როგორ ხართ, როგორ!
ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: „ქართველებო, რა გინდათ ევროკავშირში? როცა თქვენ გაწევრიანდებით, დაგხვდებათ მხოლოდ ვალები და თქვენ ჩაერთვებით იმ ვალების სავალდებულო გადახდაში, რითაც არც კი გისარგებლიათ! დღეს თქვენ თავისუფალი ქვეყანა ხართ და დააფასეთ ეს!“
_ მაინც გვინდა, გვინდააა!
ივანე ბედიანაშვილი: ევროპამ ქრისტიანული ბიზანტია გაწირა დასაღუპად 1453 წელს. რომის კათოლიკური ეკლესია უდიდესი ცოდვებით მოვიდა დღემდე და დღეს უარესს აკეთებს, დღევანდელი ლიბერალური ევროპა ვერ იტანს ვერავითარ ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ცხოვრების წესებს, ვერ იტანს განსხვავებულ აზრს, მათი ღირებულებები გახდა მამათმავლური პროპაგანდა და პედოფილია.
თუ ევროკავშირის წევრობა გინდა, მაშინ უარი უნდა თქვა საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და გახდე მათ მსგავსად სატანისტური იდეოლოგიის მიმდევარი.
30 წელზე მეტია, დასავლეთისკენ მიიწევს საქართველო და ნგრევის მეტი, როგორც ეკონომიკის თუ სწავლა-განათლების სისტემის, ასევე ნებისმიერ სხვა სფეროში, არაფერი გაკეთებულა.
მე არ მინდა გრანტების სანაცვლოდ ასეთი „ევროპული ოჯახი“, რომლის წევრიც არასოდეს ყოფილა ჩემი სამშობლო!
არასოდეს ყოფილა ქართველი ევროპელი და ვერც მე ვიქნები!
ვერავინ გააკეთებს შენს გასაკეთებელს, ქართველო, ვაშენოთ ჩვენი საქართველო ერთად, ერთმანეთის სიყვარულით.
_ ჩვენ გვინდა გრანტების სანაცვლოდ ასეთი ოჯახი! ჩვენ ვიქნებით ქართველი ევროპელები! შიგ ევროპაში გვინდა, კავკასიელობა გოიმობაა, „შიგევროპელობა“ გვინდა! საქართველოს შენება და ერთმანეთის სიყვარული არ გვინდა, პარიზის დედაქალაქ ბერლინში გვინდა!
ჯო უილსონი: „ომის დამნაშავე პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს ირანისთვის იარაღის მისაწოდებლად!“
_ კიი! იყენებს, იყენებს _ ჩელიაბინსკად ვუწერივართ რუსეთის შიდა ფრენებში! იარაღს კი საღორიას ტყეში ამზადებენ და ბიკენტიას ქაბაბის ეტიკეტით აპარებენ რიონით ანაკლიას პორტამდე! ეგ მარშრუტი ტიმ სევერინისგან მოიპარეს!
ცეცხლი ოლიგარქიას! აგე, „ფინანსიალ ტაიმსი“ გერმანიისა და საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსთან დაკავშირებით შემუშავებულ დოკუმენტებს გაეცნო. ჩვენც გვინდააა!
_ მომისმინეთ! ისე არ არის, თქვენ რომ გგონიათ _ ბერლინისა და პარიზის მიერ მომზადებული წინადადებები უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში „სიმბოლური“ შეღავათების მინიჭებას ითვალისწინებს და კიევისთვის სოფლის მეურნეობის სუბსიდიებზე წვდომასა და ხმის მიცემის უფლებას გამორიცხავს.
გერმანია მხარს უჭერს უკრაინისთვის “ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას, რაც გულისხმობს იმას, რომ კიევი მინისტრებისა და ლიდერების დონეზე შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა ხმის მიცემის უფლება და ევროკავშირის საერთო ბიუჯეტზე წვდომა არ ექნება.
