დემოკრატია - მეძავს ვერ გააუპატიურებ!

დემოკრატია - მეძავს ვერ გააუპატიურებ!

ე. წ. კრებსით დასავლეთში მიმ- დინარე ამბებზე სერიოზულად მინდა ვიმსჯელო, მაგრამ იმდენად არასერიოზულ ქცევას ვხედავ და ისეთი არასერიოზული საუბრები მესმის, რომ, დიდი მცდელობის მიუხედავად, მაინც არ გამომდის.
ის გამახსენდა, 1967 წელს საბერძნეთში სამხედრო გადატრიალება რომ მოხდა. სამხედროებმა ქვეყნიდან მეფე კონსტანტინე II გააძევეს, რომელიც პოლიტიკაში სამხედროების ჩართვას ეწინააღმდეგებოდა და ქვეყანაში „შავი პოლკოვნიკების“ რეჟიმი დამყარდა.
აშშ-ის ელჩმა ათენში, ფილიპს ტელბოტმა CIA-ს რეზიდენტს აღშფოთებული ტონით მიმართა:
— ეს რა ჩაიდინეთ, ეს ხომ დე- მოკრატიის გაუპატიურებაა?!
— კარგით, რა, ბატონო ელჩო! რანაირად არის შესაძლებელი მეძავის გაუპატიურება? _ მიუგო რეზიდენტმა.
ვეთანხმები რეზიდენტს! _ ის ვარიანტია, მიხო რო ეტყვის მეძავს, ამ სიცხეში ძაან კი მეზარება, მაგრამ მაიტა, ბარემ მეც მო***ვო...
მერე ფრანკი გამახსენდა _ გერმანელი ერი მეძავი ქალივითაა, ყველას უწვებაო...
მერე ის გამახსენდა, _ ნებისმიერს შეუძლია, გახდეს მეძავი, თუ მან ამის ძალა საკუთარ აზროვნებაში იპოვაო, და ეს მოსაზრება გა- დასარევად მოერგო ქვეყნის მმართველებს.
ოშო ამბობს, რომ მეძავი მხოლოდ ქალი კი არა, კაციც არისო და, აჰა, მიდის მსოფლიო წიოკი, ჯერ ხომ იმას ვერ გაიგებ, ვინ ქალია, ვინ _ კაცი და, მერე იმას, ვინ ვის აუპატიურებს...
მოკლედ, დემოკრატია მეძავია თუ მოძალადე, ამასაც ვერ გაიგებ, — ასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან _ ასეო!
`თუ იარაღის მოწოდებას გვპირდებით, მაგრამ ამბობთ, რომ სხვა გადაიხდის მის საფასურს, სინამდვილეში, თქვენ მას არ აწვდით... ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას უკრაინისთვის  დიდი  რაოდენობით იარაღის მიწოდების შესახებ, თუმცა გვსურს, რომ შეერთებულმა შტატებმაც გაიზიაროს ეს ტვირთი~, _ განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა კაია კალასმა ტრამპის განცხადებაზე უკრაინისთვის ახალი დახმარების გაწევის შესახებ.
ტრამპი ამბობს: ვაჰ, კაცო! მე იმხელა ოკეანის გადაღმა ვარ _ ომი ჩემს სამეზობლოში კი არა, თქვენთან ახლოს არის და ჟიმჟიმი გაქვთ, რომ თქვენთან არ გადმოინაცვლოს. მე ვაჭარი კაცი ვარ, ჩემი ბიზნესგეგმა მაქვს, ვყიდი იარაღს, გინდათ? _ იყიდეთ, არ გინდათ და იყავით მასე. მე რა გიყოთ? წადით და მაშინ პუტინისგან იყიდეთო. და კიდევ, სულაც არ ვგეგმავ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი JASSM-ის ტიპის რაკეტების გადაცემას და, ამ გახსენებაზე, შენა, ბიჭო, რამე რო იყოს, მოსკოვს და- ბომბავო? _ თვალებმოჭუტულს უკითხავს ზელენსკისთვის. როცა გვექნება შესაბამისი იარაღი, დავბომბავთო, _ უხალისოდ გაჯგიმულა ზელენსკი.
