შორსმჭვრეტელნი!

შორსმჭვრეტელნი!

ნაცებს“ პერიოდულად გონება სამ-ოთხ თითზე ეხსნებათ ხოლმე. საერთოდ, ცალთითიანი გონება აქვთ, მაგრამ ხომ გეუბნებით, პერიოდულად შეიძლება ხუთ თითზეც გაეხსნათ. მაგალითად, გია ჭანტურიას მუდმივად რამდენიმე თითზე აქვს გახსნილი და იგეთ რაღაცებს ლაპარაკობს, შეიძლება არ დაიჯეროთ. პრინციპში, დაიჯერებთ თუ არა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ახლა ის არის, რომ თვითონ სჯერა და ბიძინა ივანიშვილზე ბეჯითად ჰყვება. მისი ღრმა რწმენით, ბიძინა ივანიშვილი ნერგებს ვერ რგავს, მას უნდა უკვე გაზრდილი, რათა თვითონ მოესწროს, თვითონ ნახოს, თურმე ფეხებზე ჰკიდია, მის მერე რა მოხდება. 
არააა, ბიძინა ნერგებს ვერ რგავს... თუ ერთი-ორ ცალს დარგავს, ნერვები ეშლება, უნდა, რომ ეგრევე გაიზარდოს და ნაყოფი შეჭამოს. მა რაააა, სულ უნდა, რომ თვითონ მოესწროს, თვითონ ნახოს, სხვები არ უნდა მოესწრონ, სხვებმა არ უნდა ნახონ. თუ ხე ეგრევე გაიზარდა და ნაყოფი მოისხა (მსხალი, ვაშლი, ზღმარტლი, ვაშლატამა, ჭერამი, ალუჩა, ტყემალი), ახლოს არავის უშვებს, მივარდება ხოლმე და თვითონ კრეფს. 
ჰოდა, როცა მსხმოიარე ხეხილს ცარიელ-ტარიელს დატოვებს, ხილს მზეზე გაშლის და ჩირს აკეთებს ხოლმე. ახლა არ დაიწყოთ, ჩირი რათ უნდაო? ეეე... იცით, ჩირი რა ძვირია? საშუალო ფასი კილო 30 ლარიო, მითხრეს ამას წინებზე ბოდბისხევის ბაზარში და ელდა მეცა. აბა, თქვენ რა გგონიათ, ბიძინა ივანიშვილმა მილიარდები საიდან იშოვა? ჩირიდან-მეთქი, ჩირიდან!
კაცო, ხუმრობა იქით იყოს და... აი, ესენი ეგეთ სისულელეს ღამე რომ მაიფიქრებენ ხოლმე და მერე რომ თენდება, სახლში არავის უყვებიან, ეგრევე ტელესტუდიაში გარბიან და ჩვენ გვიყვებიან? ეგებ, ჯერ სახლში მოყვნენ, ეგებ, ვინმე აღმოაჩნდეთ, რომელიც ეტყვით - არ ვარგაო?
ადრეც ვთქვი და უნდა გავიმეორო: ვაჟა-ფშაველა ახალ რაღაცას რომ დაწერდა, თავის ცოლ-შვილს სიმაღლის მიხედვით დააყენებდა, წაუკითხავდა და როცა მორჩებოდა, ჰკითხავდა - გამადგებისა?
თუ არ მოეწონებოდათ, ეტყოდნენ - არ გამადგებისა, ვაჟავ, არ გამადგებისა. თუ მოეწონებოდათ, ეტყოდნენ, გამადგებისა, ვაჟავ, გამადგებისა.
როგორც ჩანს, ესენი თავიანთ ბენტერა თავებს ვაჟას თავზე უფრო ნიჭივრულადა სთვლიან და არავის არაფერს ეკითხებიან. არა მგონია, ამათ სახლში თავიანთზე ჭკვიანები ჰყავდნენ, მაგრამ ზრდილობის გულისთვის მაინც ხომ უნდა იკითხონ? 
არ ვიცი, რააა, არ ვიცი... რაც ბიძინა ივანიშვილს ნერგი აქვს დარგული და საქმე აქვს გაკეთებული, მთელი ამათი ჯიშ-ჯილაგი რომ წამოდგეს, იმის მემილიონედს ვერ გააკეთებს და ნეტავ აეგრე საკუთარ მოდგმას რათ ამასხარავებენ? ნეტავ, დენდროლოგიურ პარკში ბიძინა ივანიშვილმა რამდენი ნერგი დარგო? თქვენი არ ვიცი და... მე კი მგონია, რომ თვითონ ამ პარკში არც კი ყოფილა, ვინც მაგას აგინებდა, ისევ ისინი წამოკოტრიალდებიან ხოლმე. როცა დენდროლოგიური პარკი შენდებოდა, ვიღაცებთან ომი მქონდა, ვცდილობდი, დამერწმუნებინა, რომ ეს იქნებოდა სასიკეთო საქმე. არაო, ნეტავ, ამხელა ხეებს რას დაათრევსო, დამცინოდნენ. აბა, რა ქნას-მეთქი? რა ქნას და ფული დაგვირიგოსო. სამწუხაროდ, საქმე ისე წავიდა, იქ ჩასასვლელად ვერ მოვიცალე, ვინც მე მედავებოდა, ვისთანაც ომი მქონდა, ისინი ყოველ ზაფხულს დასეირნობენ და სურათებსაც იღებენ. 
ამ დღეებში კიდევ ერთი „სკანდალი“ აუგორეს ბიძინა ივანიშვილს - ისაო, თავის სოფელში სახლები ყველას წითელი თუნუქით იმიტომ გადაუხურა, რომ შიფერისა ეშინიაო. შიფერი აზბესტისაა და ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მაგისი ეშინიაო. 
ახლა ამ არარაობებს ვეკითხები: როცა ბიძინა ივანიშვილი სახლების გადახურვას მორჩა, ყველა ეზოში თეთრი „ნივა“ გააჩერა და ოჯახის უფროსს აჩუქა. მაშინ „ნივა“ ძვირად ფასობდა, სოფელში გამოსაყენებელი მანქანა იყო და დღესაც არის. როგორ ფიქრობთ, რატომ აჩუქა ყველა ოჯახს თეთრი „ნივა“, სხვა ფერი მავნებელია ჯანმრთელობისთვის? ბიძინას სხვა ფერისა ეშინია? 
მეორე - ჭორვილაში ივანიშვილმა ააშენა თანამედროვე ტიპის დარბაზი - იქაურებს ჭირი ღმერთმა აშოროთ, მაგრამ თუ ვინმე გარდაიცვალა, უფასოა და ხარჯებსაც ეს კაცი იხდის... თუ ქორწილია, ესეც უფასოა და ხარჯებს ეს კაცი იხდის... ალბათ იცით, მშობიარობის თანხებსაც ეს კაცი იხდიდა... ესე იგი, ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებს, რომ ყველაფრისა ეშინია?
თქვენც იყავით ეგეთი შეშინებულები, თქვენც გაუკეთეთ თქვენს სოფლებსა და ქალაქებს ამდენი, დაგიშალათ ვინმემ? საქმეც ეგ არი, ვერ გაუკეთებთ, თქვენ მარტო ენები გაქვთ გადმოგდებული და ისეთ სისულელეებს ლაპარაკობთ, მთელი დუნია იცინის. 

გელა ზედელაშვილი