თქვენ გაიმარჯვეთ ბოროტებაზე...
საქართველოსაც ჰყვარებიხართ, ჩვენო დიდო პატრიარქო.
დაუსრულებელი ხალხის ნაკადი, ზღვა ენერგია და ემოცია. უდიდესი მწუხარებისა და ტკივილის მიუხედავად, გული სიამაყით გევსება ადამიანს.
თქვენ გაიმარჯვეთ მტრობაზე, თქვენ გაიმარჯვეთ ღალატზე, თქვენ გაიმარჯვეთ ბოროტზე. თქვენ მრავალწლიან, თავგანწირულ მოღვაწეობას უკვალოდ არ ჩაუვლია, უდიდესი და უმძიმესი მისია პირნათლად შეასრულეთ, თქვენ დაამარცხეთ სიკვდილი, მარადიული სიცოცხლით. თქვენ დათრგუნეთ სიძულვილი და გაამარჯვებინეთ სიყვარულს.
გვიყვარხართ! გვიყვარხართ! გვიყვარხართ!
ირაკლი ხელაძე
