ქრონიკულად და-ვი-ღა-ლეთ!!!

ქრონიკულად და-ვი-ღა-ლეთ!!!

დაღლა მდგომარეობაა, როდესაც ცოცხალ ორგანიზმს ენერგიის უკმარისობის შეგრძნება აქვს. ფიზიკური დაღლილობის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს, დაწყებული ანემიით, დამთავრებული ყველაფრით, რასაც, შესაძლოა, დაერთოს აპათიაც _ გარშემო მიმდინარე მოვლენებისადმი გულგრილობა. დაღლილობა ბუნებრივი პროცესია ძლიერ აქტიურობაზე, ემოციურ სტრესზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, უსაქმურობაზეც. ეს არის ნიშანი, რომელიც, შესაძლოა, ზოგიერთ ფიზიკურ და მენტალურ დარღვევაზე მიუთითებდეს. დაღლას ასაკი არ აქვს. მტრისას, თუ დაღლა ქრონი- კულ დაღლილობაში გადავიდა.
იცით, როგორ მკურნალობენ, როდესაც ქრონიკული დაღლილობის სინდრომია სახეზე?
ამ დაავადების სამკურნალო სპეციალური საშუალება არ არსებობს!
ამ დაავადების საშველად მხოლოდ ცალკეული მნიშვნელოვანი სიმპტომის მოხსნა ხდება, რისთვისაც აუცილებელია ოჯახისა და ახლობლების ხელშეწყობა, სხვა- ნაირად არაფერი ეშველება.
ჰოდა, საქართველოს ჯანმრთელი მოქალაქეები ფსიქოლოგიურად დავიღალეთ და ეს დაღლა ქრონიკულ დაღლილობაში გადაგვივიდა კიდეც!
ექიმს რომ საშველად მიმართავ, მუდმივად დაღლილი ვარო, ექიმი, უპირველესად, იმის კვლევას იწყებს, რა გაცლის ენერგიას, შემდეგ კი სიმპტომატურ მკურნალო- ბასთან ერთად, ცხოვრების წესის შეცვლას გირჩევთ.
ჩვენ რა ვქნათ, საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც ძალიან კარგად ვიცით, რისგანაც დავიღალეთ, მაგრამ `ექიმი~ სასტიკ უარზეა და არ გვმკურნალობს?
უბედურება ის არის, რომ უკვე ქრონიკულ დაღლილობაში გადაგვდის იმ დაუსრულებელ მარაზმში პასიური მონაწილეობა, რასაც, გვინდა-არგვინდა, ვხედავთ და ვაწყდებით...
ექიმი _ ხელისუფლება, ამ შემ- თხვევაში რა სახის `მედიცინას~ მიჰყვება, გაურკვეველია. ეს არც დემოკრატიაა, არც ტირანია, არც საბჭოთა და არც პირველყოფილი წყობილება, ჰოდა, დავიღალეთ და აპათიაშიც გადაგვდის.
ასე გაგრძელდება და „ექიმი~ მიიღებს აპათიაში მყოფთა მილიონიან არმიას, რომელთაც დღემდე თუ კიდევ უძგერთ გული საკუთარი სამშობლოს საკეთილდღეოდ, ხვალ   გულგრილად   შეხედავენ მიმდინარე მოვლენებს და ამის საუკეთესო დასტური იქნება ის, რომ არჩევნებზე იმ რაოდენობის ხალხიც აღარ მივა, რომ არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალოს _ ვამბობ და ასეც იქნება!
ნაცტელევიზიებმა, რაგინდ თავრეტდასხმულთა პროპაგანდისტული მანქანები იყოს და მოსახლეობის აღქმებზე მუშაობდნენ, რეალობა კარგად იციან, _ `ქართული ოცნება~ დასუსტდა, შიდა არეულობა აქვთ და დრო იხელთეს, გამოდითო, ტყუილად კი არ ამ- ბობენ. მაგრამ საქმე ის არის, რომ ხალხი, აქეთაც, იქითაც და შუაშიც, ერთია, ყველა დაიღალა და ყველას აპათიაში გადასდის ეს მდგომარეობა. ბოლოს ისე არ გამოვიდეს, რომ პირველყოფილ მდგომარეობამდე დავიდეთ და ქვეყნისთვის მნიშვნე- ლოვანი საკითხები პოლიტიკოსთა ფიზიკური ორთაბრძოლებით წყდებოდეს... ისე, იმდენი სპორტსმენი პოლიტიკოსი გვყავს პრეზიდენტისა და დედაქალაქის მერის მეთაურობით, რომ სპორტის ცალკეულ დისციპლინებში შეჯიბრებებით გავერთობოდით მაინც და თან პოლიტიკაც „გაკეთდებოდა~...
