უსარგებლო იდიოტები
ე. წ. ოპოზიციონრების რუპორი „ტვ ფორმულა“ აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს გრიგოლ ლილუაშვილმა უღალატა, თურმე ის ორმაგი აგენტი იყო. წარმოგიდგენიათ? რაც დრო გადის, მით მეტ უვიცობას ამჟღავნებენ ეს უსარგებლო იდიოტები. ჯერ ერთი, თუ სუსი-ის ყოფილ უფროსს იმ დონეზე ენდეთ, რომ ხელისუფლების დამხობის ე. წ. გეგმა მასთან შეათანხმეთ, მაშინ მართლა უკანასკნელი კრეტინები ყოფილხართ და მეორეც - რანაირად უნდა გეფიქრათ, რომ ლილუაშვილი ბურჭულაძისა და ზოდელავას აგენტი გახდებოდა? თანაც ორმაგი იყოო. ესე იგი, რანაირად იყო ორმაგი, „ნაცებსაც“ ემსახურებოდა და „ქოცებსაც“? იქითაც იყო და აქეთაც? უფრო მეტად რომ წავიდეთ კულუარულ სირღმეში, რა გამოდის, ლევან ხაბეიშვილს „ანიტა“ შეარქვა ლილუაშვილმა და შემდეგ ლილუაშვილი გახდა „ანიტას“ აგენტი? ფაქტობრივად, ასე გამოდის.
არა, რაააა, ხალხო, დავუშვათ, სუსი-ს ყოფილი უფროსი მივიდა ამ ტუტუცებთან და შესთავაზა, 4 ოქტომბერს ხელისუფლებას დაგამხობინებთო, მთელ შსს-ს და ყველა მუდრეგს თქვენკენ გადმოვიყვანო, ეს რანაირად უნდა დაიჯერო? ახლა იმაზე მიდის ჩაშვებები, სად იკრიბებოდნენ აქციის ორგანიზატორები და რაზე ბჭობდნენ. როგორც თამარა ჩერგოლეიშვილი ამბობს, ესენი ბაჩო ახალაიასთან იკრიბებოდნენ და დამხობის გეგმას იქ ადგენდნენ. ამას სხვებიც ადასტურებენ, მათი გვარების ჩამოთვლა არ მინდა. იცით, ჩვენ საქმე გვაქვს სრულ სიგიჟესთან, მაგრამ ისიც ფაქტია, ვიღაცამ ბურჭულაძე, ზოდელავა და დანარჩენი „შანტრაპა“ მართლა გააცუცურაკა, ვიღაცა მართლა დაპირდა, პრეზიდენტის სასახლესთან მიდით, მერე სასახლეში შეცვივდით, სპეცრაზმი თქვენ მხარეს გადმოვა, ბიძინა ივანიშვილს შეეშინდება და გაიქცევაო.
მეტიც, ესენი ახლა ისეთებს ყვებიან, თვალები შუბლზე აგივათ: ეკა ბესელიამ თქვა, თუ დამტკიცდება, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობის გისოსები წინასწარ იყო გადაჭრილი, სისტემის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგესო. არ მოგესმათ, თუ გისოსები გადაჭრილი იყო წინასწარ, ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგესო. ავაჰმე, ეს ქალი ერთ დროს ჭკვიანი მეგონა, თურმე რა მწარედ ვცდებოდი. არ დაიჯერებთ, თინა ბოკუჩავაც თითქმის იგივეს ამტკიცებს: „დღესავით ნათელი იყო, რომ ეს ღობეები ათონელზე წინსწრებად იყო მოყანყალებული“. დავუშვათ, მართლაც წინსწრებით იყო მოყანყალებული, მერე? ეს აძლევს ვინმეს უფლებას, პრეზიდენტის სასახლეში შევარდეს? დავუშვათ, ღობე საერთოდ არ ყოფილიყო, მერე? მერე რა უნდა ექნათ? ხელისუფლება უფრო მეტად უნდა დაედანაშაულებინათ, ღობე რატომ არ იყოო? ესე იგი, ამათი ლოგიკით, აქციის მონაწილეებმა ქვაფენილი რომ აყარეს, ეგეც წინასწარ იყო მოყანყალებული. მეტიც, კაფეებიდან გამოტანილ ავეჯს ცეცხლი რომ წაუკიდეს, მანდ წინასწარ იყო მოსხმული ნავთი, რათა კარგად აბრიალებულიყო. ეჰ, როგორც ხედავთ, უკიდეგანოა უსარგებლო იდიოტთა ფანტაზია. ოღონდ, ცარიელი თავები გადაირჩინონ და ყველაფერზხე მიდიან.
გელა ზედელაშვილი


