ ის კარი ოდნავ მაინც არ აქვს შეღებული, ნებისმიერი რელიგიური ფანატიზმის ტყვეობაშია. აქედან გამომდინარე, რაც უფრო ღრმა რელიგიურ ტყვეობაშია მრავალრიცხოვან პირთა ჯგუფი, მით მეტი აგრესია ვლინდება რელიგიის სახელით.
სამყაროს შემოქმედი ღმერთი ერთია, ის უმაღლესი გონია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კოსმიური წესრიგია და „ღმერთი ზემოდან ხედავს“, მხოლოდ ის არის, რომ კოსმიური წესრიგი აუცილებლად აღდგება, მხოლოდ იმას აქვს მნიშვნელობა, დროში რამდენად მნიშვნელოვანია ესა თუ ის დაზიანება ერთიანი კოსმიური სხეულისთვის.
ამდენად, რომელიმე ეთნოსის გაიგივება მის რელიგიურ შეხედულებასთან აბსურდია და მხოლოდ რელიგიურ მარწუხებში მოქცევის მცდელობაა!
სწორედ იმიტომ არის ასე დაფარულ-გასაიდუმლოებული არადედამიწურ ცივილიზაციებზე ინფორმაციები, რომ ადამიანებს არ გაეხსნათ გონება და არ მიუახლოვდნენ ჭეშმარიტებას, რომელიც ერთადერთია და ღმერთია...
ამიტომ არის „მეორე“, ე.წ. ვარიანტის სახით, ანუ გაორება, და იქცა ადამიანი გაორებულად, _ იცის რომ არსებობს ღმერთი, მაგრამ რომ შეიმეცნოს ღმერთი, მას მისი სახით მისნაირივე ადამიანს უსახავენ...
უამრავი ეპითეტი აქვს ღმერთს, მაგრამ არცერთი რეალური _ ღმერთი არის კოსმიური ცოდნა. ეს ის ცოდნაა, რომელიც კი არ დაიკარგა, დამალეს და დაიმალა, რადგან ადამიანების გონება არ არის იმ დონემდე მისული, რომ კოსმიური ცოდნისა რამე გაიგოს.
ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შეგვქმნა, მაგრამ მხოლოდ ფიზიკური მსგავსება გვაქვს ამ ეტაპზე, მისი მსგავსი მხოლოდ მაშინ გავხდებით, როდესაც მის მსგავსად გვექნება კოსმიურ ცოდნაზე წვდომა, მაგრამ რანაირად, როდესაც ამ ცოდნის მიღებას ყველანაირად ეწინააღმდეგებიან დედამიწაზე გაბატონებული პირთა ჯგუფები სხვადასხვა ფორმით?
აბა, გადავხედოთ კონკრეტულ ღმერთებამდე არსებულ იმ მსოფლიოს, რომლის შესახებაც ჩვენამდე მწირი ცნობებია მოსული, რომელიმე წყარო თუ გვამცნობს იმას, რომ ერთმანეთს რელიგიური ნიშნით ესხმოდნენ თავს.
განსახლების ადგილების მიხედვით იყვნენ „სადღაცელები“ და ებრძოდნენ სხვა „სადღაცელებს“ საცხოვრებელი თუ სასიცოცხლო პირობების გასაუმჯობესებლად _ მე რომ „სადღაცელი“ ვარ, შენც ის „სადღაცელი“ გახდიო, ამის გამო ხომ არ ომობდნენ...
ვთქვათ, მომთაბარე ინდოევროპული ტომები, კიმირიელები ან სკვითები იმიტომ ესხმოდნენ თავს სამხრეთ კავკასიას რომ კიმირიელები გახდითო თუ ერთმანეთს იმიტომ დაერეოდნენ ხოლმე, რომ სკვითი კიმირიელი გამხდარიყო ან პირიქით _ მომთაბარე ტომები დაეპტრონებიოდნენ ერთმანეთის სამომთაბარო ქონებას და ჩაწყნარდებოდნენ მცირე ხნით, ან რომელიმე ერთ ადგილზე დამკვიდრებულ ტომობრივ გაერთიანებას, უკვე სახელმწიფოდ ქცეულს ააოხრებდნენ და გაუყვებოდნენ გზას შემდგომ „კუჭის შეჭირვებამდე“.
ორ პატარა, მაგრამ მრავლისმომცველ გადახვევას გავაკეთებ _ ძალიან ძნელი აღმოჩნდა ადამიანებისთვის იმის გაგებინება, რომ ყველაფერი, რაც დღეს ხდება, ომებით, ჯანმრთელობის სერიოზულად დამაზიანებელი საკვებისა თუ წყლების წარმოებით, სააფთიაქო და სამედიცინო მაფიით, ცრუ პანდემიითა და ა.შ. მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, ახალი წესრიგის თეორიას, რომელიც მოსახლეობის შემცირებას ითხოვს სხვადასხვა რაციონალური თუ ყალბი არგუმენტებით.
კაცობრიობის ისტორია შეთქმულებები, ინტრიგები, მოწამვლები, მკვლელობები და სხვადასხვა იატაკქვეშა ბოროტებებია, რასაც ფართო მასშტაბით რელიგია/ოდეოლოგია ერთვის და ამაშიც ვეღარ გარკვეულან რა ხდება, _ ვთქვათ, ქართველის გამუსლიმანება რატომ არის საგანგაშო და არა ვთქვათ, კათოლიკობა, ან სულაც, როგორც საქართველოს მთაშია შემორჩენილი, წარმართობა, რაც რეალურად წაღმმართობა, წაღმა მართვის მადიდებლობაა.