რაც შეეხება საფრანგეთს, პარიზი წევრობის ნაწილობრივ ფორმას „ინტეგრირებული სახელმწიფოს სტატუსს“ უწოდებს, რომლის მიხედვითაც, საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკასა და ევროპულ დაფინანსებაზე წვდომა სრულ გაწევრიანებამდე გადავადდება.
საერთო სურათი კი ასეთია _ ევროკავშირის წევრების უმრავლესობა შიშობს, რომ უკრაინისა და სხვა კანდიდატების დაჩქარებული წესით გაწევრიანება, ბლოკის პოლიტიკურ დინამიკასა და წევრობის მნიშვნელობას ძირს გამოუთხრის.
_ მერე, რა, ჩვენ მაინც შიგევროპაში გვინდააა!
_ ჩვენ რომ ნატო-ს ასპირანტები ვიყავით, ხომ გახსოვთ?
_ გვახსოვს!
_ მაპ-ი რომ უნდა მოეცათ და მაპ-ზე უკეთესი მოგვცეს, ხომ გახსოვთ?
_ გვახსოვს, რომ მოგვცეს, მაგრამ ხელში არ გვჭერია, რაც მოგვცეს...
_ ჰოდა, ახლა უკრაინასაც იმ მაპ-ზე დიდს და მაგარს რომ დააჭერინებენ ხელში, მაგას დაელოდეთ და მერე იყვირეთ...
_ რას ბოდავ, ვიღაცა ხარ! სოფლის მეურნეობა თუ არ დაუსიბსიდირეს, აბა, ამდენ ვალს როგორ ამოიღებენ უკრაინიდან? შიგ ევროპაში ჩვენც გვინდააა!
_ უკაცრავად, საუბარს უნებლიეთ შევესწარი _ სად მიბრძანდებით? _ ჩაგვეკითხა სანდომიანი პირისახის გამვლელი.
_ ამ დაქოქილ შიგევროპელს შიგევროპაში უნდა, მე კი ვცდილობ ავუხსნა, რომ ევროკავშირში მხოლოდ ღირსეულად უნდა შევიდეთ, „ღირსებით ევროკავშირში!“ _ ეს ჩემი ლოზუნგია, _ მოკლედ ავუხსენი მე.
_ რომელ ევროკავშირში? დღევანდელ ევროკავშირში შესვლა ღირსებაა თუ უღირსობა და შენი ხალხის ღალატი? არ მოვიდა დრო, რომ სიმართლეს თვალი გაუსწოროთ? ან სად მიდიხართ, მე მოგეცით მაგის მანდატი? რატომ არ ატარებთ რეფერენდუმს მაგ საკითხზე? წახვალთ უჩემოდ, ჩემი თანხმობის გარეშე და იქვე დარჩებით კონტიტუციიდან ამოხეული 78-ე მუხლით ხელში და კისერზე წურბელებით!
ნაცებში ძალიან ხომ არ აითქვიფეთ უკვე, რომლებიც გაბმით იმუქრებიან და აღარაფერი გამოსდით სათავისოდ? და იცით, რატომ აღარ გამოსდით არაფერი? იმიტომ, რომ მე და ჩემნაირები არ ვუდგევართ მხარდამჭერ იმედად! თქვე ჩიტირეკიებო! _ მიმაჯორა კაცმა და გზა განაგრძო.
ღირსეულად შემრცხვა...
ჩვენ რომ ღირსეულმა ფსიქიატრებმა გაგვსინჯონ, ერთხმად დაასკვნიან, ფსიქიკურად ნორმალურები არიანო, _ ისინიც გამოსაკვლევები არიან...
შერცხვენილსა და უიმედო სასოწარკვეთილს ისევ იუმორი თუ მიშველის _ მეგობარს სიტყვას შევაწევ საკითხზე: ვინ როგორ უპასუხებდა შეკითხვაზე: როგორ ხარ?
ავლიპ ზურაბიშვილი: ნეტავ, არ გავგიჟდებოდე თქვენი შემხედვარე!