მარია ზახაროვამ მოკლედ თქვა, ჩვენთვის მუქარის, შანტაჟისა და ულტიმატუმების ენა მიუღებელია. უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია კი უფრო აქტუალური გახდებაო;
პესკოვმა `სასხვათაშორისოდ გაატარა~, _ იარაღით ვაჭრობა რა გასაკვირია, ყოველთვის იყო და იქნება, აშშ-ის მიერ იარაღის მიწოდების გეგმა ბიზნესია, უბრალოდ, ომის გაგრძელებას უწყობს ხელს, სხვა არაფერია განსაკუთრებულიო.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჩემმა პირმშვენიერმა კეროლაინ ლევიტმა თქვა, ტრამპმა ჰკითხა ზელენსკის, შესაძლებელი იყო თუ არა მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგზე იერიშების მიტანა, თუმცა ასეთი ქმედებისკენ მას ღიად არ მოუწოდებიაო. მან, უბრალოდ, შეკითხვა დასვა, მას არ მოუწოდებია მეტი მკვლელობისკენ, პირიქით, ის დაუღალავად მუშაობს მკვლელობების შეწყვეტასა და ომის დასრულებაზეო.
პუტინიც გულგრილად არის განწყობილი, ვინ რა თქვა, არ აინტერესებს, - სახეზე აწერია, `ან ისე იქნება, როგორც ვთქვი, ან ვიომოთ დაღლამდეო~, _ სრულებით არ ეტყობა, რომ იმედგაცრუებული ტრამპი და ლინდსი გრემის მიერ დაანონსებული 51-ე დღე ანაღვლებდეს, არადა, `ნატო-ბიძია~ რუტეს მის ნაცვლად ეშინია.
ეშმაკმა იტალიამ და საფრანგეთმა ხელები გაასავსავეს, ვერა, ძმაო, უკრაინისთვის ჩვენ იარაღის მყიდველები არ ვართ, ჩვენი გაგვჭირვებიაო.
რა ვიცი, გვითხრეს, `პეტრიოტ-პატრიოტები~ გზაშია უკვეო და, ნეტავ, ვინღა არიან მყიდველები, გუშინ და დღეს რუსეთს რომ ესაზღვრებიან და ხვალ `არხანგელსკი კრაიში~ გაღვიძება ესიზმრებათ?
მე, ძმებო, ყველაფრით ვვაჭრობ, ვიყიდი და მოგყიდით იარაღსაც აშშ-ის ინტერესების მიხედვით, მაგრამ ჩემს ჯარისკაცებს საომარ მოქმედებებში დაემშვიდობეთო, _ ჩაროზად დაამატა ტრამპმა.
პუტინი არაფერს ამბობს, თა- ვისთვის თამაშობს და ახლა, სუ- ლაც, მგონი, `მარსკოი ბოის~ თამაში უნდა და რცხვენია, ამას ხმა- მაღლა ვერ ამბობს. აბა, რისთვის შემოიყვანა შავ ზღვაში ბირთვული იარაღის მატარებელი ორი წყალქვეშა ნავი, ორი გემი კასპიის ზღვა- ში სამხედრო აღჭურვილობითა და ფრთოსანი რაკეტებით `კოლიბრი~, აზოვის ზღვაში კი განალაგა სამი რუსული საკრუიზო რაკეტმზიდი და ერთი წყალქვეშა სარაკეტო მზიდი?