ბატონმა თორნიკე ფხალაძემ მოკლედ ახსნა ეს საკითხი: „ამაზე პასუხი ვისაც არ ესმის, ის არ იცნობს ისლამს, როგორც რელიგიას, ფილოსოფიასა და პოლიტიკურ იდეოლოგიას.
აჰისკები თავიანთ თავს უწოდებენ თურქებს და არიან კიდეც თურქები და თურქეთის პატრიოტები, კულტურულად კი ემოციური კავშირი აქვთ ოსმალეთის იმპერიასთან. როგორც ჩვნ გვაქვს ორიენტირად დავითისა და თამარის საქართველო, ისე ამაყობენ ისინი ოსმალური დიდებით. ხომ არ არის განსხვავება?
რაც შეეხება კათოლიკე ქართველებს _ კათოლიკე ქართველები ქართველები იქნებიან მანამ, სანამ თავიანთ თავს მიიჩნევენ ქართველებად და იქნებიან ერთგული ქართველი ერისა, სახელმწიფოსა და მისი ინტერესებისა.
რაც შეეხება მუსლიმ ქართველებს, მაგალითად, აჭარაში _ ის მუსლიმი ქართველები, ვინც რელიგიაზე წინ ქართველობას აყენებენ და არიან ერთგული უპირველეს ყოვლისა საქართველოსი და ქართველობის და არა ისლამური უმმასი (ისლამური მსოფლიო), ისინი არღვევენ ისლამს;
თუ ისინი ბოლომდე გაყვებიან ისლამს _ არაფრით არ შეიძლება ისლამზე წინ დააყენო ეროვნება.. ამიტომ, მათი ერთგულება (თუ ნამდვილი მუსლიმები იქნებიან), პოლიტიკურ ჭრილში იქნება ისლამური მსოფლიოსკენ და არა საქართველოსკენ!
ამიტომ ვამბობ, რომ ისლამი, როგორც რელიგია, ფუნდამენტშივე არღვევს ჩვენი ერის სასიცოცხლო სყტრუქტურას და კულტურულ ფესვებს გვიჭრის. ისლამში დაგმობილია ბევრი ის კულტურული კოდი, რისგანაც შედგება ქართველი და საქართველო და თუ ეგენი აღარ აქვს, საქართველო აღარ არის ის საქართველო, მხოლოდ სახელიღა შერჩება (სახლიც აღარ შერჩება).
იგივეს ვერ ვიტყვით ქართულ წარმართობაზე. დიახ, ქართველი წარმართები იყვნენ ნამდვილი ქართველები, ანუ ქრისტიანობამდელი ქართველები. ქართული წარმართობა არავის ფუნდამენტს არ უტყამდა, პირიქით...“
მოკლედ, ღმერთის მიერ მის ხატად შექმნილი არსება ადამიანი მაშინ იყო მიმსგავსებული ღმერთთან და მაშინ შეეძლო მასთან მიახლოება, როდესაც კოსმიური ცოდნა ჰქონდათ ცალკეულ პირებს და ისინი იყვნენ მოვლენილები სხვათა კოსმიურად განმანათლებლად. ქურუმების ენა იყო კოსმოსთან დამაკავშირებელი ენა...
სანამ ადამიანის გონება არ გაიხსნება, მანამდე იქნება ზღაპრების ტყვეობაში და იბლუკუნებს ვაშლის ჭამის გამო სამოთხიდან გამოგდებულ ადამ და ევაზე, ან საკუთარი წარმოშობის საწყისად მზიას და ზეზვას დასახელებაზე, ან უარესი _ მაიმუნების შთამომავლად საკუთარი თავის დასახელებაზე... ამ კატეგორიას იმასაც კი ვერ გააგებინებ რატომ დაუშვა „მათმა ღმერთმა“ რომ ე.წ. სამოთხეში, ფატქობრივ დემენციაში მყოფებისთვის, გონზე მოსასვლელად, რომ გველს შეცნობის ხის ნაყოფი ეჭმევინებინა... ბოლო-ბოლო, ღმერთმა ხატად თვისად მაიმუნი, პრიმატი შექმნა?
თუ აქამდე წაიკითხეთ, უკვე იმასაც მიხვდებით, რამდენად უსასრულო თემაა, ამიტომ, როგორც ყოველთვის, უცბად იმით დავასრულებ, რომ რასა-ადამიანი საჭირო რომ არ იყოს ერთიანი კოსმოსისთვის, კოსმოსი არც შექმნიდა... რასა-ადამიანთა ნაწილი თუ ცაში „ხედავს“ სხვა სამყაროს, ნაწილი მიწაში, ანუ აქვე, დედამიწაზევე მოიაზრებს დედამიწაში ჩასასვლელ(ებ)ს. რაოდენ უცნაური დამთხვევაც უნდა იყოს, მხოლოდ ქართულ ხალხურ ზღაპრებშია ერთდროულად წარმოდგენილი ქვესკნელში ჩასასცვლელიც და ზესკნელიც, სადაც დედამიწისგან განსხვავებული დროის მდინარებაა. მხოლოდ ქართული ზღაპრების გმირებს ამოაქვთ ქვესკნელიდან სამ დღეში უკვდავების წყალი, თუმცა დედამიწაზე უკვე იმდენი ხანი ხვდებათ გასული, რომ მათი ნაცნობ-საცნობი არავინ და აღარაფერია...
იესო ამბობს: „მე გამოვედი და მოვედი ღმერთისგან... (იოანე, 8, 42)“
მაკა ჯაყელი
(გაგრძელება იქნება)