ალ კაპონე: საკუთარ სიტყვებზე ვარ ჩაფიქრებული. რა კარგად მითქვამს: მტერს მიუტევოს ღმერთმა, ჩვენი მოვალეობა კი ისაა, რომ მათი შეხვედრის ორგანიზება მოვაწყოთ... ახლა ყველანი აქ ვართ...
ალ პაჩინო: შემთხვევითი არ იქნება, რომ მე გავხდე საჭირო იქ, სადაც ვიყავი, როცა საჭირო არ ვიყავი...
ალბერტ აინშტაინი: ვამბობდი, როდესაც ტექნიკა ადამიანურ ურთიერთობებს გადაწონის, მსოფლიოს ეყოლება იდიოტების თაობები-მეთქი და არ მიჯერებდით _ აჰა, ფაქტის წინაშე ხართ! „ა“ წერტილსა და „ბ“ წერტილს შორის სასწაულად გავიბლანდე...
ალექსანდრე ჭავჭავაძე: კარგად ვიქნებოდი, ლექსები აქაც რომ არ ამეკიდებინა...
ბეთჰოვენი: ხმამაღლა, თუ შეიძლება _ არ მესმის, რის შესახებ საუბრობთ...
ბაგრატ მეოთხე: რომელი ხარ, ხმაზე ვერ გიცანი...
ბაგრატ მეორე: რეგვენი თავი გაბია!
გიორგი მეთორმეტე: ფაღარათი დამემართა, ზაქის ხორცმა მაწყინა ...
გალაკტიონი: ისე არა, როგორც მეფეს შეშვენის!
დენი დიდრო: ისეთივე სულელად დავრჩი, როგორიც თქვენ ხართ...
დეკარტი: კარგად, მგონი...
დარვინი: როგორც მაიმუნის შთამომავალს შეეფერება...
ედუარდ შევარდნაძე (სიცილით): თქვენ რაფერ ხართ, თქვენ!
ვივალდი: სეზონს გააჩნია.
ვახტანგ გორგასალი: მგლურად!
ვან გოგი: მგონი, ვერ გავიგე...
ზიგმუნდ ფროიდი: გინდათ, გესაუბროთ ჭეშმარიტ სექსზე?
თომას მორი: იდეალურად!
ილია ჭავჭავაძე: ვატყობ, დღეს ვეღარავის ვარგე.
იეთიმ გურჯი: კარგად მყოფის რა მეტყობა _ უზენაესი სასამართლო საით არის?
იოზეფ გებელსი: ღორების კოლტის ინტერესთა სფერო გავხდი?
კლოდ მონე: შთამბეჭდავად.
კანტი: კრიტიკული შეკითხვაა...
კონსტანტინე გამსახურდია: როგორც დიდი თევზი პატარა მდინარეში.
კამო: ქაქის ჭამის შემდეგ როგორ ვიქნები?
კოკო შანელი: აქაც დამღალა უჭკუო და უღბლო მამაკაცების პრეტენზიებმა!
ლეონარდო და ვინჩი: ჯოკონდასავით მეღიმება...
ლენინი: ერთი ნაბიჯით წინ რომ მივდივარ, ორი ნაბიჯით უკან მაქანავებს...
მარქსი: აქაც თავი მტკივა კაპიტალზე ფიქრით...
ენგელსი: მგონი, წვერებში ბღერი გამიჩნდა...
მარკ ტვენი: ჯობს, დავხურო პირი და სულელის შთაბეჭდილება დავტოვო, ვიდრე დავაღო და დაგარწმუნოთ ამაში!
მუხრან მაჭავარიანი: განსხვავებულად! სხვისი მისაბაძი რა მჭირს, თვარა _ კი!
მაინ რიდი: ვრომანტიკოსობ და ვარ...
მეფე რევი: მართლად!
ნიუტონი: ამოგდებული.
ნერონი: აფსუს, რა მსახიობი მოვკვდი...