იმ ოხუნჯი ქალისა არ იყოს, ეს ქმედება გაგების დონეზე გავიგე, მაგრამ ის ვეღარ გავიგე, სოხუმსა და ცხინვალში დამატებითი სამ- ხედრო ძალები რატომღა შეიყვანა. რუსეთმა გაამკაცრა კონტროლი სამხრეთითა და ჩრდილოეთით კავკასიის გზებზე, გიუმრის ბაზა- ზე გადაისროლა სპეცდანიშნულე- ბის ჯარები და სამხედრო მეთაურები, ეს ღრმა ფანტაზიორები კი გაიძახიან, ზანგეზურის პროექტი და კავკასიაში ჩაჯ***ული რუსეთიო.
ირანი ისედაც აჯაგრული იყო ბაქოზე, შენიდან დრონებით დამბომბეს, ახლა ვიძიებ მაგ ამბავს იცოდი თუ არ იცოდი და მერე `ქალწულის კოშკიდან~ მოგიწევს გადმოხტომაო; ახლა კიდევ გააფრთხილა, შენი გაფაჩუნება და ზეწარჩატანებული ჩალმა ატარე, ალაჰი ვეღარ გიშველისო.
დასავლური იმედები, `უკრაინაში ომის გამო რუსეთი კავკასიისთვის ვერ მოიცლის~-ო, ბჟუტვისკენ წავიდა _ კავკასიისთვის კი არა, დიდი ეჭვი მაქვს, სირიისთვისაც `მოიცლის~, ბრიტანეთის მარადიული `სამგლე გოშია~ თურქეთი კი ჭკუას იხმარს და დაოკდება. გადავალ აღსრულებად ოცნებებში _ ნეტამც არ დაოკდებოდეს, დაახევენ თავზე 100 წლის წინანდელ ყარსის ხელშეკრულებას და, თუ კარგად მოვიქცევით, ტრაბზონსაც დავიბრუნებთ, ლორე-ტაშირსაც და ხურდაში რაღაცებიც მოყვება. `იიი, ომი გინდათ?~ _ ეს ფრაზა რომ სასაცილოდ გახა- დეს, ახლა ისე გავივაკე ოცნებებში, რომ მგონი, მე მინდა რუსეთ - ყველას ომი... ვაჰ, რა დიდი სტრატეგი ვცდები უქმად... ზესახელმწიფოების მეთაურები საქვეყნოდ შტერაობენ და, მე რომ ჩემს პატარა წერილში ცოტა ვიოცნებო, დიდი ამბავი...
რა ვქნა, ვერ ვიჯერებ, რომ მოსკოვი აღებულია, რუსეთი დანგრეულია, თოფის მსროლელი აღარავინ დარჩა და ჟანგიანი ტანკებიც უთავდებათ...
იმ მედღეხვალიე ტრამპს სერიოზულად არც უნდა მოუსმინო, კვირაში კი არა, დღეში აქვს სამი პარასკევი. ახლა მით უმეტეს არ სცალია, `ეპშტეინის საქმე~ ისე სერიოზულად აქვს მიბჯენილი მკერდზე, რანაირად გამოძვრეს, იმას ფიქრობს, _ ნიუ-იორკიდან რომ მომიკითხა დეიდაშვილმა, იქაურ უმნიშვნელოვანეს ამბად ეს მითხრა. ტრამპს ვერ იტანს, მაგრამ არც ომი უნდა _ ტრამპის მომხრეებს შორის სერიოზული განხეთქილება დაიწყოო. საქმე მხოლოდ ომების შეწყვეტის დაპირების დარღვევას კი არ ეხება, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ეპშტეინის კლიენტების სიის გასაჯაროება გადაიფიქრაო.
ტრამპის მხარდამჭერი ტაკერ კარლსონი ამტკიცებს, რომ ეპშტეინი, დიდი ალბათობით, `მოსადზე~ მუშაობდა და გავლენიან ამერიკელებს შანტაჟით აიძულებდა ისრაელის სასარგებლო პოლიტიკის გატარებასო. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ტრამპიც შანტაჟის ერ- თერთი ობიექტია. ტრამპი ეშმაკსაც წაუღია, მაგრამ `ეპშტეინის სია~ და აშშ-ის თავდადება ისრაელისთვის ჭკუასთან ახლოს არის... ყოჩაღ, კრებსით `მოშეს~, კარგად უმუშავიათ ამ ბო***თან!..