ამ ბოლო დროს არაერთხელ მოვისმინე ზოგადი საერთო აზრი სხვადასხვა ინტერპრეტაციით, რომ ქართული სახელმწიფო მრავალი წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის.
კი, ნამდვილად ასეა, მაგრამ ვი- სი დამსახურებით, `ქართული ოცნების~ ერთი მუჭა პოლიტელიტით? არა, ბატონო, ხალხით, რომელიც`ქართულ ოცნებას~ ენდო! და ახლა რა ხდება, მადლობის ნაცვლად აპათიით იმ ხალხს გვაავადებს, ვინც ხმალამოწვდილი ვიყავით?
აბა, რა უდგას კანონის აღსრულებას წინ?
ელემენტარული _ მათ, ვისაც ქალაქში მოძრაობა გვიწევს, რატომ უნდა გვექმნებოდეს პრობლემები გადაადგილებასთან დაკავშირებით _ 20-50-100 უსაქმურის გამო ცენტრალური გამზირი რატომ უნდა გადამიკეტოს სახელმწიფომ!
აქციებზე ნიღბები აიკრძალაო და რატომ დარბიან უსამშობლო მავნებლები ნინძებივით?
ერთი-ერთზე რატომ არ გადმოაქვთ ევრო-ამერიკის ის წესები, ქცევები და კანონები, რაც საზოგადოებრივი წესრიგისა და სახელმ- წიფო უსაფრთხოების გარანტია?
და-ვი-ღა-ლეთ!
გავიგეთ, რომ არსებობს დიფსთეითი, რომელსაც ბევრი გრძელი საცეცი აქვს, მაგრამ ყველაფრის დიფ-სთეითისთვის დაბრალება უკვე სასაცილოც აღარ არის... დაიშალა `შიგევროპელთა~ აგრესიული ბანდა და მათი ეს არაფრისმაქნისი დაქირავებული ქუჩის მაწანწალებიც დაიშლებიან; მედია და არასამთავრობო სექტორიც ნორმალურ ჩარჩოში მოექცევა; სასამართლოებიც აღარ იქნება შოუების მოწყობის ადგილი; ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებიც აღარ იქნებიან გრიგოლ ვაშაძის `ანთებული მწვანით~ შეურაცხყოფილები; ნარკომანიაც, თუ მართლა მოინდომა ჯანმრთელმა ხელისუფლებამ, ოდესღაც დავა დაბალ ნიშნულზე და ა. შ. მაგრამ როდის?
ხომ ხელისგულზეა გადმოშლილი, რომ ქართულ სახელმწიფოებრიობაზე შეტევა ნებისმიერი პარტიის კორუმპირებული მაღალი თანამდებობის ყოფილი თუ მოქმედი პირების მიერ ხორციელდება, რომელთაგან დიდი უმრავლესობა ისეა შეზრდილი ბიზნესთან, რომ მისგან ვერ ცალკევდება?
`დიფ-სთეითის~ ძახილი რად უნდა იმას, რასაც საკუთარი თვალით ხედავ!
პირადად ჩემთვის, ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქისთვის, ცნება `ბიზნესმენი~, მცირედი გამონაკლისის გარდა, საქართველოში პირდაპირ `სპეკულიანტია~. ბიზნესმენი ის არის, ვინც პროდუქციას აწარმოებს და საკუთარ წარმოებულს ყიდის, ხოლო ვინც არა- ფერს აწარმოებს, ყიდულობს და ყიდის, გადამყიდველია. შესაბამი- სად, დიდი ფულის მქონე `გამყიდველები~ ყოველთვის მზად არიან, დიდ ფულად ყველაფერი გაყიდონ, საკუთარი თავიცა და სამშობლოც. `ბიზნესსექტორი~ კი არა, რამდენიმე მართლა ბიზნესმენის გამოკლებით, მაქინატორთა ერთი დიდი ბანდაა, რომელიც ყოველთვის და- აფინანსებს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც პრივილეგირებულ მდგომარეობაში ამყოფებს და გარანტირებულად უწყვეტად ალივლივებს.
საქართველოს ნარკოკარტე- ლად და ნარკოჰაბად გადაქცევა უნდათ-მეთქი, რომ ვამბობდი 20 წლის წინათ, მასხრად მიგდებდნენ, პირიქით არის, უკუღმა რატომ ხედავო და ახლა, ნარკობიზნესის წინააღმ- დეგ ბრძოლა რომ დაიწყო და ცდუნებულ კურიერებს ყოველდღე იჭერენ, ეს ფაქტი სულაც არ მაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ ვინმე `კომისარი კატანი~ აღმოჩნდება. თუ ნარკოთავს ხელს არ და ვერ ჰკიდებ, ჩუმად მაინც დაიჭირე ის ნარკოკურიერები, სამარცხვინოდ სასაცილოდ ხვდება ყურს ამ სახით `ნარკობიზნესთან ბრძოლა~...
