თავამოწურულები
თამარა ჩერგოლეიშვილი აცხადებს, თავები ამოვწურეთო. არა, ჩვენ კი არა, თავი რვიანმა ამოწურაო. იცით, რომელ რვიანზეა საუბარი? არჩევნებამდე სამნი რომ შეიკრიბნენ სალომე ზურაბიშვილთან და ე. წ. ქარტიაზე ხელი რომ მოაწერეს. დიახ, სამნი შეიკრიბნენ, ეს სამნიც, არავინ იცის, ვინ იყვნენ და თქვეს, რვანი ვართო. რა ვერ გაიგეთ? სამნი იყვნენ და თქვეს, რვანი ვიყავითო, რვა პარტიაო, გავლენიანნიო, მრავალრიცხოვანნიო. ჩამთავრდა არჩევნები და თურმე, როგორც თამარა ამბობს, 4 ოქტომბრის შემდეგ ბოიკოტი არარელევანტური გახდა, შესაბამისად - რვიანმა თავი ამოწურაო. ჩერგოლეიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ტრიუმფი ექნებოდა რუსთაველზე შეკრებილ ათი ათასობით მოქალაქეს, რომ არა ხაზარაძე-გახარიას მონაწილეობა და სააკაშვილის კრახისთვის განწირული მორიგი რევოლუცია. თურმე ახალი ეტაპი იწყება პოლიტიკური პარტიებისთვის:
„ფედერალისტები მივიღებთ ამომრჩევლის დაკვეთას და მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიულ, ამომჩევლის პრობლემებზე ფოკუსირებულ პარტიებთან ვითანამშროლებთ - მათთან, ვინც მზად იქნება ერთობლივი ძალებით და უკომპრომისოდ ჩავრეცხოთ ავტოკრატია და ოლიგარქია ყველა ფლანგზე. ფედერალისტები ვითანამშრომლებთ კაცებთან და არა კაცის კაცებთან. ეს ბრძოლა არაა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ეს ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის მიდის. დემოკრატია და დემოკრატიული ძალები გავიმარჯვებთ“.
როგორ ფიქრობთ, რა, ამას არ აქვს მოსატანი ჯანმრთელობის ცნობა? მოუნდა კაცები, თანაც დემოკრატები, თანაც პლურალისტები. ისე, სულ მიკვირს, საიდან მაიგონებენ ხოლმე ეგეთ რაღაცებს, ნეტავ, სიზმარში ნახულობენ თუ საიდანმე კარნახობენ? არავისთან აღარ ვითანამშრომლებთ, გარდა დემოკრატიული ძალებისაო, თანაც ფედერალისტებიო. ესე იგი, ესენი ცალკე რომ გავიდნენ არჩევნებზე, ნულ-ნულ-ნულ-ერთ პროცენტსაც ვერ აიღებენ და ამ დროს ისეთი გონორი აქვთ, გეგონება, ჰა და ჰა, სანახევროდ უკვე ხელისუფლებაში არიან.
კარგია, კარგი, ოთხმა ოქტომბერმა ბევრს ჩაილურის წყალი დაალევინა და ეს არის კარგი.
გელა ზედელაშვილი