`ბატკამ~ თავისებური `შეგონებანი~ წამოუწყო მოლდოველებს: ნუ ჩქარობთ ევროკავშირში, იქ არავინ გელოდებათ. ყველამ ნახა, როგორ `უყვარდათ~ ევროპელებს უკრაინა _ როგორც კი უკრაინამ თავისი მარცვლეულის ევროკავშირის გავლით ტრანზიტი მოინდომა, მისი ბლოკირება დაიწყეს, თქვენთანაც ზუსტად იგივე იქნება, ნუ მოინდომებთ, უკრაინის ბედი გაიზიაროთო.
კაია კალასმა რომ თქვა `სომ- ხეთი არასდროს ყოფილა ასე ახ- ლოს ევროპასთან, როგორც ახლააო~, _ საქართველოს მრავალგზის ნათქვამი ეს ფრაზა ეცნოთ სომხებს, იანგარიშეს და იფიქრეს, ე მანდ, ჩვენი ტყავებისგან ტიკები არ გააკეთონ რუსებმაო და გამოუცხადეს: ცავატანემ, ზანგეზურისთვის არა გვცალია, სტუმრები გყვავს რუსეთიდან, სევანზე იშხანის დასაჭერად მივდივართ, ისე კი, დაბალანსებული პოლიტიკა გვირჩევნია, თქვენ მანდედან მოგვიახლოვდით, ჩვენ მანამდე `შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში~ ლოდინის გა- რეშე შევალთ, დიდი გული გვაქვს, დაეტევით ორივენიცაო. ევროპასთან ძალიან ახლოს მდგომი ჩვენი მეზობელი არმენია, წინწასული მოლდოვას მსგავსად, დღემდე დსთ-ისა და მასთან დაკავშირებული სამხედრო ალიანსის, `კოლექტიური უსაფრთხოების   ორგანიზაციის~ ОДКБ-ის (Организация  Договора о коллективной безопасности) წევრია.
ამ მეძავი დემოკრატიისა ხომ მართლა ვერაფერი გამიგია, მაგრამ არანაკლებ მაოცებს `ქართული ოცნების~ ხელისუფლება _ ბიჯო, ყველა სახელმწიფო საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამოდის, თვით `ევროპასთან ასე ახლოს მდგომი არმენიაც~ კი. ხაზგასმით აღნიშნა პაშინიანმა, რომ განაგრძობს საგარეო პოლიტიკის ოთხივ კუთხით დაბალანსებას, ყველასთან შეინარჩუნებს და აღადგენს პარტნიორულ ურთიერთობებს;
ჩვენ კი თავადვე რატომ ვისრუ- ლებთ წყევლას? _ ჩვენი მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა მიზნად ისახავს პარტნიორულ ურთიერთობებს ყველასთან, გარდა რუსეთისა და მაინც პრორუსული მთავრობა, ჩელიაბინსკი და დემოკრატიული გზიდან გადახვეულები დაგვარქვეს.
CIA-ს რეზიდენტიდან  ამოვდივარ _ ჩვენთვის ერთი ხეირი ის არის, რომ მეძავობის გზიდან გადაგვიხვევია, მაგრამ ესეც არ გვინდა _ არა, არა, მეძავობა გვირჩევნია, ოღონდ, ქალიშვილებად დავ- რჩებითო.
ასე სადაა, ბიძია!
ჰოდა, იმიტომაც გვიწერენ რე- ზოლუციების სახით ბრძანებებს ბრძანებებზე _ ბოლო-ბოლო, ჩამოყალიბდით, იმუშავებთ თუ არა მეძავადო... რა არის აქ გაუგებარი!
ზურა ოშხრელი