ნაპოლეონი: ჟოზეფინა ხარ?
ნიცშე: და აზრი?
ორუელი: როგორ ვიქნები ამ ცხოველების ხელში?
პაოლო იაშვილი: ანგორის კატის ველური მზერის მქონე ზესტაფონელ ქალს ველოდები...
პითაგორა: ტოლფერდად.
პატარა კახი: ლეკების დედა რო მ&&&ნ!
ჟირინოვსკი: აქაც კრემლის საყვირად ვმუშაობ, მაგრამ არც აქ იჯერებენ, რასაც წინასწარ ვამბობ. ასე რომ, აქაც პიზდეცი ექნებათ!
ჟან ჟაკ რუსო: გიჟებს შორის ჭკვიანად ვარ, მაშასადამე, მეც გიჟურად ვარ!
რუზველტი: სიბნელის წყევლის ნაცვლად სინათლის ანთებას ვდილობ...
რეი ბრედბერი: არცთუ ხალისიანად _ წაუკითხავი წიგნების შურისძიება მაფიქრებს...
სენ სიმონი: როგორც ფურიე და ოუენი _ უტიპიური სოციალიზმივით!
სოკრატე: მე რა ვიცი... მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი...
ტროცკი: რა როგორ ვარ, ბერიას სად დავემალო, აქაც იმას ვფიქრობ!
ფაინა რანევსკაია: როგორ ვიქნები _ ცხოვრება ერთი გრძელი ნახტომი ყოფილა მუ...იდან პირდაპირ საფლავში!
ფარსმან მეფე: ქველად!
შექსპირი: ვააარ რო?
შოთა რუსთაველი: „რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების“!
ჩელენტანო: კვლავ ვაღმერთებ ტყუილებს, როცა სიმართლე ვიცი!
ჩერჩილი: მეჩქარება... ჯოჯოხეთს გავდივარ...
ჭყონდიდელი: ღირსებადაკარგულად ვგრძნობ თავს...
ჯონ ნეში: სტრატეგიულად.
ჰიტლერი: აქაც შემიკლა იპოქონდრიამ!
ჰენრი ფორდი: ჰენრი ფორდივით! მსოფლიო ომები არ მოგწყინდათ? რა გახდა 50 უმდიდრესი ებრაელის იზოლირება?!
დავით ანჰოღინი: სალომე ზურაბიშვილივით!
ზელენსკი: როგორ ასწორებს კაიფში ომი...
ლუკაშენკო: რა გამიჭირეთ საქმე, ხომ გითხარით, რომ ისე იდეალურად ვარ, რომ უკრაინას სამ დღეში დავაყენებდი ფეხზე! პირველ დღეს დავხვრეტდი „რადას“ ყველა დეპუტატს, ერთი დღის შემდეგ კი ყველას, ვინც მათ გასვენებაზე მოვიდოდა. მორჩა!
მაკრონი: ახლა უკეთ ვარ. ლე პენმა „ბადიაგა“ მომცა, რა კარგი რამე ყოფილა, სილურჯეებს უცბად აქრობს.
მერცი: თავი კანცლერი მგონია...
პუტინი: ოჩენ დაჟე ხარაშო _ სლავა „ორეშნიკუ!“
ტრამპი: ყველაფერი მკიდია _ გლიჯავს აშშ-ის პრეზიდენტობა...
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ცუდად ვარ, „ფაიზერი“ ფაიზაღი მომსპობს...
ერდოღანი: ჩმორი ლაზივით...
მე როგორ ვარ? _ ნერვები ხელით და სული კბილით მიჭირავს, რადგან ყველაფერი მესმის, ყველაფერს ვხედავ, მაგრამ ფრთამოკვეცილსა და ხელ-ფეხშეკრულს, ჩემი სამშობლოს საკეთილდღეოდ რამის გაკეთების საშუალება მკაცრად ლიმიტირებული მაქვს...
მაია ჭელიძე