კორუფციის აღმოფხვრისა ჩვენარაფერი ვიცით. წინა ხელისუფლების დროს ერთიდაერთი რომ შეიქმნა „ელიტარული კორუფცია“, რა ხდება კულუარებში, ვინ გვეტყვის, ჩვენთვის მხოლოდ მათთან შედარებით გროშკაპიკმადევრების ამბებია განკუთვნილი... ისიც ვერ გაგვიგია, კლანების განადგურების პროცესი მიმდინარეობს თუ გაკონტროლების...
მითხრეს, საეჭვო ბიზნესმენებსა და საეჭვო ყოფილ სახელმწიფო ჩინოვნიკებს საქართველოს დატოვება ეკრძალებათო. არ ვიცი, მართლა ასეა თუ არა, მაგრამ თუ ასეა, ძალიან მართებულია, რადგან საქართველოში შიდა აფეთქების მომ- წყობთა დამფინანსებლები მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც განეიტრალდებიან საფუძველშივე.
საქმე ის არის, რომ ერთადერთი თავზეხელაღებული, რომელიც გარე სამხედრო ძალით გადაწყვეტს საქართველოს მუჭში მოქცევას, რუსეთია, მას კი, ამ ეტაპზე მაინც, ასეთი მიზანი არ აქვს. ზის თავისთვის რუსეთის `თავების ნაკრები~ და მოთმინებითა და ინტერესით ელიან, როდის და რანაირად დაუძვრება ხელიდან პატარა ლიფსიტა საქართველო ვეშაპებს _ ეტყობა, იმდენად სწორად ვიქცევით, რომ გაოცებასა და მოწონებას არ მალავენ.
სხვა, ცალკეული ორგანიზაციები, `შიგევროპელებს~ ლამის სახელმწიფოებად რომ აქვთ აღქმული, ნატო და ევროკავშირი, სამხედრო ძალით საქართველოზე არ გამოიწევენ, არ უღირთ ამად; ჩასაფრებული თურქეთი დიდი სიამოვნებით გადაგვყლაპავდა, მაგრამ რუსეთის შიში, რიდი და იძულებითი პატივისცემა აქვს, ამიტომ თავშეკავებულია; ცალკე აღებულ არმენიასა და აზერბაიჯანს იმდენი ჭკუა ჰყოფნით, რომ ოცნებები ჩაიკლან და მხოლოდ მეტრობითა და ბორცვობით მიითვისონ ჩვენი ტერიტორიები და, რაღა დარჩა, შიგნიდან უნდა გადაატრიალონ საქართველო.
შევარდნაძისა არ იყოს, ყველა საკუთარ საწოლში გადატრიალდეს, მაგრამ `ოცნება~, გაიგე, რომ და-ვი-ღა-ლეთ ამ ყველაფრით!
გამომგზავნებისთვის ხეირი არაფერია, მაგრამ ხალხი და-ვი-ღა-ლეთ ყოველკვირეული ევრო- რეზოლუციების მიღებით!
მითითებებს ვეღარ იძლევიან და ბრძანებებს ვეღარ გასცემენ, მაგრამ რასაც ჯღაბნიან, მოქმედებს ხალხის ფსიქიკაზე თუნდაც იმიტომ, რომ ისეთივე ჯგუფურად არ იბარებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმ ქვეყნის ელჩებს, რომელთა წარმომადგენლები ევროკავშირიდან მხოლოდ იმიტომ გვემუქრებიან რაღაც მექანიზმების ამოქმედებით, რომ მათი სასურველი ისეთი პარტია არ აღმოჩნდა ქვეყნის მართვის სადავეებთან, რომელიც ომს წამოიწყებდა რუსეთთან და ეროვნულ ინტერესებს გვერდზე მოისვრიდა.
ასეთ ფონზე საყოფაცხოვრებო თემები უკან გვრჩება, თუმცა, წინ რომ მოვიგდოთ, რა იქნება _ იგივე, რაც პოლიტიკაში ხდება.
ამ ყველაფერს რა ჰქვია, კარგად ვიცით, მაგრამ ვინაიდან მიგვაჩნია, რომ გადამტეხ-გარდამავალი პროცეს-ეტაპია, ჯერჯერობით თავს შევიკავებ და იმედს დავიტოვებ, რომ ხალხის რიგიც მოვა. არადა, ხალხი უნდა იყოს უპირველესი, ის ხალხი, რომელმაც აირჩია ხელისუფლება, ჩვენთან კი პირიქით არის, მტერს ეგებიან ფეხქვეშ...
„ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად“...
უტყუარად მხოლოდ ერთი რამ ვიცი: ამდენი შეპირებული დაწყებულ-დაუსრულებლისგან და-ვი- ღა-ლეთ!!!
 მაია ჭელიძე